Back

ⓘ ინფორმატიკა



ინფორმატიკა
                                     

ⓘ ინფორმატიკა

ინფორმატიკა - მეცნიერება გამომთვლელი მანქანების საშუალებით ინფორმაციის დამუშავების შესახებ.

სიტყვა ინფორმატიკა ნაწარმოებია ფრანგული სიტყვიდან Informatique, რომელიც თავად წარმოიქმნა ორი ტერმინის Information ინფორმაცია და Automatique ავტომატიკა შეერთების საფუძველზე.

                                     

1. ზოგადი ცნობები

მე-20 საუკუნეში მეცნიერების და მრეწველობის სწრაფმა განვითარებამ და ინფორმაციის რაოდენობის ზრდამ გამოიწვია ის, რომ ადამიანი უძლური აღმოჩნდა აღექვა და დანიშნულებისამებრი დაემუშავებინა ეს ინფორმაცია. შეიქმნა აუცილებლობა მოეხდინათ მისი კლასიფიცირება თემებად, შენახვა, გამოყენება, ინფორმაციის მოძრაობის კანონზომიერებების დადგენა და ა.შ. გამოკვლევებს, რომლებიც ამ პრობლემების მოსაგვარებლად წარმოებდა, უწოდეს ინფორმატიკა.

ინფორმატიკა, მათემატიკის მსგავსად, სხვა მეცნიერებებს ემსახურება. იგი არ შეისწავლის კონკრეტულ მატერიალურ ობიექტებს ან პროცესებს. ინფორმატიკა სხვა სფეროებს ამარაგებს გამოთვლითი მეთოდებით, რომლებიც თავდაპირველად გამოიყენებოდა ატომური ფიზიკისა და საფრენის აპარატების მექანიკის დარგში, მოგვიანებით – ეკონომიკისა და ადმინისტრაციული მართვის სფეროში, ამჟამად კი მისი მომხმარებელია მეცნიერებისა და ტექნოლოგიების თითქმის ყველა დარგი.

ინფორმატიკის განვითარებას დიდი სტიმული მისცა კომპიუტერის გამოგონებამ და კომპიუტერული ტექნოლოგიის განვითარებამ.

N.B. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ერთიანი გაგება ამ ტერმინისა, მაგალითად, ინგლისური Informatics სულაც არ არის ზუსტი შესატყვისი იმ ცნებისა, რაც ფრანგებისთვის არის Informatique, ან გერმანელებისთვის - Informatik.

                                     

2. საერთო ცნებები და ტერმინები

ალგორითმი - ალგორითმიზაცია - არითმეტიკული მოწყობილობა - ბაიტი - ბიტი - ბლოკ–სქემა - გამოთვლითი ტექნიკა - დაპროგრამება - დაპროგრამების ენა - ინტერფეისი - ინფორმაცია - კოდირება - კომპიუტერი - მართვის მოწყობილობა - მასივი - მონაცემთა ბაზა - ოპერატორი - ოპერაციული სისტემა - პერიფერიული მოწყობილობა - პროგრამა - პროცესორი - რეგისტრი - სისტემური პროგრამა - ტრანსლატორი - ციკლი

                                     

3. ინფორმატიკის დარგის გამოჩენილი მოღვაწეები

ბებიჯი, ჩარლზ – ეიკენი, ჰოვარდ – ეკერტი, პროსპერ – ვირტი, ნიკლაუს – ლავლეისი, ადა – ლაიბნიცი, გოტფრიდ ვილჰელმ – მოჩლი, ჯონ – ნოიმანი, ჯონ ფონ – პასკალი, ბლეზ – ტორვალდსი, ლინუს – შენონი, კლოდ – ციმერმანი, ფილ

                                     

4. რესურსები ინტერნეტში

  • Photographs of computer scientists
  • Scholarly Societies in Computer Science
  • ინფორმატიკა საიტზე DMOZ სარკე
  • Best Papers Awards in Computer Science since 1996
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →