Back

ⓘ ტამილური ენა



ტამილური ენა
                                     

ⓘ ტამილური ენა

ტამილური ენა - ტამილების სამეტყველო ენა. ინდოეთის ტამილნადუს შტატის ოფიციალური ენა. მიეკუთვნება დრავიდულ ენათა ჯგუფს, რომელიც არის ინდოელების ეთნიკური ჯგუფის ტამილის ხალხის დიალექტი. გააჩნია ინდოეთის, შრი-ლანკისა და სინგაპურის ოფიციალური ენის სტატუსი. ტამილზე საუბრობენ აგრეთვე უმციროსობები მალაიზიაში, ვიეტნამში, მავრიკსა და რეიუნიონზე, ასევე ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ტამილური არის პირველი ინდური ენა, რომელიც გამოცხადდა კლასიკურად ინდოეთის მთავრობის მიერ 2004 წელს."

თამილური ლიტერატურა არსებობს უკვე 2200 წელზე მეტია. პირველი ეპიგრაფიული ჩანაწერები ამ ენაზე თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მესამე საუკუნით. ტამილური ლიტერატურის პირველი ეტაპი განისაზღვრება ძვ. წ ით 200 წლიდან ახ. წ ით 300 წლამდე. ჩვენსწელთაღრიცხვამდელი ნიმუშები აღმოჩენილია ეგვიპტესა და ტაილანდში.

ტამილური ენა ფორმირების სამ პერიოდს მოიცავს, ეს არის: ძველი ტამილური ძვ. წ-აღ. 300 წ. - ახ. წ აღ. 700 წ., საშუალი ტამილური 700-1600 წწ. და ახალი ტამილური 1600 წ დღევანდლამდე. ტამილური ანბანი მომდინარეობს ბრაჰმასაგან.

                                     

1. სტატუსი

ოფიციალური ენა

  • პონდიშერი
  • ტამილნადუ
  • ინდოეთი - სხვა 15 ენასთან ერთად.
  • სინგაპური - ინგლისურთან, მალაიურთან და ჩინურთან ერთად.
  • შრი-ლანკა - ინგლისურთან და სინგალურთან ერთად.

გავრცელების არეალი

ტამილურენოვანი ანკლავები კერალას, ანდჰრა-პრადეშისა და სხვა შტატების ტერიტორიებზე. ისინი ცხოვრობენ აგრეთვე შრი-ლანკაზე, მიანმარში, მალაიზიაში, ასევე აფრიკის, ვესტ-ინდოეთისა და ცენტრალური ამერიკის ზოგიერთ ქვეყანაში.

                                     

2. ლექსიკა

ფრაზები და სიტყვები

  • გმადლობთ - Nandri; Rumba nandri
  • გამარჯობა - Vanakkam; Enna vishayan
  • კი / არა - Aamaa; Aamaam / Illai; Venda
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Enna vishayam
  • გეთაყვა - Dhayavu seydhu; Koncham dhayavuseydhu
  • ნახვამდის - Poyitu varen; Poyitu varungal

რიცხვები და სიმბოლოები

  • 1 - ondru, 2 - irandu, 3 - moondru, 4 - naangu, 5 - aindu, 6 - aaru, 7 - ezhu, 8 - ettu, 9 - onbadu, 10 - pattu

10 ციფრის გარდა ტამილურს აქვს აღნიშვნები 10–ის, 100–ის და 1000–ისთვის. ასევე სიმბოლოები: "დღე", "თვე", "წელი", "დებიტი", "კრედიტი", "როგორც ზემოთ", "ღარიბი", "რაოდენობა".

                                     

3. ლიტერატურა

  • Fabricius, Johann Philip 1933 and 1972, Tamil and English Dictionary. based on J.P. Fabricius Malabar-English Dictionary, 3rd and 4th Edition Revised and Enlarged by David Bexell. Evangelical Lutheran Mission Publishing House, Tranquebar; called Tranquebar Dictionary.
  • ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ტამილური ენა
  • Freeman, Rich February 1998, "Rubies and Coral: The Lapidary Crafting of Language in Kerala", The Journal of Asian Studies Association for Asian Studies 57 1: 38–65,
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →