Back

ⓘ მასობრივი კულტურა



                                     

ⓘ მასობრივი კულტურა

მასობრივი, პოპულარული კულტურა, ანუ პოპ კულტურა წარმოადგენს იდეების, პერსპექტივების, დამოკიდებულებებისა და სხვა ფენომენების ერთობლიობას, რომლებიც ბატონობენ მეოცე საუკუნის შუიდან დასავლურ კულტურაში, იმავე საუკუნის ბოლოდან კი გლობალურ მეინსტრიმ კულტურაში. მასმედიის გავლენის დამსახურებით პოპ კულტურა აღწევს ინდივიდების ყოველდღიურ ცხოვრებაში. პოპ კულტურის ყველაზე გავრცელებული კატეგორიებია გართობა, სპორტი, სიახლეები, პოლიტიკა, მოდა და ტექნოლოგია.

                                     

1. განმარტებები

"მაღალი" და "ოფიციალური" კულტურისგან განსხვავებით, პოპ კულტურა ტრადიციულად ასოცირებული იყო დაბალ სოციალურ კლასებთან და გაუნათლებლობასთან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მასმედიის განვითარებას მოჰყვა დიდი საზოგადოებრივი ცვლილებები, რამაც პოპულარული კულტურა დაბალ სოციალურ სტატუსსა და გაუნათლებლობას ჩამოაშორა.

დღესდღეობით არსებობს პოპულარული კულტურის 6 განმარტება:

  • პოსტმოდერნისტული პერსპექტივა - "უბრალოდ კულტურა". ეს პერსპექტივა აღარ ახდენს დიფერენციაციას "მაღალ" და "პოპულარულ" კულტურებს შორის.
  • რაოდენობრივი განმარტება - ყველაფერი რაც საზოგადოების უმრავლესობის დაინტერესებას იწვევს.
  • დასავლურ ევროპული განმარტება - კომერციული კულტურა, რომელიც დასავლურ ევროპული გადმოსახედიდან ასოცირებულია მასიურ მოხმარებასთან, ამერიკულ კონსუმერიზმთან და მასიურად წარმოებულ პროდუქტებთან.
  • კრიტიკულ თეორისტთა პერსპექტივა- საზოგადოებაში შევიწროვებული ჯგუფებისა და გაბატონებული ჯგუფების ჭიდილის არეალი. შევიწროვებული ჯგუფები პოპ კულტურით წინააღმდეგობას უწევენ გაბატონებულ ჯგუფებს. გაბატონებული ჯგუფები კი, თავის მხრივ, ცდილობენ შევიწროვებული ჯგუპების შერევას, შეერთებას.
  • "ჭეშმარიტი" კულტურა. ის რაც ხალხს აწუხებს, და რასაც ხალხი აქტუალურად თვლის. ეს დეფინიციაც პრობლემატურია, რადგან რთულია განმარტო "ხალხი"
  • კლასიკური განმარტება - კულტურის ის ელემენტები, რომლებიც "მაღალ კულტურას" არ ეკუთვნის. ეს განმარტება პრობლემატურია რადგან ზოგ შემთხვევაში რთულია გაავლო ზღვარი "მაღალ კულტურასა" და "პოპ კულტურას შორის" მაგალითად უილიამ შექსპირის პიესები უდავოდ უმაღლესი კულტურის ნაწილა, მაგრამ ამავდროულად პოპულარულ კულტურასაც ეკუთვნის.
                                     

2. ფოლკლორი და ინტერნეტ კულტურა

სოციოლოგთა აზრით ფოლკლორი პოპულარული კულტურის წინაპარს წარმოადგენს. კულტურული მეინსტრიმის ეს ადრეული ფორმა დღესაც არსებობს - ანეგდოტების, ჭორების, სლენგისა და სხვა ფორმებით. ინტერნეტის დამსახურებით დღესდღეობით რთულია ზღვარი გაავლო ფოლკლორსა და პოპ კულტურას შორის.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →