Back

ⓘ კულტურა



                                               

კულტურა

კულტურა - ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული სიტყვაა როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში, ისე ყოფით მეტყველებაში. მას მრავალი მნიშვნელობა აქვს, რაც თვით კულტურის ფენომენის სირთულითა და მრავალფეროვნებითაა განპირობებული.

                                               

ქართული კულტურა

საქართველოს კულტურას საუკუნეების განმავლობაში აყალიბებდა მძიმე, თუმცა მრავალფეროვანი ისტორია, მდიდარი ტრადიციები, ძლიერი ეროვნული თვითშეგნება, ქართულ ენაზე შესრულებული ლიტერატურული მოღვაწეობა ქართულ დამწერლობაზევე დაფუძნებული.

                                               

ჩაჩაპოიას კულტურა

ჩაჩაპოიასის კულტურა - კოლუმბამდელი ცივილიზაცია პერუში. გავრცელებული იყო თანამედროვე პერუს ამასონასის რეგიონში ახ. წ. 900 - 1470 წწ. აღნიშნული კულტურის მაცხოვრებლებმა შექმნეს მრავალი მონუმენტური ქვის ძეგლები: კუელაპი, გრან-პახატენი, ლაგუნა–დე–ლოს–კონდორესი და სხვ. პერუელი ისტორიკოსის ინკა გარსილასო დელა ვეგას ცნობით, ჩაჩაპოიას კულტურა დაიმორჩილა ინკების იმპერიამ ტუპაკ ინკა იუპანკის მმართველობისას, დაახლ. XV საუკუნის მეორე ნახევრში.

                                               

ჩილეური კულტურა

ჩილეური კულტურა წარმოადგენს შედარებით ერთგვაროვან საზოგადოებას, სადაც ისტორიულად გადამწყვეტი როლი ითამაშა გეოგრაფიულმა იზოლაციამ და სიშორემ. კოლონიზაციის ეტაპიდან, ჩილეს კულტურა წარმოადგენს ესპანური კოლონიური ელემენტებისა და ადგილობრივი კულტურის ნარევს. ტარდიციული ჩილური კულტურა ესაა სასოფლო და აგრარული წარმოშობის, რომლის მთავარი სიმბოლოცაა ცენტრალური ჩილეს მხედარი უასოები. იმის გამო, რომ ჩილე გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა, შეუძლებელი იყო ცენტრალუირ ჩილეს ცხოვრების სტილი ყველგან გავრცელებულიყო, ამიტომ ჩრდილოეთ და სამხრეთ ჩილე საკმაოდ განსხვავდება ერთმანეთისაგან წეს-ჩვეულებებით. ჩ ...

                                               

ეგეოსის კულტურა

ეგეოსის კულტურა, კრეტა-მიკენის კულტურა - ბრინჯაოს ხანის - კულტურა, გავრცელებული ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში. XIX ს. II ნახევარში ჰაინრიხ შლიმანისა და ა. ევანზის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად სავსებით დადასტურდა ეგეოსის კულტურის შესახებ ანტიკური ავტორების ცნობები. ნეოლითის ხანაში ეგეიდაში არსებობდა განვითარებული კულტურები, მაგრამ ეგეოსის კულტურამ ჩამოყალიბებული სახე ბრინჯაოს ხანაში მიიღო.

                                               

მტკვარ-არაქსის კულტურა

მტკვარ-არაქსის კულტურა ან ადრეული ტრანსკავკასიური კულტურა, ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევრისა - III ათასწლეულის არქეოლოგიური კულტურა, რომელიც გავრცელებულია იყო მტკვრისა და არაქსის აუზში. ძირითადად აგრძელებდა წინა ხანის ტრადიციებს. მაგრამ უფრო მაღალ საფეხურზე იდგა.

                                               

მოლიოს კულტურა

მოლიოს კულტურა - კულტურა, რომელიც არსებობდა ჩვ. წ. 1000 - 1500 წლებში, ტიუანაკოს კულტურის დაცემის შემდეგ, თანამედროვე ბოლივიის ტერიტორიაზე. კულტურა განვითარდა პუკინის ხალხის პატარა ქალაქ-სახელმწიფოებში. XV საუკუნეში, აიმარას ხალხის დაპყრობებს გადარჩენილი პუკინის მიწები ინკებმა დაიპყრეს. მოლიოს ხალხი იაგუარს ეთაყვანებოდა. მოლიოს ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული მონუმენტები მდებარეობს ტიტიკაკას ტბის ჩრდილოეთით, ბოლივიის დედაქალაქ ლა-პასიდან 325 კმ-ის მოშორებით. განეკუთვნება 1145-1425 წლებს. შემორჩენილია ასზე მეტი შენობა, ქუჩები და მოედნები. განვითარებული იყო კერამიკა. ზრდასრულ ადამიანებს კრძალ ...

                                               

უარის კულტურა

უარის კულტურა - ინკებამდელი ცივილიზაცია პერუში. გავრცელებული იყო თანამედროვე პერუს ტერიტორიაზე და მოიცავდა წყნარი ოკეანის სანაპიროსა და ცენტრალურ ანდებს. იგი გავრცელებული იყო ძვ. წ. 500 - ახ. წ. 900 წწ–ში. კულტურისათვის დამახასიათებელი ძეგლები აღმოჩენილია ქალაქების კინუასა და ჩიკლაიოს მახლობლად. კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლია ტორო-მუერტოს პეტროგლიფები. მთავარი ქალაქი იყო უარი, რომელიც მდებარეობდა დღევანდელი ქალაქი აიაკუჩოს მახლობლად.

                                               

ადინის მეჩეთი

ადინის მეჩეთი - ყველაზე დიდი მეჩეთის ნანგრევები ინდოსტანის ნ/კ–ზე. განლაგებულია ინდოეთის დასავლეთ ბენგალის შტატში. თარიღდება XIV საუკუნით. წარმოადგენდა ბენგალიის სასულთნოს საიმპერატორო მეჩეთს.

                                               

აზიის კულტურა

აზიის კულტურა - აზიის რეგიონის სხცადასხვა ქვეყნის და ეთნიკური ჯგუფის მრავალფეროვანი ტრადიციების ერთობლიობა. აერთიანებს აზიის ხალხების ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს, რომელთა ჩამოყალიბება და განვითარება საუკუნეეების მანძილზე ხდებოდა. გეოგრაფიული მდებარეობის და კულტურის მიხედვით რეგიონი ხშირად იყოფა ჩრდილოეთ, სამხრეთ, აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და დასავლეთ აზიად. როგორც მოსახლეობით და ტერიტორიით ყველაზე დიდი კონტინენტი აზია რამდენიმე უძველესი ცივილიზაციის წარმოშობის ადგილია, სამშობლოა მსოფლიოს უძველესი და უმსხვილესი ...

                                               

გაბრიელა მისტრალის კულტურული ცენტრი

გაბრიელა მისტრალის კულტურული ცენტრი) - კულტურული ცენტრი რომელიც მდებარეობს სანტიაგოში, 227-ე პროსპექტზე. თავიდან აშენდა, როგორც მესამე გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციიის სათაო შენობა, რომელიც სანტიაგოში 1972 წელს ჩტარდა. შენობა სალვადორ ალიენდეს მთავრობის და მოხალისეთა დიდი ძალისხმევით 275 დღეში აშენდა. კონფერენციის შემდეგ 1973 წლის სამხედრო გადატრიალებამდე, გამოიყენებოდა როგორც კულტურული ცენტრი. 2006 წელს შენობის ნაწილი ცეცხლმა გაანადგურა, რის შემდეგაც მოხდა შენობის ძირეული რეკონსტრუქცია. განახლებული კულტურული ცენტრი 2010 წლის სექტემბერში გაიხსნა და მას გაბრიელა მისტრალის სახე ...

                                               

განაპირა კულტურა

განაპირულობა კულტუროლოგიური ცნებაა და მიუთითებს ამა თუ იმ რეგიონის კულტურულ სპეციფიკაზე. იგი გულისხმობს ცვლილებებსა და ტრანსფორმაციებს "დიდი" კულტურის სისტემის ფარგლებში. იქმნება კულტურის ელემენტთა ახალი კომბინაციები, ახალი აქცენტები, იცვლება ელემენტთა ურთიერთქმედების ფორმები; რაღაც აქტუალიზდება, რაღაც უკანა პლანზე გადადის, მაგრამ ყველაფერი ეს ხდება "დიდი" კულტურის პრინციპების, კანონზომიერებათა და ტენდენციათა ჩარჩოებში. შესაბამისად, "განაპირულობა" არ დაიყვანება მხოლოდ სივრცით-გეოგრაფიულ ფაქტორზე. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ტერმინი "განაპირა კულტურა", რომელიც მოკლებულია შეფასებით დატვი ...

                                               

გოალდის მეჩეთი

მეჩეთი დაარსდა 1705 წელს აბდულ ჰამიდის მიერ დიდ მოგოლთა იმპერატორ აურანგზების მმართველობის დროს. ერთგუმბათიანი დახვეწილი გოალდის მეჩეთი წარმოადგენს ძველი დედაქალაქის მცირე რაოდენობით გადარჩენილ ძეგლებს შორის მოგოლებამდელი პერიოდის არქიტექტურის ყველაზე შთამბეჭდავ და საუკეთესო მაგალითს. მის გვერდით დგას 1519 წელს აგებული კიდევ ერთი მეჩეთი. ეს მეჩეთი წარმოადგენს სულთან ჰუსეინ შაჰის მმართველობის პერიოდის ძეგლს. იგი XVI საუკუნის დასაწყისიში ააგო მოლა ჰიზბარ აქბარ ხანმა ალაუდინ ჰუსეინ შაჰის მმართველობის დროს გოალდიში. სონარგაონი მაშინ იყო აღმოსავლეთ ბენგალიის შუა საუკუნეების მუსლიმი მმართველების ...

                                               

თაკი-ქისრა

თაკი-ქისრა, თაკი-ქისრის მეჩეთი ნიშნავს "ხოსროს აივანს". განეკუთვნება სასანიანთა ირანის ეპოქას და არის ერთადერთი გადარჩენილი სასახლის ნანგრევებია ძველ ქალაქ ქტესიფონში. ამჟამად, მდებარეობს ერაყში, პატარა ქალაქ სალმან–პაკთან. მისი თაღი ითვლება არქიტექტურის ისტორიულ და მსოფლიოში უდიდეს უწყვეტ აგურის ძეგლად.

                                               

თბილისის პანტომიმის სახელმწიფო თეატრი

"შალიკაშვილის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი" 1960 წელი, პანტომიმის გამოჩენილი პედაგოგი და რეჟისორი, ალექსანდრე რუმნევი: "ქართველი ხალხი ძალზე პლასტიკურია და ჩემთვის დღემდე გაურკვეველია, რატომ არა აქვთ პანტომიმის თეატრი, ეს ჩემში გაკვირვებას იწვევს’’. ეს სიტყვები აღმოჩნდა ერთგვარი ბიძგი და ზუსტად 5 წლის შემდეგ საქართველოში გაჩნდა პანტომიმის ჯუფი,შემდეგ სტუდია, მერე თეატრი ფილარმონიასთან და ბოლოს, დამაგვირგვინებელი ეტაპი - "პანტომიმის სახელმწიფო თეატრი"! ამირან შალიკაშვილმა პანტომიმის თეატრი 1961 წელს დააარსა. საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის საქართველო იყო პირველი, რომელსაც გააჩნდა პანტომიმის ...

                                               

ირანის კულტურა

ირანის კულტურა - ირანის ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს ირანულ ანუ სპარსულ ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. ირანის კულტურა მსოფლიოში ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი კულტურაა. ირანი ასევე ითვლება ცივილიზაციის ერთ-ერთ აკვანად, დომინანტური გეოპოლიტიკური პოზიციისა და კულტურის გამო ირანმა დიდი გავლენა მოახდინა სხვადასხვა კულტურებსა და ხალხებზე, მათ შორის იტალიაზე, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საბერძნეთზე, რუსეთზე და აღმოსავლეთ ევროპაზე არაბეთის და ინდოეთის ნახევარკუნძულზე და აღმოსავლეთი აზიის ქვეყნებზე თავისი ხელოვნების, ა ...

                                               

კემპი

კემპი - თანამედროვე ესთეტიკაში სპეციფიკურად განვითარებული ესთეტიკური გემოვნების აღმნიშვნელი ტერმინი, რომელსაც საფუძვლად უდევს საგანგებოდ ათვისებული მგრძნობელობა, ყველაფერ არაბუნებრივზე, გროტესკამდე გაზვიადებულზე, ხანდახან ვულგარულსა და უხეშზე დამყარებული ესთეტიკური გრძნობა, ხშირად ობივატელისთვის შოკის მომგვრელი, მანერული, კიჩური, უხამსი, მოუხეშავი, ამორალური, პორნოგრაფიული, თუმცა ხშირ შემთხვევაში დახვეწილი ესთეტიზმის მქონეც. კემპის სტანდარტებია გადაჭარბებული თეატრალობა, ხელოვნურობა, ფრივოლურობა, მანერულობა, სტილიზაცია. კემპი თავისი თაყვანისმცემლების მიერ კულტის დონეზეა აყვანილი და გარკვეულ ...

                                               

კიმონო

კიმონო - იაპონური ეროვნული ტანსაცმელი, ფართოსახელოებიანი ხალათი. იკვრება სპეციალური ქამრით. მას იცვამენ როგორც ქალები ასევე მამაკაცები დღესასწაულებსა და ღირსშესანიშნავ დღეებში. კიმონო წარმოადგენს გეიშას ან მაიკოს სამუშაო ტანსაცმელს. ტრადიციულ სამოსს თან ახლავს ოცამდე აქსესუარი ელემენტი რომელიც აუცილებელია ჩაცმის დროს. კიმონოს ჩაცმას დაახლოებით 3 ადამიანი უნდება, არსებობს სპეციალური ლიცენზირებული სამსახური კიმონოს კოსტუმერები, რომლებსაც სპეციალურად ქირაობენ, რათა სრულყოფიალდ ჩაიცვან იაპონური კიმონო. იაპონელები არ უარყოფენ, რომ კიმონო ყოველდღიურ ცხოვრებაში ძალიან მოუხერხებელი და არაკომფორტულ ...

                                               

კორეული ტალღა

კორეული ტალღა - ბოლო ათწლეულებში სამხრეთი კორეის კულტურის პოპულარობის ზრდის ფენომენი მსოფლიოს მასშტაბით. დაიწყო 1990-იან წლებში კორეული პოპ-მუსიკის და ტელესერიალების გავრცელებით მეზობელ ქვეყნებში, შემდგომში გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც ინტერნეტის და სოციალური მედიის მეშვეობით. XXI საუკუნის დასაწყისიდან სამხრეთი კორეა ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურული ექსპორტის მქონე ქვეყანაა, აღინიშნება მოვლენის სარგებლობა ქვეყნის ეკონომიკისთვის. წლიურად კულტურის განვითარებაზე და გავრცელებაზს კორეის ბიუჯეტის 1% გამოიყოფა.

                                               

კულტურის ქალური და მამაკაცური ტიპები

კულტურის ქალური და მამაკაცური ტიპები - კულტურის ტიპები. კულტურის ამგვარ ტიპთა არსებობაზე საუბრობდა იოჰან ბახოფენი 1861 წელს გამოცემულ წიგნში "დედის უფლებები". მისი გამოკვლევის თანახმად, კაცობრიობის ისტორიის საწყის ეტაპზე სისხლისმიერი კავშირების ფიქსირება მხოლოდ ქალის საშუალებით ხდებოდა, ამიტომაც ქალი-დედა გამოდიოდა როგორც მბრძანებელი და კანონმდებელი გვარშიც და თემშიც. ამ გარემოებამ თავი იჩინა როგორც ოჯახის, ისე გვარისა და რელიგიის სახის ჩამოყალიბებაში. ბახოფენი ამტკიცებდა, რომ ძველ ბერძენთა პანთეონში, სხვა ღვთაებათა გვერდით, თაყვნისცემის საგანი იყო დედობრივი საწყისის განმასახიერებელი ღვთაე ...

                                               

მეშარი

წიგნი, სავარაუდოდ, გამოიცა ვენეციაში 1555 წელს კათოლიკე ეპისკოპოსის გიონ ბუზუკუს მიერ. მეშარი აღმოაჩინეს 1740 წელს სკოპიეში. რამდენიმე ხნის შემდეგ მის შესახებ ცნობები დაიკარგა. მხოლოდ 1910 წელს იქნა აღმოჩენილი წიგნის ასლი კათოლიკე ეპისკოპოს ლუზი სკიროისთან. 1930 წელს გაკეთდა წიგნის ფოტოასლი და 1968 წელს იქნა გამოქვეყნებული სამეცნიერო კომენტარებით. დღეისათვის წიგნის ორიგინალი ინახება ვატიკანის ბიბლიოთეკაში. ვატიკანის ეგზემპლაირი არ შეიცავს წიგნის ტიტულს და პირველ 16 გვერდს.

                                               

მიანმარის კულტურა

მიანმარის კულტურა - ასევე ცნობილი, როგორც ბირმული კულტურა, რომელზეც გავლენას ახდენდა მეზობლების კულტურა. ბოლოდროინდელ პერიოდში ბრიტანეთის კოლონიურმა მმართველობამ და დასავლურმა ყოფამ გავლენა მოახდინა ბირმული კულტურის ასპექტებზე, მათ შორის ენასა და განათლებაზე.

                                               

მოდა

მოდა - ტერმინი, რომელიც გამომსახველობის გაბატონებულ მიმდინარეობას მიუთითებს, თუმცა ხშირად ასევე ასახავს გამოსახვის კერძო მანერას, სტილს, რომელიც ყველასთვის დამახასიათებელი არ არის. მასში ასევე ჩაქსოვილია იდეა, რომ მოდა უფრო სწრაფად იცვლება, ვიდრე კულტურა ზოგადად. ტერმინები "მოდური" ან "მოდიდან გასული" გამოიყენება ვინმეზე ან რაიმეზე, რომელიც ექსპრესიის თანამედროვე პოპულარული მოდის ფარგლებში ჯდება. ტერმინს ხშირად დადებითი მნიშვნელობა ენიჭება და სტილისა და მომხიბვლელობის სინონიმია. თუმცა ხანდახან მოდას ნეგატიური მნიშვნელობაც აქვს, როგორც ყოფიერების და მატერიალიზმის სინონიმს. მოდა წარმოადგენს ...

                                               

მონღოლეთის კულტურა

მონღოლეთის კულტურა მრავალფეროვანია და მრავალსაუკუნოვან პერიოდს მოიცავს. მათ შემქნეს სრულიად ორიგინალური და დამოუკიდებელი კულტურა, რომელიც სტეპების მცხოვრებთა ტრადიციებს ასახავს. აქაური კულტურა განიცდიდა ადგილობრივი მესაქომლე ტომების ცხოვრების გავლენას. XIII საუკუნიდან დაწყებული ის მჭიდროდ დაუკავშირდა ჩინურ და ტიბეტურ კულტურებს. მის საბოლოო ჩამოყალიბებაში დიდი გავლენა იქონია მონღოლების მიერ ბუდიზმის მიღებამ. მე-20 საუკუნეში მან განიცადა რუსული კულტურის ძლიერი გავლენა და მისი საშუალებით ასევე, ევროპული კულტურის გავლენა.

                                               

სასაზღვრო კულტურა

საზღვარი, საყოველთაოდ მიღებული მნიშვნელობით, აღნიშნავს მიჯნას ორ მთელს ან მთელის ორ ნაწილს შორის. სწორედ ასე ითარგმნება ლათინური limes - საზღვარი, ზღვარი. ძველ რომში, პრაქტიკულ სიტყვათხმარებაში, limes აღნიშნავდა არა საზღვარს, არამედ გარდამავალ ზონას. საზღვარს სამი ძირითადი ფუნქცია აქვს: 1. ბარიერული კავშირის გამაძნელებელი, დამაბრკოლებელი, 2. კონტაქტური დამაკავშირებელი და 3. ფილტრაციული გაცხრილვის, გადარჩევის ფუნქციები. კულტურის გეოგრაფიაში საზღვარი განიხილება როგორც წარმოსახვითი გეოგრაფიული მიჯნა. არსებითად, ესაა მენტალური კატეგორია, რომელიც მოიცავს რეალურ გეოგრაფიულ სივრცეს და წარმოადგენს ...

                                               

სირიის კულტურა

სირიის კულტურა - სირიის ტრადიციების ერთობლიობა, რომელიც აერთიანებს სირიულ.ლიტერატურას, არქიტექტურას, მუსიკას, ფილოსოფიას, პოლიტიკას, რელიგიას და ზოგად ცხოვრების წესს. სირია კონსერვატიული ქვეყანაა გრძელი ისტორიით, მისი უძველესი ტრადიციები შემორჩენილია სირიულ დღესასწაულებში, წარმოდგენებში და ა.შ. სირიაში ღირებულია ოჯახის, რელიგიის, პატივისცემის და დისციოლინის ცნებები.

                                               

ტრადიცია

ტრადიცია - ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული წარმოდგენები, რიტუალები, ადათები, წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის შიგნით ან თაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას. ტრადიციის მაგალითია ადამიანთან მოპყრობის ან მისალმების განსხვავებული ფორმები სხვადასხვა საზოგადოებაში, ეს ტრადიციები ინსტიქტებისაგან განსხვავებით თანდაყოლილი არაა. ტრადიციებს მიაკუთვნებენ ასევე სამუშაო იარაღების გამოყენების წესებსა და ენას.

                                               

ფაზისი (ვაჟთა ვოკალური ანსამბლი)

ფაზისი - ვაჟთა ვოკალური ანსამბლი, ჩამოყალიბდა 1976 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან. დაარსებიდან 1983 წლამდე ანსამბლს ხელმძღვანელობდა რ. გოგოლაშვილი ; 1984 წლიდან "ფაზისის" სამხატვრო ხელმძღვანელია ჯ. ყოლბაია. ანსამბლის ძირითად შემადგენლობასთან ერთად წლების მანძილზე არაერთმა მომღერალმა იღვაწა, რომლებიც შემდგომში წარმატებით გამოდიოდნენ როგორც ხალხურ, ისე კლასიკური ჟანრში. "ფაზისი" წარმატებით ასრულებს უძველეს ქართულ ხალხურ სიმღერებს და საგალობლებს, აგრეთვე ქართულ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. ანსამბლის შესრულება ხასიათდება მაღალაი პროფესიული კულტურით, დახვეწილი, ფაქიზი გემოვნებით, ეროვ ...

                                               

ფეოდალური არისტოკრატია

ფეოდალური არისტოკრატია - თბილისში, ფეოდალური საზოგადოების გაბატონებული ზედაფენა. აერთიანებდა სამეფო საგვარეულოსა და წარჩინებული წოდების საერო და სასულიერო წარმომადგენლებს. შუა საუკუნეებში ფეოდალურ არისტოკრატიას ხელთ ეპყრო ქალაქის პოლიტიკური, სამხედრო თუ ადმინისტრაციული მართვის სადავეები რაც განპირობებული იყო ქვეყანაში ფეოდალურ ურთიერთობათა საყოველთაო გავრცელებით. ქალაქზე ბატონობა ფეოდალური არისტოკრატიისთვის წარმოადგენდა არამარტო მისი პოლიტიკური და ეკონომიკური ძლიერების საფუძველს, არამედ სიმბოლოსაც. ამიტომ იგი ჩანასახშივე სპობდა ქალაქის თვითმმართველობის ყოველგვარ გამოვლინებას. ამ მიმართულებ ...

                                               

ქიბლა

ქიბლა - ისლამში მკაცრად დადგენილი მიმართულება არაბეთში, ქ. მექაში, წმინდა ქააბას მიმართულებით, რომლის შესრულება სავალდებულოა დედამიწის ნებისმიერ კუთხეში მცხოვრები მუსლიმისათვის ყოველდდღიური 5-ჯერადი ლოცვის და გარკვეული რიტუალების შესრულების დროს. ქიბლას ორიენტაციას დიდი მნიშვნელობა აქვს მეჩეთის და ისლამური კულტურის სხვა შენობების მშენებლობისას. აგრეთვე, მუსლიმთა ყოველდღიური ცხოვრებისათვის. ის ემსახურება მუსლიმთა სულიერ ერთობას, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ და იმყოფებოდნენ.

ისლამური კულტურა
                                               

ისლამური კულტურა

მუსულმანური კულტურა, ისლამური კულტურა, ჩამოყალიბდა შუა საუკუნეებში არაბთა დიდი სახალიფოს ტერიტორიაზე. მას ქმნიდნენ როგორც არაბები, ასევე სახალიფოს შემადგენლობაში შემავალი სხვა ქვეყნები: ეგვიპტე, ირანი, სირია, პალესტინა, მესოპოტამია და შუა აზია. ისლამური კულტურა შუა საუკუნეებშივე გასცდა არაბული სახელმწიფოების საზღვრებს და მსოფლიო კულტურის მონაპოვარი გახდა.

კულტურა (აურგაზის რაიონი)
                                               

კულტურა (აურგაზის რაიონი)

კულტურა - სოფელი რუსეთის ფედერაციაში, ბაშკირეთის რესპუბლიკის აურგაზის რაიონში. 2010 წლის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 47 ადამიანი. რაიონულ ცენტრ თოლბაზიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. უახლოესი რკინიგზის სადგურია ბელოე-ოზერო, რომელიც დაშორებულია 36 კმ-ით. 2002 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის უმრავლესობას ჩუვაშები შეადგენენ 98%.

კოლიას კულტურა
                                               

კოლიას კულტურა

კოლიას კულტურა - აიმარას ხალხის ერთ-ერთი სამეფო, რომელიც არსებობდა ჩვ.წ. XIII-XV საუკუნეებში, ცენტრალურ ანდებში, ტიტიკაკას ზეგენზე. XV საუკუნეში ის საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა და მისი დედაქალაქი იყო ატუნ-კოლია, როდესაც სამეფო ინკების მეცხრე საპა ინკამ, პაჩაკუტიმ დაიპყრო. ინკების იმპერიის შემადგენლობაში ამ რეგიონს კოლიასუიო ეწოდა.

ატერიის კულტურა
                                               

ატერიის კულტურა

ატერიული კულტურა - ტერმინით არქეოლოგები აღნიშნავენ მეზოლითის ხანის არქეოლოგიურ ინდუსტრიას, რომელიც ატლასის მთიანეთში და ჩრდილოეთ საჰარაში მუსტიეს კულტურისგან წარმოიშვა. ქვის იარაღებს სავარაუდოდ თანამედროვე ადამიანები Homo sapiens აწარმოებდნენ, როგორც ეს მაროკოს ატლანტის ოკეანის სანაპიროდან ეგვიპტემდე ტერიტორიაზე აღმოჩენილი არქაიკული ადამიანების ნაშთებისგან ჩანს. ატერიული კულტურის ნამოსახლარები დაახლოებით ითვლიან 82 000 წელს.

                                               

MTV-ს თაობა

MTV-ს თაობა - ტერმინი, რომლითაც ინგლისურენოვან ქვეყნებში ზოგჯერ მიმართავენ ადამიანებს, რომლებიც 1970-იანი წლების შუახნიდან 1980-იანი წლების შუამდე პერიოდში დაიბადნენ. ძირითადად იგულისხმება ტელეარხ MTV-ს პოპულარობის პერიოდი, რომელსაც ახალგაზრდებზე დიდი გავლენა ჰქონდა.

თაობა X
                                               

თაობა X

თაობა X, არის ტერმინი, რომელიც გამოიყენება აშშ-ის და სხვა ქვეყნების თაობების აღწერისთვის, რომლებიც დაახლოებით 1965 წლიდან 1981 წლამდე, გვიან 1950-იან და 1960-იან წლებში ან 1968 წლიდან 1979 წლამდე დაიბადნენ. ტერმინი გამოიყენება დემოგრაფიაში, სოციალურ მეცნიერებებში და მარკეტინგში. თუმცა, ყველაზე ხშირად მას პოპულარულ კულტურაში გამოიყენებენ.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →