Back

ⓘ განათლება ინდონეზიაში




განათლება ინდონეზიაში
                                     

ⓘ განათლება ინდონეზიაში

განათლება ინდონეზიაში - განათლების სისტემა ინდონეზიაში. ინდონეზიაში განათლება ექვემდებარება განათლებისა და კულტურის სამინისტროს და რელიგიურ საქმეთა სამინისტროს. ინდონეზიაში ყველა მოქალაქემ უნდა გაიაროს თორმეტწლიანი სავალდებულო განათლება, რომელიც შედგება დაწყებითი საფეხურის ექვსი წლის, და საშუალო და დამამთავრებელი საფეხურის სამი წლისაგან. ისლამური სკოლები ექვემდებარება რელიგიურ საქმეთა სამინისტროს.

კონსტიტუციის მიერ განათლება განისაზღვრება, როგორც სასწავლო გარემოს და სასწავლო პროცესის დაგეგმილი დამკვიდრება, რათა თითოეულმა მოსწავლემ აქტიურად განავითაროს საკუთარი პოტენციალი რელიგიურ და სასულიერო სფეროში, ჩამოაყალიბოს საკუთარი ცნობიერება, პიროვნება, ინტელექტი, ქცევა და შემოქმედებითობა. კონსტიტუცია ასევე აღნიშნავს, რომ ინდონეზიაში არსებობს ორი სახის განათლება: ფორმალური და არაფორმალური. ფორმალური განათლება იყოფა სამ საფეხურად: დაწყებითი, საშუალო და უმაღლეს განათლებად.

ინდონეზიაში სკოლებს მართავს მთავრობა ან კერძო სექტორი. ზოგიერთი კერძო სკოლა თავს მოიხსენიებენ როგორც "ეროვნული პლუს სკოლები", რაც ნიშნავს, რომ მათი სასწავლო გეგმა აჭარბებს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილ მოთხოვნებს. ეს გამოიხატება ნაწილობრივ ინგლისურენოვან სწავლებაში და პროგრამის გაფართოებაში საერთაშორისო სტანდარტების მიერ. ინდონეზიაში დაახლოებით 170.000 დაწყებითი სკოლა, 40.000 საშუალო და 26.000 დამამთავრებელი სკოლაა. ამ სკოლების 84% განათლებისა და კულტურის სამინისტროს, ხოლო დანარჩენი 16% პროცენტი რელიგიურ საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

                                     

1. უმაღლესი განათლება

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულები იყოფა ორ ტიპად: სახელმწიფო და კერძო. ორივე მათგანს ზედამხედველობს კვლევის, ტექნოლოგიისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო. არსებობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ოთხი ტიპი: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები, აკადემია და პოლიტექნიკური სასწავლებელი.

ინდონეზიის უმაღლეს სასწავლებლებში დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დიდი ზრდა შეინიშნა. 1950 წელს არსებობდა 10 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო ჯამში დაახლოებით 6.500 სტუდენტით. 1970 წელს 450 კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში ჩაირიცხა დაახლოებით 237.000 სტუდენტი. 1990 წლისთვის არსებობდა 900 დაწესებულება, დაახლოებით 141.000 მასწავლებელი და თითქმის 1.5 მილიონი სტუდენტი.

                                     

2. ისლამური სკოლები

ინდონეზიაში ისლამური სკოლების სამი ტიპი არსებობს: პეზანტრენი, მადრასა და სეკოლა.

პეზანტრენი

პეზანტრენი შეიძლება იყოს როგორც მცირე, მხოლოდ რამოდენიმე პედაგოგითა და მოსწავლით, ასევე საკმაოდ დიდი, ათობით მასწავლებლითა და ასობით მოსწავლით. პეზანტრენს ხელმძღვანელობენ მემკვიდრეობითი კიაისი, რომელსაც აქვს რელიგიური ავტორიტეტიც. პეზანტრენს ესწრებიან ახალგაზრდები, რომლებსაც სურთ ყურანის, არაბული ენის, შარიატისა და მუსულმანური ტრადიციებისა და ისტორიის შესწავლა, სწავლობენ აგრეთვე უფრო თანამედროვე საგნებს, როგორიცაა ინგლისური, მათემატიკა და გეოგრაფია. მიუხედავად იმისა, ზოგადად საზოგადოებას მიაჩნია, რომ ისლამური სკოლები უფრო დაბალი ხარისხის განათლებას სთავაზობენ, ისლამურ სკოლებს შორის მადრასა პეზანტრენზე უარესად ითვლება.

სეკოლა

სეკოლები იყენებენ განათლებისა და კულტურის სამინისტროს საერო სასწავლო გეგმას და ამატებენ საკუთარ ისლამურ სასწავლო პროგრამებს. ჩვეულებრივ, სეკოლები სოფლად გვხვდება და მუსლიმი მკვლევრის ხელმძღვანელობით მოქმედებენ.

                                     

3. წყაროები

  • Ilmu Pengetahuan Sosial Kelas VIII Semester 1. Kemendikbud. 2014. p. 144. ISBN 978-602-282-091-8.
                                     
  • ქალები ინდონეზიაში - ქალთა როლებზე გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი, მათ შორის გაზრდილი მოდერნიზაცია, გლობალიზაცია, გაუმჯობესებული განათლება და ტექნოლოგიური
  • განათლება ევროპაში მიიღეს რომანტიზმს მისდევდნენ, მაგრამ ინდონეზიაში ის არ გავრცელებულა, რადგან ისინი საზღვარგარეთ მოღვაწეობდნენ. პირველი ინდონეზიაში ჩამოყალიბებული
  • მეურნეობის მრჩევლის, ვაჟი ანდერსონი გაიზარდა და განათლება მიიღო სამხრეთ კორეაში, კოლუმბიაში, ტაივანში, ინდონეზიაში ლიბერიაში, ინგლისსა და შეერთებულ შტატები
  • მანოკვარი ინდონ. Manokwari - ქალაქი ინდონეზიაში კუნძულ ახალ გვინეაზე, ინდონეზიის პროვინციის დასავლეთ პაპუის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი მდებარეობს
  • ახალგვინეელთა დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა. იმოგზაურა ფილიპინებსა და ინდონეზიაში 1873 მიკრონეზიასა და მელანეზიაში 1876 - 1879 1878 - 1882 და 1884 - 1886
  • კუნძულის ცენტრალურ ნაწილში ომბაის სრუტიდან ტიმორის ზღვამდე საუბრობენ. ინდონეზიაში მას ოფიციალური სტატუსი არ აქვს, თუმცა დასავლეთ ტიმორში რეგიონალური ენად
  • ქანდაკება, იყო ინდონეზიის მთავრობისგან საჩუქარი, აღმოსავლეთ ტიმორის ინდონეზიაში ინტეგრირების 20 წლის იუბილის აღსანისნავად. ქალაქის სკოლებში შედის: წმინდა
  • დამოუკიდებლობის მომზადების სამეცნიერო კომიტეტის წევრი. დამოუკიდებელ ინდონეზიაში ინდონეზიის ცენტრალური ეროვნული კომიტეტის წევრი, ასევე სოციალური უზრუნველყოფის
  • ვადით გაახანგრძლივა თავისი ვიზა, ხოლო 1966 წელს ინდონეზიაში დაბრუნდა. მისი მეუღლე და გერი ინდონეზიაში თექვსმეტი თვის შემდეგ ჩავიდნენ, 1967 წელს. თავიდან
  • ოპერა და წარდგენილიც იყო Golden Butterfly Awards - ზე, ნამსხვრევები ინდონეზიაში ყველაზე რეიტინგულ სერიალად გამოცხადდა. უკანასკნელმა სერიებმა რეიტინგის