Back

ⓘ მატერია



მატერია
                                     

ⓘ მატერია

მატერია - ფიზიკური სუბსტანცია, რომელიც შედგება ფიზიკური ობიექტებისაგან.

ყველაფერი რაც რეალურად არსებობს სამყაროში, მატერიაა. მატერიას, რომლისგანაც შედგება ფიზიკური სხეული, ნივთიერება ეწოდება. ნივთიერებაა: ჰაერი, წყალი, მიწა, ხე, მეტალები. მაგრამ ბუნებაში არ შეიძლება ყველაფერს ეწოდოს ნივთიერება. მაგალითად, სინათლე, რადიოტალღები, ელექტრული და მაგნიტური ველები არ წარმოადგენენ ნივთიერებას. ეს არის მატერიის არსებობის სხვა ფორმა - მას ველი ეწოდება. მატერია არსებობს ნივთიერებისა და ველის სახით.

სამყაროს მრავალსაუკუნოვანმა შესწავლამ მეცნიერები მიიყვანა დასკვნამდე, რომ მატერია არ არსებობს მოძრაობის გარეშე –– მოძრაობა მატერიის ძირითადი თვისებაა. სამყარო მოძრავი მატერიაა. ბუნებაში ნებისმიერი მოძრაობა ემორჩილება გარკვეულ კანონებს. ფიზიკის ნაწილს, რომელიც შეისწავლის სხეულთა მოძრაობას, მექანიკა ეწოდება.

                                     

1. ლიტერატურა

  • ვ.ა. ვაშაყმაძე, "ფიზიკა მოსამზადებელი განყოფილების მსმენელებისა და აბიტურიენტებისათვის", თბ., 1985
  • ბ. ბუხოვცევი, ი. კლიმენტოვიჩი, გ. მიაკიშევი. "ფიზიკა მეცხრე კლასის სახელმძღვანელო", თბ., 1988
  • ი.კიკოინი, ა.კიკოინი, "ფიზიკა მერვე კლასის სახელმძღვანელო", თბ., 1989
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →