Back

ⓘ სპორტი აზერბაიჯანში



                                               

ბაქოს ჩოგბურთის აკადემია

ბაქოს ჩოგბურთის აკადემია - ჩოგბურთის აკადემია აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში. მდებარეობს ქალაქის მე 8 მიკრორაიონში, იბრაგიმ დადაშევის ქუჩაზე, მუშაობს 2009 წლიდან. აკადემიის მშენებლობამ წელიწადზე ცოტა მეტი გასტანა, გახსნა, რომელზეც სიტყვით გამოვიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, 2009 წლის 5 მაისს გაიმართა. 2011 წლის 30 ივნისს მოხდა აკადემიის ცენტრალური ჩოგბურთის კორტის გახსნა, რომელშიც კვლავ მონაწილეობა მიიღეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა მეუღლემ მეჰრიბან ალიევამ. ამ შენობის 5.5 ათასი კვადრატული მეტრი ფართობის აღმართვა ჯერ კიდევ 2010 წლის თებერვალში დაიწყო. წარსულ ...

                                     

ⓘ სპორტი აზერბაიჯანში

სპორტი აზერბაიჯანში - უძველესი ფესვები აქვს და ახლაც, ტრადიციული და თანამედროვე სპორტი ქვეყანაში კვლავ პრაქტიკულია. აზერბაიჯანში ეროვნულ, ტრადიციულ სპორტად თავისუფალი ჭიდაობა ითვლება თუმცა დღესდღეისობით ქვეყანაში ყველაზე პოპულარულ სპორტის სახეობებს ფეხბურთი და ჭადრაკი წარმოადგენენ. სხვა პოპულარული სპორტის სახებებია: ტანვარჯიში, ძიუდო, ფუტსალი, ძალოსნობა და კრივი. აზერბაიჯანის მაღალმთანი რელიეფი განვითარების საშუალებას აძლევს ისეთ სპორტის სახეობებს, როგორებიც არიან თხილამურებით სრიალი და კლდეზე ცოცვა. წყლის სპორტის ვარჯიშების განხორციელება შესაძლებელია კასპიის ზღვასა და შიდა წყლებში. საერთაშორისო დონეზე აზერბაიჯანს წარმატებები მიღწეული აქვს ჭადრაკში, ძალოსნობასა და ჭიდაობაში. აზერბაიჯანი ასევე არის საერთაშორისო სპორტული საზოგადოების აქტიური წევრი. იგი სრულუფლებიანი წევრია შემდეგი ორგანიზაციების: ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი, მძლეოსანების ფედერაციათა საერთაშორისო ასოციაცია, ევროპული მძლეოსნობის ასოციაცია, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი და მრავალი სხვა. აქ ასევე გაიმართა პირველი ევროპული თამაშები და 2017 წლის ისლამის სოლიდარობის თამაშები. ახლახან აზერბაიჯანმა არაერთ ირანელ მოწინავე სპორტსმენს და მწვრთნელს მისცა დასაქმების საშუალება საკუთარ ეროვნულ გუნდებში. ამ სოპრტსმენებს შორის არიან მოჭიდავეები: სამან ტახმასები, საბაჰ შარიათი, ჯამშიდ კრეირაბადი. აგრეთვე მათ შორის არიან ტაეკვანდოს სპორტის წარმომადგენლები: რეზა მეჰმანდუსტი და მილად ბეიგი.

                                     

1. ისტორია

სპორტს აზერბაიჯანში უძველესი ფესვები აქვს და ახალი, ისევე როგორც ტრადიციული სპორტის სახეობები აქტუალურობას დღესდღეისობითაც არ კარგავენ. ქვეყნის ტრადიციულ სპორტად თავისუფალი ჭიდაობა მიიჩნევა; ოლიმპიურ კომიტეტში შესვლის შემდეგ ამ სპორტის სახეობაში აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს მოპოვებული აქვთ 14 მედალი მათ შორისაა ოთხი ოქრო. ამჟამად ქვეყნის ყველაზე პოპულარულ სპორტად ჭადრაკი და ფეხბურთი განიხილება.

                                     

2.1. სპორტის სახეობები ნარდი

ნარდი არის თამაში, რომელსაც უძველესი ფესვები აქვს სპარსეთის იმპერიაში; იგი დიდ როლს ასრულებს აზერბაიჯანულ კულტურაში. ეს თამაში ძალიან პოპულარულია აზერბაიჯანში და გავრცელებულია საზოგადოების ფართო მასებში. ქვეყანაში არსებობს ნარდის რამდენიმე სახეობა, რომლებიც შესწავლილი და გაანალიზებულია ექსპერტების მიერ.

                                     

2.2. სპორტის სახეობები ფეხბურთი

ფეხბურთი აზერბაიჯანში ყველაზე პოპულარული სპორტია, ხოლო აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაცია, სადაც 9.122 რეგისტრირებული მოთამაშეა, ქვეყნის უდიდესი სპორტული ასოციაციაა. ეროვნულ საფეხბურთო კლუბებთან შედარებით, აზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ასპარესზე დაბალ შედეგს აჩვენებს. ყველაზე წარმატებული აზერბაიჯანული საფეხბურთო კლუბებია: ნეფთჩი ბაქო, ბაქო, ინტერ ბაქო, ყარაბაღი, გაბალა და ხაზარ ლენკარანი. 2012 წელს ნეფთჩი ბაქო გახდა აზერბაიჯანის პირველი გუნდი, რომელმაც ევროპული შეჯიბრებების ჯგუფურ ეტაპზე გადასვლა მოახერხა; მათ ევროპალიგის პლეიოფში კვიპროსის აპოელი ანგარიშით 4-2 დაამარცხეს.

აზერბაიჯანული ფეხბურთის ოქროს ხანად 1960-იანი წლები სახელდება, რადგან ამ პერიოდში მათი ქვეყნის მაისურით თამაშობდნენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც იყვნენ: ანატოლი ბანიშევსკი და ალეკპერ მამედოვი. აღსანიშნავია ლეგენდარული მსაჯი ლაინსმენი ტოფიქ ბარამოვი.

აზერბაიჯანის საუკეთესო საფეხბურთო კლუბებია: FK ბაქო, PFC ნეფჩი ბაქო, FK ყარაბაღი და ხაზარ ლენკარანი. მადრიდის ატლეტიკოს ამჟამინდელი პერანგის სპონსორია აზერბაიჯანი, რომელიც მიზნად ისახავს აზერბაიჯანში ფეხბურთის განვითარებას ესპანური კლუბისა და FK ბაქო-ს შორის შეთანხმების საფუძველზე.



                                     

2.3. სპორტის სახეობები ფუტსალი

აზერბაიჯანმა ფუტსალში ბევრად მეტ წარმატებას მიაღწია ვიდრე ფეხბურთში. 2010 წლის უეფას ფუტსალის ჩემპიონატში აზერბაიჯანის ეროვნულმა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა, ხოლო შიდა კლუბმა "არაზ ნახიჩევანმა" ბრინჯაოს მედლები მოიპოვა 2009-10 წლებისა და 2013-14 წლების UEFA-ს ფუტსალის თასებზე.

                                     

2.4. სპორტის სახეობები საბრძოლო ხელოვნება

ძიუდოს მსგავსმა საბრძოლო ხელოვნებების სპორტსმენებმა აზერბაიიჯანს მრავალი მედალი მოუტანა. კერძოდ, ელნურ მამმადლიმ ქვეყანას, ევროპის ჩემპიონატსა და 2008 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ოქროს მედლები მოუტანა 73 კგ კატეგორიებში. მოვლუდ მერალიევმა 2003 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატსა და 2008 წლის ზაფხულის ლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.

                                     

2.5. სპორტის სახეობები ჭიდაობა

ისტორიულად, ჭიდაობა აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი სპორტია და ხშირად მის ეროვნულ სპორტადაც კი მოიხსენიებენ.

აზერბაიჯანში პოპულარულია როგორც თავისუფალი, ისე ბერძნულ-რომაული ჭიდაობა განსაკუთრებით თავისუფალი ჭიდაობა. აზერბაიჯანი ამ სპორტის ელიტალურ ქვეყნად ისეთი მოჭიდავეების წყალობით როგორებიც არია: ნამიკ აბდულაევი, ფარიდ მანსუროვი, როვჩან ბაირამოვი და მარია სტადნიკი. აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაცია 1959 წელს დაარსდა. იგი შედიოდა სსრკ-ის ჭიდაობის ფედერაციის ნაწილად.

                                     

2.6. სპორტის სახეობები მშვილდოსნობა

აზერბაიჯანის მშვილდოსნობის ფედერაცია ხელს უწყობს ამ სპორტის შემდგომ განვითარებას აზერბაიჯანში.

                                     

3. მიღწევები

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აზერბაიჯანელ სპორტსმენებს მოპოვებული აქვთ 2615 მედალი მსოფლიო და ჩემპიონატებზე 897 ოქრო, 705 ვერცხლი და 1013 ბრინჯაო.

2017 წელს, ისლამის სოლიდარობის მეოთხე თამაშებში, რომელიც 11-22 მაისის პერიოდში ბაქოში ჩატარდა, აზერბაიჯანელებმა მოიპოვეს 75 ოქრო, 50 ვერცხლი და 37 ბრინჯაოს მედლები.

2018 წელს აზერბაიჯანელმა სპორტსმენებმა მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებში, თასის შეჯიბრებებში და საერთაშორისო ტურნირებში 753 მედალი მოიპოვეს მათშორის იყო 263 ოქრო, 230 ვერცხლი და 260 ბრინჯაოს მედალი.

                                     

4. რესურსები ინტერნეტში

  • Azerbaijan Basketball Federation
  • Azerbaijan Volleyball Federation
  • Azerbaijan Basketball at Eurobasket.com
  • Azerbaijan Judo Federation
  • Azerbaijan Wrestling Federation დაარქივებული 2015-05-07 საიტზე Wayback Machine.
  • Azerbaijan Athletics Federation
  • Azerbaijan Chess Federation
  • Azerbaijan Shooting Federation
  • Azerbaijan Equestrian Federation
  • National Olympic Committee of the Republic of Azerbaijan
  • Azerbaijan Gymnastics Federation
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →