Back

ⓘ სპორტი



                                               

სპორტი

სპორტი - ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილი, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალება, სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშებში შეჯიბრებების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების სისტემა. განასხვავებენ მასობრივ, სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.

                                               

ჩილეს სპორტი

დღეისათვის, ფეხბურთი ჩილეში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობას წარმოადგენს. ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორია დაკავშირებულია ბრიტანელ მეზღვაურებთან, როდესაც XIX საუკუნეში ჩილესა და დიდ ბრიტანეთს შორის გაცხოველებული სავაჭრო ურთიერთობები დამყარდა. ჩილეს საფეხბურთო ისტორია იწყება ქალაქ ვალპარაისოდან, რომელიც ამ დროისათვის წარმოადგენდა ქვეყნის უდიდეს პორტს. ბრიტანელები აქ ხშირად თამაშობდნენ ფეხბურთს, რასაც ადგილობრივები დიდი ინტერესით უყურებდნენ. სწორედ ვალპარაისოს არისტოკრატულმა ოჯახებმა გამოიჩინეს ინტერესი ამ სპორტისადმი.

                                               

სპორტი აზერბაიჯანში

სპორტი აზერბაიჯანში - უძველესი ფესვები აქვს და ახლაც, ტრადიციული და თანამედროვე სპორტი ქვეყანაში კვლავ პრაქტიკულია. აზერბაიჯანში ეროვნულ, ტრადიციულ სპორტად თავისუფალი ჭიდაობა ითვლება თუმცა დღესდღეისობით ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობებს ფეხბურთი და ჭადრაკი წარმოადგენენ. სხვა პოპულარული სპორტის სახებებია: ტანვარჯიში, ძიუდო, ფუტსალი, ძალოსნობა და კრივი. აზერბაიჯანის მაღალმთანი რელიეფი განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ სპორტის სახეობებს, როგორებიც არიან თხილამურებით სრიალი და კლდეზე ცოცვა. წყლის სპორტის ვარჯიშების განხორციელება შესაძლებელია კასპიის ზღვასა და შიდა წყლებში. საერთა ...

                                               

სპორტი სომხეთში

სპორტი სომხეთში - მრავალფეროვანია. პოპულარულ სპროსტის სახეობებია: ფეხბურთი, კალათბურთი, ფრენბურთი და ჰოკეი. გარდა ჩამოთვლილი სახეობებისა, ქვეყანას ოლიმპიადაზე საკუთარი წარმომადგენლები ჰყავს: კრივში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ძიუდოში, ტანვარჯიშში, დაივინგში, ცურვასა და სროლაში. სომხეთის მთიანი რელიეფი დიდ შესაძლებლობებს ქმნისისეთ სპორტის სახეობებში, როგორებიცაა თხილამურებით სრიალი და კლდეზე ცოცვა. ქვეყნის საზღვრებთან ზღვის არარსებობის გამო წყლის სპორტის ვარჯიშები მხოლოდ ტბებზე გვხვდება. ტურნირების მხრივ, სომხეთს წარმატება მიღწეული აქვს ჭადრაკში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში. სომხეთი ასევე არის ის ...

                                               

კიბერსპორტი

კიბერსპორტი - სპორტული შეჯიბრის სახეობა, რომელიც დაფუძნებულია ვიდეო თამაშებზე. ხშირად, კიბერსპორტი იღებს ორგანიზებული მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშების შეჯიბრების სახეს, განსაკუთრებით დახელოვნებულ მოთამაშეთა შორის, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზებული შეჯიბრები დიდი ხანია, რაც ვიდეო თამაშების კულტურის ნაწილია, ისინი ძირითადად ტარდებოდა მოყვარულ მონაწილეებს შორის 2000-იანი წლების ბოლომდე. კიბერსპორტის აღმასვლა დაიწყო 2010-იანი წლების დასაწყისში, რამაც გამოიწვია მაყურებელთა რაოდენობისა და ფულადი პრიზების ზრდა. კიბერსპორტთან ასოცირდება ვიდეო თამაშების ჟანრები როგორებ ...

                                               

სპორტი იაპონიაში

სპორტი იაპონიაში იაპონური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ქვეყანაში პოპულარულია როგორც ტრადიციული, ისე დასავლეთიდან შემოსული სპორტის სახეობები. ქვეყნის ეროვნულ სპორტად მიჩნეულია სუმო. ქვეყანას კალათბურთი ამერიკელებმა, XIX საუკუნეში გააცნეს. სატელევიზიო რეიტინგისა და მაყურებლის გათვალისწინებით, ქვეყნის უდიდესი პროფესიონალური სპორტული ლიგაა ნიპონის პროფესიონალური ბეისბოლის ლიგა. ქვეყანაში აგრეთვე გავრცელებულია საბრძოლო ხელოვნების შემდეგი სახეობები: ძიუდო, კარატე და თანამედროვე კენდო. ქვეყანაში ფეხბურთმა განსაკუთრებული პოპულარობა 1992 წელს იაპონიის პროფესიონალური საფეხბურთო ლიგის დაარსების დღ ...

                                               

მონტენეგროს სპორტი

მონტენეგროს სპორტის ძირითად მიმართულებებს წარმოადგენს ისეთი გუნდური თამაშები როგორიცაა: ფეხბურთი, კალათბურთი, წყალბურთი, ფრენბურთი და ხელბურთი. სხვა პოპულარული სპორტის სახეობებია: კრივი, ძიუდო, მაგიდის ჩოგბურთი, კარატე, ათლეტიკა და ჭადრაკი. წყალბურთი ეროვნულ სპორტად მიიჩნევა. მონტენეგროს მამაკაც წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიოს ერთ საუკეთესო გუნდს წარმოადგენს. 2008 წელს წყალბუთელებმა ევროპის ჩემპიონატში ოქროს მედალი აიღეს, ხოლო 2009 წელს ცურვის საერთაშორისო ფედერაციის წყალბურთის მამაკაცთა მსოფლიო ლიგა მოიგეს. წყალბურთელთა გუნდი პრიმორაცი კოტორიდან, 2009 წელს ევროპის ცურვის ლიგის გამარჯვებული ...

                                               

გელა სანაია

გელა სანაია - ქართველი მწვრთნელი. ამჟამად ფოთის "კოლხეთის" თავკაცი. წვრთნიდა "სამტრედიას", ხობის "კოლხეთს" და თბილისის "ლოკომოტივს", "ჭიათურას" და რუსთავის "მეტალურგს". 2014 წელს დაბრუნდა "სამტრედიაში" და გუნდთან ერთადად 2013-14 წლების სეზონში გახდა პირველი ლიგის ჯგუფი B გამარჯვებული. ამავე წლის ოქტომბერში მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, მისი ადგილი ზაზა ზამთარაძემ დაიკავა. 2015 წლის თებერვლიდან ქობულეთის "შუქურას" მთავარ მწვრთნლად დაინიშნა, მან კონსტანტინ ფროლოვი ჩაანაცვლა. ამავე წლის ზაფხულში კლუბი დატოვა. ოქტომბრიდან ფოთის "კოლხეთს" ჩაუდგა სათავეში. იგი მიეკუთვნება ქართველ მწვრთნელთა ი ...

                                               

საქართველოს საფეხბურთო თასი 2013-2014

საქართველოს თასი 2013-2014 - საქართველოს თასის ოცდამეოთხე გათამაშება ფეხბურთში. გამარჯვებული გახდა თბილისის "დინამო", რომელმაც ფინალში საჩხერის "ჩიხურა" დაამარცხა, ანგარიშით 2–1.

                                               

სპორტი ავღანეთში

სპორტს ავღანეთში წარმოადგენს ავღანეთის სპორტის ფედერაცია. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია კრიკეტი და ფეხბურთი. ავღანეთის ტრადიციული და ეროვნული სპორტია ბუზკაში. ავღანეთის სპორტის ფედერაცია ხელს უწყობს ქვეყანაში კრიკეტის, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, გოლფის, ხელბურთის, კრივის, ტაეკვონდოს, ძალოსნობის, ბადიბილდინგის, სირბილის, თხილამურებუთ სრიალის, ბოულინგის, სნუკერის, ჭადრაკის და სხვა სპორტის სახეობების განვითარებას.

                                               

WrestleMania

Wrestlemania - წლის მთავარი შოუ ამერიკულ რესლინგ-პრომოუშენ World Wrestling Entertainment -ში. იგი არის ე.წ "pay-per-view" შოუ, რომელიც იმართება წელიწადში ერთხელ მარტში ან აპრილში. რესლმანიის კონცეფცია შექმნა WWE-ის მფლობელმა ვინს მაკმენმა 1984 წელს. პირველი რესლმანია გაიმართა 1985 წლის 31 მარტს ნიუ-იორკში, არენა მედისონ-სკვერ-გარდენზე. მე-10 და მე-20 საიუბილეო შოუ გაიმართა ამავე არენაზე. მას შემდეგ გაიმართა 34 შოუ, ხოლო უკანასკნელი - 2018 წლის 8 აპრილს, ახალი ორლეანში, ლუიზიანაში. მომდევნო შოუ დაგეგმილია 2019 წლის 7 აპრილს, ნიუ-ჯერსიში. რესლმანიის ტრანსლირება ხორციელდება pay-per-view-ის სი ...

                                               

ბუდაპეშტური გამბიტი

ბუდაპეშტური გამბიტი - დებიუტი ჭადრაკში, რომელიც შემდეგი სვლებით იწყება: d4 Nf6 c4 e5 მიუხედავად იმისა, რომ ის დიდი ხნის წინ მორ ადლერისა და გეზა მაროცის 1896 წელის ბუდაპეშტურ პარტიაში გამოჩნდა, წამყვანი მოთამაშეების ყურადღება მან 1918 წლის შემდეგ მიიპყრო. მიზეზი ავსტრო-უნგრელი ამჟამად სლოვენიელი დიდოსტატის მილან ვიდმარის მიერ შავი ფიგურებით გამარჯვება აღმოჩნდა. პოპულარულობის პიკს ბუდაპეშტურმა გამბიტმა 1920-იან წლებში მიაღწია, თუმცა დღეს მას ძალიან იშვიათად იყენებენ უმაღლეს დონეზე. მსგავსი გამბიტის გამოყენება წარსულის პრაქტიკის გათვალისწინებით შავი ფიგურებით მოთამაშე მოჭადრაკის მხრიდან გამა ...

                                               

ისრაილ არსამაკოვი

ისრაილ არსამაკოვი - საბჭოთა ძალოსანი. არის სსრკ და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორი, 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი.

                                               

მსოფლიო ჩემპიონატი

მსოფლიო ჩემპიონატი - უმაღლესი სპორტული შეჯიბრება ან კონკურსი. შეჯიბრს სახელწოდება ჩვეულებრივ ენიჭება იმის მიხედვით თუ რა ტიპისაა ის, ასევე სარეიტინგო სისტემის მიხედვით, აგრეთვე გრადაციით, განვითარებით და ა.შ. ეს განსაზღვრავს ამა თუ იმ ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს, ნაკრებებს, ცალკეულ სპორტსმენებს კონკრეტული სპორტული სფეროდან. სპორტის ზოგიერთ სახეობას არ აქვს უმაღლესი სპორტული ღონისძიება - ჩემპიონატი, ამის ნაცვლად, ამ სახეობების უმაღლესი სპორტული ღონისძიება - მსოფლიო თასია. თუმცა ხშირად ხდება ტერმინების - "მსოფლიო თასი” და "მსოფლიოს ჩემპიონატი”, ერთმანეთისთვის გატოლება და ორი ტერმინის გამოყე ...

                                               

სკეიტბორდი

სკეიტ ბორდი – ოთხბორბლიანი ფიცარი. შეიქმნა 1950–იან წლებში კალიფორნიაში. 1960იან წლებში დაიწყო მისი მასობრივი გაყიდვა აშშს ტერიტორიაზე. გარდა გასართობისა, სკეიტბორდს ასევე ექსტრემალური დატვირთვა გააჩნია. იგი ითვლება ქუჩურ სპორტად და მიმდევართა დიდი რაოდენობით გამოირჩევა.

                                               

სპორტული სროლა

სპორტული სროლა ანუ იგივე სასროლო სპორტი არის საერთაშორისოდ აღიარებული მთელი რიგი დისციპლინები. ამ სახეობაში შედიან სპორტული შაშხანების, პისტოლეტების, მშვილდისა და არბალეტის მთელი რიგი კატეგორიები. ყველა დისციპლინას აქვს თავისი მკაცრად განსაზღვრული წესები, მიუხედავად იმისა, სასროლო იარაღებს სამხედრო თუ სანადირო წარმომავლობა აქვთ, ისინი აბსოლუტურად გამოსადეგია სამოქალაქო სპორტულ ღონისძიებებში გამოსაყენებლად.

                                               

სპორტული შეჯიბრებები

სპორტული შეჯიბრებები, სპორტსმენების შეხვედრის ორგანიზებული ფორმა, სადაც ვლინდება სპორტსმენის მაქსიმალური შესაძლებლობები-ძალა, სისწრაფე, გამძლეობა, სიმარჯვე, უმაღლესი სპორტული მიღწევებისაკენ სწრაფვა, ტაქტუიკური და ფსიქოლოგიური მომზადება. არსებობს შემდეგი სახის სპორტული შეჯიბრებები: კონტინენტური ჩემპიონატები; მსოფლიო ჩემპიონატები; სპარტაკიადები. უნივერსიადები; თასების გათამაშებები; ოლიმპიური თამაშები; არსებობს სპორტული შეჯიბრებების ჩატარების სამი ძირითადი სისტემა: წრიული ყველა მოთამაშე ერთმანეთს ხვდება ერთხელ ან რამდენმეჯერ}, სათასოწაგებული გადის თამაშიდან და შერეული.

                                               

სტადიონი

სტადიონი - ნაგებობა სპორტული სანახაობებისთვის. უმეტეს შემთხვევაში იგი წარმოდგენილია, როგორც დიდი მოედანი და ადგილი მაყურებელთათვის. ასევე სტადიონებთან ხშირად გვხვდება დამატებით რამდენიმე შენობა, გასახდელები, სავარჯიშო დარბაზები და ა.შ. სტადიონი მხოლოდ სპორტული მიზნებისთვის არ გამოიყენება, აქ შეიძლება გაიმართოს კონცერტები და სხვა ღონისძიებებიც.

                                               

ტრიატლი

ტრიატლი თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირის მიერ შემოღებული სპორტის სახეობა. არის სპორტის სამი სახეობის ნაზავი, რომელიც მოიცავს სროლის, ცურვის და სირბილის კომბინაციას. შეჯიბრება იწყება 25 მეტრზე სამიზნესთან მირბენით, სადაც სპორტსმენი ახორციელებს ლაზერული პისტოლეტიდან მიზანში სროლას, რისთვისაც ეძლევა 50 წამი. რაც უფრო მალე დააზიანებს 5 სამიზნეს მით მალე შეუძლია გაიქცეს წყლისკენ, გაცუროს ასაკობრივი კატეგორიით დადგენილი მანძილი, წყლიდან ამორბენის შემდეგ უნდა ირბინოს, ასევე ასაკობრივი კატეგორიით განსაზღვრული მანძილი, შემდეგ კვლავ ისვრის, კვლავ ცურავს, კვლავ დარბის, სულ ოთხი სერია უწყვეტ ...

                                               

ტროფეი (ჯილდო)

ტროფეი - ჯილდო კონკრეტული მიღწევისთვის ან დამსახურებისთვის და წარმოადგენს აღიარების ერთგვარ მტკიცებულებას. უმეტესად ტროფეი გადაეცემა სპორტულ შეჯიბრში გამარჯვებულ სპორტსმენს ან გუნდს. ძირითადად გამარჯვებულ სპორტსმენებს ტროფეისთან ერთად გადაეცემათ მედლები. ასევე ტროფეის გადასცემენ გამარჯვებულებს კინოხელოვნების და სხვა სახის კულტურულ დაჯილდოებებზე. ტროფეის ყველაზე გავრცელებული ტიპია გრავირებული თასი ან სინი, ასევე ხშირია ცხოველების, ადამიანების და სხვადასხვა უსულო საგნების ქანდაკებები, სტილიზებული წარწერები ან ლოგოები. სიტყვა ტროფეი ბერძნული წარმოშობისაა: ტროფეუმი ბერძ. τρόπαιον, ლათ. tropaeu ...

                                               

სპორტი დიდ ქალაქში

სპორტი დიდ ქალაქში - ქართული სპორტული ტელეგადაცემა მთავარი არხის ეთერში. პირველად გავიდა 2019 წელს. გადაცემის წამყვაენები არიან ნანუკა ჟორჟოლიანი და დავით ერაძე.

რეგატა
                                               

რეგატა

რეგატა - სპორტული შეჯიბრება იალქნიან, ნიჩბიან ან ძრავიანი ნავებით. ხშირად, რეგატა მოიცავს იმ სოციალურ და სარეკლამო ხასიათის ღონისძიებებსაც, რომელიც შეჯიბრების პერიოდში ტარდება. უმეტესად, იგი სახელწოდებას იღებს იმ ქალაქის ან ადგილის მიხედვით, სადაც ტარდება.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →