Back

ⓘ ბიოტური მატერია




                                     

ⓘ ბიოტური მატერია

ბიოტური მატერია ან ბიოლოგიურად წარმოებული მატერია - ნებისმიერი მატერია, რომელიც წარმოიქმნება ცოცხალი ორგანიზმებისაგან. ასეთი მატერიების უმეტესობა შეიცავს ნახშირბადს და დაშლის უნარი აქვთ.

დედამიწაზე ყველაზე ადრეული სიცოცხლე სულ ცოტა 3.5 მილიარდი წლის წინ წარმოიშვა. სიცოცხლის უფრო ადრეული ფიზიკური მტკიცებულებები მოიცავს 3.7 მილიარდი წლის მეტასედიმენტურ კლდეებში გრენლანდიაში აღმოჩენილ გრაფიტს ბიოგენური სუბსტანცია, ასევე "ბიოტური სიცოცხლის ნარჩენებს", რომლებიც აღმოჩენილია 4.1 მილიარდი წლის კლდეებში დასავლეთ ავსტრალიაში. დედამიწის ბიომრავალფეროვნება უწყვეტად ფართოვდებოდა, თუ მას მასობრივი გადაშენება არ შეაჩერებდა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს მიაჩნიათ, ყველა სახეობის 99% 5 მილიარდზე მეტი, რომელსაც ოდესმე უცხოვრია დედამიწაზე, გადაშენებულია, დედამიწაზე მაინც 10-14 მილიონი სახეობა არსებობს, რომელთაგან 1.2 მილიონის დოკუმენტაცია მოხერხდა და 86%-ზე მეტი ჯერ კიდევ აღუწერელია.

ბიოტური მატერიის მაგალითებია: ხე, ლინოლეუმი, ჩალა, ჰუმუსი, ნაკელი, ქერქი, ნედლი ზეთი, ბამბა, ობობის აბრეშუმი, ძვალი და სხვა.

Users also searched:

ეკოლოგიური ფაქტორები, ინტრალური, მონერები, სიცოცხლის ორგანიზაციის დონეები ვიკიპედია,

...
...
...