Back

ⓘ აზერბაიჯანის საფინანსო პოლიტიკა



                                     

ⓘ აზერბაიჯანის საფინანსო პოლიტიკა

აზერბაიჯანის საფინანსო პოლიტიკა - ქვეყნის დამოუკიდებელი დარგი საფინანსო ურთიერთობების სფეროში. იგი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელებას. საფინანსო პოლიტიკა ხორციელდება საფინანსო სისტემის საშუალებით. მისი მთავარი მიზანია ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება, რომელიც ეფუძნება ქვეყნის ფინანსურ ურთიერთობებსა და ფინანსურ პოტენციალს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტრო არის ცენტრალური აღმასრულებელი ორგანო, რომელიც ახორციელებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსურ პოლიტიკას და ატარებს საჯარო ფინანსების მართვას.

                                     

1. საბანკო სისტემა

აზერბაიჯანში მოქმედებს განვითარებული, საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული საბანკო სისტემა. ქვეყანაში მოქმედებს 45 ბანკი და 530 საბანკო ფილიალი.

ცენტრალური ბანკი

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში 1919 წლის 16 სექტემბერს მიიღეს აზერბაიჯანის სახელმწიფო ბანკის დადგენილება. იმავე წლის 30 სექტემბერს ბანკმა დაიწყო თავისი საქმიანობა. 1923 წელს სსრკ-ს ბანკის დაფუძნების შემდეგ გაიხსნა ბაქოს განყოფილება და უკვე მთლიანი სისტემა ცენტრალური დეპარტამენტიდან იმართებოდა. 1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა. დაარსდა საბანკო სისტემის ჩამოყალიბებისთვის სამართლებრივი საფუძველი. ამან განაპირობა აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის აღდგენის საშუალება. 1992 წლის 11 თებერვალს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას ეროვნული ბანკის დაფუძნების შესახებ სსრ კავშირის სახელმწიფო ბანკის ინსტიტუტების, ინდუსტრიული სამშენებლო ბანკისა და აგროპრომბანკის ბაზაზე. 2009 წელს ბანკს ეწოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკი.

                                     

2.1. საფინანსო პოლიტიკა საბიუჯეტო პოლიტიკა

აზერბაიჯანის საბიუჯეტო პოლიტიკა განისაზღვრება აზერბაიჯანის კონსტიტუციის, საბიუჯეტო კოდექსის მიერ, რომლებიც აწესებენ ბიუჯეტის პროცესში ინდივიდუალური ორგანოების ფუნქციებსა და კანონმდებლობას. საბიუჯეტო პოლიტიკამ უნდა გადაწყვიტოს ძირითადი ამოცანები, ესენია:

  • ფინანსური მექანიზმის ჩამოყალიბება და მისი განვითარება ცვალებადი მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად.
  • სხვადასხვა ფინანსური წყაროების ფორმირების პირობების გარანტირება
  • ფინანსური მეთოდებით ეკონომიკური და სოციალური პროცესების ჩამოყალიბება, რეგულირება და ხელშეწყობა
  • ხარჯების განსაზღვრა
  • ფედერალური ბიუჯეტის წილის განსაზღვრა კონსოლიდირებული ბიუჯეტის მთლიანი თანხიდან
  • ფინანსური რესურსების შესაბამისი განაწილებისა და გამოყენების განსაზღვრა
  • ბიუჯეტის დეფიციტისა და პროფიციტის განსაზღვრა
  • სახელმწიფო ვალის მართვის ამოცანების განსაზღვრა

რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემას ადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი და ადგილობრივი ბიუჯეტები.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ბიუჯეტის მიზანია ეკონომიკური, სოციალური და სხვა სტრატეგიული პროგრამებისა და პრობლემების გადაწყვეტა კანონმდებლობის ფარგლებში. სახელმწიფო ბიუჯეტის სისტემა შედგება ცენტრალიზებული შემოსავლისა და ხარჯებისგან, ასევე ადგილობრივი შემოსავლებისგანაც.

ადგილობრივი ბიუჯეტი საფინანსო რესურსებია, რომელიც ყალიბდება და გამოიყენება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების შესაბამისად თვითმმართველობის პრინციპების რეალიზაციისთვის და ასევე მუნიციპალიტეტების მიერ კონსტიტუციის ფარგლებში დადგენილი უფლებამოსილებების შესასრულებლად.

                                     

2.2. საფინანსო პოლიტიკა ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სისტემა

აზერბაიჯანის რესპუბლიკისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებითაა განსაზღვრული. ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტი ფორმირდება სახელმწიფო გადასახადების ხარჯზე, ასევე სხვა გადასახადების ხარჯზე. ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის საბიუჯეტო სახსრები გამოიყენება ავტონომიური რესპუბლიკის სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე, მოსახლეობის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად დაკავშირებული საქმიანობის დაფინანსებით.

                                     

2.3. საფინანსო პოლიტიკა საგადასახადო პოლიტიკა

საგადასახადო პოლიტიკის მთავარი მიზანი ბიუჯეტის ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფაა. საგადასახადო პოლიტიკა ქმნის საგადასახადო სისტემას, რომელიც განსაზღვრავს გადასახადების შემადგენლობას, საგადასახადო განაკვეთების რაოდენობას, სარგებელსა და სანქციებს. საგადასახადო პოლიტიკა წყვეტს ფინანსურ ამოცანებს, რომელიც მოიცავს ფინანსების მობილიზებას ყველა დონეზე, ეკონომიკურ ან მარეგულირებელ ბიუჯეტებში; ეკონომიკის სფეროების განვითარებაში.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგადასახადო სისტემაში გადასახადები იყოფა ადგილობრივი გადასახადებზე მუნიციპალური გადასახადები, სახელმწიფო გადასახადებსა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის გადასახადებზე.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახური ერთიანი ცენტრალიზებული სისტემაა, რომელიც შედგება გადასახადებისა სამინისტროსგან და ტერიტორიული საგადასახადო ორგანოებისგან, რომელიც უშუალოდ სამინისტროს ემორჩილება. გადასახადების სამინისტრო აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო მმართველობის ორგანოების ნაწილია და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და მთავრობის დაქვემდებარებაშია.



                                     

2.4. საფინანსო პოლიტიკა საბაჟო პოლიტიკა

სახელმწიფო ეკონომიკის გავლენის ფორმებისა და საგადასახადო პოლიტიკის კონკრეტული სფერო, რაც დამოკიდებულია სხვა სახელმწიფოებთან ეკონომიკური კოორდინაციის გარკვეულ მიზნებზე. სახელმწიფოს აქვს უფლება გამოიყენოს საბაჟო პოლიტიკის გარკვეული ფუნქციების შიდა ბაზრისა და მომსახურების იმპორტის შეზღუდვის ან გაზრდის მიზნებში, აგრეთვე საქონლისა და მომსახურების ექსპორტის შეზღუდვას სახელმწიფოს მხრიდან.

                                     

2.5. საფინანსო პოლიტიკა საინვესტიციო პოლიტიკა

სანვესტიციო პოლიტიკას ქვეყანაში არეგულირებს ორი კანონი: "აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ", რომელიც მიიღეს 1992 წლის 15 იანვარს და "აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონი საინვესტიციო საქმიანობაზე", რომელიც მიღებულ იქნა 1995 წლის 13 იანვარს.

საინვესტიციო პოლიტიკის მიზანია:

  • თანამედროვე ინსტიტუციონალური ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი წვლილის გაზრდა.
  • პირადი საკუთრების დაცვა და კორპორაციული მართვის გაუმჯობესება;
  • ყველა ინვესტორისთვის უფრო ხელსაყრელი კონკურენციის გარემოს შექმნა საკუთრების ფორმის მიუხედავად;
  • საინვესტიციო საქმიანობის მარეგულირებელი და სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესება;
  • სტაბილური ნორმატიული სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს როლის გაზრდა;

აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკაში ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, მთავრობა ატარებს "ღია ფანჯრის" პოლიტიკას.

2003 წელს აზერბაიჯანში ინვესტიციების პოტენციალის გაზრდის მიზნით შეიქმნა აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდი AZPROMO. იგი ეხმარება უცხო ინვესტორებს საინვესტიციო პროექტების განხორციელებაში, ადგილობრივი ბიუროკრატიის წინააღმდეგ ბრძოლასა და უადვილებს მათ ქვეყანაში ჩამოსვლას.



                                     

2.6. საფინანსო პოლიტიკა სავალუტო პოლიტიკა

ცენტრალური ბანკის მიერ დაფინანსებული მონეტარული პოლიტიკის ორიენტაცია და ფორმა დამოკიდებულია აზერბაიჯანის შიდა ეკონომიკურ მდგომარეობასა და მის ადგილზე მსოფლიო ბაზარზე. ცენტრალური ბანკი ჩვეულებრივ იყენებს მონეტარული პოლიტიკის ორი ძირითად ფორმას: საბუღალტრო და საკურსო.

2007 წელს აზერბაიჯანის ეროვნული ბანკის ფულადი რეზერვების მოცულობა ორჯერ გაიზარდა. 2009 წლის დასაწყისში მეზობელი ქვეყნების ვალუტის გაუფასურების პროცესი გავლენას ახდენდა აზერბაიჯანის სავალუტო ბაზარზე. ცენტრალურმა ბანკმა ფინანსური მდგრადობა აირჩია, როგორც მთავარი ამოცანა და განხორციელებული ფულადი ჩარევა 1 მილიარდი დოლარის ოდენობით საბოლოო ჯამში ფულის ბაზრის სრულყოფილ სტაბილიზაციამდე მიიყვანა. 2011 წლის პირველი თვის განმავლობაში აზერბაიჯანის ცენტრალურმა ბანკმა საკურსო პოლიტიკა განახორციელა ფულის ბაზარზე მიწოდების არხების განვითარების პირობებში.

2011 წლის განმავლობაში ინფლაციისა და დეფლაციის შედეგებზე კომპენსაციის მოცულობამ გადააჭარბა 4 მილიარდ დოლარს. სტერილიზაციის ღონისძიებების შედეგად, დოლარის მიმართ ეროვნული ვალუტის კურსი 1.5% -ით გაიზარდა. აზერბაიჯანში მანათის სტაბილურობა პოზიტიურ გავლენას ახდენს ფინანსური სტაბილურობასა და მაკროეკონომიკურ სექტორებზე.

2012 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანის მანათის მაჩვენებელი გამყარდა უკრაინის, იაპონიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ვალუტების კურსებთან.

                                     

3. ბაქოს საფონდო ბირჟა

1999 წლის 25 დეკემბერს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი ბირჟის დაარსებისთვის. იგი დაარსდა 2000 წლის 15 თებერვალს. ბირჟა წარმოადგენს დახურულ სააქციო საზოგადოებას. ბაქოს საფონდო ბირჟის დამფუძნებლები იყო აზერბაიჯანის 16 უმსხვილესი ბანკი, ორი საფინანსო კომპანია და სტამბოლის საფონდო ბირჟა. ბირჟაზე პირველი ვაჭრობა განხორციელდა 2000 წლის 1-ლ სექტემბერს. 2002 წელს დაიწყო პროექტი ბაქოს საფონდო ბირჟის ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით.

                                     

4. ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის პალატა

2016 წლის დასაწყისში ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის პალატის შექმნის თაობაზე. ამან უზრუნველყო ქვეყნის ფინანსური ბაზრის ერთიანი რეგულირება. პალატა შეიქმნა მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, რათა გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, უზრუნველყოს გამჭვირვალობა და გაზარდოს საჯარო ადმინისტრირების ეფექტურობა. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, პალატა რეგულირდება მმართველობის კოლეგიური პრინციპების შესაბამისად და ეფუძნება საოპერაციო და ფინანსური დამოუკიდებლობის პრინციპებს.

ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის პალატას აქვს ორმხრივი მართვის სტრუქტურა. უმაღლესი მმართველი ორგანო - დირექტორთა საბჭო იქმნება სახელმწიფოს მეთაურის, ხოლო საოპერაციო მართვა ხორციელდება საბჭოს მიერ. დირექტორთა საბჭო განსაზღვრავს პალატის ყველა სტრატეგიულ ასპექტს, ორგანიზაციულ სტრუქტურას, შიდა პროცედურებსა და წესებს, რეგლამენტის მიღებას. დირექტორთა საბჭო ასევე განსაზღვრავს დაფინანსების პრინციპებსა და ბიუჯეტს.

                                     

5. რესურსები ინტერნეტში

  • Baku Sock Exchamge დაარქივებული 2017-12-01 საიტზე Wayback Machine. აზერბაიჯანული ინგლისური - ოფიციალური ვებ-გვერდი
  • Financial Monitoring Service of Azerbaijan დაარქივებული 2015-07-02 საიტზე Wayback Machine. აზერბაიჯანული - ოფიციალური ვებ-გვერდი
  • Financial Market Supervisory Authority FIMSA დაარქივებული 2018-10-03 საიტზე Wayback Machine. აზერბაიჯანული - ოფიციალური ვებ-გვერდი
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →