Back

ⓘ ბასკური ენა



ბასკური ენა
                                     

ⓘ ბასკური ენა

ბასკური ენა, ეუსკარული ენა ბასკ. euskara - ბასკების ენა, იზოლირებული ენაა. მისი გავრცელების არეალია ესპანეთისა და საფრანგეთის პროვინციები, რომლებიც ესაზღვრებიან ბისკაის ყურეს. მოიცავს აგრეთვე პირენეის მთების დასავლეთ ნაწილს.

ბასკური ერთადერთი შემორჩენილი ენაა, რომელზეც ლაპარაკობდა სამხრეთ-დასავლეთ ევროპის მოსახლეობა ამ რეგიონის რომანიზაციამდე. ფიქრობენ, რომ ამ რეგიონში რომის ადმინისტრაციის არამყარმა მმართველობამ გადაარჩინა ბასკური დიალექტები ლათინურის ძალმომრეობისაგან. შუა საუკუნეებში, ბასკური, როგორც მეტწილად გლეხობის ენა, ვერ უწევდა კონკურენციას ლათინურს და მის მემკვიდრე სამწერლობო ენებს. X საუკუნიდან ბასკურმა ნელ-ნელა დაკარგა ძალა კასტილიურ ესპანურთან ჭიდილში. მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთში ამჟამინდელი საფრანგეთი ბასკურად მოლაპარაკე რეგიონი პრაქტიკულად ისეთივეა, როგორც XVI საუკუნეში იყო. უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში, ბასკურ ენას უწევს ბრძოლა გადარჩენისათვის არა მარტო ინდუსტრიულ ქალაქებსა და ბასკეთის საზღვრებთან, არამედ მის შუაგულშიც.

                                     

1. ენები და დიალექტები

  • აკვიტანური ენა აკვ.

ბასკური ენის დიალექტებია:

  • გიპუსკოური დიალექტი გიპუსკ.
  • ქვემონავარული აღმოსავლური დიალექტი ქვ. ნავ. აღმ.
  • სულეტური დიალექტი სულ.
  • ზემონავარული სამხრეთული დიალექტი ზემ. ნავ. სამხ.
  • ქვემონავარული დასავლური დიალექტი ქვ. ნავ. დას.
  • ზემონავარული ჩრდილოური დიალექტი ზემ. ნავ. ჩრდ.
  • ლაბურდული დიალექტი ლაბ.
  • ბისკაიური დიალექტი ბისკ.
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →