Back

ⓘ ნიდერლანდური ენა



ნიდერლანდური ენა
                                     

ⓘ ნიდერლანდური ენა

ნიდერლანდული ენა, ან ჰოლანდიური ენა - ნიდერლანდელთა და ფლანდრიელთა ენა, მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის გერმანიკულ ჯგუფს. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრები ბურები, რომლებიც გადმოსახლებულნი არიან ნიდერლანდებიდან, მეტყველებენ ნიდერლანდული ენის ნაირსახეობაზე.

ნიდერლანდელთა და ფლანდრიელთა ენა-დიალექტების შესწავლით დაკავებულია ნიდერლანდისტიკა.

                                     

1. ნიდერლანდური თუ ჰოლანდიური

ნიდერლანდურ ენას ხშირად შეცდომით ჰოლანდიურს უწოდებენ. ჰოლანდიური წარმოადგენს არა ენას, არამედ მხოლოდ ერთ-ერთ დიალექტს ნიდერლანდურისას, რომელზედაც ნიდერლანდების დასავლეთ ნაწილში, ისტორიულ რეგიონ "ჰოლანდში" ლაპარაკობენ.

ფლანდრიაში, რომელიც ბელგიის ნიდერლანდურენოვანი ნაწილია, ნიდერლანდურს უწოდებენ აგრეთვე ფლანდრიულ ენას. ჯერ კიდევ 1878 წლიდან მოყოლებული ნიდერლანდურ ბელგიაში სახელმწიფო ენად არის გამოცხადებული.

ნიდერლანდური ენა ძირითადად ვითარდებოდა ქვემოფრანკული ენის საფუძველზე.

ნიდერლანდური ენის განვითარებაში გამოყოფენ სამ პერიოდს.

ესენია:
  • ახალნიდერლანდული პერიოდი XVI ს-დან.
  • ძველნიდერლანდური პერიოდი ძველი ქვემოფრანკული, IX-XI სს.
  • საშუალო ნიდერლანდული პერიოდი XII-XV სს.

ძველნიდერლანდული ენის წერილობითი ძეგლები არ შემონახულა. ყველაზე ადრეული ძეგლი საშუალო ნიდერლანდულისა - იურიდიული სიგელები, ი. ვან მარლანტის ნაწარმოებები, რაინდული რომანები - XIII საუკუნეს განეკუთვნება.

                                     

2. სტატუსი

ოფიციალური ენა:

  • სურინამი
  • ნიდერლანდები
  • ნიდერლანდების ანტილის კუნძულები
  • ბელგია - ფრანგულთან და გერმანულთან ერთად.
  • არუბა
  • ევროპის კავშირი

გავრცელების არეალი: ნიდერლანდები, ბელგია, სურინამი, საფრანგეთი.

                                     

3. ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გეთაყვა - Alstublieft
  • ნახვამდის - Tot ziens; Tot kijk
  • კი / არა - Ja / Nee
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Welkom
  • გმადლობთ - Dank u; Dank u wel
  • გამარჯობა - Goedendag; Hallo

რიცხვები

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →