Back

ⓘ სტრასბურის უნივერსიტეტი




სტრასბურის უნივერსიტეტი
                                     

ⓘ სტრასბურის უნივერსიტეტი

სტრასბურის უნივერსიტეტი - საფრანგეთში, ელზასის რეგიონის ქალაქ სტრასბურში მდებარე უნივერსიტეტი. წარმოიქმნა პროტესტანტული ჰუმანისტური გერმანული გიმნაზიიდან, რომელიც 1538 წელს იოჰანეს შტურნმა დააარსა თავისუფალ საიმპერიო ქალაქ სტრასბურგში. 1631 წელს გარდაიქმნა უნივერსიტეტად.

გერმანულ უნივერსიტეტს, 1681 წელს ქალაქის ლუი XIV-ის მიერ დაპყრობის შემდეგაც არ შეუწყვეტია ფუნქიონირება, თუმცა საფრანგეთის რევოლუციის დროს თითქმის სრულიად ფრანგულ უნივერსიტეტად გარდაიქმნა. 1872 წელს ფრანკო-პრუსიის ომის შემდეგ ალზას-ლორენის გერმანელთა მიერ დაპყრობის შემდეგ უნივერისტეტი ხელახლა დაარსდა, როგორც გერმანული კაიზერ-ვილჰელმის უნივერსიტეტი და ფრანკოფონი მასწავლებლები იძულებულნი გახდნენ სასწავლებელი დაეტოვებინათ. 1918 წელს ალზას-ლორენი ისევ საფრანგეთის ნაწილი გახდა და შესაბამისად, უნივერსიტეტიც ისევ ფრანგული, ამასთან ყველა გერმანელი, რომელიც ალზასში 1871 წლის შემდეგ დასახლდა, იძულებული გახდა გადასახლებულიყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს, საფრანგეთის ოკუპაციისას, სტასბურგის უნივერსიტეტის პერსონალი და ნივთები კლერმონ-ფერანში გადაიტანეს. მის ადგილას კი მცირე ხნით გერმანული რაიხსუნივერსიტატ შტრასბურგი არსებობდა.

1970-იან წლებში უნივერსიტეტი სამ დამოუკიდებელ დაწესებულებად დაიყო. სტუდენტთა საერთო რაოდენობა 2007 წელს 48.500-ს შეადგენდა. ეს სკოლებია:

  • სტრასბურ III - Université Robert Schuman იურისპრუდენცია/პოლიტიკა/ეკონომიკა
  • სტრასბურ II - Université Marc Bloch ჰუმანიტარული საგნები
  • სტრასბურ I - Université Louis Pasteur მეცნიერება/ტექნოლოგია

სტრასბურ I ევროპის კვლევითი უნივერსიტეტების ლიგის წევრია LERU.

                                     
  • საიდანაც მოგვიანებით ემიგრირდა საფრანგეთში. 1923 წლიდან სწავლობდა ფილოსოფიას სტრასბურის უნივერსიტეტში, სადაც გაიცნო მორის ბლანშო, რომელთანაც მრავალი წელი მეგობრობდა
  • Loday დ. 12 იანვარი, 1946 - გ. 6 ივნისი, 2012 - ფრანგი მათემატიკოსი, სტრასბურის ლუი პასტერის უნივერსიტეტის პროფესორი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ალგებრულ
  • 1947 წლიდან საფრანგეთის გეოლოგიური რუკების სამსახურის თანამშრომელი. სტრასბურის უნივერსიტეტის გამოყენებითი გეოგრაფიის ცენტრის დირექტორი და პროფესორი.
  • მეგობრობა. 1893 წლიდან შვეიცერი სწავლობდა პროტესტანტულ ღვთისმეტყველებას სტრასბურის კაისერ ვილჰელმის უნივერსიტეტში. შვეიცერი მსახურობდა ერთწლიან სავალდებულო
  • აკადემიის უცხოელი წევრი. 1931 წლიდან პროფესორია. 1945 - 1947 წლებში ასწავლიდა სტრასბურის უნივერსიტეტში, ხოლო 1948 წლიდან სორბონის უნივერსიტეტში. 1960 - 1970 წლებში
  • დაიბადა პარიზში, სამხედრო ექიმის ოჯახში. 1867 წელს დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი პრუსიასთან ომის 1870 - 1871 დროს საფრანგეთის არმიაში საველე ქირურგად
  • საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. 1902 წელს მანდელევმა დაამთავრა სტრასბურგის უნივერსიტეტი და იმავე წელს მიენიჭა ფიზიკურ მაცნიერებათა გერმანული დოქტორის ხარისხი
  • მოედნები: პლას - სტანისლასი, პლას - დე - ლა - კარერი და პლას - დ ალიანსი - 1983 პონ - დიუ - გარი - 1985 სტრასბურის ისტორიული ცენტრი - 1988 რეიმსის საკათედრო ტაძარი, ყოფილი სენ - რემის სააბატო
  • ბლოკი - შესავალი თანამედროვე აზროვებაში. ტომი II - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 2018 - გვ. 156 - 161 - ISBN 978 - 9941 - 18 - 278 - 5 1.0 1.1 Encyclopædia
  • მოქალაქეობა საქსონია - ვაიმარ - აიზენახი ალმა - მატერი ლაიფციგის უნივერსიტეტი და სტრასბურის უნივერსიტეტი Magnum opus ფაუსტი, ახალგაზრდა ვერტერის ტანჯვა, ვილჰელმ
  • მიუნხენის უნივერსიტეტი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და სტრასბურის უნივერსიტეტი ალმა - მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ლუდვიგ მაქსიმილიანის მიუნხენის უნივერსიტეტი ჰაიდელბერგის
  • ლაიფციგის უნივერსიტეტი, ვროცლავის უნივერსიტეტი, სტრასბურის უნივერსიტეტი და ფრაიბურგის უნივერსიტეტი სამეცნიერო ხარისხი დოქტორის ხარისხი ჯილდოები ნობელის