Back

ⓘ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014




მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014
                                     

ⓘ მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014

მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014 - ფიფა-ს მსოფლიო თასის მე-20 გათამაშება, რომელიც ბრაზილიაში ჩატარდა.

ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ გაიმართა. ქვეყანამ პირველად 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. არგენტინა 1978-ის შემდეგ, 2014 წლის გათამაშება სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე ჩატარებული პირველი ჩემპიონატი იყო. ტურნირს უმასპინძლა შემდეგმა ქალაქებმა: მანაუსი, კუიაბა, ბრაზილია, ფორტალეზა, ნატალი, რესიფი, სალვადორი, ბელუ-ორიზონტი, რიო-დე-ჟანეირო, კურიტიბა, პორტუ-ალეგრი და სან-პაულუ.

                                     

1. მასპინძლობის კანდიდატები

2003 წლის 7 მარტს, ფიფა-მ განაცხადა რომ 2014 წლის მუნდიალს სამხრეთ ამერიკის კონტინენტი უმასპინძლებდა. იმავე წლის 3 ივნისს, სამხრეთ ამერიკის ფეხბურთის მმართველმა ორგანომ, CONMEBOL-მა, განაცხადა რომ მასპინძლობის სურვილი არგენტინას, ბრაზილიასა და კოლუმბიას ჰქონდათ.

ოფიციალურად, ბრაზილიამ და კოლუმბიამ თავიანთი კანდიდატურა 2006 წლის დეკემბერში წამოაყენეს; არგენტინას თავისი კანდიდატურა არ წამოუყენებია. 2007 წლის 11 აპრილს კოლუმბიამ უარი თქვა კანდიდატურაზე, რის შემდეგაც ბრაზილია ერთადერთი შესაძლო მასპინძელი დარჩა.

2007 წლის 30 ოქტომბერს, ბრაზილია ოფიციალურად გამოცხადდა მასპინძლად.

                                     

2. საკვალიფიკაციო ეტაპი

საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა 2011 წლის 30 ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, გაიმართა. საკვალიფიკაციო პროცესი ევროპაში 2012 წლის შემოდგომაზე დაიწყო, ხოლო სხვა კონტინენტებზე 2011 წელსვე. როგორც მასპინძელმა, ბრაზილიამ ავტომატურად მიიღო ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო დანარჩენი 31 საგზური საკვალიფიკაციო ეტაპმა გამოავლინა:

  • OFC ოკეანეთი: 0 წარმომადგენელი
  • CAF აფრიკა: 5 წარმომადგენელი
  • CONCACAF ჩრდილოეთი ამერიკა: 4 წარმომადგენელი
  • CONMEBOL სამხრეთი ამერიკა: 6 წარმომადგენელი
  • უეფა ევროპა: 13 წარმომადგენელი
  • AFC აზია: 4 წარმომადგენელი
                                     

3. ჯილდოები

  • ოქროს ხელთათმანი საუკეთესო მეკარე: მანუელ ნოიერი
  • ფიფა-ს ფეარ პლეის ჯილდო: კოლუმბია
  • საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი: პოლ პოგბა
  • ოქროს ბუცი საუკეთესო ბომბარდირი: ხამეს როდრიგესი
  • ოქროს ბურთი საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი
                                     
  • მთავარი სტატია: მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2002 - ის ფინალი გაიმართა 2002 წლის 30 ივნისს, იოკოჰამაში, საერთაშორისო
  • მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1994: ჯგუფი F - მუნდიალი 2014 - ის ერთ - ერთი ჯგუფი. თამაშები გაიმართა 19 - დან 29 ივნისის ჩათვლით. ნიდერლანდის ნაკრებმა მოიგო
  • ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014 ჯგუფი E - E ჯგუფში თამაშები 13 ივნისიდან 23 ივნისამდე გაიმართა ჯგუფი შედგებოდა, საფრანგეთის, შვეიცარიის, ეკვადორისა
  • ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014 ჯგუფი B - B ჯგუფში თამაშები 13 ივნისიდან 23 ივნისამდე გაიმართება ჯგუფი შედგება, ნიდერლანდების, ჩილეს, ავსტრალიისა
  • მთავარი სტატია: მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1998: ფინალი - მუნდიალი 1998 - ის ფინალური მატჩი. გაიმართა 12 ივლისს სტად
  • ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014 ჯგუფი G - G ჯგუფში თამაშები 16 ივნისიდან 26 ივნისამდე გაიმართება ჯგუფი შედგება, გერმანიის, აშშ - ის, პორტუგალიისა და
  • ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014 ჯგუფი H - H ჯგუფში თამაშები 16 ივნისიდან 26 ივნისამდე გაიმართება ჯგუფი შედგება, ბელგიის, რუსეთის, სამხრეთი კორეისა
  • ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014 ჯგუფი C - C ჯგუფში თამაშები 14 ივნისიდან 25 ივნისამდე გაიმართება ჯგუფი შედგება, კოლუმბიის, კოტ - დ ივუარის, იაპონიისა
  • ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 2014 ჯგუფი F - F ჯგუფში თამაშები 13 ივნისიდან 23 ივნისამდე გაიმართება ჯგუფი შედგება, არგენტინის, ირანის, ნიგერიისა და

Users also searched:

...