Back

ⓘ კიბერსპორტი



კიბერსპორტი
                                     

ⓘ კიბერსპორტი

კიბერსპორტი - სპორტული შეჯიბრის სახეობა, რომელიც დაფუძნებულია ვიდეო თამაშებზე. ხშირად, კიბერსპორტი იღებს ორგანიზებული მრავალმოთამაშიანი ვიდეო თამაშების შეჯიბრების სახეს, განსაკუთრებით დახელოვნებულ მოთამაშეთა შორის, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზებული შეჯიბრები დიდი ხანია, რაც ვიდეო თამაშების კულტურის ნაწილია, ისინი ძირითადად ტარდებოდა მოყვარულ მონაწილეებს შორის 2000-იანი წლების ბოლომდე. კიბერსპორტის აღმასვლა დაიწყო 2010-იანი წლების დასაწყისში, რამაც გამოიწვია მაყურებელთა რაოდენობისა და ფულადი პრიზების ზრდა.

კიბერსპორტთან ასოცირდება ვიდეო თამაშების ჟანრები როგორებიცაა მრავალმოთამაშიანი ონლაინ საბრძოლო არენა MOBA, პირველი პირის შუტერი FPS, ორთაბრძოლა, ბანქო, სამეფო ბრძოლა და რელაური დროის სტრატეგია RTS. პოპულარული კიბერსპორტული ფრენჩაიზებია "League of Legends", "Dota", "Counter-Strike", "Overwatch", "Super Smash Bros.", "StarCraft" და სხვები. "League of Legends World Championship", "Dota 2 International, "Evolution Championship Series" EVO და "Intel Extreme Masters" ითვლება ყველაზე პოპულარულ ტურნირებად თანამედროვე კიბერსპორტში.

მიუხედავად იმისა, რომ კიბერსპორტის ლეგიტიმურობა როგორც წმინდაწყლის სპორტული შეჯიბრი კითხვისნიშნის ქვეშ რჩება, აზიაში, სხვადასხვა მრავალეროვნულ შეჯიბრებში იგი ტრადიციული სპორტის სახეობებთან ერთად იქნა წარდგენილი. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტიმა განიხილა მისი შეყვანა მომავალ ოლიმპიურ თამაშებში.

2010-იან წლების ბოლოს კიბერსპორტის მაყურებელთა რაოდენობამ 454 მილიონი ადამიანი შეადგინა, ხოლო შემოსავალი 1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. კიბერსპორტის პოპულარობას ხელი დიდად შეუწყო სტრიმინგული სერვისების ხელმისაწვდომობამ, ისეთების როგორებიცაა YouTube და Twitch. კიბერსპორტს პოპულარიზაციას თავდაპირველად აზიაში, კერძოდ ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში უწევდნენ. ამ უკანასკნელს, 2000 წლიდან უკვე ჰყავს პროფესიონალი კიბერსპორტსმენები. კიბერსპორტი ნაკლებად განვითარბული სფეროა იაპონიაში, რადგანაც ქვეყანაში აკრძალულია აზარტული თამაშები, კანონი აზარტული თამაშების შესახებ უმეტესწილად კრძალავს ფასიანი პროფესიონალური სათამაშო ტურნირების ჩატარებას. აზიის გარდა, კიბერსპორტი პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში, სადაც ტარდება ფართომასშტაბიანი შეჯიბრები. რუსეთში კიბერსპორტი სპორტის ოფიციალურ სახეობადაა აღიარებული.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →