Back

ⓘ ბნელი მატერია



ბნელი მატერია
                                     

ⓘ ბნელი მატერია

ბნელი მატერია - მატერიის ფორმა, რომელიც გალაქტიკებისა და სამყაროს უდიდესი სტრუქტურების ფორმირებას ახდენს. ის ჩვეულებრივი მატერიის ნაწილაკებს ერთმანეთისკენ იზიდავს. ბნელი მატერია დიდი აფეთქების პირველივე წამს წარმოიქმნა. როგორც ცნობილია, დაკვირვებადი სამყაროს 27% სწორედ ბნელი მატერიისგან შედგება.

                                     

1. კვლევის ისტორია

ბნელი მატერიის ჰიპოთეზა 30-იან წლებში შვეიცარიელმა ასტრონომმა ფრიც ცვიკიმ გამოთქვა. მან ის სიჩქარეები გაზომა, რომლითაც გალაქტიკები ბრუნავენ დედამიწიდან 321 მილიონი სინათლის წლით დაშორებული ვერონიკას თმების გალაქტიკების ერთობლიობა ცენტრის ირგვლივ. ცვიკმა გამოიანგარიშა, რომ თუ ამ გროვის მასა, მისი ხილული გალაქტიკების მასაზე მეტი არ იქნებოდა, გალაქტიკები დიდი ხნის წინ გაიფანტებოდნენ. მისი ვარაუდით, ის ფაქტი, რომ "ვერონიკას თმები" მილიარდობით წლების განმავლობაში არსებობდა, იმას ნიშნავს, "რომ სამყაროში ბნელი მატერია გაცილებით უფრო მაღალი სიმკვრივის მქონეა, ვიდრე ხილული მატერია". შემდეგმა კვლევებმა აჩვენა, რომ გალაქტიკები არასდროს ჩამოყალიბდებოდნენ, თუ ბნელი მატერიის მიერ განპირობებული გრავიტაცია პირველად სუბსტანციებს ერთად არ შეაგროვებდა, როდესაც სამყარო ახალგაზრდა იყო.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →