Back

ⓘ მარტის მოვლენები




მარტის მოვლენები
                                     

ⓘ მარტის მოვლენები

მარტის მოვლენები - ეთნიკური დაპირისპირება ბაქოში, რომელსაც მოჰყვა ათასობით მსხვერპლი ძირითადად მუსლიმი აზერბაიჯანელების სახით. ანტიმუსულმანურ კამპანიაში აქტიური როლი შეასრულა სომხური პარტიის დაშნაკცუთიუნის შეიარაღებულმა ძალებმა.

                                     

1. წინარე ისტორია

აზერბაიჯანელი ისტორიკოსის აიდინ ბალაევის მიხედვით ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ რუსეთში და მათ შორის ამიერკავკასიაში შეიქმნა ხელისუფლების ვაკუუმი. ბაქოს კომუნა, რომელშიც მთავარ როლს თამაშობდნენ ბოლშევიკები და ესერები, ფაქტობრივად აკონტროლებდა ქალაქს. ადგილობრივ ბოლშევიკ ლიდერებს შორის წამყვან როლს თამაშობდნენ ეთნიკურად სომხები სტეფანე შაუმიანის მეთაურობით, რომელიც ხელმძღვანელობდა ბაქოს კომუნას და იყო კავკასიის საქმების საგანგებო კომისარი. ბაქოს კომუნის წითელარმიელებს შორის ასევე იყვნენ დაშნაკცუთიუნის წევრები. წითელი არმიის შტაბის უფროსი იყო მეფის რუსეთის ყოფილი პოლკოვნიკი ზ. ავეტისოვი, ხოლო მე-3 ბრიგადას ხელმძღვანელობდა დაშნაკი ამაზასპ სრვანძტიანი.

ამერიკელი ისტორიკოსის მაიკლ სმიტის მიხედვით სომხებს ახსოვდათ 1915 წლის გენოციდი და ხედავდნენ რა სისასტიკეს თურქული არმიის მხრიდან, სომეხი ჯარისკაცები ბრუნდებოდნენ სომხეთში სომეხი მოსახლეობის დასაცავად. სამხედრო ნაციონალიზმი საფუძვლად დაედო დაშნაკების იდეოლოგიას. მუსულმანურმა მოსახლეობამ, რომელიც რუსეთის იმპერიის მომხრეებად ითვლებოდნენ პირველი მსოფლიო ომის განმავლობაში, ახლა დაიწყეს შეიარაღება და დაუწყეს ლოდინი თურქებს შემოსვლას, რომლებსაც ისინი განმათავისუფლებლებად მიიჩნევდნენ.

პირველი მღელვარება დაიწყო ჯერ კიდევ 1917 წელს. დაპირისპირების ცენტრი გახდა მრავალეროვანი ბაქო, სადაც თავი მოიყარეს რუსულმა, სომხურმა და აზერბაიჯანულმა ძალებმა. რეგიონში წამყვანი ძალა ბაქოს კომუნა ხდებოდა, რომელშიც მთავარ როლს სოციალ-დემოკრატები და სხვადასხვა ეროვნების ესერები თამაშობდნენ. მუსულმანური მოსახლეობის ინტერესებს იცავდა პარტია მუსავატი, რომელიც პრაქტიკულად არც კი მონაწილეობდა ბაქოს მმართველობაში. შეიარაღებული მილიცია შედგებოდა რუსული არმიის ყოფილი ნაწილებისაგან და სომხური დანაყოფებისაგან, რომლებსაც დაშნაკები მეთაურობდნენ.

                                     

2. მღელვარება

აზერბაიჯანული მხარის მიხედვით მღელვარება დაიწყო მას შემდეგ, რაც ბაქოს კომუნამ ყოველგვარი მიზეზის გარეშე განაიარაღეს და დააპატიმრეს მცირე შეიარაღებული აზერბაიჯანული დაჯგუფება, რომელიც საპატიო ყარაულის ხარისხში ესწრებოდა მილიონერ ჰაჯი ტაგიევის შვილის დაკრძალვას.

1918 წლის 27 მარტს ლენქორანიდან ბაქოში ჩავიდა ორმოცდაათი ოფიცერი და ჯარისკაცი, მათ ჩამოაყალიბეს ლენქორანის კავალერიის ბაქოელ მუსულმანთა ეროვნული კომიტეტი. ისინი შეიკრიბნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ მათი კოლეგის ჰაჯი ტაგიევის შვილის, მამედის, დაკრძალვაში, რომელიც დაიღუპა აზერბაიჯანულ და რუსულ-სომხური ძალების დაპრისპირების დროს ლენქორანში. დაკრძალვის შემდეგ ოფიცრები და ჯარისკაცები იმავე გემით დაბრუნებას აპირებდნენ ლენქორანში, თუმცა ბაქოს კომუნის ხელმძღვანელობამ დააკავა გემი და ჯარისკაცებს მოსთხოვა 24 საათის განმავლობაში ჩაებარებინათ იარაღი. მდგომარეობის გართულების თავიდან აცილების მიზნით სამხედროებმა გადაწყვიტეს იარაღის ჩაბარება. კომუნარების მიერ განხორციელებულმა აღნიშნულმა ფაქტმა ქალაქის მუსლიმ მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია. ისინი თვლიდნენ, რომ ეს იყო ჰაჯი ტაგიევის შეურაცხყოფა და პროვოკაცია, რადგან განიარაღების ბრძანება არ შეხებიათ სხვა ეროვნების შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც იმ მომენტისთვის იმყოფებოდნენ ბაქოში. 30 მარტს ქალაქის სხვადასხვა უბნებში ააგეს ბარიკადები და დაიწყო გამოსვლები. დემონსტარნტები მოითხოვდნენ იარაღის დაბრუნებას ლენქორანელი ჯარისკაცებისათვის, ან განიარაღების ბრძანების გავრცელებას სხვა დაჯგუფებებზეც.

ამავე დღეს ბოლშევიკ ნარიმან ნარიმანოვის ბინაში გაიმართა მოლაპარაკება ბაქოელ კომისართა ლიდერ შაუმიანსა და მუსავატელთა ლიდერ მამედ რასულზადეს შორის. მხარეები თითქმის შეთანხმდნენ კიდეც ჩამორთმეული იარაღის დაბრუნებაზე, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია შემახის ქუჩაზე წითელი არმიის ნაწილების პროვოკაციული დაცხრილვის შესახებ. ბოლშევიკტა ლიდერებმა დაადანაშაულეს აზერბაიჯანელები, მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული დამნაშავეები ცნობილი არ იყო. მოლაპარაკებეი შეწყდა და დაიწყო სამხედრო მოქმედებები. მოგვიანებით სტეფანე შაუმიანმა აღიარა, რომ ისარგებლეს ამ იციდენტით, რათა გაენადგურებინათ ოპოზიცია მუსავატელების სახით.

თავდაპირველად დაშნაკებმა გამოაცხადეს ნეიტრალიტეტი, მაგრამ შემდეგ გადავიდნენ ბოლშევიკების მხარეს.

31 მარტის საღამოს მუსავატელებმა მიიღეს ულტიმატუმი და უკვე მომდევნო დღეს, 1 აპრილს, ბაქოშო, აზერბაიჯანელთა სახლებზე თეთრი ბაირაღები იყო გამოფენილი. მარტის მოვლენების ყველაზე ტრაგიკული მოვლენები სწორედ მუსავატელთა მიერ ულტიმატუმის მიღების შემდეგ მოხდა, როდესაც დაშნაკებმა დაიწყეს ბაქოს აზერბაიჯანული კვარტალების გადაწვა, ძაცვა და აზერბაიჯანელთა მკვლელობები. 1918 წლის 2 აპრილს ბაქოს კომუნამ უკვე განაცხადა მუსავატელებთან დაზავების შესახებ, მაგრამ აზერბაიჯანელთა ხოცვა-ჟლეტა და აწიოკება კვლავ გრძელდებოდა 5 აპრილამდე.

                                     

3. მარტის მოვლენები ისტორიოგრაფიაში

აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა მარტის მოვლენებზე. 1919 და 1920 წლის 31 მარტი მათ სამგლოვიარო დღეებად გამოაცხადეს.

დაშნაკური სომხეთის პირველი პრემიერ-მინისტრი ჰოვანეს კაჩაზნუნი ამბობდა, რომ დაშნაკების მოქმედება განპირობებული იყო სომხური სახელმწიფოს შექმნის სურვილით. სომეხი საბჭოთა ისტორიკოსების უმეტესობა მხარს უჭერდა სამოქალაქო ომის ვერსიას, ხოლო 1936 წელს გამოქვეყნდა ა. ლალაიანის ნაშრომი, სადაც "დაშნაკცუთიუნს", "გნჩაკს" და სხვა ორგანიზაციებს აღიარებდა იმპერიალისტურ დაჯგუფებებად, რომელთაც სურდათ "სომხეთის დამოუკიდებლობა საქართველოსა და აზერბაიჯანის ხარჯზე".

ისტორიკოს მაიკლ სმიტის აზრით საბჭოთა პერიოდში მარტის მოვლენების ისტორია ფალსიფიცირებული იყო. ეს ამბები ისტორიაში შესული იყო როგორც მუსავატელთა აჯანყება საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ. საბჭოთა ხელისუფლებამ დაანგრია მარტის მოვლენების დროს დაღუპულთა სასაფლაო. აღნიშნულ ტერიტორიაზე შეიქმნა სერგეი კირვის სახელობის პარკი, რომელიც 1990 წელს "შავი იანვრის" მსხვერპლთა სასაფლაოდ გადაკეთდა. შავი იანვრის მსხვერპლთა გვერდით ამჟამად განისვენებს 1918 წელს დაღუპული სამი ნეშტი, სამივეს საფლავზე წარწერაა "1918 წლის შაჰიდები".

1998 წელს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა მარტის მოვლენების მსხვერპლთა პატივისცემის ნიშნად, 31 მარტი გამოაცხადა აზერბაიჯანელთა გენოციდის დღედ.

2012 წლის 27 მარტს ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს ინიციატივით, შტატის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც 31 მარტი 1918 წელს დაღუპულთა პატივისცემის ნიშნად გამოცხადდა "აზერბაიჯანელთა ხსოვნის დღედ".



                                     

4. ლიტერატურა

  • Suny, Ronald Grigor 1972. The Baku Commune. Princeton University Press, გვ. 217–221. ISBN 978-0-691-05193-2.
  • Pasdermadjian, Garegin 1918. Why Armenia Should be Free: Armenias Role in the Present War. The Armenian National Union of America, გვ. 188–199.
  • Ratgauzer, Iakov A. 1927. Революция и гражданская война в Баку, 1917-1918. Красный Восток.
  • Northcote, Dudley S. 1922. "Saving Forty Thousand Armenians". Current History. New York Times Co. ციტირების თარიღი: 12 December 2008. CS1-ის მხარდაჭერა: დამატებითი პუნქტუაცია link
  • Alstatdt, Audrey L. 1992. The Azerbaijani Turks: power and identity under Russian rule. Hoover Press. ISBN 978-0-8179-9182-1.
  • Swietochowski, Tadeusz 2004. Russian Azerbaijan, 1905-1920: The Shaping of a National Identity in a Muslim Community. Cambridge University Press. ISBN 978-0-521-52245-8.
  • Kazemzadeh, Firuz 1950. The Struggle for Transcaucasia 1917-1921. Anglo Caspian Press Lted, გვ. 360. ISBN 978-0-9560004-0-8.
  • Balayev, Aydin October 2008. "A Defining Moment For Azerbaijan". Azerbaijan in the World. I 18.
                                     
  • დეციმუს იუნიუს ბრუტუს ალბინუსმა და კიდევ რამდენიმე რომაელმა სენატორმა მარტის იდებზე. 1493 : ქრისტეფორე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა ამერიკაში თავისი პირველი
  • არსებობა დადასტურდა, ვირუსი კი მიაკუთვნეს კორონავირუსებრთა ოჯახს. 2020 წლის 11 მარტის მდგომარეობით დაფიქსირდა ინფიცირების 121 124 შემთხვევა, რომელთაგან 80 967
  • ხელშეკრულების პოლიტიკურ, ხოლო 27 ივნისს ეკონომიკურ ნაწილს. უკვე თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინაში დაიწყო აქციების სერიები რუსული ენის სტატუსთან
  • განლაგებული იყო ძველი მუსულმანური სასაფლაო, რომელშიც დაკრძალულნი იყვნენ 1918 წლის მარტის მოვლენებში დაღუპული ხალხი. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1935 წელს
  • იანვრის წელიწადი, რომლის პარალელურად ქორონიკონული აღრიცხვისათვის რჩება მარტის წელიწადი, იანვრის წელი სრულად მკვიდრდება XIV საუკუნიდან. ქართულ ისტოიულ
  • კავშირიდან გასასვლელად, საქართველოს რესპუბლიკაში ჩატარებული 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი იყო 1990 წლის კანონისაგან დამოუკიდებელი მოვლენა ქვეყნის ისტორიაში
  • ჩრდილო - აღმოსავლეთის კვადრატშია მარტის ბუნიობიდან სექტემბრის ბუნიობამდე და სამხრეთ - აღმოსავლეთის კვადრატში, სექტემბრის ბუნიობიდან მარტის ბუნიობამდე. მზის ჩასვლა
  • სოციალისტური რესპუბლიკის დედაქალაქში. აქციები მიმდინარეობდა 4 მარტიდან 9 მარტის ჩათვლით, საბჭოთა ჯარების მიერ დემონსტრანტების დარბევამდე. შინაგან საქმეთა
  • საშუალო დღეღამური ტემპერატურით საშუალოდ გრძელდება ნოემბრის მეორე დეკადიდან მარტის ბოლომდე. კალენდარული ზამთრის პერიოდში შეიძლება აღინიშნებოდეს ხანმოკლე 3 - 5
  • მისი XIII მოქცევის საწყისი თარიღი 781 წელია. ქართული დასაბამური კლაენდარი მარტის წელიწადისაა, რადგან მარტი ქრისტეანეთა შეხედულებით, არის ძირი ქვეყნის გაჩენისა

Users also searched:

1956 წლის 9 მარტის მოვლენები თბილისში, 1956 წლის გამოსვლები, 1959 წლის 9 მარტი, 9 აპრილი, 9 მარტის ტრაგედია,

...
...
...