Back

ⓘ მსოფლიო



                                               

მსოფლიო

მსოფლიო - პლანეტა დედამიწის გავრცელებული სახელი ადამიანთა გადმოსახედიდან, როგორც ადამიანებით დასახლებული ადგილი. სიტყვა ხშირად გამოიყენება კაცობრიობის მთლიანი გამოცდილებისა და ისტორიის აღსანიშნავად, ან ზოგადად კაცობრიობის ყოფის გამოსახატად. მეტაფიზიკურ კონტექსტში, მსოფლიო შეიძლება აღნიშნავდეს სამყაროს, ყველაფერს რაც რეალობას ქმნის.

                                               

მსოფლიო მემკვიდრეობა

მსოფლიო მემკვიდრეობა - ბუნებრივი ან ადამიანის მიერ შექმნილი ობიექტები, რომელთა განსაკუთრებული ისტორიული ან ეკოლოგიური ფასეულობის გამო, უპირატეს ამოცანებად მათი შენახვა და პოპულარიზაცია ითვლება.

                                               

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი

ფიფა-ს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი - ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ქვეყნების მამაკაცთა ეროვნული საფეხბურთო გუნდების საერთაშორისო შეჯიბრი. ღონისძიება ტარდება 1930 წლიდან ოთხწლიანი შუალედით, გარდა 1942 და 1946 წლებისა, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის გამო არ ჩატარებულა. მოქმედი ჩემპიონია გერმანია. ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში ევროპაში თითქმის ორი წელი მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. დღემდე ჩატარებულ 21 ჩემპიონატში რვა ქვეყანამ შეძლო ...

                                               

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 - ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-20 გათამაშება, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა. ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ გაიმართა. ქვეყანამ პირველად 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. არგენტინა 1978-ის შემდეგ, 2014 წლის გათამაშება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი ჩემპიონატი იყო. ტურნირს უმასპინძლა შემდეგმა ქალაქებმა: მანაუსი, კუიაბა, ბრაზილია, ფორტალეზა, ნატალი, რესიფი, სალვადორი, ბელუ-ორიზონტი, რიო-დე-ჟანეირო, კურიტიბა, პორტუ-ალეგრი და სან-პაულუ.

                                               

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2010 - მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა 2010 წლის ივნისში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. მსოფლიო ჩემპიონი გახდა ესპანეთის ნაკრები, რომელიც გახდა პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა სხვა კონტინენტზე გარდა ევროპისა.

                                               

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2018 - ფიფა-ს მსოფლიო თასის 21-ე გათამაშება, რომელიც რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გრძელდებოდა და მასში 32 ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. 2018 წლის ჩემპიონატი აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარებული პირველი მუნდიალი იყო.

                                               

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში - მთავარი პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი სნუკერში. 1973-74 წლების სეზონიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში შედის რეიტინგული შეჯიბრებების სიაში. ამჟამად ჩემპიონატი ტარდება თეატრ კრუსიბლში ინგლ. Crucible Theatre, შეფილდში ინგლისი. ეს ტურნირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრესტიჟულობის, რეიტინგული ქულებისა და ფულადი ჯილდოს მიხედვით. ის იმართება ყოველწლიურად სეზონის მიწურულს.

                                               

მეორე მსოფლიო ომი

მეორე მსოფლიო ომი - ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი კაცობრიობის ისტორიაში. აზიაში ის დაიწყო მეორე იაპონია-ჩინეთის ომით 1937 წლის 7 ივლისს და ევროპაში გერმანიის თავდასხმით პოლონეთზე 1939 წლის 1 სექტემბერს. საომარი მდგომარეობა ევროპაში დასრულდა 1945 წლის 8 მაისის ვერმახტის კაპიტულაციით, ხოლო აზიაში - 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის კაპიტულაციით. მეორე მსოფლიო ომის განმავლობაში გერმანია, იტალია და იაპონია აწარმოებდნენ დამპყრობლურ ომებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოწინააღმდეგეები იყვნენ: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის რესპუბლიკა, რიბენტროპ-მოლოტოვის ...

                                               

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2006

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლის შესარჩევად კენჭისყრა ჩატარდა შვეიცარიის ქალაქ ციურიხში 2000 წლის ივლისში. სამი დღით ადრე ბრაზილიის გამოთიშვის შემდეგ კენჭისყრაში მონაწილეობას იღებდა 4 ქვეყანა: გერმანია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინგლისი და მაროკო. კენჭისყრა ჩატარდა სამ ეტაპად, სადაც ყველაზე ნაკლები ხმების რაოდენობის მქონე ავტომატურად ვარდებოდა. პირველი ორი რაუნდი ჩატარდა 6 ივლისს, ხოლო ფინალური რაუნდი კი 7 ივლისს, რომელზეც გერმანიამ აჯობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას და მასპინძლობის უფლება მოიპოვა.

                                               

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ევროპაში

ვახაუს კულტურული ლანდშაფტი - 2000 ზემერინგის რკინიგზა - 1998 გრაცის ისტორიული ცენტრი - 1999, 2010 შენბრუნის სასახლე - 1996 ჰალშტატი–დახშტაინის მთები ზალცკამერგუტის კულტურული ლანდშაფტი - 1997 ალპების პრეისტორიული ნამოსახლარები – გერმანიასთან, იტალიასთან, საფრანგეთთან, სლოვენიასთან და შვეიცარიასთან ერთად – 2011 ვენის ისტორიული ცენტრი - 2001 ზალცბურგის ისტორიული ცენტრი - 1996 ნოიზიდლერის ტბა - უნგრეთთან ერთად – 2001

                                               

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002 – რიგით მე-17 მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი, რომელიც გაიმართა იაპონიასა და სამხრეთ კორეაში. ეს იყო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც აზიაში გაიმართა და პირველი, რომელსაც ორმა ქვეყანამ უმასპინძლა. ჩემპიონატი გამოირჩეოდა აზიური გუნდების კარგი გამოსვლით.

                                               

გლობალური მშვიდობის ინდექსი

გლობალური მშვიდობის ინდექსი - ერებისა და რეგიონების მშვიდობისმოყვარეობის აღწერა-გაზომვის ერთგვარი მცდელობა. ორგანიზებულია ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის მიერ, მშვიდობის ინსტიტუტის ექსპერტების საერთაშორისო ნაწილთან და ანალიტიკურ ცენტრთან კონსულტაციით, სიდნეის უნივერსიტეტის მშვიდობისა და კონფლიქტების კვლევითი ცენტრის მონაწილეობით. სია პირველად გამოქვეყნდა 2007 წლის მაისში, შემდეგ კი 2008 წლის მაისში. ავტორთა განცხადებით, ეს არის მსოფლიო ქვეყნების მშვიდობისმოყვარეობის გაზომვის პირველი კვლევა. კვლევა წარმოადგენს ავსტრალიელი მეწარმის სტივ კილელეას გონებრივი შრომის ნაყოფს და მოწონებულია ისე ...

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982
                                               

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982 - ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-12 გათამაშება, რომელიც ესპანეთში ჩატარდა. ტურნირის ფინალური ეტაპი 13 ივნისიდან 11 ივლისამდე გრძელდებოდა და მასში 24 ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. ესპანეთმა პირველად უმასპინძლა ფიფა-ს მსოფლიო თასის გათამაშებას, ხოლო იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა, ენცო ბეარზოტის თავკაცობით, მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →