Back

ⓘ საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა



საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა
                                     

ⓘ საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა

საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკა - ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების მიერ მოთხოვნილი პრინციპები, რომელიც მოითხოვს რომ, საწარმომ უნდა შეიმუშაოს სააღრიცხვო პოლიტიკა და ბუღალტრული აღრიცხვის წარმოებისა და ფინანსური ანგარიშგების შედგენის დროს იხელმძღვანელოს სააღრიცხვო პოლიტიკაში აღწერილი დებულებებით.

საწარმოს სააღრიცხვო პოლიტიკის შერჩევა ხდება საწარმოს საფინანსო-ეკონომიკური და იურიდიული სამსახურების მონაწილეობით ან მომსახურე საკონსულტაციო ფირმის მიერ. ამავე დროს პასუხისმგებლობა სააღრიცხვო პოლიტიკაზე ეკისრება საწარმოს ხელმძღვანელს.

                                     

1. ფასს-ის ძირითადი დაშვებები

სააღრიცხვო პოლიტიკის საფუძველია ფასს-ის შემდეგი ძირითადი დაშვებები:

  • დარიცხვის მეთოდი - სამეურნეო ოპერაციების შედეგებისა და სხვა მოვლენების აღიარება ხდება მათი მოხდენისთანავე.
  • ფუნქციონირებადი საწარმო - ფინანსური ანგარიშგებისათვის აუცილებელი მოთხოვნა, რომ აღრიცხვა გაგრძელდეს მინიმუმ ერთი წელი მაინც.
                                     

2. ფინანსური ანგარიშგების ხარისხობრივი მახასიათებლები

სააღრიცხვო პოლიტიკის შესამუშავებლად აუცილებელია რომ საწარმოს ანგარიშგებები ეყრდნობოდეს შემდეგ ობიექტურ მახასიათებლებს:

  • საიმედოობა - ინფორმაცია უნდა იყოს ნეიტრალური, სრული, სამართლიანად წარდგენილი და შინაარსის ფორმაზე აღმატებული.
  • შესაბამისობა - ინფორმაცია უნდა იყოს: სასარგებლო მომხმარებელთა ყველა დონისათვის გადაწყვეტილების მისაღებად.
  • აღქმადობა - ინფორმაციის ისეთი ფორმით მიწოდებას, რომელიც ადვილად გასაგები და გამოსაყენებელი იქნება მომხმარებლისათვის.
  • შესადარისობა - ანგარიშგებები უნდა იყოს ფორმით მსგავსი, რომ ინფორმაციის მიმღებს შეეძლოს, სხვადასხვა პერიოდის მონაცემების ერთმანეთთან შედარება.
                                     

3. ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპები

ბუღალტრული აღრიცხვა ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

  • უწყვეტობა - საწარმო იფუნქციონირებს განუსაზღვრელი დროის განმავლობაში.
  • კონსერვატივიზმი - ბუღალტრული აღრიცხვა არ უნდა იძლეოდეს ფინანსური მდგომარეობის გაუმართლებელ ოპტიმისტურ შეფასებებს.
  • ორმხრივობა - საწარმოს აქტივები უნდა იყოს ვალდებულებებისა და კაპიტალის ჯამის ტოლი.
  • შესაბამისობა - საანგარიშო პერიოდში ის გასავლები მიიჩნევა ხარჯებად, რომელიც მონაწილეობს ამ პერიოდის შემოსავლების მიღებაში.
  • თვითღირებულება - საშუელებები შეძენისას აღირიცხება თვითღირებულებით.
  • ფულადი შეფასება - ბუღალტრულ აღრიცხვა ეფუძნება მხოლოდ ფულად საზომში წარმოდგენილ მონაცემებს.
  • რეალიზაცია - საწარმოს მიერ მიღებული შემოსავლები აღირიცხება აქტივის მყიდველზე გადაცემის ან მომსახურების გაწევის დროს.
  • მატერიალურობა არაარსებითობა - ბუღალტრულ აღრიცხვაში მხედველობაში არ მიიღება არაარსებითი ფაქტი.
  • საწარმოს ავტონომიურობა - საწარმოს ანგარიშები გამიჯნული უნდა იყოს მისი დამფუძნებლების ანგარიშებისაგან.
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →