Back

ⓘ სტატიები




                                               

ენციკლოპედია ბრიტანიკა

"ბრიტანიკა", "ბრიტანული ენციკლოპედია" - ერთ-ერთი უძველესი უნივერსალური ენციკლოპედია მსოფლიოში. პირველად გამოიცა 1768-1771 წლებში ედინბურგში, შოტლანდია, როგორც ხელოვნებისა და მეცნიერების ლექსიკონი, ახალი გეგმის მიხედვით. მას შემდეგ ბრიტანიკამ მნიშვნელოვანი ინგლისურენოვანი საერთო ენციკლოპედიის სახელი მოიხვეჭა და დღესაც ითვლება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საცნობარო წიგნად ინგლისურ ენაზე. მას გამოსცემს ამავე სახელწოდების კერძო კორპორაცია. გვიანი XVIII საუკუნიდან ადრეულ XX-მდე ბრიტანიკის სტატიები საყოველთაოდ ითვლებოდა, როგორც უპირველესი ავტორიტეტი ნებისმიერ საკითხზე და ხშირად მას წყაროდ იყენებდნენ ...

                                               

ვიეტნამური ვიკიპედია

ვიეტნამური ვიკიპედია - ვიკიპედიის განყოფილება ვიეტნამურ ენაზე. თავისუფალი ღია ინტერნეტ ენციკლოპედია. გაიხსნა 2002 წლის ნოემბერში. ვიეტნამური ვიკიპედიის მთავარი კონკურენტია ვიეტნამური ენციკლოპედიური ლექსიკონი, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში. თავდაპირველად ვიკიპედიის ვიეტნამურენოვან განყოფილებას ცოტაოდენი ყურადღება ექცეოდა, მანამ სანამ 2003 წლის ოქტომბერში იგი ხელახლა არ აამუშავეს. 2008 წლის აგვისტოსთვის ვიეტნამურ ვიკიპედიაში არსებობდა 50 ათასი სტატია, ხოლო 2010 წლისათვის სტატიების რაოდენობა გაიზარდა დაახლოებით 134 ათასამდე. ერთი წლის შემდეგ ვიეტნამური ვიკიპედია მოიცავდა 200 ათასს სტატიას ...

                                               

ქართული ვიკიპედია

ქართული ვიკიპედია - ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება, რომელსაც, ისევე როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებებს, ამერიკული ფონდი "ვიკიმედია" მართავს. შეიქმნა 2003 წლის ნოემბერში. 2006 წლის 11 აგვისტოს სტატიების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს მონაცემებით, მასში 23 000-ზე მეტი სტატია შედიოდა. 2009 წლის მაისში კი სტატიების რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა. 2011 წლის 7 ივლისს, ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია; 2013 წლის იანვარში კი - 70 000-ს. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. ქართული ვიკიპედიის სიღ ...

                                               

შუამდინარეთი

შუამდინარეთი, - რეგიონი ახლო აღმოსავლეთში, მოიცავს ტერიტორიას ტიგროსსა და ევფრატს შორის. რეგიონი იწყება ზაგროსის მთიანეთიდან და მთავრდება სპარსეთის ყურესთან. შუამდინარეთი თითქმის მთლიანად მოიცავდა დღევანდელი ერაყისა და სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს, ასევე ირანისა და თურქეთის მცირე ტერიტორიებს. ამ რეგიონის ტერიტორიაზე მრავალი უძველესი სახელმწიფო არსებობდა.

                                               

ავღანეთის ომი (1979-1989)

ავღანეთის ომი - სამხედრო კონფლიქტი ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1979-1989 წლებში. მიმდინარეობდა სამთავრობო ძალებისა და ავღანეთში საბჭოთა ძალების შეზღუდული კონტინგენტის ერთობლივი მოქმედებით ავღანელი მოჯაჰედების მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ. სამხედრო კონფლიქტს ფინანსურ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებდა ისლამური სამყაროსა და ნატოს წამყვანი ქვეყნები.

                                               

გამარტივებული ინგლისური ვიკიპედია

გამარტივებული ინგლისური ვიკიპედია - ვიკიპედიის განყოფილება ინგლისურ ენაზე. თავისუფალი ენციკლოპედია. მოქმედებს საბაზისო და სპეციალურ ინგლისურზე. გაეშვა 2003 წლის 17 ნოემბერს. გამარტივებული ინგლისური ვიკიპედია, უპირველეს ყოვლისა, შექმნილია იმათთვის, ვისაც კითხვის თვალსაზრისით ცუდად ესმის ინგლისური ვიკიპედია. გამარტივებულ ინგლისურ ვიკიპედიაში არსებული სტატიები როგორც წესი წარმოადგენს ინგლისური ვიკიპედიის სტატიების გამარტივებულ და შემოკლებულ ვარიანტს. 2016 წლის მარტის მდგომარეობით მასში არსებობს დაახლოებით 118 ათასი სტატია.

                                               

გიორგი კობახიძე

გიორგი კობახიძე - ქართველი პოლიტიკოსი, ფიზიკოსი. 1976 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. 1972-1976 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაგბის გუნდის კაპიტანი. 1974-1976 წლებში იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი. 1977-1978 წლებში იყო ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო გამოთვლითი ცენტრის ინჟინერი. 1978-1985 წლებში იყო ფიზიოლოგიის ინსტიტუტის, 1985-1992 წლებში იყო მოლეკულური ბიოლოგიისა და ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს წერილები და სტატიები. 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 ...

                                               

ჰინდი ვიკიპედია

ჰინდური ვიკიპედია - ვიკიპედიის განყოფილება ჰინდი ენაზე. გაეშვა 2003 წლის ივლისში. პირველი სტატია გაჩნდა აგვისტოში. 2011 წლის 5 სექტემბრის მონაცემებით შეიცავდა 100.000 ათ. სტატიას. იყენებს დევანაგარის ანბანს, სადაც შესაძლებელია ლათინური ასოებით აკრეფვა. 2009 წლის 14 სექტემბრის მონაცემებით მოიცავდა 50 ათ. სტატიას. 2010 წლის ივლისში კომპანია Google-მ განაცხადა, რომ დაიწყო თანამშრომლობა ჰინდური ვიკიპედიის მონაწილეებთან, რამეთუ ეთარგმნათ სტატიები ინგლისურიდან ჰინდი ენაზე Google Translate-ს საშუალებით.

                                               

უზბეკური ვიკიპედია

უზბეკური ვიკიპედია - ვიკიპედიის განყოფილება უზბეკურ ენაზე. გაეშვა 2004 წლის იანვარში. 2012 წლის 5 ივლისისთვის მოიცავდა 20 000 სტატიას, იმავე წლის ბოლოს სტატიათა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა. 2012 წლის დეკემბერში ბოტების დახმარებით შეიქმნა სტატიები დასახლებულ პუნქტებზე. alexa.com-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უზბეკეთში ყველაზე მონახულებადი საიტებიდან ვიკიპედია მე-10 ადგილზე იმყოფება. 2014 წლის თებერვლის მონაცემებით, უზბეკურ ვიკიპედიაში ხელმისაწვდომია დაახლოებით 127 ათ. სტატია. ჰყავს 8 ადმინისტრატორი.

                                               

ვარაიული ვიკიპედია

ვარაიული ვიკიპედია - ვიკიპედიის განყოფილება ვარაიულ ენაზე. გაეშვა 2005 წლის 25 სექტემბერს. 2012 წლის აგვისტოს მონაცემებით მოიცავს დაახლოებით 111.000 ათ. სტატიას. სტატიების დიდი ნაწილი ბოტებით არის შექმნილი და მცირე ინფორმაციას შეიცავენ, აგრეთვე სტატიები მოკლებულია თარგებს. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 60-მდეა. 2010 წლის აგვისტოსთვის შეიცავდა 100 ათ. სტატიას. 2014 წლის ივნისისთვის მოიცავს 1.054.622 სტატიას. რედაქტირება ხორციელდება ინტერვიკი-ბოტებით. აღსანიშნავია, რომ ვარაიულ ვიკიპედიას მხოლოდ 2 ადმინისტრატორი ჰყავს.

                                               

ინგლისური ვიკიპედია

ინგლისური ვიკიპედია - ვიკიპედიის განყოფილება ინგლისურ ენაზე. შეიქმნა 2001 წელს 15 იანვარს. 2009 წლისთვის აღწევდა 3 მილიონ სტატიას, 2013 წლის დასაწყისისთვის კი 4 მილიონს გადააჭარბა. სტატიების რაოდენობის მიხედვით ინგლისური ვიკიპედია არის და იყო ყველაზე მდიდარი; მას მოსდევს გერმანული ვიკიპედია, თუმცა სტატიათა რაოდენობა თითქმის სამჯერ ნაკლებია. 2011 წლის ოქტომბრის მონაცემებით, ვიკიპედიის ყველა ენის მასშტაბით თითქმის ყოველი მეხუთე სტატია ინგლისურს ეკუთვნის. არსებობს ვიკიპედიის კიდევ ერთი განყოფილება Simple English Wikipedia, რომელიც მიზნად ისახავს იქონიოს სტატიები გამარტივებული ინგლისურით.

                                               

Gamasutra

Gamasutra - ინტერნეტ პორტალი, რომელიც მოიცავს ასპექტებს ვიდეო თამაშების შემუშავების შესახებ. დაარსდა 1997 წელს. საიტზე თავსდება სიახლეები ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან, ასევე ანალიტიკური სტატიები, მიმოხილვები და სხვა. საიტი დაარსდა 1997 წელს და შედის UBM TechWeb-ის საკუთრებაში. Gamasutra ექსკლუზიურად აქვეყნებს ვიდეო თამაშების შემქმნელების ინტერვიუებს. ეს ინტერვიუები და ანალიტიკური სტატიები სარგებლობს დიდი ავტორიტეთით სათამაშო პრესაში. 2006 და 2007 წელს საიტს და მის რედაქტორებს გადაეცათ Webby Awards-ის ჯილდო.

                                     

ⓘ სტატიები

  • სახელწოდების კერძო კორპორაცია. გვიანი XVIII საუკუნიდან ადრეულ XX - მდე ბრიტანიკის სტატიები საყოველთაოდ ითვლებოდა, როგორც უპირველესი ავტორიტეტი ნებისმიერ საკითხზე
  • არსებობს დაახლოებით 500 000 ათასი სტატია. მოკლე სტატიები აღნიშნულია ესკიზების სახით. ამდაგვარი სტატიები აქ ათი ათასობითაა, რომლებიც უდიდეს შემთხვევაში
  • თემაზე: შუამდინარეთი ძველი შუამდინარეთი - ქრონოლოგია, განსაზღვრებები, სტატიები ძველი ისტორიის ენციკლოპედიიდან მესოპოტამია - შუამდინარეთის გაცნობა, ბრიტანეთის
  • კრიტერიუმად. სწრაფად იშლება აგრეთვე სტატიები გაუგებარი შინაარსით და გამოუცდელი რედაქტორების მიერ შექმნილი ტესტური სტატიები რომელთაც არ აქვთ ენციკლოპედიური
  • ესმის ინგლისური ვიკიპედია. გამარტივებულ ინგლისურ ვიკიპედიაში არსებული სტატიები როგორც წესი წარმოადგენს ინგლისური ვიკიპედიის სტატიების გამარტივებულ და
  • ბიოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს წერილები და სტატიები 11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. 1992 - 1995 წლებში იყო საქართველოს მე - 3 მოწვევის
  • რაოდენობა 60 000 - მდე გაიზარდა. 2012 წლის დეკემბერში ბოტების დახმარებით შეიქმნა სტატიები დასახლებულ პუნქტებზე. alexa.com - ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, უზბეკეთში
  • დაიწყო თანამშრომლობა ჰინდური ვიკიპედიის მონაწილეებთან, რამეთუ ეთარგმნათ სტატიები ინგლისურიდან ჰინდი ენაზე Google Translate - ს საშუალებით. ჰინდი ვიკიპედია
  • დიდი ნაწილი ბოტებით არის შექმნილი და მცირე ინფორმაციას შეიცავენ, აგრეთვე სტატიები მოკლებულია თარგებს. აქტიურ მომხმარებელთა რიცხვი დაახლოებით 60 - მდეა. 2010
  • ერთი განყოფილება Simple English Wikipedia, რომელიც მიზნად ისახავს იქონიოს სტატიები გამარტივებული ინგლისურით. ინგლისური ვიკიპედია ინგლისური ვიკიპედია მობილურისთვის

Users also searched:

...
...
...