Back

ⓘ განათლება



                                               

განათლება

განათლება - სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით. განა ...

                                               

განათლება ჩრდილოეთ მაკედონიაში

ჩრდილოეთ მაკედონიაში, კონსტიტუციის საფუძველზე, ხორციელდება უფასო და სავალდებულო დაწყებითი და საშუალო განათლება. კანონი დაწყებითი განათლების შესახებ ავალდებულებს ყველა ბავშვს, 7-დან 15 წლამდე ისწავლოს სკოლაში 8 წლის მანძილზე. ასევე კანონი უმაღლესი სკოლის შესახებ განსაზღვრავს 15-დან 19 წლამდე ყველა მოზარდისთვის უმაღლეს სკოლაში სწავლის ვალდებულებას 4 წლით 1996 წელს, დაწყებით განათლებაში ჩართულთა პროცენტმა 99.1%-ს. სასწავლო განათლების მიტოვება, როგორც წესი არადამაკმაყოფილებელი ნიშნების გამო გოგონებში დაწყებითი და საშუალო განათლებაში მაღალია, განსაკუთრებით ეთნიკურ ბოშებსა ან ალბანელ ბავშვებში.

                                               

პირველი არხი - განათლება

პირველი არხი - განათლება, ყოფილი მეორე არხი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხი. 1991 წლიდან 2020 წლის 26 მარტამდე საქართველოს მასშტაბით მაუწყებლობდა "მეორე არხის" სახელით. 2010-2017 წლებში, სხვადასხვა დროს, მეორე არხი აწარმოებდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს - "თავისუფალი ტრიბუნა", "არგუმენტების დრო" თოქ-შოუ, ეპიცენტრი და საინფორმაციო გამოშვება მოამბე ხუთ ენაზე, ყოველდღიურად გამართულ ბრიფინგებს "ბრიფინგის დრო", პირველ არხზე გასულ მხატვრულ და დოკუმენტურ ფილმებს. პარალელურად, ტელეარხი გადასცემდა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომებს. 2020 წლის 26 მარტიდან, მეორე ...

                                               

განათლება აზერბაიჯანში

წინა საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანულ განათლებაში შედიოდა ინტენსიური ისლამური რელიგიური სწავლება. ის იწყებოდა ხუთი წლის ასაკში და ხანდახან ოც წლამდე გრძელდებოდა. ბავშვები ესწრებოდნენ მედრესეს, ანუ მადრასას რომელიც წარმოადგენდა მეჩეთებთან არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. მეთექვსმეტე და მეთვრამეტე საუკუნეებში მადრასები წარმოიქმნა როგორც ცალკეული საგანმანათლებლო დაწესებულებები დიდ ქალაქებში, მაგრამ რელიგიური კომპონენტი კვლავ მნიშვნელოვანი რჩებოდა. 1865 წელს ბაქოში გაიხსნა პირველი ტექნიკური უმაღლესი სკოლა და პირველი ქალთა უმაღლესი სკოლა. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა საერო სკოლებ ...

                                               

განათლება თურქეთში

თურქეთში განათლებას მართავს ეროვნული სისტემა, რომელიც შეიქმნა ათათურქის რეფორმების შესაბამისად თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის შემდეგ. ეს არის სახელმწიფო ზედამხედველობითი სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყნის მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკურ და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას. სავალდებულო განათლების ხანგრძლივობაა 12 წელი. დაწყებით და საშუალო განათლებას აფინანსებს სახელმწიფო და უფასოა საჯარო სკოლებისთვის. 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ჩართულობის მაჩვენებელი 2001 წლისთვის თითქმის 100% იყო. საშუალო ან საბაზო სკოლა არ არის სავალდებულო, მაგრამ აუცილებელია უნივერსიტეტებში სწავლის გასა ...

                                               

განათლება ავღანეთში

განათლება ავღანეთში განათლება ავღანეთში მიმდინარეობს K-12 და უმაღლესი განათლებით, რომელსაც დიდწილად ზედამხედველობს ქაბულში მდებარე განათლებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო. ავღანეთი ქვეყნის მასშტაბით აღდგენის პროცესს გადის და, მიუხედავად იმისა, რომ ჩამორჩენილია, ქვეყნის მასშტაბით იქმნება ინსტიტუტები. 2013 წლისთვის ავღანეთში 10.5 მილიონი სტუდენტი სწავლობდა, როცა ქვეყნის მოსახლეობა 27.5 მილიონი ადამიანია.

                                               

განათლება (მრავალმნიშვნელოვანი)

საკუთარი სახელი განათლება შეიძლება აღნიშნავდეს: განათლება - ქართული ყოველთვიური სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალი განათლება - ქართული სამეცნიერო-პედაგოგიური და ლიტერატურული ჟურნალი განათლება - სისტემატური ცოდნა განათლება - საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა განათლება - სოფელი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში

განათლება (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)
                                               

განათლება (ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი)

განათლება - სოფელი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ნინოსხევის მარცხენა მხარეს. ლაგოდეხ–ყვარლის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 360 მეტრი, ლაგოდეხიდან 5 კილომეტრი.

                                               

ჰუმანიტარული განათლება

ჰუმანიტარული განათლება - საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღების სისტემა, მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების უმთავრესი საშუალება; დიდ როლს თამაშობს პიროვნების ყოველმხრივ განვითარებაში, ადამიანის გონებრივ, ზნეობრივ და იდეურ აღზრდაში. განარჩევენ ზოგად და პროფესიულ ჰუმანიტარულ განათლებას. ზოგადი ჰუმანიტარული განათლება მიიღება საშუალო ზოგადასაგანმანათლებლო სკოლებში, ხოლო პროფესიული კი უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალურ სასწავლებლებში.

ატესტატი
                                               

ატესტატი

ატესტატი - საბუთი, რომელიც ადასტურებს განათლების გარკვეული საფეხურის არსებობას. საქართველოს საჯარო სკოლებში ატესტატები გამოიცემა მოსწავლეებისათვის, რომლებმაც დაამთავრეს 9 კლასი, ან მიიღეს სრული საშუალო განათლება 12 კლასი; 2008 წლამდე 11.

                                               

თბილისის საქალაქო სასწავლებლები

თბილისის საქალაქო სასწავლებლები - სასწავლებლები თბილისში წვრილი ბურჟუაზიისა და მოსამსახურეთა შვილებისთვის. პირველი საქალაქო სასწავლებელი შეიქმა დასავლეთ ევროპაში XVII საუკუნეში, რუსეთში 1872 წელს. სამაზრო სასწავლებლების ბაზაზე. აქ იღიბენ შეძლებული გლეხის შვილებსაც. სწავლება 6-წლიდან და ფასიანი იყო. დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს ეძლეოდათ დაბალ პროფსასწავლებელში ან 1-2 წლიანი პედაგოგიურ კურსებზე შესვლის უფლება. 1912 წელს საქალაქო სასწავლებელი გადაკეთდა უმაღლეს დაწყებით სასწავლებლად.

                                               

მედიაწიგნიერება

მედიაწიგნიერება - მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც გვეხმარება თანამედროვე ცხოვრებაში სწორად ორიენტირებაში. მედიაწიგნიერმა ადამიანმა იცის თუ როგორ, სად მოიპოვოს, გაფილტროს, შექმნას და გასცეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე აქვს უნარი გადაამოწმოს სანდო წყარო. მედიაწიგნიერება ადამიანში ავითარებს კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →