Back

ⓘ ხელოვნება




                                               

ხელოვნება

ხელოვნება - ადამიანის აქტივობების ფართო ცნება, რომელიც გულისხმობს ვიზუალური, აუდიო ან გამომხატველობითი ნამუშევრების შექმნას, ავტორის წარმოსახვის ან ტექნიკური ნიჭის გადმოცემას, რომლის მიზანია მშვენიერების ან ემოციური ძალის შეფასება. ხელოვნება ყველაზე უფრო განზოგადებული ფორმით გულისხმობს: ხელოვნების ნიმუშების შექმნას, ხელოვნების კრიტიკას, ხელოვნების ისტორიის შესწავლასა და ხელოვნების ესტეტიკის გავრცელებას, აღქმას. ხელოვნების უძველეს ნიმუშებს წარმოადგენს ვიზუალური ხელოვნების ქმნილებები, რაც გულისხმობს ნახატებისა და საგნების შექმნას ისეთ სფეროებში, როგორიცაა: მხატვრობა, ქანდაკება, გრაფიკა ბეჭდვ ...

                                               

სახვითი ხელოვნება

სახვითი ხელოვნება მოიცავს მხატვრობას, სკულპტურას, ფოტოგრაფიას და ხელოვნების სხვა ისეთ სახეებს, რომელთა პირველადი ბუნება ვიზუალური ხასიათის ნამუშევართა შექმნაა. სახვით ხელოვნებას განასხვავებენ საშემსრულებლო ხელოვნების, სიტყვის ხელოვნების, კულინარული ხელოვნებისა და სხვა მსგავსთაგან; თუმცა განსაზღვრება მკაცრი არ არის და მრავალი ხელოვნების შემსწავლელი დისციპლინა მოიცავს სახვით ხელოვნებას სხვა ტიპის ხელოვნებებთან მიმართებაში.

                                               

დეკორატიული ხელოვნება

დეკორატიული ხელოვნება, გაფორმებითი ხელოვნება - ტრადიციულად განისაზღვრება, როგორც ორნამენტული და ფუნქციონალური ნამუშევარი კერამიკაზე, ხეზე, მინაზე, ლითონზე ან ტექსტილზე. ეს სფერო მოიცავს ავეჯს, ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურას. დეკორაციულ ხელოვნებას ხშირად სახვითი ხელოვნების ისეთი სახეებისგან, როგორიცაა მხატვრობა, ხაზვა, ფოტოგრაფია და სკულპტურა, საპირისპირო კატეგორიაში მოიხსენიებენ. ზოგიერთ წყაროში დეკორატიული და გამომსახველობითი ხელოვნება იმიჯნება ფუნქციონალობის, დანიშნულების, სტატუსისა და არტისტული მნიშვნელობის მიხედვით.

                                               

საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება

საბჭოთა ნონკონფორმისტული ხელოვნება, ასევე საბჭოთა კავშირის არაოფიციალური ხელოვნება, ან ალტერნატიული ხელოვნება ან საბჭოთა ანდერგრაუნდი - ამ სახელწოდებით აერთიანებენ 1950-80-იანი წლების საბჭოთა კავშირის სახვითი ხელოვნების სხვადასხვა მიმდინარეობების წარმომადგენლებს, რომლებიც პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ცენზურის მოსაზრებით განდევნილი იყვნენ საზოგადოებრივი ხელოვნების ცხოვრებიდან. ე.წ. მიწისქვეშა არსებობის გამო საბჭოთა კავშირის არაოფიციალური ხელოვნება მჭიდროდ უკავშირდებოდა არაფორმალურ ახალგაზრდულ მოძრაობებს.

                                               

აზერბაიჯანის ხელოვნება

აზერბაიჯანის ხელოვნება - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების მიერ შექმნილი სახვითი ხელოვნება პალეოლითის დროიდან დღემდე. აზერბაიჯანის სახვითი ხელოვნების განვითარებაში ასახულია ისტორია და პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს ერთმანეთს აკავშირებს.

                                               

ომის ხელოვნება

ომის ხელოვნება - ჩინური სამხედრო მოძღვრება, დაწერილი ძვ. წ. VI საუკუნეში სუნ ძის მიერ. შედგება 13 თავისაგან და თითოეული მათგანი ეთმობა ომის წარმოების თითო ასპექტს. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიების სრულყოფილ სწავლებად. ეს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული სტრატეგიული ნამუშევარია და მან დიდი წვლილი შეიტანა, როგორც სამხედრო დაგეგმარებაზე, ასევე მის გარეთაც. პირველად ითარგმნა ფრანგი მისიონერის მიერ დაახლოებით ორასი წლის წინ და, როგორც ცნობილია, მას დიდი ზეგავლენა მოუხდენია ნაპოლეონზე, გერმანიის გენშტაბზე მეორე მსოფლიო ომში და ასევე სპარსეთის ყურეში "ოპერაცია უდაბნოს ...

                                               

გოთიკა

გოთიკური ხელოვნება - შუასაუკუნოვანი ხელოვნების სტილი, რომელიც ჩრდილოეთ საფრანგეთში, ჩ.წ. XII საუკუნეში ჩამოყალიბდა. იგი ჩაენაცვლა რომანულ სტილს. ტერმინი გოთიკა უფრო ხშირად გამოიყენება არქიტექტურულ ნაგებობებთან. თუმცა, იგი მოიცავს ამავე პერიოდის ხელოვნების სხვა სფეროებსაც - ქანდაკებას, ფერწერას, ვიტრაჟს, ფრესკას და ა.შ. გოთიკა გერმანიაში, XII საუკუნის შუა პერიოდში წარმოიშვა. XIII საუკუნეში იგი გავრცელდა საფრანგეთის, ჩეხეთის, ავსტრიის, ესპანეთისა და ინგლისის ტერიტორიებზე. იტალიაში იგი უფრო მოგვიანებით მოხვდა და გამოიწვია ე.წ. "იტალიური გოთიკის" წარმოშობა. XIV საუკუნის დასაწყისში ევროპა მოიცვ ...

                                               

მეროვინგული ხელოვნება

მეროვინგული ხელოვნება - საფრანგეთის ჩრდილოეთ და ცენტრალური ოლქების ხელოვნება. V-XIII საუკუნეებში ამ ტერიტორიებს მეროვინგები მართავდნენ. მეროვინგული ხელოვნება ეყრდნობოდა გვიანდელი ანტიკური, გალურ-რომაული, ბარბაროსული ხელოვნების ტრადიციებს. მეროვინგულმა არქიტექტურამ საფუძველი მოუმზადა წინარომანული არქიტექტურის აყვავებას. მეროვინგული ხელოვნების ნიმუშებია ბაპტისტერიუმები, კრიპტები და ბაზილიკური ეკლესიები. განვითარების მაღალ დონეს მიაღწია დეკორატიულმა გამოყენებითმა ხელოვნებამ. გავრცელებული იყო ქვაზე ბრტელი რელიეფური კვეთა, გამომწვარი თიხის რელიეფები, ოქროთ, ვერცხლით და ძვირფასი ქვებით შემკული ს ...

                                               

ბიზანტიური ხელოვნება

ბიზანტიური ხელოვნება - ტერმინი, რომლითაც აღინიშნება აღმოსავლეთ რომის იმპერიის ხელოვნების ნიმუშები დაახლოებით მე-5 საუკუნიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე 1453 წელს. ტერმინი ასევე შეიძლება გამოიყენებოდეს ბიზანტიის იმპერიის თანამედროვე ქვეყნების მიმართებაში, რომლებიც მასთან საერთო კულტურის მატარებლები იყვნენ, მიუხედავად იმისა, მაგრამ არ შედიოდნენ მის შემადგენლობაში, როგორიცაა ბულგარეთი, სერბეთი და კიევის რუსეთი.

                                               

ჩინური ხელოვნება

ჩინური ხელოვნება - მისი უძველესი ისტორიის განმავლობაში მრავალფეროვანია და იყოფა ჩინეთის მმართველი დინასტიებისა და ტექნოლოგიის ცვლილებების მიხედვით. ხელოვნების განსხვავებულ ფორმებზე გავლენას ახდენდნენ დიდი ფილოსოფოსები, მასწავლებლები, რელიგიური ფიგურები და პოლიტიკური ლიდერები. ჩინური ხელოვნების კატეგორიებია ნატიფი ხელოვნება, ხალხური შემოქმედება და საშემსრულებლო ხელოვნება.

                                               

შუა საუკუნეების ხელოვნება

შუა საუკუნეების ხელოვნება - ისტორიულ-მხატვრული ტერმინი, რომელიც გამოიყენება ფეოდალიზმის პერიოდის ხელოვნების აღსანიშნავად. დასავლეთ ევროპაში შუა საუკუნეების ხელოვნებად მიიჩნევა პერიოდი V-XIV საუკუნეებს შორის, რენესანსის ეპოქამდე, საქართველოში კი IV-XVII საუკუნეები. აღმოსავლური ქვეყნებისთვის ეს ტერმინი ვრცელდება მთელი ფეოდალიზმის ხანაზე. შუა საუკუნეების ხელოვნება მჭიდროდ უკავშირდებოდა რელიგიური მსოფლმხედველობის სისტემას, ხასიათდებოდა სახეთა გარკვეული პირობითობით.

                                               

პლასტიკური ხელოვნება

პლასტიკური ხელოვნება - სახვითი ხელოვნების ნაწილი, რომელიც იყენებს მატერიებს როგორიცაა საღებავი, თიხა, პლასტელინი და ა.შ. მაგალითად პლასტიკურ ხელოვნებას შეიძლება მივაკუთვნოთ მხატვრობა და სკულპტურა.

                                               

ლურჯი ხავერდი (ფილმი)

ლურჯი ხავერდი - 1986 წელს გამოშვებული დეტექტივი, თრილერი, ფსიქოლოგიური ჰორორი. რეჟისორი და სცენარისტი - დევიდ ლინჩი. მთავარ როლებში არიან კაილი მაკლაქლენი, იზაბელა როსელინი, დენის ჰოპერი და ლორა დერნი. ფილმის სახელწოდება დაფუძნებულია იმავე სახელის მქონე 1951 წელს გამოშვებულ სიმღერაზე. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა კაცის ამბავს, რომელიც ავადმყოფი მამის მოსანახულებლად მშობლიურ ქალაქში დაბრუნებული მინდორში დაგდებულ ადამიანის მოჭრილ ყურს აღმოაჩენს. გვიან 70-იანებში და 80-იანების დასაწყისში კინოსტუდიები ფილმს ბლოკავდნენ მისი მკვეთრად ნუდისტური და ძალადობრივი სცენების გამო.

                                               

ფრანჩესკო ქუეროლო

ფრანჩესკო ქუეროლო იტალიელი მოქანდაკე, წარმოშობით გენუადან. აქტიურად მოღვაწეობდა რომსა და ნეაპოლში როკოკოს პერიოდში. რომში ის მოღვაწეობდა ჯუზეპე რუსკონთან ერთად. აქ მან შექმნა წმინდა ჩარლზ ბორომეოსა და წმინდა ბერნარდის ქანდაკებები წმინდა მარია მაჯორეს ტაძრის ფასადზე, ასევე, შვედეთის დედოფალ ქრისტინას ბიუსტი 1740 წ., შემოდგომის ქანდაკება ტრევის შადრევანში 1749 წ. და ჰერცოგინია გრილოს სამარხი სანტ ანდრეა დელლე ფრატეს მონასტერში 1752. 1752 წლის შემდეგ იგი მოღვაწეობდა ცნობილ ნეაპოლიტანურ სანსევეროს კაპელას დეკორაციაში.

                                               

პორტალი: ხელოვნება