Back

ⓘ მონეტარული პოლიტიკა




მონეტარული პოლიტიკა
                                     

ⓘ მონეტარული პოლიტიკა

მონეტარული პოლიტიკა - მაკროეკონომიკური პროცესი, რომელიც მართავს ქვეყანაში ვალუტის მარაგს, რათა მიაღწიოს ისეთ ეკონომიკურ მიზნებს, როგორიცაა ფასების სტაბილურობა, მოსახლეობის სრული დასაქმება, ფინანსური სტაბილურობა და სხვ. მონეტარულ პოლიტიკას ძირითადად წარმართავს ცენტრალური ბანკი მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების მეშვეობით.

                                     

1. მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები

მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები გამოიყენება ცენტრალური ბანკის მიერ საოპერაციო ორიენტირის მისაღწევად. ძირითადად განასხვავებენ სამი ტიპის ინსტრუმენტს:

  • სარეზერვო მოთხოვნები
  • ღია ბაზრის ოპერაციები
  • მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები

ღია ბაზრის ოპერაციები ცენტრალური ბანკის მიერ კომერციულ ბანკებთან განხორციელებული ტრანზაქციებია თავად ცენტრალური ბანკის ინიციატივით. ეს ტრანზაქციები მოიცავს ა) სასესხო ოპერაციებს, განხორციელებულს, როგორც წესი, აუქციონების მეშვეობით; ბ) სავალო ფასიანი ქაღალდების პირდაპირ შესყიდვა/გაყიდვას. მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ღია ბაზრის ოპერაციები მოიცავს რეფინანსირების სესხებითა და ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტით ფინანსური ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდების ოპერაციებს და ასევე, მთავრობის სახაზინო ვალდებულებების, სახაზინო ობლიგაციებისა და ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატების გაყიდვის ოპერაციებს ლიკვიდობის ამოსაღებად.

მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები ცენტრალურ ბანკთან კომერციული ბანკების მიერ განხორციელებული ოპერაციებია ამ უკანასკნელთა ინიციატივით. ისინი ძირითადად მოიცავს ერთდღიან სესხებს კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდების ოპერაციებს გარკვეულ გირაოზე დაყრდნობით და ერთდღიან დეპოზიტებს ლიკვიდობის ამოღების ოპერაციებს ცენტრალური ბანკის სპეციალურ ანგარიშზე სახსრების განთავსებით.

სარეზერვო მოთხოვნები ავალდებულებს კომერციულ ბანკებს მოზიდული სახსრების ძირითადად, კლიენტთა დეპოზიტების ნაწილის განთავსებას ცენტრალური ბანკის ანგარიშებზე. კერძოდ, საშუალო მოზიდული სახსრებისთვის კომერციული ბანკები ვალდებულები არიან წინასწარ ცნობილი დასაცავი პერიოდის განმავლობაში ცენტრალურ ბანკში საკორესპოდენტო ანგარიშზე საშუალო ნაშთის სახით იქონიონ არანაკლებ მინიმალური სარეზერვო თანხისა. როგორც წესი, სარეზერვო თანხას ერიცხება სარგებელი. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული დასაცავი პერიოდი 14 დღეა და ამასთან, მოთხოვნები განსხვავებულია მოზიდული სახსრების დენომინაციის მიხედვით, მათ შორის, სარეზერვო მოთხოვნები შეადგენს 7%-ს ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე და 20%-ს - უცხოური ვალუტით ნასესხებ სახსრებზე.

                                     

2. მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ორიენტირი

მონეტარული პოლიტიკის საოპერაციო ორიენტირი წარმოადგენს იმ ეკონომიკურ მონეტარულ ცვლადს, რომლის უშუალო ცვლილებითაც ცენტრალური ბანკი აღწევს მანდატით განსაზღვრულ საბოლოო მიზნებს ფასების სტაბილურობას, დაბალ უმუშევრობის დონეს და ა.შ. ხშირად ორიენტირად აიღება მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი, სარეზერვო ფული ან სხვა მონეტარული აგრეგატები.

საქართველოს ეროვნული ბანკი საოპერაციო ორიენტირად იყენებს საპროცენტო განაკვეთს მოკლევადიან ერთკვირიან ლარის სესხზე რეფინანსირების სესხზე, რომელსაც იგი კომერციულ ბანკებზე გასცემს, ძირითადად, აუქციონების სახით. აღნიშნული განაკვეთი ხშირად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთად ან რეფინანსირების განაკვეთად მოიხსენიება. 2017 წლის ბოლოსთვის ის 7.25%-ს შეადგენს.

                                     

3. რესურსები ინტერნეტში

  • European Central Bank
  • US Federal Reserve
  • Bank for International Settlements
  • CentralBankNews.info
  • Central Bank Rates: worldwide rates, monetary meetings, central banks
  • Collection of historical documents relating to monetary policy in the United States
  • საქართველოს ეროვნული ბანკი
                                     
  • დაცულ იქნას გარკვეული სასურველი ზედა და ქვედა ზღვარი. მაკროეკონომიკა მონეტარული პოლიტიკა ფულის მიწოდება ჩანტლაძე ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ
  • შემცირება, და 4 ფულის მიწოდების კონტროლი ინფლაციის შეზღუდვის მიზნით მონეტარული პოლიტიკა საშინაო ხარჯების შემცირების მცდელობით გადასახადების შემცირების
  • ექნება ეკონომიკაზე. გაზრდილი ლარიზაციის პირობებში ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა გახდება უფრო ეფექტიანი, რაც აუცილებელი წინაპირობაა ეკონომიკური სტაბილურობისათვის
  • ინსტიტუციონალური ცვლილებები. კერძოდ, მონეტარული პოლიტიკა გადავიდა ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე, შემოღებულ იქნა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი და პოლიტიკის
  • ეკონომიკური ფორმაცია - ეკონომიკური ზრდა - მოთხოვნა და მიწოდება - მონეტარული პოლიტიკა - მოხმარების თეორია - პოლიტიკური ეკონომია საბაზრო ეკონომიკა საერთაშორისო
  • აზერბაიჯანის საფინანსო პოლიტიკა - ქვეყნის დამოუკიდებელი დარგი საფინანსო ურთიერთობების სფეროში. იგი მიზნად ისახავს აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების
  • კვლევის ძირითადი მიმართულებებია: მაკროეკონომიკა, მაკროეკონომიკური პოლიტიკა მონეტარული და ფისკალური მაკროეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა, საზოგადოებრივი
  • დაკავშირებული საგადასახადო და მონეტარული პოლიტიკა სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტი ინდუსტრიული და ტექნოლოგიური პოლიტიკა აგრარული პოლიტიკა ენერგოპოლიტიკა მაკროეკონომიკური
  • ორგანიზაციებთან, რათა შეცვალონ ბრიტანეთის მთავრობაში, საერთაშორისო მონეტარული IMF და მსოფლიო ბანკის პოლიტიკა QPSW ასევე მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს ბრიტანეთში
  • საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა
  • კანონის გზით. 1990 - იანი წელების ისრაელის ბანკის სტრატეგია გულისხმობდა, რომ მონეტარული პოლიტიკის უმთავრესი მიზანი უნდა იყოს ფასების სტაბილურობის ხელშეწყობა.
  • დაბალანსებული, ფულის მიწოდების მცირედი ზრდა იყო უკეთესი ეკონომიკური პოლიტიკა მისმა იდეებმა მონეტარული პოლიტიკის, დაბეგვრის, პრივატიზაციის და დერეგულაციის შესახებ
  • მთავრობამ განაგრძეს გაცილებით ფრთხილად და კონსერვატიული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა და თანდათან გაატარეს ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური რეფორმები. გარდა