Back

ⓘ აზერბაიჯანის ბუნება




აზერბაიჯანის ბუნება
                                     

ⓘ აზერბაიჯანის ბუნება

აზერბაიჯანის ბუნება მოიცავს მრავალფეროვან ჰაბიტატებს, დაცულ ტერიტორიებს, ფლორასა და ფაუნას, წყლის რესურსებს, გეოლოგიურ ნიმუშებსა და ოროგრაფიულ ერთეულებს.

                                     

1. ბუნების დაცვის პოლიტიკა

XX საუკუნიდნა ნავთობმომპოვებლობის განვითარებასთან ერთად აზერბაიჯანში სამრეწველო სექტორი მნიშვნელოვნად დაწინაურდა, თუმცა ამან გარემოს დაბინძურებას შეუწყო ხელი. საბჭოთა კავშირის მმართველი წრეების პოლიტიკის წყალობით ბაქო სამრეწველო დედაქალაქად იქცა. საბჭოთა კავშირის დროს ინდუსტრიული წარმოების უკონტროლო პოლიტიკამ გარემოზე უარყოფითი გავლენა იქონია და აზერბაიჯანის ბუნება მნიშვნელოვნად დააზარალა.

აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ქვეყნის მთავრობამ აზერბაიჯანის ბუნების დასაცავად რიგი ღონისძიებები გაატარა, თუმცა აზერბაიჯანის ბუნების ეროვნული აცვის პოლიტიკა სრულად 2001 წლიდან ამოქმედდა, როდესაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის გაყვანის შემდეგ სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლების ახალი წყარო გაჩნდა. აზერბაიჯანის ბუნების დაცვის პოლიტიკა საერთაშორისო ორგანიზაციებმაც დადებითად შეაფასეს. 2006 წლის 19 ოქტომბერს ეკოლოგიური პოლიტიკის ეფექტურობის გამო პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიხაილ ჟუკოვის ფონდის პრიზით დაჯილდოვდა. 2001 წლის შემდეგ აზერბაიჯანში ბუნების დაცვისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გაორმაგდა. 2016 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო მოხელეებმა სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადეს, რაც ბაქოს ყურეში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

                                     

2. დაცული ტერიტორიები

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 15 სახელმწიფო ბუნებრივი პარკია. სახელმწიფო ბუნებრივი პარკები აზერბაიჯანის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია და ქვეყნის ტერიტორიის 2.5% უკავია.

ეროვნული პარკები შეზღუდულ ტურისტულ ზონებს მიეკუთვნება, თუმცა დამკვირვებელთათვის ღიაა. აზერბაიჯანის ეროვნული პარკების ტერიტორიაზე ეკოტურისტული და ინფრასტრუქტურული კონსტრუქციებია მოწყობოლი. აზერბაიჯანი მდებარეობს კავკასიისა და აზიის გზაგასაყარზე, შავ და კასპიის ზღვას შორის, რაც ქვეყნის ბუნებრივ სიმდიდრეს განაპირობებს. აზერბაიჯანი გამოირჩევა ბიომრავალფეროვნებითა და ბუნებრივი რესურსებით. აზერბაიჯანის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და შენარჩუნებაში უმთავრეს როლს დაცული ტერიტორიები თამაშობს. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 8 ეროვნული პარკი მდებარეობს: აღგიოლის ეროვნული პარკი, ზანგეზურის ეროვნული პარკი, შირვანის ეროვნული პარკი, ჰირკანის ეროვნული პარკი, ალთიაღაჯის ეროვნული პარკი, აფშერონის ეროვნული პარკი, შაჰდაღის ეროვნული პარკი და გოიგოლის ეროვნული პარკი.

                                     

3. ოროგრაფია

აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტია. აზერბაიჯანის ტერიტორიის ნახევარზე მეტი მთებისგან, ქედებისგან, უღელტეხილებისა და მთიანეთებისგან შედგება, რომელთა ჰიიფსომეტრიული სიმაღლე 400-1000 მეტრია შეიცავს დაბალ და საშუალო დაბლობებს. ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით თალიშის მთები მდებარეობს. ჰიფსომეტრიული სიმაღლე 28 მეტრიდან კასპიის ზღვის სანაპირო 4466 მეტრამდე ბაზარდუზუმდე მერყეობს. მთაქვეყნის ცენტრალური ნაწილი მტკვარ-არაქსის დაბლობს უკავია, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილშია გადაჭიმული.

                                     

4. კლიმატი

აზერბაიჯანის კლიმატი უნიკალურია. მსოფლიოში არსებული 11 კლიმატური ზონიდან აზრბაიჯანში 9 გვხვდება. კლიმატის ფორმირებაზე გავლენას ახდენს ტემპერატურა, ნალექების რაოდენობა, ღრუბლის საფარი და სხვა ფაქტოები. აზერბაიჯანის კლიმატი ძლიერ იცვლება აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. დასავლეთით, მთებში მშრალი და მკაცრი კლიმატია. აღმოსავლეთ ნაწილში, კასპიის ზღვის მახლობლად ზომიერი კლიმატია. როგორც ძირითადად მთაგორიანი ქვეყანა, აზერბაიჯანი დიდი კავკასიონის, მცირე კავკასიონის მთებით, თალიშის მთებითა და ჩრდილოეთ ირანის მთებითაა გარშემორტყმული.

                                     

5. კასპიის ზღვა

კასპიის ზღვა მსოფლიოში უდიდესი ტბაა როგორც ტერიტორიის სიდიდით, ისე ტევადობით. წყლის ზედაპირის ფართობი 371.000 კმ²-ია, ხოლო ტევადობა 78.200 კმ³. კასპიის ზღვა ჩაკეტილია და ევროპასა და აზიას შორის მდებარეობს, ტბის მაქსიმალური სიღრმე 1 25 მემტრია. კასპიის ზღვის მარილიანობის მაჩვენებელი 1.2 პროცენტია, რაც ზღვის წყლის მარილიანობის 1/3-ია.

                                     
  • აზერბაიჯანის ველური ბუნება შედგება ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ჰაბიტატებისა და იქ ბინადარი ფაუნისა და ფლორის წარმომადგენლებისგან. აზერბაიჯანის ფაუნის
  • 8 F ჯულფისა და ორდუბადის რაიონებშია დაფიქსირებული. აზერბაიჯანის გეოგრაფია აზერბაიჯანის ბუნება 1.0 1.1 Climate. Water Resources of the Azerbaijan Republic
  • აზერბაიჯანის პრეზიდენტი - აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მეთაური. წარმოადგენს აზერბაიჯანის სახელმწიფოს ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ, აერთიანებს
  • აზერბაიჯანი - ტურიზმის სამყარო კონკურსში შედის ოთხი კატეგორია: აზერბაიჯანის ბუნება მემკვიდრეობა, ტურიზმის სახეობები და აზერბაიჯანი უცხოელთა თვალებით
  • აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აზერბაიჯანის სსრ აზერ. Азәрбајҹан Совет Сосиалист Республикасы, Азәрбајҹан ССР - თხუთმეტიდან ერთ - ერთი მოკავშირე
  • ზაქათალის ნაკრძალი გოიგოლის ნაკრძალი გოიგოლის ეროვნული პარკი აზერბაიჯანის ბუნება აზერბაიჯანის გეოგრაფიის საზოგადოება Красная Книга Азербайджана 2.0 2
  • აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა აზერ. Azərbaycan Xalq Cümhuriyyəti სპარს. آذربایجان دمکراتیک جمهوریتی - აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფო
  • აზერბაიჯანის გერბი აზერ. Azərbaycan Respublikasının Dövlət Gerbi - აზერბაიჯანის ერთ - ერთი ეროვნული სიმბოლო დროშასთან და ჰიმნთან ერთად. გერბის ცენტრში
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუცია აზერ. Azərbaycan Respublikasının Konstitusiyası - აზერბაიჯანის ძირითადი კანონი. მიიღეს 1995 წლის 12 ნოემბერს, საყოველთაო
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის დროშა აზერ.Azərbaycan Respublikasının bayrağı - წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ერთ - ერთ ოფიციალურ სიმბოლოს ჰიმნთან და
  • აზერბაიჯანის დემოგრაფია აზერ. Azərbaycan əhalisi - მოიცავს ქვეყნის დემოგრაფიულ მახასიათებლებს, მათ შორის მოსახლეობის სიმჭიდროვეს, ეთნიკურობას, განათლების

Users also searched:

აზერბაიჯანის ბიუჯეტი, აზერბაიჯანის კოდი, აზერბაიჯანის რეგიონი, ბაქოს მოსახლეობა, ლაჩინის ხეობა,

...
...
...