Back

ⓘ ლიეტუვის ისტორია



ლიეტუვის ისტორია
                                     

ⓘ ლიეტუვის ისტორია

თანამედროვე ლიეტუვის ტერიტორია, არქეოლოგიურ კვლევებზე დაყრდნობით, ჩვენს ერამდე მეცხრე-მეათე ათასწლეულებში უკვე დასახლებული იყო ადამიანებით. უძველესი სადგომები ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეებშია აღმოჩენილი. ძველი წელთაღრიცხვის VIII-VI ათასწლეულების სადგომები მდინარეების ნემანის, ვილიისა და მერკინის გასწვრივაც იქნა აღმოჩენილი. იმდროის ადამიანები თემებად ცხოვრობდნენ და თევზჭერით, ნადირობით და შემგროვებლობით იყვნენ დაკავებულნი. უკვე იცნობდნენ ისრებს, ჰქონდათ წაწვეტებული სამუშაო იარაღები ტყავეულის დასამუშავებლად და კაუჭები და ბადეები სანადიროდ და სათევზაოდ. ნეოლითის ბოლოს ძვ. წ. III-II ათასწლეულებიცენტრალური ევროპის სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ზონრული კერამიკის კულტურის მატარებელი ხალხი დასახლდა ბალტიისპირეთში, რომლებიც საბრძოლველად ხელცულისმაგვარ ქვის იარაღებს იყენებდნენ. მეცნიერთა ვარაუდით, ისინი ინდოევროპული წარმოშობის ტომები უნდა ყოფილიყვნენ. ტომები დაკავებულნი იყვნენ მიწათმოქმედებით, მოშინაურებული ჰყავდათ ცხოველები, თესავდნენ ხორბლეულს. ამის მიუხედავად, ნადირობა და თევზჭერა ადგილობრივი მოსახლეობის გამოკვების და საქმიანობის ძირითად სფეროდ რჩებოდა. ამდროიდან ვისლასა და დასავლეთ დვინას შორის ბალტიისპირელი ტომების ჩამოყალიბების პროცესი დაიწყო.

ძვ. წ. IV-II საუკუნეებში გაჩნდა რკინის იარაღი. ახალი წელთაღრიცხვის დამდეგიდან თემი დაიშალა და საოჯახო თემი შეიქმნა. ლიეტუვური ტომები გაცხოველებით ვაჭრობდნენ სლავებთან. ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა რამდენიმე ტომობრივი გაერთიანება: ჟემაიტები, აუქშტაიტები, იატვიაგები. V-VI საუკუნეებში საოჯახო თემი დაიშალა და შეიცვალა ტერიტორიული თემებით, ამავე დროს გაჩნდა კერძო საკუთრება, მდიდართა ფენა.

                                     

1. ფეოდალური წყობილება

IX-XII სს ლიეტუვის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ფეადალური ტიპის ურთიერთობა და სახელმწიფოს ტიპის გაერთიანებები, დაიწყო ლიეტუველი ხალხის შექმნის პროცესი. გავრცელდა სახნავი მიწათმოქმედება, გამოიყო ხელოსნობა. XIII საუკუნიდან ლიეტუვის ისტორიაში დაიწყო ფეოდალური ხანა. გლეხთა ძირითადი მასა XV საუკუნის შუა ხანებამდე პირად თავისუფლებას ინარჩუნებდა. სახელმწიფო ტიპის გაერთიანებებს სათავეში ედგნენ კუნიგასები მთავრები. ცალკეულ მიწებს შორის ეკონომიკურ-კულტურული და პოლიტიკური ურთიერთობები, ცალკეულ მთავართა თავდაცვითი კავშირები, ამ პროცესში "უხუცეს" მთავართა დაწინაურება, საფუძვლად დაედო ლიეტუვის ფეოდალური სახელმწიფოს შექმნას. წერილობით წყაროებში ლიეტუვა და ლიეტუველები პირველად 1009 წლიდან იხსენიებიან. XIII საუკუნის 30-60-იან წლებში ერთ-ერთმა "უხუცესმა" აუქშტაიტების მთავარმა მინდაუგასმა დაიმორჩილა სხვა მთავრების მიწები. 1240 წელს ჩამოყალიბდა ადრინდელი ფეოდალური სახელმწიფო - ლიტვის დიდი სამთავრო, რაც სოციალურ-ეკონომიკური განვითარების შინაგანი ევოლუციური შედეგი იყო. დაარსების დღიდან ლიტვის დიდ სამთავროს მძიმე ბრძოლა უხდებოდა გერმანელ ფეოდალთა აგრესიის წინააღმდეგ, რომელთაც XIII საუკუნეში ბალტიისპირეთში შექმნეს ლივონიისა და ტევტონთა ორდენები და ქრისტიანობის გავრცელების საბაბით ცდილობდნენ ბალტიისპირეთის დაპყრობას. ამ ბრძოლებში ლიეტუვა მეზობელი სლავური ქვეყნების მხარდაჭერას ცდილობდა. 1236 წელს ლიეტუველებმა დაამარცხეს გერმანელი რაინდები, მაგრამ 1230-1283 წლებში ამ უკანასკნელებმა შესძლეს პრუსებისა და დასავლეთ ლიეტუველთა მიწების დაპყრობა. XIII საუკუნის შუა წლებიდან რუსეთში მონღოლთა შემოსევების შემდეგ ლიეტუვის მთავრებმა შეიერთეს თანამედროვე ბელორუსიის მიწები, უკრაინა და რუსეთის მიწები. ლიეტუვის ფეოდალური სახელმწიფოს გაერთიანება დაასრულა ვიტენისტმა მართავდა 1293-1315.

გედიმინასის 1316-1341 დროს დაწესდა მთავრის მემკვიდრეობითი ხელისუფლება. ლიტვის სამთავრო უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა ალგირდასის 1345-1377, კეისტუტისისა 1345-1382 და ვიტაუტასის 1392-1330 დროს. მის შემადგენლობაში შედიოდა მინსკი, კიევი, მიწები დნესტრსა და დნეპრს შორის შავ ზღვამდე, სმოლენსკი, ვიაზმა და სხვა.

სოციალურ-ეკონომიკური განვითარების არათანაბარმა ხასიათმა და მოსახლეობის ეთნიკურმა სიჭრელემ განსაზღვრა ლიტვის დიდი სამთავროს შედარებითი სისუსტე, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა მოსკოვის სახელმწიფოსთან ბრძოლაში სლავური მიწებისთვის. საშინაო წინააღმდეგობებისა და გერმანული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პირობებში 1387 წელს ლიეტუვის სახელმწიფომ რელიგიად კათოლიკობა აღიარა და კრევოს უნიით 1385 წელს პოლონეთთან კავშირი შეკრა; ხოლო 1569 წელს ლუბლინის უნიით, ფეოდალთა კლასობრივი ინტერესების შესაბამისად, ლიეტუვა გაერთიანდა პოლონეთთან. ახალ სახელმწიფოს რეჩ პოსპოლიტა ეწოდა, თუმცა ლიეტუვამ შეინარჩუნა ტერიტორია, ფინანსები, არმია, ადმინისტრაცია, სასამართლო და სხვა ინსტიტუციები, მისი სუვერენიტეტი მაინც მნიშვნელოვნად შეიზღუდა.

                                     

2. გლეხთა დაყმევების პროცესი

XIV საუკუნის მეორე ნახევარში ლიეტუვაში დაიწყო გლეხთა დაყმევების პროცესი. მიწისმფლობელ-ფეოდლთა კლასი დიდი მთავრის ძირითადი საყრდენი იყო. XVI საუკუნეში შეიქმნა წოდებრივ-წარმომავლობითი ფეოდალური-შლიახტური სეიმი, რომელიც პანების რადასთან ერთად მალე გადაიქცა სახელმწიფო ხელსუფლების ძირითად ორგანოდ. ლიეტუველი ფეოდალები აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ ინტერვენციებში რუსეთის წინააღმდეგ XVII საუკუნის დამდეგს. 1654-1667 წწ რეჩ პოსპოლიტა კვლავ ჩაება ომში რუსეთთან.

                                     

3. ანდრუსოვის ზავი

ანდრუსოვის დაზავებით 1667 წ. ლიეტუველებმა შეინარჩუნეს მარჯვენა ნაპირის უკრაინა და ბელორუსიის მიწები. ჩრდილოეთის ომის 1700-1721 დროს რეჩ პოსპოლიტა რუსეთის მოკავშირე იყო. XVIII საუკუნეში, რეჩ პოსპოლიტას პოლიტიკური დაცემის პროცესში ლიეტუვის სახელმწიფოებრიობა თანდათან გაქრა. ქვეყანაში ფეოდალთა შინაომები მიმდინარეობდა. ამით ისარგებლეს მეზობელმა ქვეყნებმა - ავსტრიამ, რუსეთმა და პრუსიამ და დაინაწილეს რეჩ პოსპოლიტა 1772, 1793 და 1795 წწ. ლიეტუვის დიდი ნაწილი რუსეთს შეუერთდა და მის შემადგენლობაში იყო პირველ მსოფლიო ომამდე.

                                     

4. რუსეთის პერიოდი

რუსეთთან შეერთებამ ხელი შეუწყო ლიეტუვაში კაპიტალისტურ ურთიერთობათა განვითარებას; ლიეტუვა თანდათან ჩაება საერთო რუსულ ბაზარში. დაიწყო ლიეტუველი ხალხის რუს ხალხთან დაახლოების პროცესი. ცარიზმის მძიმე უღელი ლიეტუველებში აგრესიას იწვევდა, რის გამოც ხშირი იყო აჯანყებები 1838, 1842, 1843, 1847, 1859-61 წწ. 1861 წლის საგლეხო რეფორმას 1863-64 წლებში ლიეტუვასა და ბელორუსში მოჰყვა გლეხთა მასობრივი მღელვარებანი, რომელთაც სათავეში ედგა ა. მაცკიავიციუსი. შედეგად, მეფის მთავრობა გარკვეულ დათმობებზე წავიდა ლიეტუვის გლეხობის მიმართ, რამაც დააჩქარა ლიეტუვაში კაპიტალიზმის განვითარება. გაჩნდა ქალაქისა და სოფლის ბურჟუაზია. ცარზმის ეროვნული ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართულ ლიეტუველი ხალხის მოძრაობას სათავეში ედგნენ ბურჟუაზიულ-ლიბერალური და კლერიკალური ინტელიგენციის წარმომადგენლები: ი. ბასანავიჩიუსი, ი. შლიუპასი, ვ. კუდირკა და სხვები.

                                     

5. პირველი საბჭოთა წყობილება

1918 წლის 16 დეკემბერს ლიეტუვის დიდ ნაწილში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. 1919 წლის აპრილში ლიეტუველმა ერმა დასავლეთის სახელმწიფოების დახმარებით ქვეყანაში საბჭოთა წყობილების დამხობა შესძლო.

1920 ოქტომბერში პოლონეთმა ვილნიუსი დაიკავა, 1923 წელს ლიეტუვას კლაიპედა დაუბრუნდა. 1926 წელს ლიეტუვასა და საბჭოთა კავშირს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულება დაიდო. იმავე წელს ლიეტუვაში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და პროგერმანული რეჟიმი დამყარდა. 1927 წელს გაუქმდა სეიმი, 1937 წელს აიკრძალა ბურჟუაზიული პარტია და დაიწყო კომპარტიის დევნა და რბევა.

ფაშისტური გერმანიის აგრესია ლიეტუვას 1939 წლის მარტში შეეხო. 1940 წელს ქვეყანაში წითელი არმია შევიდა. იმავე წლის 17 ივნისს ქვეყანაში უკვე მეორედ მყარდება საბჭოთა ხელისუფლება.

1990 წლის 11 მარტს ლიეტუვამ პირველმა სსრკ-ში შემავალ ქვეყანათაგან, გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →