Back

ⓘ მუსიკა



                                               

მუსიკა

მუსიკა - ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს. მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, კილო, მელოდია, ჰარმონია, ფაქტურა. მუსიკა შესაძლოა იყოს ერთხმიენი მონოდია და მრავალხმიანი. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორ ...

                                               

პოპ-მუსიკა

პოპ-მუსიკა, რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის ერთგვარი ტიპია. ეს ტერმინი კონკრეტულად ერთ ჟანრს ან ჟღერადობას არ გულისხმობს და მას სხვადასხვაგვარი მნიშვნელობა აქვს, დროისა და ადგილის მიხედვით. პოპულარული მუსიკის ფარგლებში, ტერმინს "პოპ-მუსიკა" ხშირად განასხვავებენ სხვა ქვეჟანრებისგან ისეთი სტილისტური თავისებურებების მიხედვით, როგორიცაა საცეკვაო რიტმი ან ბითი, უბრალო მელოდიები და განმეორებადი სტრუქტურა. პოპ სიმღერის ტექსტი ხშირად ემოციურია და როგორც წესი, უკავშირდება სიყვარულის, გრძნობების ან ცეკვის თემებს.

                                               

ელექტრონული მუსიკა

ელექტრონული მუსიკა საკმაოდ ვრცელი ტერმინია და, როგორც წესი, ელექტრონული საკრავებითა ან ინსტრუმენტებით შექმნილი მუსიკის განსაზღვრებად გამოიყენება. ნებისმიერი ხმა წარმოებული ელექტრონული სიგნალის მიერ შეიძლება კლასიფიცირებულ იქნეს როგორც ელექტრონული და ეს ტერმინიც ზოგჯერ ამ გაგებით იხმარება. თუმცა მუსიკის სხვა ჟანრებიც ბოლო დროს უფრო ხშირად იყენებენ ელექტრონულ გამაძლიერებლებსა და საკრავებს და დებატები იმაზე თუ რა შეიძლება ჩაითვალოს ელექტრონულ მუსიკად დღემდე აქტუალურია. როგორც კატეგორია კრიტიციზმისა და მარკეტინგისათვის, ტერმინი - ელექტრონული მუსიკა - განსაზღვრავს ძირითადად ისეთი ელქტრონული მოწ ...

                                               

რუსული მუსიკა

რუსული მუსიკა მოიცავს რუსი ხალხის მდიდარ მუსიკალურ მემკვიდრეობას. აქ იგულისხმება რუსი და საბჭოთა კომპოზიტორების შემოქმედება, რუსული ფოლკლორი, რუსული რომანსი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა პერიოდის პოპულარული მუსიკა. ასევე საგულისხმოა რუსული როკ-მუსიკა და ბარდების შემოქმედება.

                                               

საეკლესიო მუსიკა

საეკლესიო მუსიკა - ქრისტიანული საეკლესიო ღვთისმსახურების თანმხლები მუსიკა. საფუძვლად უდევს რელიგიური ხასიათის ტექსტები: მართლმადიდებლურმა, კათოლიკურმა, პროტესტანტულმა და სხვა ქრისტიანულმა ეკლესიებმა ლიტურგიკის მუზიცირების თავისებური ფორმები შეიმუშავეს. თავის მხრივ მართლმადიდებლური ლიტურგიკაც იმის მიხედვით, თუ რომელ ავტოკეფალიას ექვემდებარება სხვადასხვაგვარია, მაგ., ანტიოქიური, ბერძნული, სერბული, ბულგარული, ქართული, რუსული და სხვა ცალკეულ ერებში ლიტურგიკამ და მასთან დაკავშირებულმა მუსიკამაც გარკვეული ცვლილებები განიცადა. შუა საუკუნეების საქართველოში გავრცელებული იყო კანონიკური გალობა, ხოლო ...

                                               

კლასიკური მუსიკა

კლასიკური მუსიკა - დასავლეთევროპულ კულტურულ ტრადიციებთან დაკავშირებული ლიტურგიკული ან სეკულარული არტ-მუსიკა. უფრო ვიწრო მნიშვნელობით, ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება 1750-1820 წლამდე ეპოქის აღსანიშნავად, ხოლო ეს სტატია ეხება პერიოდს ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნიდან დღევანდელ დღემდე, რომელიც, სხვა პერიოდებთან ერთად კლასიციზმსაც მოიცავს. ამ მუსიკალური ტრადიციის ცენტრალური ნორმები ტონალური მუსიკის ეპოქაში, 1550-1900 წლებში ჩამოყალიბდა.

                                               

ჰაუსი

ტერმინ ჰაუს მუსიკის წარმოშობასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. ეს ცნება შესაძლოა წარმომდგარიყო კლუბ The Warehouse-ის სახელწოდებისაგან, რომელიც 1970-იანი და 1980-იანი წლების მიჯნაზე ჩიკაგოელ თინეიჯერებს შორის იყო პოპულარული. პოპულარობით სარგებლობდა ერთ-ერთი რეზიდენტი დიჯეი - Frankie Knuckles, რომლის მუსიკა კლასიკური დისკოს, ევროპული სინთპოპის, ახალი ტალღის, ინდასტრიალისა და პანკის ერთგვარი ნაზავი იყო. მოგვიანებით, როცა დიჯეიმ თავისი მუსიკა ჩანაწერის სახით გამოუშვა, მას House, ანუ ქართულად ჰაუს მუსიკა უხეშად, მუსიკა ჰაუსიდან ეწოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ტერმინ ჰაუსის "House" წა ...

                                               

დაუკარით ჩემი მუსიკა

დაუკარით ჩემი მუსიკა - 1946 წლის სრულმეტრაჟიანი ფილმი. მისი პროდიუსერია უოლტ დისნეი, ხოლო დისტრიბუტორი - RKO Radio Pictures. ფილმი კინოთეატრებში 1946 წლის 20 აპრილს გამოვიდა და დისნეის სტუდიების რიგით მერვე სრულმეტრაჟიანი ნამუშევარია. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დისნეის სტუდიების პერსონალის ნაწილი აშშ-ის არმიაში გაწევრიანდა. დარჩენილებს აშშ-ის მთავრობამ მოუწოდა, ემუშავათ პროპაგანდისტული და შემეცნებითი ხასიათის ფილმებზე. შედეგად სტუდიაში ბევრი დაუსრულებელი სცენარი დაგროვდა. რთულ პერიოდში ფილმების განყოფილების შესანარჩუნებლად, გამოვიდა რამდენიმე ანთოლოგიური ფილმი, შედგენილი სხვადასხვა ეპიზოდ ...

                                               

ნიუ ეიჯი (მუსიკა)

ნიუ ეიჯ მუსიკა - სხვადასხვა ჟანრის მუსიკა, რომელიც ქმნის სარელაქსაციო, ოპტიმისტურ განწყობას. მსმენელები მას იყენებენ იოგის, მასაჟის, მედიტაციისა და სტრესის მოხსნის პროცედურებისას. ნიუ ეიჯის ჟანრის მუსიკა ასევე უკავშირდება გარშემო არსებული სამყაროსადმი ჰარმონიას. მუსიკოსებსა და ჯგუფებს შორის, რომლებიც იყენებენ ნიუ ეიჯის მუსიკის ელემენტებს, ცნობილები არიან: Adiemus, დევიდ არკენსტოუნი, Armik, B-Tribe, Celtic Woman, Deep Forest, Delerium, ენიგმა, ენია, Era, კრისტოფერ ფრანკე, ლიზა ჯერარდი, Gregorian, ჯო ჰისაიში, ჟან-მიშელ ჟარი, Karunesh, მაიკ ოლდფილდი, The Alan Parsons Project, რიუჩი საკამოტო, ...

                                               

კანტრი

ქანთრი, მეორე სახელწოდება ქანთრი ენდ უესტერნ - ამერიკული ხალხური მუსიკის მიმდინარეობა აშშ-ის სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთის შტატების მოსახლეობაში. ქანთრი ამერიკული მუსიკის ჟანრია, რომელიც ამერიკული ფოლკლორის ორ მიმართულებას აერთიანებს, და რომელიც წარმოიშვა XX საუკუნის ოციან წლებში სამხრეთის შტატებში. ის "ახალ სამყაროში", მე-17-მე-18 საუკუნეებში დასახლებული ახალმოსახლეების და "ველური დასავლეთის" კოვბოების მუსიკაა. მას საფუძვლად უდევს ფოლკლორული მუსიკა, გოსპელი და ანგლო-კელტური მუსიკა. მისი ფესვები სამხრეთ-აღმოსავლურ ამერიკულ ფოლკმუსიკაში და დასავლეთის შტატების კავბოითა მუსიკალურ ტრადიციებშია ...

                                               

ხალხური მუსიკა

ხალხური მუსიკა აღნიშნავს მუსიკალურ ფოლკლორს. ეს ტერმინი ჩამოყალიბდა XIX საუკუნეში და სხვადასხვა ახსნა აქვს. მასში ძირითადად იგულისხმება როგორც ვოკალური, ასევე უცნობ კომპოზიტორთა მიერ შექმნილი ინსტრუმენტული ნაწარმოებები. XX საუკუნის შუა წლებიდან ხალხურ მუსიკას უწოდებენ პოპულარული მუსიკის ისეთ ტიპს, რომელიც ეფუძნება ტრადიციულ მუსიკას. აღრეულ ჟანრებს შორის არის: ფოლკ როკი, ელექტრონული ფოლკი, ფოლკ მეტალი, პროგრესული ფოლკი, ფსიქოდელიური ფოლკი, ფრიკ ფოლკი და ნეოფოლკი.

                                               

J-pop

J-pop - იაპონიაში ფართოდ გავრცელებული მუსიკის ჟანრი, პოპ მუსიკის ქვეჟანრი. წარმოიშვა 1990-იან წლებში, შეიცავს ტრადიციული იაპონური მუსიკის და 1960-1970-იანი წლების პოპის და როკის ელემენტებს. მიუხედავად სხვა ტერმინების არსებობის, ტერმინს ასევე ხმარობენ ზოგადად იაპონიაში შექმნილი მუსიკის ასაღწერად. ამის გამო ბევრი იაპონელი როკ-შემსრულებელი თავის შემოქმედებას J-pop-საც უქვემდებარებს. ნაკლებად პოპულარულია ტერმინები J-Punk, J-Club, J-Anime და ა.შ. სტილი J-Pop-ის ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია დასავლურმა, კერძოდ ინგლისურენოვანმა შემსრულებლებმა, მაგ. "The Beatles" და "The Beach Boys". პოპულარუ ...

                                               

T-ara

T-ara - გოგონათა მუსიკალური ჯგუფი სამხრეთი კორეიდან. შეიქმნა 2009 წელს კომპანია "MBK Entertainment"-ის მიერ. გამოირჩევა საცეკვაო პოპის ჟანრის ადვილად დასამახსოვრებელი მუსიკით - მასზე დიდი გავლენა იქონია კომპოზიტორმა Shinsadong Tiger-მა, რომელთანაც ჯგუფს ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ჯგუფი ცნობილია კლიპებში ვიზუალური კონცეპტების და სტილების მრავალფეროვნებით და ცვალებადობით. 2018 წელს ჯგუფმა შემოქმედებაში "გაურკვეველი ხანგრძლივობის პაუზა" გამოაცხადა, დღეისთვის მონაწილეები სოლო კარიერებზე მუშაობენ.

                                               

ამბავი (ბენდი)

ამბავის მეორე EP სახელწოდებით "განთიადი", გამოიცა ლეიბლის Future Record-ის მიერ 2020 წლის 25 დეკემბერს და მასში შესულია ოთხი კომპოზიცია: განთიადი, Intervals, ქალაქში და Synapse. განთიადი ახალი დასაწყისია. კავშირი წარსულს, აწმყოსა და მომავალს შორის. ის გამოხატავს შეგრძნებებს, რომელიც ადამიანებს აერთიანებთ იმის მიუხედავად, თუ რომელ ეპოქაში ცხოვრობენ. ეს დიალოგიცაა სხვადასხვა დროს ჩასახულ მუსიკალურ თემებს შორის, მონოლოგიც, რომელიც მარტოობაში იბადება, სევდაც რომელიც ადამიანურ არსებობას თან სდევს და დღესასწაულის მომენტიც, რომელსაც მომავლის წინათგრძნობა გასდევს ფონად. ეს განთიადია, წამი, რომელში ...

                                               

ანსამბლი (მუსიკა)

ანსამბლი - მუსიკალური ნომერი ორი ან მეტი შემსრულებლისთვის. შემსრულებელთა რაოდენობის მიხედვით განარჩევენ შემდეგ ანსამბლებს: დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი, სექსტეტი, სეპტეტი, ოქტეტი, ნონეტი.

                                               

თურქეთის მუსიკა

თურქეთის მუსიკა - თურქეთის მუსიკალური კულტურა. თურქეთი ხმელთაშუა ზღვის ჩრდილო–აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს და წარმოადგენს ევროპის, ჩრდილოეთ აფრიკის, შუა აღმოსავლეთის, კავკასიისა და სამხრეთ და ცენტრალური აზიის კულტურების გზაჯვარედინს, რაც მის მუსიკაზეც აისახა, მსოფლიო პოპულარობის მოპოვება და ცალკე ჟანრად ჩამოყალიბება თურქულმა პოპმა მხოლოდ 1990-იან წლებში შეძლო.

                                               

იაპონიის მუსიკა

იაპონიის მუსიკა - იაპონიის მუსიკალური ტრადიცია. იაპონიის მუსიკა მოიცავს შემსრულებლების ფართო სპექტრს სხვადასხვა სტილში, როგორც ტრადიციულ, ასევე თანამედროვე. სიტყვა "მუსიკა" იაპონურად იწერება, როგორც 音楽 და აერთიანებს ბგერის და სიამოვნების მანიშნებელ იეროგლიფებს. იაპონია ფიზიკური მუსიკის უდიდესი ბაზარია მსოფლიოში, რომლის ღირებულება 2014 წლის მონაცემებით 2 მილიარდი აშშ დოლარია და მსოფლიოში სიდიდით მეორე უდიდესი მუსიკალური ბაზარია, რომლის საერთო ღირებულებაა 2.6 მილიარდი დოლარი.

                                               

კინესტეტიკური სწავლება

კინესტეტიკური სწავლება - სწავლების მეთოდი, რომლის დროსაც მოსწავლეები ასრულებენ ფიზიკურ მოქმედებებს/დავალებებს, ლექციის მოსმენის ან დემონსტრაციის ყურების მაგივრად. ინდივიდის მიდგომა, დამოკიდებულებები და გამოცდილების ინტერპრეტაცია განპირობებულია არა მხოლოდ სწავლის საგანზე, არამედ სწავლების მეთოდებზეც. ზოგადად, სწავლების სამი ფორმა არსებობს: ვიზუალური, აუდიო და კინესტეტიკური. გამოკვლევათა თანახმად, კინესტეტიკური სწავლება მოსახლეობის 15% იზიდავს. სწავლების კინესტეტიკური სტილი ყველაზე მეტად წარმატებულია მაგ. სპორტის, მუსიკის, და სხვ. პრაქტიკული საქმიანობის შესწავლის პროცესში. სწავლების ეს პროცე ...

                                               

მინიმალიზმი

მინიმალიზმი - მიუთითებს ხელოვნებისა და დიზაინის სხვადასხვა ფორმების მიმდინარეობებზე, განსაკუთრებით ვიზუალურ ხელოვნებასა და მუსიკაში, სადაც ნამუშევარს შემოცლილი აქვს სტრუქტურული დეტალები მის ყველაზე უმარტივეს ფუნდამენტალურ საწყისებამდე. მინიმალიზმისთვის დამახასიათებელია განდგომა სუბიექტივიზმის, რეპრეზენტაციისა და ილუზიონიზმისაგან. უარჰყოფენ რა კლასიკურ და ტრადიციული მხატვრულ მასალებს, თავიანთ ნამუშევრებში მინიმალისტები იყენებენ მარტივი გეომეტრიული ფორმისა და ნეიტრალური ფერების, მცირე მოცულობის საწარმოო და ბუნებრივ ობიექტებს. კონცენტრაცია ხდება მხოლოდ თვით ნამუშევარზე და მის განლაგებაზე სივრ ...

                                               

მონღოლეთის მუსიკა

მონღოლეთის მუსიკა - მონღოლეთის მუსიკალური ტრადიცია. მუსიკა მონღოლეთის კულტურის განუყოფელი ნაწილია. მონღოლეთის უნიკალურ წვლილს მსოფლიო მუსიკალურ კულტურაში შეადგენენ "გრძელი სიმღერები", ზედტონური სიმღერა და მორინ ხუური, ცხენთავიანი ვიოლინოს მსგავსი საკრავი. მონღოლეთის მუსიკა ასევე მდიდარია ქვეყნის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფებთს წვლილით, მათ შორისაა ოირატები, ჰოტოგოიდები, ტუვანები, დარჰადები, ბურიატები, ცაატანები, დარიგანგები, უზემჩინები, ბარგები, ყაზახები და ქალჰები. გარდა ტრადიციული მუსიკისა, დასავლური კლასიკური მუსიკა და ბალეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის დროს. ...

                                               

მუსიკალური ალბომი

ალბომი ან მუსიკალური ალბომი - მუსიკალური ჩანაწერების კრებული, რომელიც ატარებს კომპაქტ-დისკის, გრამრფირფიტის, აუდიო კასეტის ან სხვა ხმოვანი მატარებლის სახეს. მუსიკალური ალბომები კომერციულად ან უფასოდ ვრცელდება მუსიკოსების მიერ, მაღაზიების, კონცერტების ან ვებ-გვერდების მეშვეობით. ხშირად სიმღერები ან ინსტრუმენტული კომპოზიციები მუსიკალურ ალბომზე ერთმანეთს უკავშირდება ტექსტების თემებით, განწყობით ან ჟღერადობით. კონცეპტუალური ალბომები, მაგალითად, იცავენ სიუჟეტურ ხაზს ან ერთ საკითხთან დაკავშირებულ სიმღერებს შეიცავენ. სიმღერების მთელი რიგი ითვლება ალბომად იმ შემთხვევაში, თუ ეს დისკი სიმღერების ვრც ...

                                               

საქართველოს სინფონიეტა

საქართველოს სინფონიეტა დაარსდა 2008 წელს საქართველოს პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსისა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟის ქვეშ. 2010 წელს მას მიენიჭა სახელმწიფო სტატუსი. ორკესტრის შექმნაში დიდი როლი ითამაშა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ და კერძოდ მისმა რექტორმა გია ბუღაძემ. 2010 წლამდე სინფონიეტა კონცერტებს მართავდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კამერული ორკესტრის სახელით. ორკესტრი რეგულარულად მართავს კონცერტებს თბილისის საუკეთესო დარბაზებში და ასევე საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში: ბათუმი, ქუთაისი, ჭიათურა, ბორჯომი, გორი, რუსთავი, ბ ...

                                               

სეპტაკორდი

სეპტაკორდი - ტერციებად განლაგებული ოთხი ბგერისაგან შემდგარი აკორდი. სეპტაკორდის მთავარი სახეა სეპტაკორდი, რომელსაც მთავარი ტონი აქვს ბანში. თუ ბანი სეპტაკორდის სხვა ბგერებიდან იწყება, მაშინ იქმნება ე. წ. სეპტაკორდის შებრუნებები. პირველ შებრუნებას, რომელსაც ბანში აქვს ტერციული ტონი, ეწოდება კვინტსექსტაკორდი. მეორე შებრუნებისას - კვინტური ტონით ბანში - ეწოდება ტერცკვარტაკორდი. მესამე შებრუნებას - სეკუნდური ტონით ბანში - სეკუნდაკორდი. ბგერითი შედგენილობის მიხედვით არსებობს დიდი და მცირე სეპტაკორდი. სამი პატარა ტერციისგან შედგენილ სეპტაკორდს შემცირებული სეპტაკორდი ჰქვია.

                                               

სერიალიზმი

სერიალიზმი - მუსიკალური კომპოზიციის მეთოდი ბგერითი სიმაღლეების, გრძლიობების, დინამიური მახასიათებლების, ტემბრის და მუსიკის სხვა ასპექტებისგან შედგენილი სერიების გამოყენებით. სერიალიზმის სათავედ არნოლდ შონბერგის თორმეტტონიანი ტექნიკა ითვლება, თუმცა, მისი რამდენიმე თანამედროვე ასევე მუშაობდა სერიალიზმის, როგორ პოსტ-ტონალური აზროვნების ერთ-ერთი ფორმის დასამკვიდრებლად. თორმეტტონიანი ტექნიკა ქრომატიული შკალის თორმეტ ნოტს ალაგებს ბგერათრიგის სახით, რომელიც წარმოადგენს გამაერთიანებელ საფუძველს კომპოზიციის შიგნით მელოდიის, ჰარმონიის, სტრუქტურული განვითარებისა და ვარიაციებისთვის. სერიალიზმის სხვა მ ...

                                               

სიმფონია

სიმფონია - ვრცელი მუსიკალური ნაწარმოები დასავლეთევროპულ კლასიკურ მუსიკაში. ანტიკური საბერძნეთიდან მოყოლებული, აღნიშნული ტერმინი მრავალ განსხვავებულ მნიშვნელობას ატარებდა, ხოლო XVIII საუკუნის ბოლოდან დაიწყო მისი დღეს მიღებული აზრით გამოყენება, რაც, ჩვეულებრივ, გულისხმობს რამდენიმე მოქმედებისგან შემდგარ ნაწარმოებს, რომელთაგანაც პირველი სონატურ ფორმაშია. სიმფონიები თითქმის ყოველთვის განსაზღვრულია ორკესტრისთვის, რომელიც სიმებიანი, ლითონის ჩასაბერი, ხის ჩასაბერი და დასარტყამი ინსტრუმენტებისგან, მთლიანობაში, 30-დან 100-მდე მუსიკოსისგან შედგება. სიმფონიები იწერება სრული პარტიტურის სახით, რომელიც ...

                                               

სიმღერა

სიმღერა - მუსიკალური კომპოზიცია, რომელიც შეიცავს ტექსტს. სიმღერის შექმნის ბევრი გზა არსებობს. ზოგი ადამიანი სხვებთან ერთად ქმნის ჯგუფს, თხზავს და წერს სიმღერას რათა ფული იშოვოს. აგრეთვე არსებობს ხალხური სიმღერა. ხალხური სიმღერები თაობიდან თაობას ზეპირად გადაეცემიან, ამიტომ ისინი ხშირად იცვლებიან, ვრცელდება მათი რამდენიმე ვარიანტი და ავტორის ვინაობა უცნობი რჩება.სიმღერის კიდევ ერთი გავრცელებული ფორმაა პაროდია. პაროდიის ავტორები ხშირად ცვლიან ტექსტს, მაგრამ მელოდიას უცვლელს ტოვებენ. ამდაგვარი ტიპის სიმღერები იქმნება ხალხის გასამხიარულებლად. სიმღერას ხშირად ეძახიან ისეთ მუსიკალურ კომპოზიციასა ...

                                               

ფერადი მუსიკა

ფერადი მუსიკა - მუსიკის შეხამება სინათლისა და ფერის ეფექტთან. ემყარება სინოფსიას. მუსიკის თეორიტიკოსი ლ. ბ. კასტელი შეეცადა შეექმნა აპარატი, რომელიც კლავესინზე აღბეჭდავდა ფერთა ჰარმონიას, ნიუტონის ბგერებისა და ფერის წარმოდგენების შესაბამისად. ალექსანდრე სკრიაბინმა შემოიტანა სიმფონიური პოემის "პრომეთეს" პარტიტურაში "Luce" და ფიქრობდა ჩაერთო "სინათლის სიმფონია" მის მიერ ჩაფიქრებულ "მისტერიის პარტიტურაში". ფერადი მუსიკის შექმნის ცდები, სათანადო მუსიკის ოპტიკურ საკრავებთან ერთად, ეკუთვნის უნგრელ კომპოზიტორს ა. ლასლოს.

                                               

ფილარმონია

ფილარმონია - საკონცერტო ორგანიზაციებისა და საზოგადოებების სახელწოდება ზოგიერთ ქვეყანაში. XIX საუკუნეში ევროპისა და ამერიკის ქალაქებში შეიქმნა ფილარმონიული საზოგადოებები, რომლებიც პროპაგანდას უწევდნენ სიმფონიურ მუსიკას. XX საუკუნეში ასეთი საზოგადოებები ფართოდ გავრცელდა, ევროპის სოციალისტურ ქვეყნებში და საბჭოთა კავშირში სახელმწიფო ორგანიზაციებად იქცნენ. სსრკ-ში ფილარმონიის მიზანი იყო მუსიკალური ნაწარმოებების, შემსრულებელთა ხელოვნების, აგრეთვე საესტრადო ხელოვნების სხვადასხვა სახეობის ცეკვა, მხატვრული კითხვა და სხვა პოპულარიზაცია. პირველი ფილარმონიები ჩამოყალიბდა პეტროგრადში 1921, მოსკოვში 192 ...

                                               

ჩეჩნური მუსიკა

ჩეჩნეთის მუსიკა სამხრეთით დაღესტნის ხალხი,დასავლეთით საქართველო და ჩრდილოეთი ოსეთის ეთნიკურ ჯგუფებთან ურთიერთქმედების საფუძველზე განვითარდა და გავრცელდა. ეროვნული მუსიკის ტრადიციები სათავეს იღებს ეპიკური "ნართიდან", რომელიც ზეპირი ხალხური ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლია. ჩეჩნური ხალხური სიმღერები და საცეკვაო მელოდიები და ინსტრუმენტული მუსიკა ძალიან ფერადია ჟანრით. სიმღერების ტექსტები მთლიანად ან ნაწილობრივ იმპროვიზირებულია შემსრულებლების მიერ. რელიგიური შინაარსის მქონე სიმღერები განსაკუთრებით უნდა გამოირჩეოდეს და უნდა შესრულდეს მამრობითი გუნდი მიერ. არსებობს ხალხური სიმღერების სოლო, გუნდურ ...

                                               

როკ-მუსიკა

როკ-მუსიკა - მუსიკის პოპულარული ჟანრი, რომელიც განვითარდა 1960-იანების შემდეგ, განსაკუთრებით ამერიკასა და ბრიტანეთში. მას ფესვები 1940 და 1950-იანების როკ-ენ-როლიდან აქვს. როკ-მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია R&B-მ და ქანთრიმ. როკის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტებია ელექტრო გიტარა, ბას-გიტარა და დასარტყმელი საკრავები.

                                               

ანტურაჟი (მუსიკა)

ანტურაჟი - სოლისტის კონცერტზე სხვა შემსრულებლის გამოსვლა. მაგ.: მომღერლის კონცერტზე - პიანისტის, მევიოლინეს, ან სხვ. სოლო გამოსვლა. ზოგჯერ ორკესტრის გამოსვლა დამოუკიდებელი ნომრით. XVIII - IXX საუკუნეებში ანტურაჟის გარეშე არ ტარდებოდა არც ერთი სოლო კონცერტი. ანტურაჟზე უარი თქვა პიანისტმა ფ. ლისტმა. მოგვიანებით სხვა შემსრულებლებმაც. ანტურაჟი არც დღეისთვის წარმოადგენს იშვიათობას სოლო კონცერტების პრაქტიკაში.

                                               

ვარიაცია (მუსიკა)

ვარიაცია – მუსიკალური ფორმა, რომელიც აგებულია ძირითადი მუსიკალური თემის და მისი შემდგომი სახეცვლილებების საშალებით. ვარიაციის ფორმით შეიძლება შეიქმნას როგორც დამოუკიდებელი ნაწარმოები, ასევე დიდი მუსიკალური ფორმის რომელიმე ნაწილი. ასეთია მაგალითად, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის 32 ვარიაცია ფორტეფიანოსათვის, გლინკას სიმფონიური ნაწარმოები "კამარინსკაია", აგებული ორი რუსული სიმღერის ვარიაციებზე და სხვა. კომპოზიტორ იოზეფ ჰაიდნის მთელი რიგი სიმფონიების მეორე ნაწილებიც ვარიაციული ფორმით ვითარდება.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →