Back

ⓘ მატერია



                                               

მატერია

მატერია - ფიზიკური სუბსტანცია, რომელიც შედგება ფიზიკური ობიექტებისაგან. ყველაფერი რაც რეალურად არსებობს სამყაროში, მატერიაა. მატერიას, რომლისგანაც შედგება ფიზიკური სხეული, ნივთიერება ეწოდება. ნივთიერებაა: ჰაერი, წყალი, მიწა, ხე, მეტალები. მაგრამ ბუნებაში არ შეიძლება ყველაფერს ეწოდოს ნივთიერება. მაგალითად, სინათლე, რადიოტალღები, ელექტრული და მაგნიტური ველები არ წარმოადგენენ ნივთიერებას. ეს არის მატერიის არსებობის სხვა ფორმა - მას ველი ეწოდება. მატერია არსებობს ნივთიერებისა და ველის სახით. სამყაროს მრავალსაუკუნოვანმა შესწავლამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მატერია არ არსებობს მოძრაობის ...

                                               

მატერია (ფილოსოფია)

მატერია - მატერიალური ფილოსოფიის ძირითადი ცნება, რომლის მიხედვითაც მატერია წარმოადგენს სამყაროს სუბსტანციას, რომელიც არ წარმოშობილა და არ ისპობა, მარადიულად მოძრაობს დროში და სივრცეში, განიცდის განვითარებას და ამ განვითარების შედეგს წარმოადგენს. ამდენად, ცნობიერება მაღალგანვითარებული მატერიის ანუ ადამიანის ტვინის გამოვლენაა და არ არსებობს არავითარი ცნობიერება და არავითარი იდეები მატერიის გარეშე, ამ შეხედულებას არ იზიარებს არც სუბიექტური და არც ობიექტური იდეალიზმი. მათი აზრით, ყოვლად დაუშვებელია სულის და ცნობიერების ახსნა მატერიით, სული ზემატერიალური იდეალური არსია და მისი საწყისი არამატერი ...

                                               

ბნელი მატერია

ბნელი მატერია - მატერიის ფორმა, რომელიც გალაქტიკებისა და სამყაროს უდიდესი სტრუქტურების ფორმირებას ახდენს. ის ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს ერთმანეთისკენ იზიდავს. ბნელი მატერია დიდი აფეთქების პირველივე წამს წარმოიქმნა. როგორც ცნობილია, დაკვირვებადი სამყაროს 27% სწორედ ბნელი მატერიისგან შედგება.

                                               

ეგზოტიკური მატერია

ეგზოტიკური მატერია ფიზიკაში - მატერია რომელიც განსხვავდება ჩვეულებრივი მატერიისგან და აქვს ეგზოტიკური პროპორციები, ეგზოტიკური მატერია არ შედგება სუბატომური ნაწილაკებისგან. გააჩნია ნეგატიური მასა.

                                               

ბიოტური მატერია

ბიოტური მატერია ან ბიოლოგიურად წარმოებული მატერია - ნებისმიერი მატერია, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალი ორგანიზმებისაგან. ასეთი მატერიების უმეტესობა შეიცავს ნახშირბადს და დაშლის უნარი აქვთ. დედამიწაზე ყველაზე ადრეული სიცოცხლე სულ ცოტა 3.5 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა. სიცოცხლის უფრო ადრეული ფიზიკური მტკიცებულებები მოიცავს 3.7 მილიარდი წლის მეტასედიმენტურ კლდეებში გრენლანდიაში აღმოჩენილ გრაფიტს ბიოგენური სუბსტანცია, ასევე "ბიოტური სიცოცხლის ნარჩენებს", რომლებიც აღმოჩენილია 4.1 მილიარდი წლის კლდეებში დასავლეთ ავსტრალიაში. დედამიწის ბიომრავალფეროვნება უწყვეტად ფართოვდებოდა, თუ მას მასობრივი გადაშ ...

                                               

ვარსკვლავთშორისი სივრცე

ვარსკვლავთშორისი სივრცე - მატერია, რომელიც არსებობს სივრცეში ვარსკვლავურ სისტემებს შორის გალაქტიკაში. ეს მატერია მოიცავს აირს იონურ, ატომურ და მოლეკულურ ფორმაში, ასევე მტვერსა და კოსმოსურ სხივებს. ის ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეს და გლუვად ირევა გარშემო არსებულ გალაქტიკათშორის სივრცეში. ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფორმაში ენერგია, რომელიც იმავე მოცულობას იკავებს, ვარსკვლავთშორისი გამოსხივების ველია. ვარსკვლავთშორისი სივრცე გაჯერებულია მრავალი ფაზით, რომელიც განირჩევა მატერია იონურია, ატომური თუ მოლეკულური, და ტემპერატურითა და სიმკვრივით. ვარსკვლავთშორის სივრცეში ძირითადად შედის წყალბადი ...

                                               

რეალობა

რეალობა - ნამდვილად არსებული, რომელიც უპირისპირდება მოჩვენებითად, სავარაუდოდ და ა.შ. არსებულს. ტერმინი "რეალობა" პირველად იხმარეს XIII საუკუნეში, სქოლასტიკაში. ღმერთს მიეწერებოდა რეალობის სრული, ხოლო საგნებს არასრული ხარისხი. მაგრამ რეალობის გამომხატველი ცნება მანამდეც იხმარებოდა ფილოსოფიაში. ახალი დროის ფილოსოფიაში სუბსტანციას სრული, ხოლო მოდუსებს არასრული რეალობა მიეწერება. დიალექტიკურ მატერიალიზმში რეალობის ცნება ორი აზრით იხმარება: 1). ობიექტურად არსებული, ე.ი. მატერია მთელი თავისი მრავალფეროვნებით. ამ შემთხვევაში იგი უპირისპირდება სუბიექტურ რეალობას, ე.ი. ცნობიერებას; 2). ყოველი არსებ ...

                                               

სამყარო

სამყარო - ყოველივე არსებულის ერთობლიობა. უკანასკნელი სამეცნიერო მონაცემების მიხედვით სამყაროს ასაკი შეადგენს 13.7±0.2 მილიარდ წელს. ტერმინის "სამყარო" მნიშვნელობა იმ კონტექსტზეა დამოკიდებული, რომელშიც ის გამოიყენება. მატერიალისტურ ფილოსოფიაში სამყარო განისაზღვრება როგორც ერთობლიობა ყველა არსებული მატერიალური ნაწილაკისა და სივრცის, რომელშიც მათ შორის ურთიერთქმედება ხდება. კოსმოლოგიაში სამყარო გაიგივებულია სასრულ ან უსასრულო დრო-სივრცულ კონტინუუმთან, რომელშიც მთელი მატერია და ენერგია არსებობს.

                                               

ქაღალდი

ქაღალდი - თხელი, ბრტყელი მატერია, რომელიც ძირითადად მცენარეული ბოჭკოებისგან შედგება. გამოიყენება უმთავრესად წერისთვის და ბეჭდვისთვის. სხვა გავრცელებული გამოყენებებია: შესაფუთი საშუალება, ჰიგიენური ქაღალდი, დეკორაციული ქაღალდი.

                                               

კატეგორია (ფილოსოფია)

კატეგორია - ცოდნის ფორმა, რომელშიც გამოითქმება სინამდვილის სხვადასხვა კავშირები, მიმართულებები, თვისებები და კანონზომიერებები. ამ გაგებით კატეგორია არის ზოგადი ცნება. არსებობს ერთეული და წყვილადი კატეგორიები, ერთეული კატეგორიებია: მატერია, მოძრაობა, დრო, სივრცე, ცნობიერება, ყოფიერება და სხვა. წყვილადი კატეგორიებია: ერთეული და ზოგადი, ფორმა და შინაარსი, არსება და მოვლენა, შესაძლებლობა და სინამდვილე, აუცილებლობა და შემთხვევითობა და სხვა. წყვილადი კატეგორიები, ერთიმეორის გარეშე არ მოიაზრებიან, ისინი ერთიმეორეს მოითხოვენ და აპირობებენ.

                                               

ტექსტილი

ტექსტილი - ნაკეთობა, რომელსაც იღებენ საქსოვ დაზგებზე ურთიერთპერპენდიკულარული და ერთმანეთთან ხლართებით შეერთებული გრძივი და განივი ძაფებისაგან. მისი სისქე 0.1-5 მმ-ია. სიგანე 1.5 მ. ზოგჯერ სიგანე 12 მეტრს აღწევს. წარმოება უშვებს სხვადასხვა სიგრძის ტექსტილს იმის მიხედვით, თუ რა სახისაა ბოჭკო, რომლისგანაც გამომუშავებულია ნართი. ტექსტილი შეიძლება იყოს ბამბის, შალის, აბრეშუმის, სელის, ქიმიური ბოჭკოსი. საქსოვი დაზგებიდან მოხსნილ ტექსტილს ეწოდება ხამი ქსოვილი, რომელსაც შემდეგ ამუშავებენ, ათეთრებენ, აუთოებენ და სხვ. ტექსტილი გამოდის გათეთრებული, ერთ ფერად შეღებილი და დაჩითული. ტექსტილის მისაღები ტ ...

                                               

ნეიტრონი

ნეიტრონი - ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც არ გააჩნია ელექტრული მუხტი და რომლის მასა ცოტათი აღემატება პროტონის მასას. ის შედგება ერთი ზედა და ორი ქვედა კვარკისგან. ნეიტრონები შედიან ნებისმიერი ატომის ბირთვის შემადგენლობაში გამონაკლისია წყალბადის იზოტოპი პროთიუმი, რომლის ბირთვიც მხოლოდ ერთი პროტონისგან შედგება. ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობას ატომური რიცხვი ეწოდება და განსაზღვრავს იმას, თუ რომელ ქიმიურ ელემენტს წარმოადგენს ატომი. ბირთვში ნეიტრონების რაოდენობას ნეიტრონული რიცხვი ეწოდება და იგი ელემენტის იზოტოპს განსაზღვრავს. მაგალითად, ფართოდ გავრცელებული ნახშირბად-12 იზოტოპის ბირთი შედ ...

                                               

პროტონი

პროტონი - ელემენტარული ნაწილაკი, რომლის მუხტი +1 ელემენტარული მუხტის ტოლია. პროტონი არის ყველა ატომის ბირთვის შემადგენელი ნაწილი. პროტონი სტაბილური ნაწილაკია და წარმოადგენს აგრეთვე წყალბადის ატომის ბირთვს H +. იგი შედგება სამი ფუნდამენტური ნაწილაკისგან, კვარკისგან. პროტონის სპინი არის ½, ანუ ის წარმოადგენს ფერმიონს.

                                               

აბსოლუტი

აბსოლუტი - მარადიული, განუსაზღვრელი და განუპირობებელი საფუძველი ყოველივესი. ტრადიციული მეტაფიზიკური ფილოსოფიის ძირითადი ცნება. იდეალისტურ ფილოსოფიასა და რელიგიაში აბსოლუტი ღმერთთან არის გაიგივებული. დიალექტიკური მატერიალიზმის მიხედვით, აბსოლუტი შეიძლება იყოს მხოლოდ თვითმოძრავი მატერია.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →