Back

ⓘ სამართალი



                                               

სამართალი

სამართალი - ბუნებით განპირობებული ადამიანთა უფლება-მოვალეობების განმსაზღვრელი ზოგადსავალდებულო ქცევის წესების ერთობლიობა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მოწესრიგების სისტემა, რომელსაც ახასიათებს ნორმატიულობა, ფორომალური განსაზღვრულობა, სისტემურობა და მათი შესრულება სახელმწიფოებრივი ზემოქმედებით არის უზრუნველყოფილი.

                                               

სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა

"სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა", ვახტანგ VI-ის განმგებლობაში შედგენილი კოდექსი, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის, ანუ კორპუსის, დამაგვირგვინებელი ნაწილი; შემუშავებულია ვახტანგის თაოსნობით და უშუალო მონაწილეობით 1705-1708 წლებში. ვახტანგ VI-ის კოდიფიკაცია განაპირობა იმან, რომ ძველი სამართლეებრივი წიგნების შედგენის დროიდან საზოგადოებრივ ცხოვრებამ ცვლილება განიცადა და ახლა, გამოვლილი ძნელბედობის შემდეგ, რამდენადმე ხელსაყრელი საგარეო და შინაგანი ვითარება შეიქმნა, ქვეყანა აღორძინებისა და წინსვლის გზას დაადგა. "სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა" შეიქმნა წარსული საკანონმდებლო მემკვიდ ...

                                               

წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე

წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლისავე, ბექას და აღბუღას სამართალი, ძველი ქართული კანონმდებლობის ძეგლი. შედგენილია XIII - XIV საუკუნეებში. შეტანილია ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მე-6 ნაწილად აღბუღას სამართლის სახელწოდებით. შეიცავს შესავალსა და 98 მუხლს, რომელთაგან 1 - 65 მმ - ბექა მანდატურთუხუცესის სამართალი - მიეკუთვნება ბექა I ჯაყელს, ხოლო 66-98 მმ - აღბუღა ათაბაგ-ამირსპასალარის სამართალი - ბექას შვილიშვილს აღბუღა I ჯაყელს. ბექას სამართალი შედგენილი უნდა იყოს 1295 - 1304, აღბუღასი - დაახლოებით 1381 - 86, "ბექაჲს განაჩენი" ცალკე, დამოუკიდებელი სამართლის წიგნის სახით არ შემ ...

                                               

სამოქალაქო სამართალი

სამოქალაქო სამართალი - სამართლის დარგი, რომელიც არეგულირებს სამართლებრივად თანასწორი სუბიექტების ურთიერთობებს. სამოქალაქო სამართალი სამართლის ერთ-ერთი დარგია და განსხვავდება საჯარო სამართალისა და სისხლის სამართლისაგან. სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა გარიგება

                                               

სამართალი ბერძული

"სამართალი ბერძული", ბერძნულ-რომაული სამართლის ქართული ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მეორე ნაწილად შეტანილი საკანონმდებლო ძეგლი. ვახტანგ VI-მ "ძიება-ყო საბერძნეთით" და "მოიშოვა" იქაური "წიგნი სასამართლონი". ასეთი "ფრიადითა შრომითა" მოპოვებული ბერძნული კანონები გადმოაქართულეს "ბრძენთა კაცთა" თვით ვახტანგ VI-ის აქტიური მონაწილეობით. დედნიდან ეპისკოპოს კვიპრიანე სამთავნელს უთარგმნია. ეს არის თავისუფალი თარგმანი. ალაგ-ალაგ გავრცობილი ან შემოკლებული. ძეგლი წარმოადგენს, მათე ბლასტარის იურიდიულ ტრაქტატის - "ალფაბეტური სინტაგმის" შემოკლებულ რედაქციას, რომელიც კანონთა მოკლე პრაქტი ...

                                               

სამართალი ბატონისშვილის დავითისა

"სამართალი ბატონისშვილის დავითისა" - ქართული სამართლის კოდიფიკაციის პროექტი, რომელიც შეადგინა დავით ბატონიშვილმა XIX საუკუნის დასაწყისში. "სამართალი ბატონისშვილის დავითისა" ორ წყებად შემუშავდა და ცნობილია ადრინდელი და შემდგომიც, გავრცობილ-განვითარებული სახით. თავდაპირველად დავით ბატონიშვილმა მოამზადა იგი თავისი მამის, ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფის, გიორგი XII-ის დავალებით და 2-ჯერ გადაანუსხვინა. ამ სახით პროექტი შედგებოდა პრეამბულის, 245 მუხლისა და საძიებლისაგან. ერთი ნუსხა დავითს ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულისათვის დაურთავს და მასთან ერთად აუკინძვინებია; ეს მისეული "დიდი სამართ ...

                                               

სისხლის სამართალი

სისხლის სამართალი - სამართლის ერთ-ერთი დარგი, რომელიც განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედება ითვლება დანაშაულად. ასევე თითოეული დანაშაულისათვის აწესებს შესაბამის სასჯელს. როგორც პრაქტიკაში, ასევე დოქტრინაში განასხვავებენ მატერიალურ და პროცესუალურ სისხლის სამართალს.

                                               

საერთაშორისო სამართალი

საერთაშორისო სამართალი - სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობათა სფეროში მოქმედი ქცევის წესების ერთობლიობა, რომელიც აღიარებულია სახელმწიფოთა და საერთაშორისო სამართალის სხვა სუბიექტთა მიერ იურიდიულად სავალდებულო ნორმებად და გამოხატავს სუბიექტთა საერთო ინტერესებს, რომლებიც თავს იჩენენ საერთაშორისო ხელშეკრულებებსა თუ ჩვეულებებში და რომელთა შესრულებას უზრუნველყოფენ სუბიექტები ინდივიდუალურად ან კოლექტიურად. იგი მიიღება სუვერენულ სახელმწიფოთა შორის ურთიერთშეთნხმებების საფუძველზე. საერთაშორისო სამართლის მიზანს წარმოადგენს ნაციონალურ კანონმდებლობათა შეხამება ერთიანი საერთაშორისო სამართლის ნორმების შესამუშ ...

                                               

სალიკური სამართალი

სალიკური სამართალი – ეს სახელი წარმოდგება სალიელი ფრანკებისაგან. ფრანკები ორ დიდ ტომობრივ გაერთიანებად იყოფოდნენ სალიელ და რიპუარელ ფრანკებად. სამართლის კოდექსი. დოკუმენტის ენაა ვულგარული ლათინური. სალიკური სამართლის კრებული შედგენილია V საუკუნის დასასრულსა და VI საუკუნის დასაწყისში, სავარაუდოდ, ხლოდვიგ I-ის მიერ. თავისი მნიშვნელობა დაკარგა X საუკუნეში. დოკუმენტი შედგება ორი პროლოგის, ორი ეპილოგისა და ძირითადი ტექსტისაგან. იგი დაყოფილია ტიტულებად ანუ თავებად რომელშიც ჩამოთვლილია დანაშაულები და მათი შესაბამისი სასჯელები. დღეისათვის "სალიკური სამართლის" სამოცამდე ხელნაწერია შემორჩენილი.

                                               

კანონი და სამართალი

კანონი და სამართალი - ქართული პოლიტიკური პარტია, რომელიც 2019 წლის 10 მარტს დაფუძნდა. პარტიის ლიდერია თაკო ჩარკვიანი. პარტიის თანადამაარსებლები არიან: უფლებადამცველი მიხეილ რამიშვილი და ირაკლი ღლონტი. იყო კოალიციის "ძალა ერთობაშია" წევრი. პარტია არის პრო-ევროპული. "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად შექმნილ ბლოკში მიიღო მონაწილეობა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში.

                                               

ვალდებულებითი სამართალი

ვალდებულებითი სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს ქონების გადაცემასთან, სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, ზიანის მიყენებასთან, უსაფუძვლო გამდოდრებასთან და სხვ. დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს. ვალდებულება ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის ძალითაც მოვალე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს განსაზღვრული მოქმედებისგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალისგან ვალდებულების შესრულება. მისი დარღვევისთვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისრო ...

                                               

Condicio sine qua non

Condicio sine qua non - ლათინური გამოთქმა, ფორმულა, რომელიც გამოიყენება სამართლის თეორიასა და პრაქტიკაში, აგრეთვე ფილოსოფიაში. ფორმულა დაკავშირებულია ქმედებას ან პირობასა და შედეგს შორის მიზეზობრივ კავშირთან და გულისხმობს, რომ შედეგს მიზეზობრივად უკავშირდება ის ქმედება/პირობა, რომლის გარეშეც შედეგი არ დადგებოდა. Condicio-sine-qua-non-ფორმულაზეა დაფუძნებული სისხლის სამართალში ფართოდ აღიარებული მიზეზობრიობის ეკვივალენტურობის თეორია, რომელიც აგრეთვე პირობათა თეორიის ან თანაბარმნიშვნელოვნების თეორიის სახელითაცაა ცნობილი. თანამედროვეობაში ხშირად გამოიყენება გამოთქმის გვიანლათინური მართლწერა - c ...

                                               

ანგლო-ამერიკული სამართალი

ანგლო-ამერიკული სამართალი, აგრეთვე ცნობილი როგორც საერთო სამართალი, არის ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც მოიცავს ინგლისის, დიდი ბრიტანეთის დომინიონი ქვეყნების, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიებისა და ამერიკის შეერთებული შტატების სამართალს. ანგლო-ამერიკული სამართლის ქვეყნებში სამართლის წყაროს წარმოადგენს სამოსამართლო სამართალი, ე.ი. პრეცედენტული სამართალი. სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ მაშინ ითვლება პრეცედენტად, როდესაც კონკრეტული შემთხვევის გამო მიღებული გადაწყვეტილება საფუძვლად უდევს მომავალში ანალოგიური შემთხვევის გადაწყვეტას. ამ პრეცედენტებს აქვთ მბოჭავი ძალა - ზემდგო ...

                                               

ბუნებითი სამართალი

ბუნებითი სამართალი წარმოადგენს სამართლებრივ სისტემას, რომლის ლეგიტიმაციაც მომდინარეობს ადამიანის ბუნებაზე დაკვირვებით და ეფუძვნება ადამიანის ბუნებითად თანდაყოლილ ღირებულებებს, რომლებიც შესაძლოა განიმარტონ პოზიტიური სამართლისგან დამოუკიდებლად. ბუნებითი სამართლის თეორიიდან გამომდინარე, ყოველ ადამიანს გააჩნია ბუნებითად მინიჭებული უფლებები, რომლებიც ლეგიტიმურია არა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე, არამედ მომდინარეობენ "ღმერთიდან, ბუნებიდან, ან არსიდან". ბუნებითი სამართლის თეორია ასევე შესაძლებელია წილნაყარი იყოს "რელიგიური მორალურობის, ეთიკურ, პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ სამართლის თეორიებთან". ...

                                               

დეკლარაცია

დეკლარაცია - აქტი, განაცხადი, საჯარო დოკუმენტი, რომელიც ასახავს სხვადასხვა ტიპის მონაცემებს მისი დანიშნულებიდან გამომდინარე. კერძოდ, საერთაშორისო სამართალში ერთი ან რამდენიმე ქვეყნის საზეიმო აქტი, რომელშიც შეთანხმებულია ზოგადი პრინციპები და მიზნები; საკონსტიტუციო სამართალში ცალკეული პოლიტიკურ-იურიდიული აქტი, რომლის მიზანია მისცეს დოკუმენტს საზეიმო ხასიათი და ხაზი გაუსვას მის მნიშვნელობას. გადასახადის გადამხდელის განაცხადი თავისი შემოსავლის, ქონების რაოდენობის შესახებ; ის შეიძლება წარმოადგენდეს: ცალმხრივ, ორმხრივ ან მრავალმხრივ აქტს, რომლითაც სახელმწიფოები ცნობენ ამა თუ იმ ქცევის წესის იური ...

                                               

თხოვება

თხოვება - ხელშეკრულება, რომლის ძალითაც გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას, გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობაში. ხელშეკრულებაში მონაწილეობს ორი მხარი - გამნათხოვრებელი და მონათხოვრე, რომლებიც შეიძლება იყვნენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. თხოვების ხელშეკრულებისთვის არსებითია ის, რომ გამნათხოვრებელი მონათხოვრეს გადასცემს ნივთს სარგებლობაში არა მუდმივად, არამედ განსაზღვრული დროით, თანაც უსასყიდლოდ.

                                               

კონსტიტუცია

კონსტიტუცია - განსაკუთრებული წესით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი. კონსტიტუცია არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. კონსტიტუცია რთული მრავალფუნქციური საზოგადოებრივი ინსტიტუტია. ხშირად განმარტავენ, როგორც სახელმწიფოს უზენაეს კანონს, წესების კატალოგს, ინდივიდის გარანტს სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და სხვა. ლიბერალურ-დემოკრატიული სკოლის მიმდევრები კონსტიტუციაში ძირითადად საგანთა ბუნებით განპირობებულ საზოგადოებრივი ხელსეკრულების არსს ბუნებითი სამართლი ...

                                               

კონტინენტური ევროპის სამართალი

კონტინენტური ევროპის სამართლის ოჯახი - ეროვნული სამართლებრივი სისტემების ერთობლიობა, რომელიც დასავლეთ ევროპაში ჩამოყალიბდა რომაული, გერმანული და კონტინენტური ტრადიციების საფუძველზე. კონტინენტური ევროპის სამართლის სისტემაში შეიძლება გამოიყოს რომანული სამართლისა და გერმანული სამართლის ქვეყნები. რომანული სამართლის ოჯახი ჩამოყალიბდა ნაპოლეონის ეპოქის კანონმდებლობის გავლენით. ამ ოჯახს მიეკუთვნება საფრანგეთი, ბელგია, ლუქსემბურგი, მონაკო, ჰაიტი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია. აგრეთვე, გარკვეული თავისებურებებით, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნები, რომლებიც წარმოადგენდნენ საფრანგეთის კოლონიებს, ...

                                               

ლინჩის წესით გასამართლება

ლინჩის წესით გასამართლება - სასამართლოგარეშე სასჯელი რომელსაც არაოფიციალური დაჯგუფება ახორციელებს. ლინჩის წესს ყველაზე ხშირად მიმართავს ბრბო, რომელიც არაოფიციალურ საზოგადო დასჯას ახორციელებს. ლინჩის წესი ძირითადად გამოიყენება ეკონომიკური ან პოლიტიკური არეულობების დროს, როდესაც დომინანტი ჯგუფი ცდილობს გარკვეული წარმოდგენის გამართვას და საზოგადოების დაშინებას. სიტყვა ლინჩის წარმოშობა არ არის ცალსახად ცნობილი. ერთი მოსაზრებით ის სათავეს ამერიკის რევოლუციიდან იღებს. გამოიყენებოდა ფრაზა "ლიონჩის კანონი", რაც გასამართლების გარეშე დასჯას აღნიშნავდა. ფრაზა ამ ეპოქის ორ ამერიკელთან შეიძლება იყოს და ...

                                               

მიზეზობრივი კავშირი

მიზეზობრივი კავშირი, მიზეზობრიობა, ასევე კაუზალობა სამართალში ეწოდება მიზეზშედეგობრივ დამოკიდებულებას პირის რაიმე ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მიზეზობრივი კავშირის დადგენა ხშირად აუცილებელი პირობაა სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის. მაგალითად, სისხლის სამართალში შედეგიანი ან საფრთხის შემქმნელ დელიქტების დროს დანაშაულებრივი ქმედების დასადასტურებლად აუცილებელი წინაპირობა მიზეზობრივი კავშირის დადგენა პირის ქმედებასა და დანაშაულებრივ შედეგს ან შექმნილ კონკრეტულ საფრთხეს შორის.

                                               

მსოფლიოს სამართლებრივი სისტემები

თანამედროვე მსოფლიოში მოქმედი ეროვნული სამართლებრივი სისტემები შეიძლება დაიყოს სამართლის ოჯახების მიხედვით. ძირითადად, გამოყოფენ კონტინენტური ევროპის სამართლისა და ანგლო-ამერიკული სამართალის ოჯახებს. აგრეთვე გამოყოფენ რელიგიური და ჩვეულებითი სამართლის ოჯახებსაც.

                                               

სახელმწიფოს ღალატი

სახელმწიფოს ღალატი - დანაშაული გამოხატული მონარქის ან სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ გაცნობიერებულ ქმედებაში ჩადენილი ამ სახელმწიფოს მოქალაქის ან მისი ქვეშევრდომის მიერ. კერძოდ, სახელმწიფოს ღალატს განეკუთვნება: მტრის მხარეს გადასვლა ომის დროს, ომისა თუ მშვიდობის დროს უცხო ქვეყნისთვის სახელმწიფო საიდუმლოების გადაცემა, უცხო ქვეყნის სასარგებლოდ შპიონაჟი, ასევე, სეპარატისტული მოლაპარაკებები მოწინააღმდეგესთან ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ და სხვა.

                                               

ტრასტი

ნდობითი ფუნქცია ანუ ტრასტი - ურთიერთობების სისტემა ზოგად სამართალში, რომლის დროსაც საკუთრება, რომელიც ეკუთვნის მფლობელს, გადაეცემა ნდობით მმართველს, მაგრამ მართვის შედეგად მიღებულ შემოსავალს ინაწილებენ შემოსავლის ბენეფიციარები. მფლობელი, შესაბამისად სპეცილაური შეთანხმებისა, მის საკუთრებაში არსებულ ფასეულობებს სამართავად გადასცემს მეურვე პირს, რომელიც თავის მხრივ ვალდებულია განახორციელოს ის ოპერაციები, რომლებსაც შედეგად მოყვება ბენეფიციარებისთვის სასურველი, მაქსიმალური მოგება ან იხელმძღვანელოს მფლობელის სხვა ინსტრუქციებით.

                                               

ფიყჰი

ფიყჰი შემდეგ ორ ნაწილად იყოფა: ფიყჰ ალ–იბადათ არაბ. فقه العبادات ; თაყვანისცემის ფიყჰი, რომელიც მოიცავს ადამიანისა და ღმერთის ურთიერთობის საკითხებს. ფიყჰ ალ–მუამალათ არაბ. فقه المعاملات ; ფიყჰი ადამიანურ საქმეებთან დაკავშირებით, აქ მოქცეულია ყველაფერი დანარჩენი, თუმცა ზოგჯერ აქედან გამოჰყოფენ ქორწინებისა არაბ. فقه المناكحات ; ფიყჰ ალ–მუნაქაჰათ და სასჯელების არაბ. فقه العقوبات ; ფიყჰ ალ–უყუბათ საკითხებს.

                                               

შარიათი

შარია" - გზა, ერთგვარი ქცევის კოდექსი - აერთიანებს ისლამის უფლებებს, მორალურ-ეთიკურ და რეგლიგიურ ნორმებს. საზღვრავს მუსლიმანის ცხოვრებას და ისლამში მიიჩნევა "მარადიულ და შეუცვლელ" ღვთიურ დადგენილებად. რელიგიური უფლებების ერთ-ერთი აღმსარებლობითი ფორმაა.

                                               

საქართველოს სამოქალაქო სამართალი

საქართველოს სამოქალაქო სამართალი - სამართალი, რომელიც შემდეგი ნაწილებისგან შედგება: ზოგადი საკითხები საკორპორაციო სამართალი საოჯახო სამართალი სამოქალაქო პროცესი მემკვიდრეობითი სამართალი შრომის სამართალი სახელშეკრულებო სამართალი

                                               

Erga omnes

"Erga omnes" - ლათინური ფრაზა, რომელიც გამოიყენება სამართლის სხვადასხვა დარგში და ნიშნავს ყველას მიმართ ვალდებულების ქონას. უმეტეს შემთხვევაში სამართლით დაკისრებული ვალდებულების დარღვევისთვის პირი პასუხს აგებს იმ პირის მიმართ ვისაც ზიანი მიადგა. ხოლო Erga omnes ვალდებულებების დარღვევისათვის ნებისმიერ პირს შეუძლია მოითხოვოს დამრღვევის პასუხისმგებლობა. ამ ტიპის ვალდებულებების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ მათი დარღვევით ზიანი ადგება არათუ რომელიმე კონკრეტულ პირს არამედ მთელ საზოგადოებას.

პრეამბულა
                                               

პრეამბულა

პრეამბულა - რაიმე მნიშვნელოვანი აქტის, საერთაშორისო შეთანხმების, ხელშეკრულების, დეკლარაციის შესავალი ნაწილი, რომელშიც ჩამოყალიბებულია აქტის მიღების მიზეზები, მისი ძირითადი პრინციპები და მთავარი მიზნები. როგორც წესი, პრეამბულას არ აქვს იურიდიული ძალა.

რეზოლუცია
                                               

რეზოლუცია

რეზოლუცია, კოლეგიური ორგანოს სხდომაზე ამა თუ იმ საკითხის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება. კონსტიტუციურ წესდებაში რეზოლუცია ეწოდება აქტს, რომელსაც პარლამენტი იღებს. რეზოლუციის განხილვა განსხვავდება კანონპროექტის განხილვისაგან.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →