Back

ⓘ პოლიტიკა



                                               

პოლიტიკა

პოლიტიკა - ეს არის: საზოგადოების და სახელმწიფოს მართვის ხელოვნება, საზოგადოებრივი იდეების ერთობლიობა და მისგან გამომდინარე მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია სახელმწიფოებს, ხალხებს, ერებს, სოციალურ ჯგუფებს შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ურთიერთობების ჩამოყალიბებასთან. პოლიტიკას წარსულში განსაზღვრავდნენ სხვადასხვაგვარად, კერძოდ: ა როგორც "სამეფო ხელოვნებას" ყველა სხვა ხელოვნების სამართავად, ბ როგორც უნარს "ყველა მოქალაქის დაცვისა და მათ შორის უარესების უკეთესებად გარდაქმნისა" პლატონი, გ როგორც ცოდნას სამართლიანი და ბრძნული მმართველობის თაობაზე მაკიაველი, დ როგორც კლასთა ინტე ...

                                               

საგარეო პოლიტიკა

საგარეო პოლიტიკა - ქვეყნის მიზნების ერთობლიობა, რომლითაც ის განსაზღვრავს მის ურთიერთობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან. საგარეო პოლიტიკის მიზანი ასევე ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ეროვნული უსაფრთხოების, იდეოლოგიური მისწრაფებების და ეკონომიკური განვითარების დაცვაა. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ საგარეო პოლიტიკა იმდენად ძველია, როგორც თვით საზოგადოება. საგარეო პოლიტიკის მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა მეოცე საუკუნეში, ვინაიდან თითქმის ყველა ქვეყანამ შეძლო ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარება გარკვეული დიპლომატიური ფორმით. ნომინალურად საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბება მთავრობის მეთაურისა და საგარეო ს ...

                                               

აზერბაიჯანის საფინანსო პოლიტიკა

აზერბაიჯანის საფინანსო პოლიტიკა - ქვეყნის დამოუკიდებელი დარგი საფინანსო ურთიერთობების სფეროში. იგი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. საფინანსო პოლიტიკა ხორციელდება საფინანსო სისტემის საშუალებით. მისი მთავარი მიზანია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ფინანსურ ურთიერთობებსა და ფინანსურ პოტენციალს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არის ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსურ პოლიტიკას და ატარებს საჯარო ფინანსების მართვას.

                                               

შეკავების პოლიტიკა

შეკავება - გეოპოლიტიკური, სტრატეგიული, საგარეო საქმეტა პოლიტიკა რომელიც ადაპტირებული იქნა აშშ-ის მიერ ცივი ომის მიმდინარეობისას. ტერმინი დაკავშირებულია "სანიტარულ კორდონთან" რომელიც შემდგონში ეწოდა სსრკ-ის გეოპოლიტიკურ შეკავებას 1940-იან წლებში. "შეკავების" სტრატეგია ყველაზე კარგად ცნობილია როგორც, აშშ-ის და მისი მოკავშირეების საგარეო საქმეთა პოლიტიკა რომელიც მიმართული იყო კომუნიზმის გავრცელების შეჩერებისაკენ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. როგორც ცივი ომის ნაწილი, "შეკავება" იყო პასუხი სსრკ-ის მიერ კომუნისტური გავლენის სფეროების გაფართოებისათვის აღმოსავლეთ ევროპაში, აზიაში, აფრიკაში ...

                                               

საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა

საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიერ მოთხოვნილი პრინციპები, რომელიც მოითხოვს რომ, საწარმომ უნდა შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს იხელმძღვანელოს სააღრიცხვო პოლიტიკაში აღწერილი დებულებებით. საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევა ხდება საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური და იურიდიული სამსახურების მონაწილეობით ან მომსახურე საკონსულტაციო ფირმის მიერ. ამავე დროს პასუხისმგებლობა სააღრიცხვო პოლიტიკაზე ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელს.

                                               

ნიკარაგუის პოლიტიკა

ნიკარაგუის პოლიტიკა იწარმოება კონსტიტუციით დადგენილი პირობების საფუძველზე; რაც იმას ნიშნავს, რომ ნიკარაგუა საპრეზიდენტო წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკაა. ქვეყნის პრეზიდენტი მრავალპარტიულ გარემოში არის როგორც სახელმწიფოს, ისე მთავრობის მეთაური. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება მთავრობისა და ეროვნული ასამბლეის პრეროგატივაა. იურიდიული ძალაუფლება კი თავისუფალია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისგან.

                                               

აზერბაიჯანის პოლიტიკა

აზერბაიჯანის პოლიტიკა ხორციელდება ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკის ფარგლებში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი მთავრობის ხელმძღვანელია. აღმასრულებელ ხელისუფლებას ახორციელებს სახელმწიფოს პრეზიდენტი და მთავრობა. საკანონმდებლო უფლებამოსილება მინიჭებულია, როგორც მთავრობას, ისევე პარლამენტს. სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოსგან.

                                               

აზერბაიჯანის სავიზო პოლიტიკა

აზერბაიჯანის ვიზიტორებმა უნდა მიიღონ ვიზა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიებში, თუ ვიზიტორი მოქალაქეა იმ ქვეყნის, სადაც ვრცელდება აზერბაიჯანის სავიზო პოლიტიკა.

                                               

ერთი ბავშვის პოლიტიკა

ერთი ბავშვის პოლიტიკა - ოჯახებისთვის ერთ ბავშვზე მეტის ყოლის შეზღუდვა, რომელისაც ჩინეთის მთავრომა მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის ახორციელებს. ჩინეთის მთავრობა მას ოფიციალურად მოიხსენებს როგორც - ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკა. ის ოფიციალურად ზღუდავს დაოჯახებულ წყვილებს ერთზე მეტი ბავშვის ყოლისგან. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში არის გამონაკლისებიც. კერძოდ: სოფელში მაცხოვრებლებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და დედისერთა მშობლებისთვის. ერთი ბავშვის პოლიტიკის კომიტეტის სპიკერმა გნაცხადა, რომ შეზღუდვა ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 35.9%-ზე ვრცელდება. ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები: ...

                                               

მონეტარული პოლიტიკა

მონეტარული პოლიტიკა - მაკროეკონომიკური პროცესი, რომელიც მართავს ქვეყანაში ვალუტის მარაგს, რათა მიაღწიოს ისეთ ეკონომიკურ მიზნებს, როგორიცაა ფასების სტაბილურობა, მოსახლეობის სრული დასაქმება, ფინანსური სტაბილურობა და სხვ. მონეტარულ პოლიტიკას ძირითადად წარმართავს ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით.

                                               

შემოსავლების პოლიტიკა

შემოსავლის პოლიტიკა არის ეკონომიკის მასშტაბით, ხელფასებისა და ფასების კონტროლი, რაც ყველაზე ხშირად იქმნება ინფლაციის საპასუხოდ და, როგორც წესი, ცდილობს ხელფასებისა და ფასების დადგენას თავისუფალი ბაზრის დონეზე. შემოსავლის პოლიტიკას ხშირად იყენებდნენ ომის დროს. საფრანგეთის რევოლუციის დროს, დაწესდა "მაქსიმალური კანონი" დაბეგრილი ფასების კონტროლს სიკვდილით დასჯით აღმოჩნდა ინფლაციის შემცირების წარუმატებელი მცდელობა. მსგავსი ზომებს ასევე მიმართავდნენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. სამშვიდობო შემოსავლის პოლიტიკა აშშ-ში გამოიყენეს 1971 წლის აგვისტოში, ინფლაციის საპასუხოდ. ხელფასის და ფასების კონტროლი ...

                                               

საპარლამენტო სისტემა

საპარლამენტო სისტემა - საპარლამენტოა სისტემა, სადაც მთვრობა ანსამბლეისა თუ პარლამენტის მეთვალყურეობითა და მეშვეობით მოქმედებს. მისი წევრებიც, საკანონმდებლო ორგანოს რიგებიდნ ირჩევიან და ამ ორგანოს წინაშე არიან ანგარიშვალდებული. საპრეზიდენტო სისტემა საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოთა შორის ძალაუფლების განაწილებას ემყარება. შედეგად მყარდება ურთიერთობა, რომელსაც ამ შტოთა დამოუკიდებლობისა და ურთიერთდამკიდებულების კომბინირებული ხასიათი გამოარჩევს.

                                               

საჯარო მმართველობა

საჯარო მმართველობა - დადგენილი წესრიგის უზრუნველყოფის მექანიზმია და მისი მთავარი თვისება, კოლექტიური გადაწყვეტილებების მიღებისა და აღსრულების უნარი. აღსანიშნავია, რომ პოლიტიკური სისტემა არა მხოლოდ მმართველობის მექანიზმებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს გულისხმობს, არამედ იმ სტრუქტურებს და პროცესებსაც, რომელთა მეშვეობით სახელმწიფო ურთიერთობს საზოგადოებასთან. მმართველობა იძენს თავის საჯარო ხასიათს, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირდაპირ კავშირშია ფორმალურ და ინსტიტუციონალურ პროცესებთან, რომლებიც სახელმწიფოებრივ დონეზე, საზოგადოების წესრიგის დასაცავად და კოლექტიური საქმიანობის ხელშესაწყობად მოქმედეს. ...

                                               

ანალიტიკური ცენტრი

ანალიტიკური ცენტრი ასევე ანალიტიკური ინსტიტუტი ან კვლევითი ცენტრი) - ორგანიზაცია, რომელიც იკვლევს და ეხმიანება ისეთ თემებს, როგორებიცაა სოციალური პოლიტიკა, პოლიტიკური სტრატეგია, ეკონომიკა, სამხედრო საქმე, ტექნოლოგია და კულტურა. როგორც წესი, ანალიტიკური ინსტიტუტი არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელიც მთელ რიგ ქვეყნებში გათავისუფლებულია გადასახადებისგან. ანალიტიკური ცენტრის ერთ-ერთი მახასიათებელი არის მისი დამოუკიდებლობა სახელმწიფოსგან - მიუხედავად იმისა, რომ რიგი ორგანიზაციები თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურებთან, კვლევითი ცენტრები როგორც წესი არასამთავრობო ბუნებას ინარჩუნებენ. ანალიტიკური ...

                                               

ბირთვული იარაღის გავრცელება

ბირთვული იარაღის გავრცელება - მოიცავს ბირთვული იარაღისა და ტექნოლოგიების კონტროლს. ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების თანახმად, ბირთვულ ქვეყანას არ აქვს უფლება ამ რესურსზე წვდომა სხვა ქვეყანას მისცეს და მან არ უნდა წახალისოს არაბირთვული ქვეყნები, რათა შექმნან ბითვული იარაღი. ამას უწოდებენ "ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობას" ან "NPT" -ს. გავრცელებას ეწინააღმდეგება, როგორც ბირთვული იარაღის მქონე, ასევე არმქონე მრავალი ქვეყანა, რადგან მთავრობები შიშობენ, რომ, რაც მეტ ქვეყანას ექნება ბირთვული იარაღი, ეს უფრო გაზრდის ბირთვული ომის დაწყების რისკს. ბირთვულ კლუბში არიან სახელმწიფოები, რ ...

                                               

დეცენტრალიზაცია

დეცენტრალიზაცია - პროცესი, რომლის საშუალებითაც ორგანიზაციის საქმიანობა, განსაკუთრებით ის, რაც დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღებას ეხება, გადანაწილებულია ან დელეგირებულია ცენტრალური სამმართველო მდებარეობიდან ან ჯგუფიდან პერიფერიულ ნაწილებზე. დეცენტრალიზაციის ცნებები გამოიყენება კერძო ბიზნესისა და ორგანიზაციების ჯგუფურ დინამიკასა და მენეჯმენტის მეცნიერებაში, პოლიტოლოგიაში, სამართალსა და სახელმწიფო ადმინისტრირებაში, ეკონომიკაში, ფულსა და ტექნოლოგიაში.

                                               

დოქტრინა

დოქტრინა - სახელმძღვანელო აზრების ან გამონათქვამების სისტემა; მთავარი თეორიული პრინციპი. პოლიტიკურ მეტყველებაში განსაკუთრებით აშშ-ში დოქტრინა ნიშნავს პოლიტიკური კურსის მთავარ მიმართულებას იხ. აშშ-ის პრეზიდენტების დოქტრინები.

                                               

კოალიციური მთავრობა

კოალიციური მთავრობა - მთავრობა, რომელიც შექმნილია პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებისაგან. ასეთი ტიპის მთავრობები, როგორც წესი, გვხვდება საპარლამენტო მმართველობის სისტემებში, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების დაკომპლექტება ევალება პარლამენტს. კოალიციური მთავრობა იქმნება მაშინ, როდესაც საპარლამენტო არჩევნების შედეგად ვერც ერთი პარტია ვერ იღებს საკმარისი ხმებისა და, შედეგად, საკმარისი მანდატების რაოდენობას იმისათვის, რომ ერთპიროვნულად გაიტანოს კანონპროექტები და / ან დააკომპლექტოს მთავრობის შემადგენლობა. შედეგად, ვერ იქმნება საპარლამენტო უმრავლესობა და შეუ ...

                                               

კორუფცია

კორუფცია - ვრცელი გაგებით სახელმწიფო ძალაუფლების არადანიშნულებისამებრ გამოყენებაა არალეგიტიმური, როგორც წესი საიდუმლო, პირადი კეთილდღეობისთვის. მმართველობის ყველა ფორმა შეიძლება გახდეს კორუფციის წყარო. ყველაზე გავრცელებული ფორმებია პატრონაჟი, მოქრთამვა, გამოძალვა, ძალაუფლების გამოყენება, გაფლანგვა და ნეპოტიზმი. როგორც წესი სახელმწიფო მოხელეთა კორუფცია ორგანიზებული კრიმინალური ქმედებების, როგორიცაა ნარკობიზნესი, ფულის გათეთრება, პროსტიტუცია და სხვათა, ხელშეწყობის მიზნით ხდება, თუმცა ის ამით არ შემოიფარგლება. შესაძლებელია კორუფცია სხვა სახის კრიმინალური ქმედების დაფარვის მიზნით არ ხდებოდეს. ...

                                               

ოკუპაცია

ოკუპაცია - რომელიმე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მიერ სხვა ქვეყნის ტერიტორიის დროებით დაკავება. ოკუპაცია უნდა გავმიჯნოთ ანექსიისაგან, რომელიც ერთი სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყნის სრულ ან ტერიტორიის ნაწილის ძალით მიერთებას გულისხმობს.

                                               

პლურალიზმი

ტერმინი პლურალიზმი ნიშნავს განსხვავებული აზრების, მსოფლმხედველობების, ცხოვრების წესის, ინტერესების თანაარსებობას. 1). პოლიტიკური პლურალიზმი ნიშნავს მოსაზრებათა მრავალფეროვნების არსებობასა და მათ აღიარებას. მოსაზრებათა ეს მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა სახელმწიფოს მივაწოდოთ საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა ღირებულებები, ინტერესები და პრობლემები მათი განხილვისა და გადაწყვეტის მიზნით. 2). საზოგადოებაში არსებული განსხვავებული ეთნიკური, რელიგიური, ენობრივი, კულტურული ჯგუფებისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება, რომელიც მჭიდროდ არის დაკავშირებული დემოკრატიული სახელმწიფოს ცნებასა და არსთან. 3) ...

                                               

პოლიტიკოსი

პოლიტიკოსი, პოლიტიკური მოღვაწე - ადამიანი რომელიც აქტიურადაა ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. არის პარტიული მუშაკი ან უკავია რაიმე პოლიტიკური თანამდებობა. პოლიტიკოსები იღებენ და ამტკიცებენ კანონებს. პოლიტიკოსები არიან ადამიანები რომლებიც კენჭს იყირიან რაიმე პოლიტიკური თანამდებობის მისაღებად. პოლიტიკოსები აქტიურად არიან ჩართულები სახელმწიფო მართვაში. არსებობს არჩევითი პოლიტიკური თანამდებობები.

                                               

პოლიტიკური პარტია

პოლიტიკური პარტია - ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია სახელმწიფოში პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ჩვეულებრივ არჩევნების გზით. ხშირად, პარტია წარმოადგენდეს რაიმე იდეოლოგიას, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტერესების მქონე ძალების კოალიცია. პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი მოქალაქეთა ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი და რეგისტრირებული გაერთიანება, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას და საკუთარი სამოქმედო პროგრამის განხორციელებას. პარტია, როგორც თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური სამა ...

                                               

პუტჩი

პუტჩი - მთავრობის უეცარ გადაგდებას სამხედრო ძალით, როგორც წესი განხორციელებულს მცირე შედარებით სუსტი გაერთიანებით, რომელიც მთავარ სახელმწიფო ფიგურებს ცვლის. პუტჩი, როგორც წესი ძალადობრივი წესით ხდება, თუმცა შეიძლება შედარებით ადვილად უსისხლოდაც განხორციელდეს. ის განსხვავდებდა რევოლუციისგან, რომელიც უფრო ვრცელი ჯგუფის მიერ ხორციელდება და რადიკალურად ცვლიას პოლიტიკურ სისტემას. გერმანული ტერმინი ”პუტჩი” პირველად გამოიყენებულ იქნა ციურიპუტჩის დროს 1839 წელს, მისი პირდაპირი გერმანული თარგმანია შთაათსშთრაიხი Staatsstreich. ტაქტიკურად პუტჩი მოიცავს ზოგიერთ აქტიურ სამხედრო ნაწილთა კონტროლის ჩაგდებ ...

                                               

რადიკალი

რადიკალი - 1. პოლიტიკური პარტიის წევრი, რომელიც მოითხოვს დემოკრატიული რეფორმების გატარებას ბურჟუაზიულ სახელმწიფოს ჩარჩოებში და მისი ინტერესებისთვის. 2. უკიდურესი, გადამწყვეტ ღონისძიებათა მოხრე.

                                               

საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობები პოლიტიკური მეცნიერების ერთ-ერთი დარგია, რომელიც შეისწავლის საგარეო პოლიტიკასა და სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობებს საერთაშორისო სისტემაში. ეს უკანასკნელი მოიცავს სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მულტინაციონალურ კორპორაციებს. სუ არის როგორც აკადემიური ასევე საჯარო პოლიტიკის სფერო, რომელიც შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნორმატიული. იგი ცდილობს სახელმწიფოების საგარეო პოლიტიკის გაანალიზებასა და განსაზღვრას. პოლიტიკური მეცნიერების გარდა, სუ -ს შეხება აქვს ისეთ განსხვავებულ მეცნიერებებთან, როგორებიცაა: ეკონომიკა, სოციოლოგია, ანთროპოლო ...

                                               

სახელმწიფო საზღვარი

სახელმწიფო საზღვარი - საზღვარი ორ ან მეტ სახელმწიფოს შორის. საზღვრების რამდენიმენაირი კლასიფიკაცია არსებობს. ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია ბოგსის კლასიფიკაცია, რომელიც სახმელეთო საზღვრებს ასე აჯგუფებს: ფიზიოგრაფიული, ანთროროპოგეოგრაფიული, გეომეტრიული და კომპლექსური. ფიზიოგრაფიული საზღვრები მიჰყვება ტერიტორიის გამოკვეთილ ფიზიკურ ნიშნებს, მაგალითად მდინარეს, ქედს, ტბის ნაპირს და ა. შ. გეომეტრიული საზღვრები მისდევს გრძედს ან განედს, როგორც მაგალითად, ეგვიპტის დასავლეთ და სამხრეთ საზღვრები. კომპლექსური საზღვრები ზემოაღნიშნულის ნებისმიერ კომბინაციას წარმოადგენს. ანთრონტროპოგრაფიული საზღვრები ა ...

                                               

სეპარატიზმი

სეპარატიზმი – გავრცელებული დეფინიციით სეპარატიზმი არის კულტურული, ეთნიკური, გვაროვნული, რელიგიური, რასისტული, სამთავრობო ან გენდერულ ასპექტებზე დაფუძნებული განცალკევების მოთხოვნა, პირთა გარკვეული ჯგუფის მიერ. ტერმინი, რომლითაც, როგორც წესი, აღწერენ საკუთარი მიწის ან რეგიონის მმართველი ქვეყნისგან დამოუკიდებლობის ან გაყოფის მაძიებელთა შეხედულებებს ან მოტივაციას. შესაძლოა სეპარატისტული მოთხოვნა იყოს, როგორც პოლიტიკური დამოუკიდებლობა, ისე სრული ავტონომია. სხვანაირად რომ ვთქვათ, სეპარატიზმი არის რწმენა კონკრეტულ პირთა წრისთვის, რომლებიც სახელმწიფოს შიგნით საკუთარ თავს მოიაზრებენ დამოუკიდებლებად ...

                                               

უზურპაცია

უზურპაცია - ხელისუფლების მითვისება კანონის დარღვევით, ძალადობრივი გზით, განხორციელებული ერთი პირის ან ჯგუფის მიერ. უზურპაცია ასევე ხდება არჩევნების უხეში დარღვევით და გაყალბებით. ზოგიერთ შემთხვევაში უზურპაცია ხდება ძალაუფლების გადამეტების გზით.

                                               

ფიურერი

ფიურერი - წინამძღოლი, ლიდერი, ბელადი. სიტყვა წარმოსდგება გერმანული ზმნა führen -ისგან,რომლის ზუსტი ქართული შესატყვისი არის გაძღოლა, წაძღოლა, ასევე მართვა, წაყვანა/წაღება. შესაბამისად,სიტყვა ფიურერი ქართულ ენაზე უნდა ითარგმნოს, როგორც წინამძღოლი, გამძღოლი, დასაშვებია გზამკვლევიც. ფიურერი იყო გერმანიის მესამე რაიხის კანცლერის, ადოლფ ჰიტლერის ოფიციალური წოდება.

                                               

ფოლისი

ფოლისი - გადაწყვეტილების მიღებისა და ოპტიმალური რეზულტატის მიღების პრინციპების სისტემა. ფოლისი მიმართავს ქმედებებს ზოგადი მიზნების მისაღწევად კონკრეტული ამოცანების შესრულების გზით. მიმართულებათა დაყოფის მეშვეობით ფოლისი ხსნის ძირითად მექანიზმებს, რომელთა გამოყენებითაც უნდა იყოს მიღწეული მიზნები და ტოვებს მანევრის თავისუფლებას კონკრეტული ქმედებების შერჩევისას საბოლოო მიზნის მისაღწევად. როგორც წესი, ფოლისი მიღებულია ორგანიზაციის ხელმძღვანელი რგოლის მიერ. ფოლისი, რომელიც ეხმარება გადაწყვეტილების მიმღებ პირს სუბიექტური გადაწყვეტილების მიღებაში, როგორც წესი დაფუძნებულია მრავალ ცვლადზე და მისი შ ...

                                               

ჰენრი მორგენთაუ

ჰენრი მორგენთაუ უმცროსი შეერთებული შტატების ხაზინის მდივანი ფრანკლინ რუზველტის ადმინისტრაციის უმეტესი პერიოდის განმავლობაში. მან უდიდესი როლი ითამაშა ახალი გარიგების შედგენასა და დაფინანსებაში. 1937 წლის შემდეგ, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხაზინის მმართველი იყო, მთავარი როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში შეერთებული შტატების მონაწილეობის დაფინანსებაში, ძალიან დიდი იყო მისი მნიშვნელობა საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში. ჰენრი მორგენთაუ რობერტ მ. მორგენთაუსა და ჰენრი მორგენტაუ III-ს მამა იყო. რობერტი იყო მანჰეტენის საოლქო რწმუნებული 35 წლის განმავლობაში, ხოლო ჰენრი მორგენთაუ III ამერიკელი ავტორი და ტელევ ...

მალავის პოლიტიკური სისტემა
                                               

მალავის პოლიტიკური სისტემა

მალავის პოლიტიკა - მალავიში მოქმედებს საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიის რესპუბლიკური მმართველობა, სახელმწიფოს და მთავრობის მეთაურია - პრეზიდენტი. აღმასრულებელი ხელისუფლება ეკუთვნის მთავრობას. საკანონმდებლო ხელისუფლება გაყოფილია მთავრობასა და ეროვნულ ასამბლეას შორის. სასამართლო დამოუკიდებელია ხელისუფლების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოებისაგან. მალავის მთავრობა მრავალპარტიულია 1994 წლიდან.

კვორუმი
                                               

კვორუმი

კვორუმი - კრების მონაწილეთა რაოდენობა, რომელიც აუცილებელია კრების უფლებამოსილად აღიარებისათვის. კვორუმი დადგენილია ნორმატიული აქტით ან ორგანიზაციის წესდებით.

ლობი
                                               

ლობი

ლობი, ლობირება - ამა თუ იმ ინტერესთა ჯგუფის გამომხატველი ორგანიზებული გუნდი, რომელიც მუშაობს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ხელისუფლებასთან დამკვეთი ჯგუფის სასარგებლოდ. ლობირების მიზანი შეიძლება იყოს რაიმე საკანონმდებლო აქტის მიღება ან რაიმე სხვა კონკრეტული გადაწყვეტილება დამკვეთის ინტერესების შესაბამისად. ამ ტერმინით ასევე აღინიშნება ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძლიერი სტრუქტურების წარმომადგენელთა ჯგუფი, რომელიც ზეგავლენას ახდენს სახელმწიფო პოლიტიკაზე.

                                               

ხუნტა

ხუნტა - ესპანეთსა და ესპანურენოვან ქვეყნებში ამ სიტყვით აღინიშნება სახელმწიფო მმართველობის სხვადასხვა ორგანო, მათ შორის სამოქალაქო. არაესპანურ ქვეყნებში, მათ შორის პოსტ-საბჭოურ სივრცეში ხუნტა ძირითადად გამოიყენება პუტჩის შედეგად მთავრობაში მოსული სამხედრო მმართველობის აღსანიშნავად. ხუნტის მაგალითებისთვის იხილეთ: პინოჩეტის რეჟიმი საბერძნეთის სამხედრო ხუნტა საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო საბჭო

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →