Back

ⓘ დავითგარეჯის მოვლენები (2019)



                                     

ⓘ დავითგარეჯის მოვლენები (2019)

ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნისას, აზერბაიჯანელი მესაქონლეები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიებს, ე. წ. "ყარაიას მიწებს" საძოვრებად იყენებდნენ, ეს მიწები მათთვის მეფის რუსეთის წარმომადგენელთა მხრიდან იჯარით იყო გაცემული; მომთაბარე მწყემსები სეზონურად შემოდიოდნენ და გადიოდნენ ამ ტერიტორიიდან. ეს მდგომარეობა რუსეთის იმპერიის დაშლამდე გაგრძელდა. 1918 წლიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ დაიწყო ამ ტერიტორიებისათვის დავა. საზღვრების გავლებაში უთანხმოება იყო საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. განსაკუთრებით აქტიურობდა აზერბაიჯანი და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ რუსი ბოლშევიკები სწორედ მას უჭერდნენ მხარს ამ დავებში.

1921 წლის მაისში შექმნა კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა საზღვრები ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში შესულ სახელმწიფოთა საზღვრები. ამ კომისიის თავმჯდომარე თავდაპირველად იყო სერგეი კიროვი. მოლაპარაკებები თვეები გაგრძელდა. ქართველთა მხრიდან აკადემიური წრის ერთადერთი წარმომადგენელი ამ კომისიაში იყო პავლე ინგოროყვა. საბოლოოდ შედეგად, საზღვრები ისე გატარდა, რომ ისტორიული ჰერეთის დიდი ნაწილი საინგილო აზერბაიჯანის შემადგენლობაში აღოჩნდა; გარეჯის მონაკვეთი კი დაუდგენელი დარჩა და მასზე მუშაობა წლები გაგრძელდა. 1924 წლის აჯანყების შემდეგ მოხდა საზღვრების მარკირება და საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვარმა დავითის ლავრის აღმოსავლეთით მდებარე ქედის თხემზე, უდაბნოს მონასტერზე გაიარა.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნისას სამხედრო, სამეურნეო ან სხვა მიზეზები გამო საზღვრები მუდმივი არ იყო და ხშირად იცვლებოდა. ამის გამო არსებობს რამდენიმე რუკა, რომელიც განსხვავებულ საზღვრებს უთითებს. თანამედროვე აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც ეყრდნობიან, არის 1938 წლის რუკა მასშტაბით 1:500000. ამ რუკაზე კი საზღვარი გადის ქედის ძირში და არა თხემზე.

                                     

1. მოვლენები

2019 წლის 25 აპრილს გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონმა ონიანი განაცხადა, რომ უკანასკნელი 3 დღის მანძილზე აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა უდაბნოს მონასტერი გადაკეტეს და სასულიერო პირებს იქ აღარ უშვებენ:

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ კომუნიკაცია მიდის აზერბაიჯანულ მხარესთან ამ ვითარების მოსაგვარებლად.

მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ეს პრობლემა მოგვარდა. საპასუხოდ არქიმანდრიტმა თქვა, რომ არანაირი ცვლილება არ მომხდარა და აზერბაიჯანელ სამხედროებს ისევ აქვთ დაკავებული მოცემული ტერიტორია.

25 აპრილს აზერბაიჯანულ პრესაში გავრცელდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება:

მომდევნო დღის მდგომარეობით გადაკეტილი გზა გახსნილი იყო და მომლოცველებსა და ტურისტებს შეეძლოთ თავისუფლად შესულიყვნენ უდაბნოს მონასტრის ტერიტორიაზე. ამავე დღეს ქართველი გიდების აქცია გაიმართა თბილისში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოსთან. 28 აპრილს, აღდგომა დღეს გზა თავისუფალი იყო და შესაბამისი სააღდგომო ლიტურგიაც ჩატარდა.

30 აპრილის ლიტურგიის დროს მომლოცველებმა თავისუფლად შეძლეს უდაბნოს მონასტერთან მისვლა, მაგრამ წირვის დროს უდაბნოს ტაძრის ტერიტორიას აზერბაიჯანელი მესაზღვრეები გაზრდილი რაოდენობით აკონტროლებდნენ. 2 მაისს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, რომ გარეჯის თემაზე მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები აზერბაიჯანულ მხარესთან და გარკვეული დადებითი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. დავით ზალკალიანის თქმით 2 მაისი უახლოეს მომავალში საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა განახლდებოდა. 5 მაისს სამოქალაქო აქტივისტებმა სადავო ნაწილს ცოცხალი ჯაჭვი შეამოვლეს.

14 მაისს ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის წარმომადგენელთა შეხვედრა, რის ფარგლებშიც გაიმართა კომისიის 11 სხდომა; შედეგად საზღვრის 480-კილომეტრიან მონაკვეთზე შეთანხმება შედგა და განსახილველი დარჩა 166-კილომეტრიანი მონაკვეთი. 23 მაისს აზერბაიჯანელთა მხრიდან გზის გაყვანა დაიწყო ჩიჩხიტურის კოშკთან. დავითგარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა. ჩაიკეტა აღდგომის ტაძრისკენ მისასვლელი გზა და ჩიჩხიტურის კოშკის მიმდებარე ტერიტორია. მოლაპარაკებები 24 მაისსაც ჩატარდა. 25 მაისს აქ საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები ჩავიდნენ. ამავე დღესვე გზის გაყვანის სამუშაოები შეწყდა.

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ჩიჩხიტურის მონასტერთან საქართველოს დროშა აღმართეს და ჰიმნი გააჟღერეს. 28 მაისს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა აქცია-მსვლელობა 15 ეპარქიის მრევლისა და სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობით, ლოზუნგით "დავითგარეჯი საქართველოა".

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →