Back

ⓘ ბერენიკა IV




                                     

ⓘ ბერენიკა IV

ბერენიკა IV - პტოლემე XII-ისა და სავარაუდოდ, კლეოპატრა V-ის ქალიშვილი. კლეოპატრა VI-ისა და კლეოპატრა VII-ის და.

ბერენიკა IV-ს უყვარდა გართობა და ძვირფასეულობა. იყო საკმაოდ ზარმაცი და ეშინოდა დაბალი კლასის წარმომადგენლებთან ურთიერთობა, უყვარდა თავისი ოჯახი და მეგობრები, საუბრობდა მხოლოდ მშობლიურ ენაზე, არ ჰქონდა საკმარისი განათლება, გამოირჩეოდა დიდი სილამაზით.

ძვ. წ. 58 წელს პტოლემე XII და კლეოპატრა VII გაიქცნენ რომში, მის წინააღმდეგ ბერენიკას უფროსი დის ტრიფაენის მხარდასაჭერად. მისი გარდაცვალების შემდეგ ძვ. წ. 57 წელს ბერენიკა IV გახდა ეგვიპტის ერთადერთი მართველი, ხოლო მშობლების დაბრუნების შემდეგ ბერენიკა ტახტიდან ჩამოაგდეს და სიკვდლილით დასაჯეს.

ბერენიკა IV თავისმა მრჩევლებმა აიძულეს ცოლად გაყოლოდა სელევკიდ კიბიოზაკტს, რომელიც ბერენიკას ბრძანებით გაგუდეს, მოგვიანებით ბერენიკა ცოლად გაყვა არხელაის, მაგრამ იგი ვერ უწევდა წინააღმდეგობას მმართველობაში. არხელაი პომპეუსმა დანიშნა უმაღლეს ქურუმად კაპადოკიაში და ითვლებოდა მითრიდატე VIს შვილად.

ბერენიკას მეფობა დამთავრდა ძვ. წ. 55 წელს, როდესაც მისმა მამამ ტახტი დაიბრუნა რომაელების დახმარებით, აულუს გაბინიუსის მეთაურობით. მამის ბრძანებით ბერენიკას მოაჭრეს თავი და ლანგარზე დადებული მიუტანეს მას, ამ ყველაფერს ბერენიკას დედა კლეოპატრა საიდუმლოდ უთვალთვალებდა. არხელაი დაიღუპა გაბინიუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთანაც სტრაბონის თანახმად მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა.

                                     
  • ძეგლებს შორის მნიშვნელოვანია პტოლემაიოსების ეგვიპტის ორი დედოფლის ბერენიკა II - ის ძვ. წ. IV ს. ფარაკიანი ბეჭედი, ქობულეთფიჭვნარი და არსინოა II - ის ძვ. წ
  •   პტოლემეების დინასტია წინამორბედი პტოლემე XI პირველი ბერენიკა IV მეორე მემკვიდრე კლეოპატრა VI და ბერენიკა IV პირველი პტოლემე XIII და კლეოპატრა VII მეორე
  • III პტოლემე IV პტოლემე V პტოლემე VI პტოლემე VII პტოლემე VIII პტოლემე IX პტოლემე X პტოლემე XI პტოლემე XII პტოლემე XIII პტოლემე XIV ბერენიკა IV კლეოპატრა
  • პოლიტიკურ საქმეებში. ძვ. წ. 58 წელს ფარაონი პტოლემე XII თავისივე ქალიშვილის, ბერენიკა IV - ის მიერ მოწყობილი ამბოხების შედეგად, ტახტიდან ჩამოაგდეს, რამაც იგი იძულებული
  • წარწერაშია მითითებული და რომლებმაც თანხმობა განაცხადეს გაეღმერთებინათ ბერენიკა II პტოლემე III - ის ცოლი არსინოე II პტოლემე II - ის ცოლი და და და არსინოე

Users also searched:

...
...
...