Back

ⓘ ებრაელთა ისტორია სომხეთში



ებრაელთა ისტორია სომხეთში
                                     

ⓘ ებრაელთა ისტორია სომხეთში

არსებობს ისტორიული ჩანაწერები, რომლებიც ადასტურებენ ებრაელთა ყოფნას წარმართულ სომხეთში იქამდე, ვიდრე წმინდა გრიგოლ განმანათლებელმა არ გაავრცელა ქრისტიანობა. ადრეული შუა საუკუნეების სომეხმა ისტორიკოსებმა, როგორიცაა მოვსეს ხორენაცი, დაადგინეს, რომ სომეხი მეფის - ტიგრან დიდის დაპყრობების განმავლობაში ძვ.წ. 95-55 მან 10 000 ებრაელი ტყვე ჩამოიყვანა სომხეთის უძველეს სამეფოში რომელიც მოიცავდა საყოველთაოდ ცნობილ დიდ სომხეთს, როცა მან უკან დაიხია პალესტინისკენ რომეალების სომხეთზე თავდასხმის გამო ძვ.წ. 69. ტიგრან II შეიჭრა სირიაში და ჩრდილოეთ ისრაელში. ებრაელთა მოსახლეობის დიდი ნაწილი დამკვიდრდა სომხეთში ძვ. წ. I საუკუნიდან. ერთი ქალაქი, კერძოდ გარტქესავანი, გახდა მნიშვნელოვანი კომერციული ცენტრი. ამგვარად, შეიქმნა სომხეთის ებრაული თემი. ისევე როგორც სომხეთის დანარჩენი მოსახლეობა, ისინი დაზარალდნენ რეგიონალური უფლებამოსილების შედეგებით - გაეყოთ და დაეპყროთ ქვეყანა. ახ. წ. 360-370 წლისათვის, დაიწყო ებრაელთა ელინისტური იმიგრაციის მასიური ზრდა სომხეთში; მრავალი სომხური ქალაქი ძირითადად ებრაული გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში ახ. წ. IV საუკუნე, სასანიანმა მეფემ შაპურ II-მ სომხეთის დაპყრობის შემდეგ, ათასობით ებრაული ოჯახი ჩამოასახლა სპარსული სომხეთიდან ისფაჰანში თანამედროვე ირანი. ებრაული ოჯახები გადაასახლეს სომხეთში და დაამკვიდრეს არტაშატში, ვაღასაბათში, ერვანდაშატში, სარეჰავენში, სარისატში, ვანში და ნახჭევანში. 1996 წელს, ვაიოცძორის სამხრეთ პროვინციაში - სოფელ ეღეგისში, აღმოაჩინეს ნაშთები ებრაული სასაფლაოებიდან. 2000 წელს, გაერეთიანებამ იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტიდან, აწარმოა გათხრები მდინარე ეღეგისის სამხრეთ ნაპირზე, სოფლის საპირისპირო მხარეს, რაც მოიცავდა 40 ებრაულ სასაფლაოს ებრაული წარწერებით, რომლებიც თარიღდება 1266 წლიდან 1497 წლამდე.

მიხეილ ნოსნოვსკიმ განაცხადა:

არქეოლოგთა დაჯგუფებამ, 2001-2002 მწლებში, გათხრების შედეგად აღმოაჩინა სამი ქარხანა, რაც ეპისკოპოსის თქმით აჩვენებს იმას, რომ თემს ჰქონდა ბიზნესი. ამ სამარხებიდან, ოც მათგანს ჰქონდა წარწერები, რომელთაგან 18 ებრაულად, ხოლო 2 - არამეულად იყო დაწერილი. უძველესი ქვა 1266 წლით თარიღდება, ხოლო უახლესი 1336 წლის ივლისით.

                                     

1. საბჭოთა კავშირი და თანამედროვე ეპოქა

1828 წელს დასრულდა რუსეთ-სპარსეთის ომი და აღმოსავლეთ სომხეთი ანექსირებულ იქნა რუსეთის იმპერიის მიერ, თურქმენჩაის ზავით. პოლონელმა და ირანელმა ებრაელებმა და მათთან ერთად საბატარიანებმა დაიწყეს სომხეთში ჩამოსვლა. 1840 წლის შემდეგ, მათ დაიწყეს აშქენაზის და მიზრაჰის თემების შექმნა ერევანში 1924 წლამდე, სეფარდული სინაგოგა - შიექ მორდეჩაი მთელს ებრაულ თემებს შორის წამყვან დაწესებულებას წარმოადგენდა. რუსულ-ებრაული თემები გადავიდენენ სომხეთში, უფრო დიდი მასშტაბის საბჭოთა პერიოდში, ტოლერანტული ატმოსფეროს მოსაძებნად, რაც არ იყო რუსეთის ან უკრაინის სსრ-ში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ებრაელი მოსახლეობა გაიზარდა 5 000-ით. 1959 წელს, ებრაელთა რაოდენობამ საბჭოთა სომხეთში 10 000-ს მიაღწია. ებრაელი იმიგრანტების მეორე ტალღა ქვეყანაში, 1965-1972 წლებში ჩავიდა, ძირითადად ინტელიგენსია - სამხედრო და ინჟინრები. ეს უკანასკნელნი რუსეთიდან და უკრაინიდან ჩავიდნენ სომხეთში. თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, უმეტესობამ დატოვა ქვეყანა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გამო. 1992-1994 წლებში, 6 000 ებრაელი დაბრუნდა ისრაელში, სომხეთის პოლიტიკური იზოლაციის და ეკონომიკური დეპრესიის გამო. ამჟამად, სომხეთის ებრაელი მოსახლეობა შემცირებულია 750-მდე. 1995 წელს, ერევანში შაბად ჰაუსი ჩამოყალიბდა.

                                     

2. დღევანდელობა

სომხეთის რესპუბლიკაში, დღესდღეობით 300-500 ებრაელი ცხოვრობს. მათი უმრავლესობა ქვეყნის დედაქალაქში - ერევანშია დასახლებული. მათი უმეტესობა აშქენაზის წარმოშობისაა, ხოლო დანარჩენი - მიზრაჰი ქართველი ებრაელი. ასევე არსებობს სუბოტნიკთა თემი, რომელთა წინაპრებიც მოექცნენ იუდაიზმზე. მათი რიცხვი ნელ-ნელა მცირდება. ებრაულ თემს ერევანში ამჟამად რაბინი გერშონ ბურშტეინი ჰაბად ლუბავიჩიდან, ხოლო სოციალურ-პოლიტიკურ საქმეებს სომხეთის ებრაული საბჭო ხელმძღვანელობს.

                                     

3. ადამიანის უფლებები

ებრაული თემის პრეზიდენტმა სომხეთში - რიმა ვარჟაპეტიან-ფელერმა, 2015 წლის 23 იანვარს განაცხადა:

2010 წელს, UNHCR-მა ხალხს "ადამიანთა უფლებების დაცვამ სომხეთში" -ის განცხადების შესახებ შეატყობინა:

არსებობს ვანდალურ ინციდენტთა ორი ჩანაწერი უცნობი პირების მიერ ერთობლივი ტრაგედიების მემორიალის ებრაული მხარის დაზიანებისათვის არაღასტის პარკში, ერევანში. ამ მემორიალში გაერთიანებულია ორი დიდი ტრაგედია: სომეხთა გენოციდი და ჰოლოკოსტი. ამ ძეგლმა ჩაანაცვლა შედარებით პატარა ძეგლი, რომელიც რამდენიმეჯერ დაზიანდა. დაზიანების პირველ შემთხვევაზე, რიმა ვარჟაპეტიან-ფელერმა განაცხადა:

. 2007 წლის 23 დეკემბერს, ახალი ძეგლი დაარბიეს და დააზიანეს. მას შემდეგ, რაც ეს ამბავი ადგილობრივმა პოლიციამ შეიტყო, რაბინი გერშონ ბურშტეინმა, ვინც მსახურობს როგორც ჩაბადის ემისარი და ებრაული თემის მთავარი რაბინი სომხეთში, განაცხადა:

ყოფილმა უფროსმა მრჩეველმა, სომხეთის პრეზიდენტმა - რობერტ ქოჩარიანმა დაგმო პროვოკაცია და რაბინ ბურშტეინს დაჰპირდა, რომ ამაზე დაუყოვნებლივ იზრუნებდა. 2010 წლის 19 ოქტომბერს ერთობლივი ტრაგედიების მემორიალი კვლავ დაარბიეს. ქალაქის ადმინისტრაციამ ამოიღო დაზიანების ნიშნები მეორე დღესვე და პოლიციამ დაიწყო გამოძიება. ადგილობრივმა ებრაულმა თემმა შეაქო საზოგადოების დაუყოვნებლივი რეაგირება. ეროვნული კრების დეპუტატმა მკრტიჩ მინასიანმა, რომელიც ეროვნული კრების სომხეთ-ისრაელის დელეგაციის ლიდერია, ასევე დაგმო ძეგლის მიმართ განხორციელებული ვანდალიზმი:



                                     

4. რესურსები ინტერნეტში

  • Official webpage of the Jewish Community in Armenia დაარქივებული 2015-04-02 საიტზე Wayback Machine.
  • სომხური Hetq Online: There Have Always Been Jews in Armenia დაარქივებული 2015-06-11 საიტზე Wayback Machine. by Hasmik Hovhannisyan
  • სომხური ინგლისური ფრანგული რუსული Hetq Online: Photo Story: Armenian Jews Celebrate Passover დაარქივებული 2008-10-25 საიტზე Wayback Machine., Text by Hasmik Hovhannisyan, Photos by Nelli Shishmanyan
  • ინგლისური Jews in Armenia – A documentary by Vartan Akchyan aired on public TV station KCET Los Angeles Dec. 9, 2008
  • Site on the Armenian Jewry
  • სომხური ინგლისური ფრანგული რუსული Hetq Online: The Jewish Community of Sevan დაარქივებული 2009-02-15 საიტზე Wayback Machine.
  • ინგლისური Jews of Armenia
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →