Back

ⓘ სპორტი ავღანეთში



სპორტი ავღანეთში
                                     

ⓘ სპორტი ავღანეთში

სპორტს ავღანეთში წარმოადგენს ავღანეთის სპორტის ფედერაცია. ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობებია კრიკეტი და ფეხბურთი. ავღანეთის ტრადიციული და ეროვნული სპორტია ბუზკაში. ავღანეთის სპორტის ფედერაცია ხელს უწყობს ქვეყანაში კრიკეტის, ფეხბურთის, კალათბურთის, ფრენბურთის, გოლფის, ხელბურთის, კრივის, ტაეკვონდოს, ძალოსნობის, ბადიბილდინგის, სირბილის, თხილამურებუთ სრიალის, ბოულინგის, სნუკერის, ჭადრაკის და სხვა სპორტის სახეობების განვითარებას.

                                     

1. კრიკეტი

კრიკეტი ავღანეთში ყველაზე პოპულარული სპორტის სახელობაა; ეს არის ერთ-ერთი მთავარი სპორტის სახეობა, რომელშიც ავღანელები მონაწილეობენ და უყურებენ ტელევიზორს. ეროვნულ დონეზე, კრიკეტის მატჩები იმართება პროვინციებს შორის ძირითადად, ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთ პროვინციებს შორის. ადგილობრივების თქმით, კრიკეტი დაეხმარა ავღანეთს ერთიანობის მოპოვებაში.

ავღანეთის კრიკეტის ეროვნული ნაკრები ჩამოყალიბდა 2001 წელს.

                                     

2. ფეხბურთი

როგორც მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაში, ფეხბურთი ქვეყანაში ყველაზე პოპულარული სპორტი იყო, რომელსაც თამაშობდა და უყურებდა ავღანელი ხალხი, თუმც შემდგომ მისი პოპულარობა კრიკეტმა გადაფადა. ავღანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩამოყალიბდა 1922 წელს, ფიფას 1948, ხოლო აზიის საფეხბურთო კონფედერაციას AFC 1954 წელს შეუერთდა. ეროვნული სტადიონი, რომელიც მეფე ამანულა ხანის მეფობის დროს აშენდა, გამოიყენებოდა პროვინციებისა ან მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულ გუნდებს შორის ფეხბურთის თამაშების ჩასატარებლად. ქვეყანაში ეროვნულ დონეზე ტარდება თამაშები პროვინციებსა და მეზობელ ქვეყნებს შორის. ავღანეთის ქალთა ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ჩამოყალიბდა 2007 წელს. 2011 წლის SAFF ჩემპიონატის დროს ავღანეთის ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა ნეპალის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში.

                                     

3. კალათბურთი

ავთანეთში კალათბურთი პირველად 1936 წელს ითამაშეს. 1966 წელს ავღანეთის ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ANOC, ინდოეთიდან და პაკისტანიდან გამოწვევების მიღების შემდეგ, დააფუძნა ავღანეთის კალათბურთის ეროვნული ნაკრები. ნაკრების პირველი მწვრთნელი ამერიკელი მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი და ჰაბიბიას საშუალოს სკოლის მწვრთნელი, ტომ გოუტიერი გახდა. კალათბურთს თამაშობდნენ თამაშობენ როგორც ავღანელი კაცები, ასევე ქალები.

                                     

4. შერეული საბრძოლო ხელოვნება

ავღანელები ბოლო დროს შერეული საბრძოლო ხელოვნებით დაინტერესდნენ. ავღანეთში არის რამდენიმე სპორტული დარბაზი, რომლებიც ხელს უწყობენ სპორტის განვითარებას და ჰყავთ მებრძოლები. სიარ ბაჰადურზადა არის ჩერეული საბრძოლო ხელოვანი, რომელიც "Ultimate Fighting Championship" -ში ასპარეზობს. ისინი კარგად არიან ცნობილნი პროფესიონალური ბროლების წინ ავღანეთის დროშის ხელით ტარებით.

                                     

5. ტაეკვონდო

როჰულაჰ ნიკპაი იყო პირველი ავღანეთის წარმომადგენელი სპორტსმენი, რომელმაც ქვეყნის სახელით ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა. მან ბრინჯაოს მედლები 2008 დ 2012 წლების ოლიმპიადებში მოიგო მხოლოდ ეს ორი მედალი აქვს მოპოვებული ავღანეთს. ბოლო პერიოდში, ეს სპორტი ავღანეთში მისი გავლენით აყვავდა.

ნიკპაის მედლების რეზიუმე ოლიმპიადაში:

  • ბრინჯაო 2008 წლის ოლიმპიადიდან
  • ბრინჯაო 2012 წლის ოლიმპიადიდან
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →