Back

ⓘ ვარსკვლავთშორისი სივრცე



                                               

G-ღრუბელი

G-ღრუბელი - ვარსკვლავთშორისი ღრუბელი, რომელიც მდებარეობს ადგილობრივი ვარსკვლავთშორისი ღრუბლის გვერდით. მზე ამჟამად მისი მიმართულებით გადაადგილდება. ამჟამად უცნობია, მზე მოთავსებულია თუ არა ადგილობრივ ვარსკვლავთშორის ღრუბელში, ან რეგიონში, სადაც ორი ღრუბელი ურთიერთქმედებენ. G ღრუბელი მოიცავს ვარსკვლავებს: ალფა კენტავრი, კენტავრის პროქსიმა და ალტეირი.

ვარსკვლავთშორისი სივრცე
                                     

ⓘ ვარსკვლავთშორისი სივრცე

ვარსკვლავთშორისი სივრცე - მატერია, რომელიც არსებობს სივრცეში ვარსკვლავურ სისტემებს შორის გალაქტიკაში. ეს მატერია მოიცავს აირს იონურ, ატომურ და მოლეკულურ ფორმაში, ასევე მტვერსა და კოსმოსურ სხივებს. ის ავსებს ვარსკვლავთშორის სივრცეს და გლუვად ირევა გარშემო არსებულ გალაქტიკათშორის სივრცეში. ელექტრომაგნიტური გამოსხივების ფორმაში ენერგია, რომელიც იმავე მოცულობას იკავებს, ვარსკვლავთშორისი გამოსხივების ველია.

ვარსკვლავთშორისი სივრცე გაჯერებულია მრავალი ფაზით, რომელიც განირჩევა მატერია იონურია, ატომური თუ მოლეკულური, და ტემპერატურითა და სიმკვრივით. ვარსკვლავთშორის სივრცეში ძირითადად შედის წყალბადი, რომელსაც მოჰყვება ჰელიუმი ნახშირბადის, ჟანგბადისა და აზოტის მცირე რაოდენობით. ამ ფაზებს შორის თერმული წნევები უხეშ წონასწორობაშია ერთმანეთთან. მაგნიტური ველები და ტურბულენტური მოძრაობები ასევე წარმოქმნის წნევას ვშს-ში და ჩვეულებრივ დინამიკუად თერმულ წნევაზე ბევრად მნიშვნელოვანია.

ყველა ფაზაში ვარსკვლავთშორისი სივრცე უკიდურესად გათხელებულია. ვშს-ს გრილ და მკვრივ რეგიონში მატერია ძირითადად მოლეკულურ ფორმაშია და მისი სიმკვრივე 106 მოლეკულაა კუბურ სანტიმეტრზე, ხოლო ცხელ, დიფუზურ რეგიონებში მატერია უმეტესად იონიზირებულია და სიმკვრივე 10 -4 იონია კუბურ სანტიმეტრზე. შედარებისთვის, ერთ კუბურ სანტინეტრ ჰაერში 10 19 მოლეკულაა, ხოლო ლაბორატორიაში არსებულ ვაკუუმის კამერაში - 10 10. ვშს-ს მასის 99% აირის ნებისმიერი ფორმაა, ხოლო დანარჩენი 1% მტვერია. აირის ატომების 91% წყალბადია, 9% კი ჰელიუმს უკავია. სულ რაღაც 0.1% უკავია წყალბადსა და ჰელიუმზე მძიმე ელემენტებს, რომლებსაც ასტრონომიაში "მეტალები" ეწოდება. მასით 70% წყალბადს უკავია, 28% ჰელიუმს და 1.5% "მეტალებს". წყალბადი და ჰელიუმი თავდაპირველი ნუკლეოსინთეზის შედეგია, ხოლო მათზე მძიმე ელემენტები ვშს-ში ძირითადად ვარსკვლავური ევოლუციის შედეგად წარმოქმნილია.

ვარსკვლავთშორისი სივრცე გადამწყვეტ როლს თამაშობს ასტროფიზიკაში, რადგან მას შუალედური როლი აქვს ვარსკვლავურ და გალაქტიკურ მასშტაბებზე. ვარსკვლავები ვშს-ს ყველაზე მკვრივ რეგიონებში, მოლეკულურ ღრუბლებში წარმოიქმნება და ვშს-ს ავსებს მატერიითა და ენერგიით პლანეტური ნისლეულებით, ვარსკვლავური ქარებითა და ზეახალი ვარსკვლავებით. ეს ურთიერთქმედება ვარსკვალვებსა და ვშს-ს შორის საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ტემპი, რომლითაც გალაქტიკა მის აიროვან შიგთავსს მოიხმარს და, აქედან გამომდინარე, მისი ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესების ხანგრძლივობას.

2013 წლის 12 სექტემბერს ნასამ ოფიციალურად განაცხადა, რომ "ვოიაჯერ 1-მა" ვარსკვლავთშორის მიაღწია 2012 წლის 25 აგვისტოს. ის ერთადერთი და პირველი ხელოვნური ობიექტია, რომელმაც ეს მოახერხა. ვარსკვლავთშორისი პლაზმა და მტვერი შეისწავლება მისიის დასრულებამდე, 2025 წლამდე.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →