Back

ⓘ აზერბაიჯანის ველური ბუნება




                                     

ⓘ აზერბაიჯანის ველური ბუნება

აზერბაიჯანის ველური ბუნება შედგება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ჰაბიტატებისა და იქ ბინადარი ფაუნისა და ფლორის წარმომადგენლებისგან. აზერბაიჯანის ფაუნის სიმბოლოა ყარაბაღული ცხენი, რომელიც მთა-სტეპის რეგიონის ცხენია და მხოლოდ აზერბაიჯანში ბინადრობს. ის ერთ-ერთი უძველესი ცხენის ჯიშია, რომელიც ანტიკური პერიოდიდან გამოჰყავთ. ცხენი თავდაპირველად ყარაბაღის რეგიონში მოაშენეს V საუკუნეში, საიდანაც მიიღო კიდეც სახელწოდება.

                                     

1. ფაუნა

აზერბაიჯანის ფაუნა მდიდარია და ბუნებრივი კომპლექსების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქვეყნის წითელ წიგნში 108 სახეობის ცხოველია შეტანილი, რომელთა შორის 14 ძუძუმწოვარი, 26 სახეობის - ფრინველი, 13 სახეობის - რეპტილია და ამფიბია, 5 სახეობის თევზი და 40 სახეობის მწერია.

სხვადასხვა

აზერბაიჯანის ფრინველთა ფონდი 371 სახეობის ფრინველს მოიცავს, რომელთაგან 9 იშვიათი სახეობისაა. აზერბაიჯანში ხუთი სხვადასხვა ოჯახის 10 სახეობის ამფიბიაა დაფიქსირებული. ქვეყნის ტერიტორიაზე აღრიცხულია 52 სახეობის რეპტილია, რომელთა დიდი ნაწილი შამახისა და ნახიჩევანის ნახევარ-უდაბნოს რეგიონებში ბიანდრობს.

                                     

2. ფლორა

აზერბაიჯანის მდიდარია ფლორით. ქვეყნის ტერიტორიაზე 4 500-ზე მეტი სახეობის უმაღლესი მცენარეა რეგისტრირებული. ქვეყნის უნიკალური კლიმატის გამო, აზერბაიჯანის ფლორა სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყნებზე უფრო მეტი სახეობის ხე-მცენარითაა წარმოდგენილი. მთელს კავკასიაში რეგისტრირებულ სახეობათაგან 66% აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც ხარობს. აზერბაიჯანის ფლორის მრავალფეროვნება ქვეყნის ფიზიკურ-გეოგრაფიული და ბუნებრივ-ისტორიული მდგომარეობითა და მიმდებარე ფლორისტული რეგიონების გავლენითაა განპირობებული.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გამოიყოფა ანტიკური ხის, დაბლობის, ჩრდილოური, ქსეროფიტული, უდაბნოს, კავკასიისა და შემთხვევითი ფლორისტული ტერიტორიები. ანტიკური ხის ნიმუშები ფართოდაა გავრცელებული თალიშის რეგიონში, ხოლო დიდი და მცირე კავკასიონის მახლობლად მდებარეობა ჩრდილოური ტიპის ფლორისტული ტერიტორიების არსებობას განაპირობებს. დაბლობის, კავკასიური, ქსეროფიტული და უდაბნოს ტიპის ფლორისტული ტერიტორიები მტკვარ-არაქსის დაბლობის შემადგენლობაშია.

                                     

2.1. ფლორა ხეები და მცენარეები

აზერბაიჯანის ტყეებს შორის გამორჩეულია ჰირქანის ტყე. ჰირქანის ტყეების რელიქტურ ხეებს სოციო-ეკონომიკური და კულტურული მნიშვნელობა აქვთ. ცნობილი რელიქტური სახეობებია: კაპადოკიური ნეკერჩხალი, ხავერდოვანი ნეკერჩხალი Acer velutinum, სპარსული აბრეშუმის ხე Albizia julibrissin, კავკასიური მურყანი Alnus subcordata, კავკასიური ხურმა Diospyros lotus, კასპიური ხურმა Gleditsia caspica, სპარსული აკაცია, კავკასიური ლაფანი Pterocarya fraxinifolia, კაკლისფოთლება მუხა Quercus castaneifolia და კავკასიური ზელკოვა Zelkova carpinifolia.

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 2 სახეობის ფიჭვია გავრცელებული: ელდარის ფიჭვი და Pinus Kochiana. ელდარის ფიჭვი ზღვის დონიდან 600 მეტრზე მაღლა ზეგნებზე, ხოლო მეორე ზღვის დონიდან 1 600 მეტრის სიმაღლეზე, გიოკ-გიოლის რეგიონსა და მდინარე ბულანიგის ველზე, ბელოქანის რეგიონში ხარობს.

ალთიაღაჯის ეროვნული პარკის 90.5% ფართოფოთლოვანი ხეები?თაა დაფარული, რომელთა შორის გამოირჩევა: კავკასიური რცხილა, Fagus_orientalis და არყი.



                                     

3. დაცული ტერიტორიები

ეროვნული პარკები

აზერბაიჯანის ბიოტის დასაცავად ქვეყანაში რვა ეროვნული პარკია შექმნილი. აზერბაიჯანის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში 8 ეროვნული პარკი მდებარეობს: ზანგეზურის ეროვნული პარკი, აღგიოლის ეროვნული პარკი, შირვანის ეროვნული პარკი, ჰირკანის ეროვნული პარკი, ალთიაღაჯის ეროვნული პარკი, აფშერონის ეროვნული პარკი, შაჰდაღის ეროვნული პარკი და გოიგოლის ეროვნული პარკი.

                                     

4. სახელმწიფო ნაკრძალები

აზერბაიჯნის ტერიტორიაზე ფლორის, ფაუნისა და ეკოსისტემებსი დასაცავად მრავალი სახელმწიფო ნაკრძალია შექმნილი, რომელთაც ქვეყნის ტერიტორიის 2.5% უკავიათ. ნაკრძალების მიწის, ცხოველთა და მცენარეთა სამრეწველო მიზნებით გამოყენება აკრძალულია. აზერბაიჯანის 15 ნაკრძალია: ბასუთჩაის ნაკრძალი, ელდარის ფიჭვის სახელმწიფო ნაკრძალი, გარაიაზის ნაკრძალი, ყიზილაღაჯის ნაკრძალი, გობუსტანის სახელმწიფო ნაკრძალი, ილისუს ნაკრძალი, ისმაილის ნაკრძალი, პირგულუს ნაკრძალი, შაჰბუზის ნაკრძალი, შირვანის ნაკრძალი, შუშის სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული ნაკრძალი, თურიანჩაის ნაკრძალი, გარაგელის ნაკრძალი, ზაქათალის ნაკრძალი და სხვ.

                                     
  • ზაქათალის ნაკრძალი გოიგოლის ნაკრძალი გოიგოლის ეროვნული პარკი აზერბაიჯანის ბუნება აზერბაიჯანის გეოგრაფიის საზოგადოება Красная Книга Азербайджана 2.0 2
  • და ლენქორანის დაბლობებებზე. მთავარი სტატია: აზერბაიჯანის ველური ბუნება აზერბაიჯანის ფაუნა და აზერბაიჯანის ფლორა. აზერბაიჯანში ფაუნის სიმდიდრისა და მრავალფეროვნების
  • რკინის მადანი, კობალტი, ოქრო. რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სიმდიდრეა მისი ველური ბუნება და შეადრებით ხელუხლებელი ლანდშაფტები. ტუველთა წინაპარი თურქულენოვანი