Back

ⓘ მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში




მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში
                                     

ⓘ მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში

მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში - მთავარი პროფესიონალური რეიტინგული ტურნირი სნუკერში.

1973-74 წლების სეზონიდან მოყოლებული მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში შედის რეიტინგული შეჯიბრებების სიაში. ამჟამად ჩემპიონატი ტარდება თეატრ კრუსიბლში ინგლ. Crucible Theatre, შეფილდში ინგლისი. ეს ტურნირი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პრესტიჟულობის, რეიტინგული ქულებისა და ფულადი ჯილდოს მიხედვით. ის იმართება ყოველწლიურად სეზონის მიწურულს.

                                     

1.1. ისტორია ადრეული წლები

მიუხედავად იმისა, რომ სნუკერის თამაში დაიწყეს დაახლოებით 1870-იან წლებში, ოფიციალურად მისი წესები დამტკიცდა ბილიარდის ორგანიზაცია Billiard Association & Control Club-ის მიერ მოგვიანებით - Billiard Association & Control Council BA & CC) 1919 წელს. ინგლისური ბილიარდი იმ დროს საბილიარდო თამაშების დომინანტური სახესხვაობა იყო, ამიტომაც სნუკერის რეგიონალური ტურნირების ორგანიზაციის იდეა მხოლოდ 1920-იანი წლების დასაწყისში გაჩნდა. მრავალ პროფესიონალ მოთამაშეს ესმოდა თამაშის პოტენციალი, ამიტომაც ისინი მოითხოვდნენ მსოფლიო ჩემპიონატის გამართვას. საბოლოოდ ამით უშუალოდ დაკავდა ბილ კამკინი, ბირმინგემში საბილიარდო კლუბების ქსელის მფლობელი. ბილმა და მისმა მეგობარმა, ჯო დეივისმა, ერთად შექმნეს და წარმოადგინეს BA & CC-ის პირველობის გამართვის გეგმა. მათი შემოთავაზება მიიღეს.

პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა 1926 წლის ნოემბრიდან 1927 წლის მაისამდე ბირმინგემში, ინგლისში. მასში მონაწილეობა მიიღო ათმა მოთამაშემ. პირველი მატჩი გათამაშდა მელბურნ ინმენსა და ტომ ნიუმენს შორის, ხოლო პირველობის გამარჯვებული გახდა ინგლისელი ჯო დეივისი, რომელიც ტურნირის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. გამარჯვებისთვის დეივისმა მიიღო £ 6.10 თანამედროვე შეფასებით დაახლოებით სამასი ფუნტი სტერლინგი, ჩემპიონის თასი კი მან თავისი ფულით იყიდა. ტურნირის უდიდესი ბრეიკი, 60 ქულა, გააკეთა ალბერტ კოუპმა.

შემდგომი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩემპიონატი გადაჰქონდათ სხვადასხვა ქალაქში, თუმცა ქვეყანა, რომელშიც ის იმართებოდა, უცვლელი იყო. ყველა გათამაშებაში, 1940 წლის ჩათვლით, გაიმარჯვა დეივისმა. გარდა ამისა, 1936 წელს მან გააკეთა პირველი ოფიციალურად დარეგისტრირებული სენჩერი-ბრეიკი. ჯოს ერთადერთი სერიოზული მოწინააღმდეგე იყო მისი უმცროსი ძმა ფრედი, რომელიც ჯომ 1940 წელს გადამწყვეტ ფრეიმში დაამარცხა.

უმეტეს შემთხვევაში ტურნირის ფორმატი იმ დროს ერთნაირი იყო: ის ტარდებოდა "ჩელენჯის" სისტემით, ანუ წინა წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ავტომატურად გადიოდა შემდეგის ფინალში, ხოლო მისი მოწინააღმდეგე მატჩების სერიის შედეგად ვლინდებოდა.

1941 წლიდან 1945 წლამდე ჩემპიონატი არ ტარდებოდა მეორე მსოფლიო ომის გამო. ის განახლდა 1946 წელს და მისი გამარჯვებული ისევ ჯო დეივისი გახდა. მასვე ეკუთვნოდა ჩემპიონატის უდიდესი ბრეიკი, 136 ქულა, რომელიც მან გააკეთა ჰორეს ლინდრუმის წინააღმდეგ გამართულ ფინალურ შეხვედრაში. ამ გამარჯვებისთვის ინგლისელმა მიიღო 1000 ფუნტი სტერლინგი. იმ დროისთვის დეივისი უკვე 15-გზის მსოფლიო ჩემპიონი იყო ყველა ტიტული ზედიზედ აიღო, მაგრამ 1946 წლის ჩემპიონატის შემდეგ მან შეწყვიტა ტურნირში მონაწილეობა. უფროსი ძმის წასვლის შემდეგ ფრედ დეივისი ოჯახური ტრადიციის გაგრძელებისთვის მზად იყო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატის მოგების პირველი მცდელობა მისთვის უშედეგოდ დამთავრდა. ფინალურ შეხვედრაში ის შეაჩერა შოტლანდიელმა უოლტერ დონალდსონმა. მიუხედავად ამისა, შემდეგი 10 წლის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე სწორედ დეივისი დომინირებდა: 1948 წლიდან 1957 წლამდე მან მოიგო რვა ტიტული, როდესაც მისმა მთავარმა მოწინააღმდეგე დონალდსონმა - მხოლოდ ერთი.

                                     

1.2. ისტორია დაკნინება

1952 წელს სნუკერის საერთაშორისო ჩემპიონატების გამართვაში კრიზისი დაიწყო. მას სათავე დაუდო მოთამაშეებსა და მმართველ ორგანიზაცია BA & CC-ს შორის არსებულმა დიდმა უთანხმოებებმა, რის შედეგადაც გაიმართა ორი ჩემპიონატი: ერთი ВА & CC-ის მიერ ორგანიზებული, ხოლო მეორე - პროფესიონალი მოთამაშეების მიერ. პირველში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ორმა სნუკერისტმა, რის შედეგადაც გამარჯვებული გახდა ავსტრალიელი ჰორეს ლინდრუმი. მეორეში კი ითამაშეს დარჩენილმა პროფესიონალებმა. იქ ჩემპიონი გახდა ფრედ დეივისი. World Matchplay ასე ერქვა იმ ტურნირს ოფიციალურად მიიჩნიეს მსოფლიოს "ნამდვილ" პირველობად. თუმცა, ის დიდხანს არ გაგრძელებულა და 1958 წელს შეწყვიტა არსებობა არაპოპულარულობისა და ფულის უკმარისობის გამო. World Matchplay-ის ბოლო ჩემპიონი გახდა ინგლისელი ჯონ პულმანი, რომელმაც თავისი ტიტული 1957 წელს მოიპოვა.

                                     

1.3. ისტორია 1960-იანი და 1970-იანი წლები

1964 წელს ტურნირი კვლავ აღდგა "ჩელენჯის" ფორმატში, უმეტესწილად რექს უილიამსის წყალობით, რომელმაც ერთი წლით ადრე მიაღწია BA & CС-თან შეთანხმებას. მაგრამ ჩემპიონატები იმართებოდა არარეგულარულად, ზოგჯერ წელიწადში რამდენიმეჯერ, რისი წყალობითაც პულმანმა ოთხ წელიწადში შვიდი ჩელენჯი მოიგო.

1969 წელს მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა, მიიღეს თამაშიდან გამოვარდნის სისტემა. პირველი გამარჯვებული გახდა ჯონ სპენსერი, თუმცა შემდგომი ათწლეულის განმავლობაში ჩემპიონატზე დომინირებდა სხვა მოთამაშე, უელსელი რეი რიარდონი, რომელმაც 1970 წლიდან 1978 წლამდე ექვსი ტიტული მოიგო.

1974 წელს ჩემპიონატი შევიდა რეიტინგული შეჯიბრებების სიაში, რის გამოც გაიზარდა მისი პრესტიჟი. ხოლო 1976 წელს პირველობაზე მოვიდა პირველი მსხვილი სპონსორი, სიგარეტის ბრენდი Embassy, რომელიც ტურნირთან თითქმის ოცდაათი წელი დარჩა. ერთი წლის შემდეგ ჩემპიონატმა ახალი სახლი იპოვა, კრუსიბლის თეატრი შეფილდში, ხოლო BBC-მ თამაშების ტრანსლირება დაიწყო. სწორედ 1977 წელი შეიძლება ჩაითვალოს თანამედროვე სნუკერის დაბადების წლად.



                                     

1.4. ისტორია სნუკერის თანამედროვე ეპოქა

1980-იანი წლების დასაწყისიდან გადაწყდა, რომ ტურნირში მონაწილეობას მიიღებდა 32 მოთამაშე. დაახლოებით ამ დროისთვისვე, 1980 წელს, დამტკიცდა ფინალის ფრეიმების საბოლოო რაოდენობა: 35 ფრეიმი, თამაში 18 გამარჯვებამდე.

1980 წელს მსოფლიო პირველობაზე პირველად გაიმარჯვა არაევროპელმა კანადელმა კლიფ თორბურნმა. ერთი წლის შემდეგ კი ტიტული მიიღო ახალმა მოთამაშემ - სტივ დეივისმა არ არის ჯო და ფრედ დეივისების ნათესავი. ის 1980-იან წლებში მის მიერ ნათამაშები რვა ფინალიდან ექვსი ტიტულის მოგების შედეგად აბსოლუტური ლიდერი გახდა.

არც 1985 წლის ფინალს ჩაუვლია სტივის გარეშე. ეს ფინალი კრუსიბლის ისტორიაში ყველაზე პოპულარულია. მაშინ დენის ტეილორმა ინგლისელი დაამარცხა ანგარიშით 18:17, როდესაც ბოლო ბურთით გამარჯვება გამოსტაცა ხელებიდან. ეს 35-ფრეიმიანი შერკინება, რომელიც დამთავრდა ორშაბათს, 00-19 საათზე, დიდი ხნის განმავლობაში იკავებდა სნუკერის მატჩის ხანგრძლივობის რეკორდს 890 წუთი სუფთა დროისა.

დეივისს შემდგომშიც შეეძლო ჩემპიონატებზე დომინირება, თუმცა 1980-იანების მიწურულს მეინ-ტურში სნუკერის ერთგვარ უმაღლეს ლიგაში გამოჩნდა კიდევ უფრო ნიჭიერი მოთამაშე - სტივენ ჰენდრი. იმ დროს მრავალი ექსპერტი ჰენდრის დეივისის მემკვიდრეს უძახდა, რადგან ორივენი კარიერის დასაწყისშივე პრაქტიკულად დაუმარცხებლები გახდნენ. მაგრამ საბოლოოდ შოტლანდიელმა უკან ჩამოიტოვა სტივი ყველა მაჩვენებლის მიხედვით, უპირველეს ყოვლისა კი ყველაზე მთავარის - მოგებული მსოფლიო ჩემპიონატების რაოდენობით. 90-იან წლები სწორედ სტივენ ჰენდრის ეკუთვნოდა. თავისი პირველი ტიტული მან აიღო 21 წლისა და 106 დღისამ, რაც რეკორდული მაჩვენებელია, ხოლო უკანასკნელი, რიგით მეშვიდე, მოიპოვა 1999 წელს. სტივენ ჰენდრი დამსახურებულად ითვლება ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ტურნირის ისტორიაში: მიუხედავად იმისა, რომ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატების რაოდენობით ის მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს პირველ ადგილზეა ჯო დეივისი 15 გამარჯვებით, ხოლო მეორე და მესამე ადგილებს 8-8 გამარჯვებით ინაწილებენ ფრედ დეივისი და ჯონ პულმანი, მისი გამარჯვებები იმ დროისთვის მოვიდა, როცა სნუკერი უკვე სპორტის საკმაოდ განვითარებული სახეობა იყო მაღალი კონკურენციით.

თუმცა, XXI საუკუნის დასაწყისში სრულიად გამოაშკარავდა პოტენციალი სნუკერის ახალი თაობისა, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, მიეკუთვნებოდა რონი ო’სალივანი ინგლისი, ჯონ ჰიგინსი შოტლანდია და მარკ უილიამსი უელსი. სწორედ ამ სამმა სნუკერისტმა დაიპყრო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო თერთმეტჯერ: 1998, 2000-2001, 2003-2004, 2007-2009 და 2011 - 2013 წლებში. მათგან 5 ტიტული მოიგო რონი ოსალივანმა, ოთხი - ჰიგინსმა, ხოლო ორი - უილიამსმა.

დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობაში ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლებიც დაკავშირებული იყო თამბაქოს ნაკეთობების რეკლამის შეზღუდვასთან, თამბაქოს მწარმოებელ კომპანიებს აეკრძალათ სპორტული შეჯიბრებების სპონსორირება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე. თუმცა, Embassy-მ 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორირებაზე სპეციალური თანხმობა მიიღო. "Embassy Snooker World Championship" -ის უკანასკნელი ჩემპიონი გახდა შონ მერფი, რომელმაც მეთიუ სტივენსი დაამარცხა ანგარიშით 18:16. მერფის გამარჯვება იმდენად არ დაუმახსოვრებიათ იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი იყო Embassy-ის სპონსორობით, რამდენადაც იმიტომ, რომ გამარჯვებულმა ტიტული მოიპოვა საკვალიფიკაციო რაუნდებიდან გამოსვლის შემდეგ. ეს იყო მხოლოდ მეორე შემთხვევა ჩემპიონატის ისტორიაში, 1979 წელს ტერი გრიფითსის გამარჯვების შემდეგ.

2005 წლის ტურნირის გამართვის დროს WPBSA-ის თავმჯდომარემ გამოაცხადა, რომ ჩემპიონატი გაიმართებოდა კრუსიბლის თეატრში როგორც მინიმუმ კიდევ 5 წელი, ხოლო მისი ახალი სპონსორი გახდა ონლაინ კაზინოების უმსხვილესი ქსელი - 888.com - მასთან 2006 წლის იანვარში ხელი მოეწერა 5-წლიან კონტრაქტს. 888.com-ის მოსვლასთან დაკავშირებული იყო მრავალი ცვლილება პირველობის გაფორმების სტილში, მაგალითად, კრუსიბლის არენის ტრადიციულად წითელი ფერი შეიცვალა მწვანით, ხოლო მოთამაშეებს აეკრძალათ დარბაზში სიგარეტის მოწევა და ალკოჰოლის დალევა.

ახალი სპონსორის დროს ტურნირის პირველი გამარჯვებული გახდა 28 წლის შოტლანდიელი გრემ დოტი, რომელმაც დრამატულ ფინალში ინგლისელი პიტერ ებდონი დაამარცხა 18:14. საინტერესოა რომ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დოტი შედიოდა 16 უძლიერესი სნუკერისტის სიაში, ბუკმეიკერების აზრით ნაკლებად სავარაუდო ჩემპიონად ითვლებოდა. თუმცა, მის გამარჯვებას ხელი შეუწყო როგორც მოწინააღმდეგის ემოციურმა გამოფიტვამ ნახევარფინალში, აგრეთვე მისმა საკუთარმა თამაშის "დამცველობითმა" სტილმა. საბოლოოდ გრემ დოტმა მიიღო £ 200 000 და ჩემპიონატის ჯილდო განახლებულ დიზაინში.

2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შესრულდა საიუბილეიო, მე-1000 სენჩერი-ბრეიკი კრუსიბლის ისტორიაში. ამ მიღწევის ავტორი გახდა ჯონ ჰიგინსი, რომელიც შედეგად ჩემპიონიც გახდა. ხოლო ყოფილმა გამარჯვებულმა, გრემ დოტმა, მეორე წრეშივე წააგო არცთუ ისე ძლიერ მოწინააღმდეგესთან - იან მაკალოჰისთან - 7:10. თუმცა, შემდეგ წელს ტიტულის დაცვა არც ჰიგინსს გამოუვიდა: 2008 წლის პირველობაზე ის მეორე რაუნდში დამარცხდა. ამჯერად ჩემპიონი გახდა რონი ო’სალივანი, რომელმაც ფინალში ალისტერ კარტერი დაამარცხა ანგარიშით 18:8.

ამ ჩემპიონატის შემდეგ მთავარმა სპონსორმა, 888.com-მა, არ შეასრულა თავისი ვალდებულება კონტრაქტის მიხედვით და შეწყვიტა სპონსორირება. 2009 წელს ბუკმეიკერული კომპანია Betfred.com გახდა მსოფლიო ჩემპიონატის სპონსორი შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში. ამგვარად, სნუკერის მთავარმა ტურნირმა სახელი შეიცვალა "Betfred.com World Snooker Championship" -ზე. ჩემპიონატის გამართვის ადგილი კი, WPBSA-ს ყოფილი თავმჯდომარის, სერ როდნი უოკერის განცხადებით, როგორც ჩანს, 2015 წლამდე უცვლელი იქნება - კრუსიბლის თეატრი შეფილდში.

კომპანია Betfred-თან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, 2013 წლიდან, ტურნირის სპონსორი გახდა Betfair.

ბოლო დროს საგრძნობლად გაიზარდა თამაშის ხარისხი როგორც საერთოდ სნუკერში, აგრეთვე უშუალოდ მსოფლიო ჩემპიონატზეც - შედარებისთვის, 1983 წლის ტურნირზე დაგროვდა მხოლოდ 18 ასიანი სერია, ხოლო 2009 წელს - 83. 2009 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მაჩვენებელი ამ დროისთვის რეკორდულია.

                                     

2. ჩემპიონატისა და მისი მონაწილეების გეოგრაფია

თავისი ისტორიის 83 წლის განმავლობაში მცირე შესვენებებით მსოფლიო ჩემპიონატმა მოიარა მსოფლიოს 13 ქალაქი და 3 ქვეყანა დიდი ბრიტანეთი ინგლისი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ავსტრალია). მეტწილად წარმატებულ მოთამაშეებს შორის, როგორც უწინ, აგრეთვე ახლაც დომინირებენ ბრიტანელები, თუმცა, ბოლო დროს გამოჩნდნენ მოთამაშეები ტრადიციულად "არასნუკერული" ქვეყნებიდან. 90-იანი წლების დასაწყისიდან ტურნირის ფინალურ სტადიაში თამაშობდნენ ინგლისის, შოტლანდიის, უელსის, ჩრდილოეთ ირლანდიის, ირლანდიის, ჩინეთის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, სამხრეთ აფრიკის, კანადის, ნიდერლანდების, ისლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, ტაილანდის, პაკისტანის, მალტისა და ბელგიის წარმომადგენლები.

ყველაზე წარმატებული არაბრიტანელი სნუკერისტების სიას, რომლებსაც ჯერ არ დაუმთავრებიათ კარიერა, შეიძლება მივაკუთვნოთ ნილ რობერტსონი ავსტრალიიდან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული, ნიდერლანდელი სტეფან მაზროცისი, რომელიც 1997 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 1/8 ფინალში მოხვდა, დინ ჯუნხუი და ლიან ვენბო ჩინეთიდან და ტონი დრაგო მალტიდან.

ბოლო დროს პერიოდულად ჩნდება ინფორმაცია, რომ მსოფლიო ჩემპიონატი შეიძლება ჩინეთში გადავიდეს, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც დასრულდება კონტრაქტი შეფილდის კრუსიბლთან. ტურნირის ჩინეთში გადატანის სურვილი დაკავშირებულია ამ ქვეყანაში სნუკერის მაღალ პოპულარობასთან, ასევე ახალი მსხვილი სპონსორების მოპოვების შესაძლებლობასთან.

                                     

3. რეკორდები

  • მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვან მოთამაშედ დღემდე რჩება ჯო დეივისი: 1927 წლიდან 1946 წლამდე მან პირველობა ზედიზედ 15-ჯერ მოიგო. თანამედროვე ეპოქის ყველაზე წარმატებულ სნუკერისტად კი ფორმალურად ითვლება სტივენ ჰენდრი, რომელმაც კრუსიბლში 7-ჯერ გაიმარჯვა. საერთოდ, გამოყოფენ თანამედროვე სნუკერის ყველაზე წარმატებულ მოთამაშეების ოთხეულს - სტივენ ჰენდრი, სტივ დეივისი, რონი ო’სალივანი და ჯონ ჰიგინსი.
  • 2007 წლის პირველობა ცნობილია ყველაზე ხანგრძლივი ფრეიმით. ის გრძელდებოდა 1 სთ და 17 წთ და გათამაშდა ფინალში ჯონ ჰიგინსსა და მარკ სელბის შორის.
  • ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა სტივენ ჰენდრი, რომელმაც ის მოიგო 1990 წელს 21 წლის ასაკში. მეორე ამ მაჩვენებლის მიხედვით არის შონ მერფი, მესამე - ალექს ჰიგინსი. ორივე მათგანმა ჩემპიონატი მოიგო 22 წლის ასაკში, რამდენიმე თვის სხვაობით. ტურნირის ყველაზე ხანდაზმული გამარჯვებული გახდა რეი რიარდონი, რომელმაც ტიტული 45 წლისა და 203 დღის ასაკში მიიღო 1978 წელს. კიდევ უფრო შთამბეჭდავია 1966 წლის ტურნირის ფინალისტის, ფრედ დეივისის ასაკი - 53 წელი.
  • კენ დოერტი - ერთადერთი სნუკერისტი, რომელსაც დაემორჩილა მსოფლიო ჩემპიონატის სამი სხვადასხვა ვერსია. სხვადასხვა დროს მან მოიგო ახალგაზრდული, სამოყვარულო და პროფესიონალური ჩემპიონატები.
  • ჩემპიონატის ყველაზე ხანგრძლივი არაოფიციალური მატჩი დაფიქსირდა 1983 წელს 1/18 ფინალში კლიფ თორბურნსა და ტერი გრიფითსს შორის. ის დამთავრდა დილის 03−51 საათზე და გამარჯვება მოიპოვა თორბურნმა ანგარიშით 13:12. მანვე ამ თამაშში მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა.
  • ყველაზე ცნობილ ქამბექებს შორის რამდენიმე მატჩის გამოყოფა შეიძლება
  • ჯონ პეროტი - ერთადერთი სნუკერისტი, რომელმაც შეძლო ტურნირის ფინალურ სტადიაზე მოწინააღმდეგის დამარცხება მშრალი ანგარიშით: ეს მოხდა 1991 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველ წრეზე ედი ჩარლტონის წინააღმდეგ მატჩში. საკვალიფიკაციო მატჩებში მშრალი ანგარიში იშვიათად გვხვდება, მაგრამ პრეცენდენტები მაინც არსებობს: 2012 წელს ორი მატჩი დასრულდა ანგარიშით 10:0
  • მხოლოდ შვიდმა სნუკერისტმა შეძლო თავის კარიერაში ტიტულის ერთხელ მაინც დაცვა. ეს სნუკერისტები არიან: ჯო დეივისი, ფრედ დეივისი, ჯონ პულმანი, რეი რიარდონი, სტივ დეივისი, სტივენ ჰენდრი და რონი ო’სალივანი. მხოლოდ უკანასკნელი სამი მოთამაშე ეკუთვნის სნუკერის თანამედროვე ეპოქას. ამასთან ერთად, სტივ დეივისმა ტიტულის დაცვა სამჯერ მოახერხა, ჰენდრიმ - ოთხჯერ, ხოლო რონი ოსალივანმა - მხოლოდ ერთხელ, 2013 წელს.
  • 1931 და 1952 წლების მსოფლიო ჩემპიონატები საინტერესოა იმით, რომ ორივე მათგანში მონაწილეობას იღებდა მხოლოდ ორი მოთამაშე.
  • რონი ო’სალივანი - ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც სნუკერის თანამედროვე ეპოქაში ჩემპიონატის თასის ყველა ტიპის მოგება მოახერხა. ის არის სპონსორების, Embassy-ის, 888.com-ის, Betfred.com-ისა და Betfair.com-ის გაფორმებული თასების მფლობელი. ჯონ ჰიგინსს მხოლოდ სამი სახის თასი აქვს, უკანასკნელის გარდა Betfair.
  • ტურნირის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონი არის ტერი გრიფითსი 1979, რომელმაც ტურნირი კვალიფიკაციიდან გასვლით მოიგო; გარდა ამისა, ჩემპიონატი იყო მხოლოდ მეორე კვალიფიცირებული ტურნირი, რომელზეც ის თამაშობდა. ჯო ჯონსონი გახდა ჩემპიონი 1986 წელს, თუმცა ფსონები მასზე ტურნირის დასაწყისში მიიღებოდა, როგორც 150-1; შონ მერფიმ 2005 წლის ჩემპიონატზე გაიმეორა გრიფითსის მიღწევა და მოიგო ტიტული საკვალიფიკაციო რაუნდების გავლით.
  • აგრეთვე რონი ო’სალივანი სნუკერის თანამედროვე ეპოქის ერთადერთი მოთამაშეა, რომელმაც მოახერხა მსოფლიო ჩემპიონატის ყველა ფინალის მოგება, რომლებშიც მონაწილეობდა.
  • 2008 წელს ჰენდრიმ მე-1000 პარტია ითამაშა დინ ჯუნხუის წინააღმდეგ მატჩში.
  • ყველაზე სწრაფი მატჩი 13 გამარჯვებამდე ჩემპიონატზე დაფიქსირდა 1997 წელს. მაშინ რონი ოსალივანმა დაამარცხა ტონი დრაგო 13:4. აღსანიშნავია, რომ ამ მოთამაშეებს აქვთ ზედმეტსახელები "რაკეტა" და "ტორნადო" შესაბამისად, რადგანაც ცნობილნი არიან, როგორც ყველაზე სწრაფი მოთამაშეები სნუკერის ისტორიაში.
  • მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილე 2012 წელს გახდა ლუკა ბრესელი, რომელიც 17 წლისა და 35 დღის იყო, როცა ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღო. გარდა ამისა, იგი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში სენჩერი-ბრეიკი გააკეთა 116 ქულა.
  • ჯიმი უაიტიმ ექვსჯერ მიაღწია მსოფლიო პირველობის ფინალს 1984 და 1990 - 1994 წლებში., თუმცა, არც ერთხელ არ მოუგია ის. ბოლო ფინალი მან ითამაშა ჰენდრისთან და დამარცხდა ანგარიშით 17:18.
  • სტივენ ჰენდრიმ აგრეთვე სნუკერის თანამედროვე ეპოქაში ყველაზე დიდი ხნით მოახერხა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება. იგი მოქმედი ჩემპიონი იყო 1992-დან 1996 წლამდე.
  • ჰორეს ლინდრუმი და ნილ რობერტსონი ავსტრალია, კლიფ თორბერნი კანადა და კენ დოერტი ირლანდია არიან ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონები, რომლებიც არ ცხოვრობენ ან არ უცხოვრიათ დიდ ბრიტანეთში. ამასთანავე ლინდრუმის ტიტულს დღესდღეობით ხშირად არ აღიარებენ, რადგან იმ ჩემპიონატში მხოლოდ ორმა მოთამაშემ მიიღო მონაწილეობა.
  • ე.წ. "კრუსიბლის წყევლა" მდგომარეობს იმაში, რომ არც ერთ ჩემპიონს, რომელმაც ტიტული პირველად მოიგო, არ შეუძლია დაიცვას იგი შემდეგ წელს. ჯონ სპენსერი, ტერი გრიფითსი, დენის ტეილორი, სტივ დეივისი, გრემ დოტი და ნილ რობერტსონი დამარცხდნენ პირველ რაუნდში, დანარჩენები უფრო შორს გავიდნენ. ყველაზე ახლოს მივიდნენ ჯო ჯონსონი და კენ დოერტი, რომლებმაც მსოფლიო ჩემპიონატი მოიგეს 1986 და 1997 წლებში შესაბამისად, და შემდეგ წელს ფინალამდე გავიდნენ. მაგრამ საბოლოოდ ისინი მოწინააღმდეგეებთან მაინც დამარცხდნენ ჯონსონმა სტივ დეივისთან დათმო 14:18, ხოლო დოერტიმ - ჯონ ჰიგინსთან 12:18.
მჩ-1985, დენის ტეილორი - სტივ დეივისი. 0:8-დან ტეილორმა მოიგო თამაში 18:17 და გახდა ჩემპიონი. მჩ-1992, სტივენ ჰენდრი - ჯიმი უაიტი. 8:14-დან ჰენდრიმ მოიგო თამაში 18:14 და გახდა ჩემპიონი. მჩ-1995, ნაიჯელ ბონდი - კლიფ თორბერნი. 2:9-დან ბონდმა მოიგო მატჩი 10:9; მჩ-2003, კენ დოერტი - პოლ ჰანტერი. 9:15-დან დოერტიმ მოიგო მატჩი 17:16 და გავიდა ფინალში; მჩ-2007, შონ მერფი - მეთიუ სტივენსი. 5:11-დან, შემდეგ კი 7:12-დან მერფიმ მოიგო შეხვედრა 13:12; მჩ-2010, ნილ რობერტსონი - მარტინ გოულდი. 5:11-დან რობერტსონმა გადაარჩინა თამაში და მოიგო ანგარიშით 13:12, ჩემდეგ კი გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
  • სტივენ ჰენდრი არის სნუკერისტი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი საპრიზო თანხა ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე £ 190 000 გამარჯვებისთვის და £ 163 000 მაქსიმალური ბრეიკისთვის, 1995 წელს.


                                     

3.1. რეკორდები სენჩერი-ბრეიკები და მაქსიმუმები

  • რონი ო’სალივანი და სტივენ ჰენდრი ინაწილებენ ტურნირზე მაქსიმალური სერიების რაოდენობის რეკორდს. ოსალივანმა თავისი პირველი 147-ქულიანი ბრეიკი გააკეთა 1997 წელს 5 წუთსა და 20 წამში ყველაზე სწრაფი მაქსიმალური ბრეიკი პროფესიონალური სნუკერის ისტორიაში. 2003 წლის ჩემპიონატზე მან გაიმეორა ეს სერია პირველი წრის მატჩში მარკო ფუს წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოოდ დამარცხდა მოწინააღმდეგესთან 6:10. მესამეჯერ ოსალივანმა მაქსიმალური ბრეიკი გააკეთა 2008 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში მარკ უილიამსის წინააღმდეგ, თანაც ბოლო ფრეიმში. სტივენ ჰენდრიმ თავისი პირველი მაქსიმუმი ტურნირზე შეასრულა 1995 წლის ნახევარფინალში ჯიმი უაიტის წინააღმდეგ; მეორე - 2009 წლის მეოთხედფინალში, ხოლო მესამე - 2012 წლის 1/16 ფინალში. ამ ორი მოთამაშის გარდა, მაქსიმალური ბრეიკი გაკეთებული აქვთ ჯიმი უაითს 1992, მარკ უილიამსს 2005, კლიფ თორბურნს 1983 და ალისტერ კარტერს 2008.
  • მთელი ისტორიის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატზე გაკეთდა 10 მაქსიმალური ბრეიკი, მაგრამ მხოლოდ ერთი - საკვალიფიკაციო რაუნდებში რობერტ მილკინსი, 14 მარტი 2006 წელი.
  • 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მაქსიმალური ბრეიკებისთვის ტურნირზე შმოტანილია მსხვილი ბონუსები. პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს ბონუსი მიიღო, იყო ჯიმი უაიტი. ის დაჯილდოვდა 1992 წელს 100 ათასი მაქსიმუმისთვის და 14 ათასი უმაღლესი ბრეიკისთვის. მაქსიმუმისთვის ყველაზე დიდი პრიზი მიიღო რონი ოსალივანმა 2003 წელს - 169 ათასი ფუნტი საშუალოდ სერიის განმავლობაში ოსალივანი წამში 433 ფუნტს იღებდა.
  • რონი ო’სალივანი 2013 წელს გახდა რეკორდსმენი ერთი მოთამაშის მიერ მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო ჯამში გაკეთებული ასიანი სერიების რაოდენობაში. მისი მიმდინარე რეკორდია - 131 სერია.
  • ყველაზე მეტი სენჩერი-ბრეიკი ერთ ჩემპიონატზე გააკეთა სტივენ ჰენდრიმ 2002 წელი, 16 სენჩერი-ბრეიკი.
  • პირველი მაქსიმალური ბრეიკი ჩემპიონატში დაფიქსირდა 1983 წელს. ამ მიღწევის ავტორი გახდა კანადელი მოთამაშე კლიფ თორბერნი, რომელიც შედეგად ფინალში გავიდა. ბრეიკი გაკეთდა 1/8 ფინალში.
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 2008 - პირველი და ამჟამად უკანასკნელი ოფიციალური ტურნირი, რომელზეც მეინ-ტურში გაკეთდა ორი მაქსიმალური ბრეიკი: ერთი რონი ო’სალივანის მიერ, მეორე კი - ალისტერ კარტერის. შედეგად ჯილდო ამ მიღწევისთვის თანაბრად განაწილდა.
  • ერთადერთი სნუკერისტი, რომელმაც შეძლო მსოფლიო ჩემპიონატზე სენჩერი-ბრეიკის გაკეთება სადებიუტო მატჩში, არის ირლანდიელი ფერგალ ობრაიენი. მან ეს 1994 წელს მოახერხა.
  • 2013 წლიდან მაქსიმალური ბრეიკების ღირებულების საერთო ფორმულასთან სეზონის ყოველ მაქსიმუმზე შემდეგი წლის მაქსიმუმის ფასი 5000 ფუნტით იზრდება დამატებით უმაღლეს და მაქსიმალურ ბრეიკზე ფულადი ჯილდოს ნაცვლად ტურნირზე შემოტანილია ჯილდო "ოქროს კია". 2013 წელს ოქროს კია და 30 000 ფუნტი 143-ქულიანი სერიით მოიგო ნილ რობერტსონმა.
                                     

3.2. რეკორდები ფინალური მატჩების სტატისტიკა და აღსანიშნავი მოვლენები

  • ყველაზე დაძაბულ და დამახსოვრებად ფინალად აღიარებულია 1985 წლის ფინალი სტივ დეივისსა და დენის ტეილორს შორის. ის მატჩი დაიწყო დეივისის სასარგებლოდ და ის ლიდერობდა ანგარიშით 8:0. შემდეგ ტეილორმა ანგარიში გახადა 11:11, ხოლო როდესაც ანგარიშმა მიაღწია 17:17-ს მან რამდენიმე მართლაც შესანიშნავი დარტყმა განახორციელა, რისი წყალობითაც მოიგო პირველობა. ანგარიში ბოლო ფრეიმში იყო 66-62 ტეილორის სასარგებლოდ.
  • ყველაზე ხანგრძლივი ფინალები 18 გამარჯვებამდე არის 1985, 2006 და 2007 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ფინალები. სამივე მატჩი შუაღამის შემდეგ დასრულდა.
  • სტივ დეივისი არის რეკორდსმენი ტიტულის გზაზე მსოფლიო ჩემპიონატზე წაგებული პარტიების რაოდენობაში. 1989 წელს მან მოწინააღმდეგეებს მხოლოდ 23 პარტია დაუთმო ყველა მატჩში, მეორე ადგილს იკავებს სტივენ ჰენდრი - 25 წაგებული პარტია 1993 წელს.
  • ადგილი, სადაც ყველაზე ხშირად ტარდებოდა მსოფლიო ჩემპიონატი და მისი ფინალი, არის კრუსიბლის თეატრი შეფილდში. ამ მაჩვენებლის მიხედვით მას არ ჰყავს და, შესაძლოა, არც არასდროს გამოუჩნდეს კონკურენტი: თეატრმა ჩემპიონატს 36-ჯერ უმასპინძლა.
  • ყველაზე გამანადგურებელი ანგარიში მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა 1989 წელს, როდესაც სტივ დეივისმა დაამარცხა ჯონ პეროტი, 18:3. ასევე სხვა მსხვილ გამარჯვებებს შორისაა მჩ-1993 18:5, სტივენ ჰენდრი - ჯიმი უაიტი, მჩ-1983 18:6, სტივ დეივისი - კლიფ თორბერნი და მჩ-1965 39:12, ჯონ პულმანი - ფრედ ვან რენსბურგი.
  • ბოლოს ფინალი, რომელშიც ორივე მოთამაშე ერთი ქვეყნის წარმომადგენელი იყო არა ინგლისის, შედგა 2000 წელს უელსელ მარკ უილიამსსა და მეთიუ სტივენსს შორის.
  • ყველაზე დიდი ანგარიში დაფიქსირდა 1952 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, როდესაც ჰორეს ლინდრუმმა დაამარცხა კლარკ მაკ-კონაჰი, 94:49.
  • გამარჯვება გადამწყვეტ პარტიაში მსოფლიო ჩემპიონატზე დაფიქსირდა 6-ჯერ. პირველად ფინალი, სადაც გათამაშდა ყველა შესაძლო პარტია, გაიმართა 1940 წელს. ბოლოს ეს მოხდა 2002 წელს. ის ფინალური ფრეიმი იყო ძალიან დატვირთული და ორივე მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი შეცდომებით შევიდა ისტორიაში.
  • მხოლოდ სამჯერ 2002, 1994, 1985 მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი დამთავრდა ბოლო პარტიით. 1985 წელს თვითონ ბოლო პარტია დამთავრდა შავ ბურთზე.
                                     

4. ვადები

მსოფლიო ჩემპიონატი მისი გამართვის მთელი ისტორიის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმეჯერ იქნა გათამაშებული წელიწადში ერთზე მეტჯერ. ზოგადად, ამ ტურნირის გამართვის ვადები დადგენილია დიდი ხნის წინ - ეს არის, დაახლოებით, აპრილის შუა რიცხვები - მაისის დასაწყისი. მაგალითად, 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა ყოველდღიურად 19 აპრილიდან 5 მაისამდე.

                                     

4.1. ვადები საკვალიფიკაციო მატჩები

დიდი ხნის განმავლობაში 2010 წლამდე მეინ-ტურის მოთამაშეების კვალიფიკაცია ტურნირის მთავარ ნაწილში, როგორც წესი, ტარდებოდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპს თამაშობდნენ სნუკერისტები, რომლებსაც მეტნაკლებად დაბალი პოზიციები ეკავათ ოფიციალურ რეიტინგში. პირველი ეტაპი, როგორც წესი, ტარდებოდა ზამთრით, იანვრის შუა რიცხვებიდან. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი კი ტარდებოდა გაზაფხულზე, ჩემპიონატის დაწყებიდან ორი-სამი თვით ადრე. 2010 წელს გადაწყდა კვალიფიკაციის ორი ეტაპის დაახლოება კალენდრულ ვადებში და ჩატარება მცირე შესვენებებით, 26 თებერვლიდან 9 მარტამდე. 2011 წლიდან მოყოლებული კვალიფიკაციის ყველა რაუნდი ტარდება ყოველდღიურად, ერთი მეორის შემდეგ, ერთადერთი ერთდღიანი შესვენებით, რომელიც ეთმობა სათამაშო მაგიდების აღდგენას.

ბოლო დროს ასევე ტარდება ე.წ. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, ან კვალიფიკაცია მოთამაშეებისთვის, რომლებიც შედიან WPBSA-ის შემადგენლობაში, მაგრამ არ თამაშობენ მეინ-ტურში. წინასაკვალიფიკაციო ეტაპი, მონაწილეების რაოდენობაზე დამოკიდებულებით, შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე ეტაპისგან და ის საშუალებას აძლევს ყოფილ პროფესიონალებს ან WPBSA-ის სხვა მოთამაშეებს/წევრებს, რომლებიც არ თამაშობენ მეინ-ტურში მოხვდნენ ძირითად კვალიფიკაციაში და იბრძოლონ ფინალურ სტადიაზე მოსახვედრად. უფრო ადრე, როცა მეინ-ტურში თამაშობდა გაცილებით მეტი სნუკერისტი, ამის ნაცვლად ტარდებოდა წინასაკვალიფიკაციო ეტაპი ჩვეულებრივი მოყვარული მოთამაშეებისთვის.



                                     

5. რეიტინგული ქულები

რეიტინგული ქულები მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის იყო და რჩება ყველაზე ძვირფას ქულებად სნუკერის ყველა ტურნირს შორის. თუმცა, 2005 წლამდე პირველობის გამარჯვებულები იღებდნენ 8000 ქულას, ეს მათ ჰყოფნიდათ საიმისოდ, რომ მკვეთრად შეეცვალათ ან გაემყარებინათ თავისი ადგილი მსოფლიო რეიტინგში, ვინაიდან სხვა ტურნირებზე ქულები ორჯერ ნაკლები იყო. არაერთხელ, სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვებას მოჰქონდა არასაკმარისად მაღალი რეიტინგის სნუკერისტებისთვის პირველი ადგილი სეზონის ბოლოს. მაგალითად, 1990 წელს სტივენ ჰენდრი გახდა პირველი სწორედ მსოფლიო ჩემპიონატზე გამარჯვების წყალობით, თუმცა, აქამდე ის მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სტივ დეივისს.

ქულები ნაწილდება მოთამაშეებს შორის ოფიციალურ რეიტინგსა და სატურნირო შედეგებში მათი მდგომარეობის მიხედვით. მაგალითად, ნაკლები რეიტინგის მქონე მოთამაშეები რომლებიც არ შედიან ტოპ-16 მოთამაშეში, ანუ კვალიფიკაციაგავლილები 32 უძლიერესს შორის 1/16 ფინალი დამარცხებისას იღებენ მეტ ქულებს, ვიდრე ტოპ-16-ეულის მოთამაშეები იმავე შედეგისას.

                                     

5.1. რეიტინგული ქულები რეიტინგული ქულები 2012 წლისთვის

  • ფინალისტი: 8000
  • ძირითადი კვალიფიკაციის მე-4 რაუნდი: 900/1800
  • ძირითადი კვალიფიკაციის მე-5 რაუნდი: 1150/2300
  • 1/16 ფინალისტი: 1400/2800 კვალიფიცირებულთათვის
  • ძირითადი კვალიფიკაციის მე-2 რაუნდი: 400/800
  • გამარჯვებული: 10000 ქულა
  • მეოთხედფინალისტი: 5000
  • ძირითადი კვალიფიკაციის მე-3 რაუნდი: 650/1300
  • 1/8 ფინალისტი: 3800
  • ნახევარფინალისტი: 6400

მოთამაშეებს, რომლებიც დამარცხდნენ ძირითადი კვალიფიკაციის პირველ რაუნდში და მოთამაშეებს, რომლებიც არ იყვნენ მეინ-ტურის მონაწილეები, ქულები არ ერიცხებათ.

                                     

6. საპრიზო თანხა

საპრიზო თანხა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატზე არსებობდა მისი გამართვის პირველივე წლიდან და შეადგენდა 6 ფუნტსა და 10 შილინგს. 1946 წელს საპრიზო თანხა გაიზარდა 1000 ფუნტამდე გამარჯვებისა და ფინალისთვის, და, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელი კურსით ეს თანხა გაიზარდა რამდენიმეჯერ, თანხა არასაკმარისი იყო. სიტუაცია შეიცვალა უკეთესობისკენ 1970-იან წლებში, როდესაც სნუკერის ტურნირებს ტელევიზიაში აშუქებდნენ, ხოლო თამაშით დაინტერესდნენ ცნობილი სპონსორები ძირითადად რომლებიც არეკლამებდნენ სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელებს.

მიუხედავად იმისა, რომ 1969 წლიდან მსოფლიო ჩემპიონატი ფინანსდებოდა, ტურნირის მატერიალური დახმარება დიდად არ გაზრდილა, თუმცა შემდეგი 10 წლის განმავლობაში სპონსორები 3-ჯერ შეიცვალა. ტურნირისთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა 1976 წელს სიგარეტის ბრენდ Embassy-ს მოსვლა, რომელმაც დაიწყო საპრიზო ფონდის აქტიურად გაზრდა. Embassy-ს სპონსორირების დროს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე საპრიზო ფონდმა შეადგინა £15 300; ჩემპიონმა კი გაინაღდა 6000 ფუნტი სტერლინგი. უკვე 1995 წლისთვის ფონდი გაიზარდა £578 250-მდე, ხოლო 2003 წლის ჩემპიონატზე, რომელიც რეკორდული იყო საპრიზო თანხის მიხედვით, მხოლოდ გამარჯვებულმა მიიღო £ 270 000. იმ პირველობის საერთო ფონდმა კი შეადგინა 1 378 920 ფუნტი. გარდა ამისა, 1990-იანი წლების დასაწყისიდან მოთამაშეები, რომლებმაც გააკეთეს მაქსიმალური ბრეიკი, ასევე საჩუქრდებოდნენ თანხით 157 000-დან 167 000 ფუნტ სტერლინგამდე 147 000 მაქსიმუმისთვის და კიდევ 20 000 ტურნირის უდიდესი ბრეიკისთვის; 2011 წელს ეს ბონუსი გაუქმნდა, ხოლო 2012-დან შემოიტანეს "მოძრავი ჯეკპოტის" სისტემა.

                                     

6.1. საპრიზო თანხა საპრიზო თანხა 2012 წლისთვის

  • 1/16 ფინალი: £ 12 000
  • 1/8 ფინალი: £ 16 000
  • პრიზი მაქსიმალური ბრეიკისთვის კვალიფიკაციაში: £ 1 000
  • 1/48 ფინალი: £ 4 600
  • ნახევარფინალისტი: £ 52 000
  • ფინალისტი: £ 125 000
  • ტურნირის საერთო საფრიზო ფონდი £ 1 111 000 + პრიზები მაქსიმალური ბრეიკისთვის
  • 1/32 ფინალი: £ 8 200
  • პრიზი მაქსიმალური ბრეიკისთვის მეინ-ტურში: £ 10 000
  • მეოთხედფინალისტი: £ 24 050
  • გამარჯვებული: £ 250 000
                                     

7. ფორმატი

მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი განვითარების ადრეულ სტადიაზე 1920-1960 წწ იყო არასტაბილური და თითქმის ყოველთვის იცვლებოდა. ძირითადად სნუკერისტები თამაშობდნენ ხანგრძლივ, ზოგჯერ რამდენიმედღიან მატჩებს. ასეთი მარათონული გათამაშებების პიკი მოუწია 1950-იან წლებს, როდესაც ფინალები თამაშდებოდა, როგორც მინიმუმ 50 გამარჯვებამდე. 1952 წელი გახდა რეკორდული ამ მაჩვენებლის მიხედვით - მაშინ ჰორეს ლინდრუმმა და კლარკ მაკ-კონაჰიმ ითამაშეს 143 ფრეიმამდე. გამარჯვება იმ ფინალში მოიპოვა ლინდრუმმა, ანგარიშით 94:49 შედარებისთვის - ახლა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალები თამაშდება 18 გამარჯვებამდე.

თუმცა, 1970-იან წლებში WPBSA სნუკერის მართვის ახალი ორგანიზაცია იძულებული იყო შეემცირებინა გამარჯვებისთვის საჭირო ფრეიმების რაოდენობა. ეს მოხდა მარტივი მიზეზის გამო: ტელევიზიამ დაიწყო სნუკერის მატჩების ტრანსლაცია, ტრანსლაციის დრო კი შეზღუდული იყო. ამგვარად, 1980 წლიდან ფინალური პარტიების მაქსიმალური რაოდენობა შემცირდა 35-მდე. სხათა შორის, იმ დროისთვისვე, ახალი პროფესიონალი მოთამაშეების მოსვლის წყალობით, გაფართოვდა სატურნირო ბადე: ახლა ჩემპიონატის ძირითადი ნაწილი იწყებოდა 1/16 ფინალიდან. სხვა მატჩები იმართებოდა კარგად დამუშავებული სისტემით, რომელმაც 30 წლის განმავლობაში მინიმალური ცვლილებები განიცადა: 1/16 ფინალი - მატჩები 10 გამარჯვებამდე, 1/8 ფინალი - 13 გამარჯვებამდე, 1/4 ფინალი - 13 გამარჯვებამდე, ხოლო ნახევარფინალი - 17 გამარჯვებამდე 1997 წლამდე 16 გამარჯვებამდე.

                                     

7.1. ფორმატი მოთამაშეების კენჭისყრა

ტრადიციის მიხედვით, ყოველი ახალი მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩს ხსნის მოქმედი გამარჯვებული. შესაბამისად, ტურნირზე კენჭისყრისას ის იღებს პირველ ნომერს, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ადგილს იკავებს ის ოფიციალურ თუ სავარაუდო რეიტინგში. მეორე ნომერი, როგორც წესი, ეძლევა მოთამაშეს, რომელიც იკავებს პირველ ადგილს ოფიციალურ რეიტინგში. ტოპ-16-ეულიდან დარჩენილ 14 სნუკერისტს შორის კენჭისყრა ასევე ხდება ოფიციალური რეიტინგის შესაბამისად. მაგალითად, 2010 წლის ტურნირზე კენჭისყრის პირველი ნომერი აიღო 2009 წლის ჩემპიონატის გამარჯვებულმა ანუ წინა ჩემპიონმა ჯონ ჰიგინსმა თუმცა, ის იმ დროისთვის მხოლოდ მეოთხე იყო რეიტინგში. მეორე ნომერი გახდა იმ მომენტისთვის ოფიციალურ რეიტინგში პირველი ადგილის მფლობელი რონი ო’სალივანი. მესამე ნომერი შეხვდა სტივენ მაგუაიერს რეიტინგის მეორე ნომერს.

აგრეთვე აღსანიშნია, რომ კვალიფიცირებული მოთამაშეების განაწილება ფინალური სტადიის პირველ რაუნდზე 1/16 ფინალი ხდებოდა შემთხვევითი კენჭისყრის საფუძველზე და მათი ოფიციალური რეიტინგი არავითარ როლს არ თამაშობდა. მაგალითად, 2010 წლის იმავე ტურნირის 1/16 ფინალში ჰიგინსმა, რომელსაც პირველი ნომერი შეხვდა, ითამაშა რეიტინგში მე-17-თან, ხოლო მეორე ნომერმა ოსალივანმა - 27-ე ნომერთან.

                                     

7.2. ფორმატი მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატი 2012 წლისთვის

  • 1/2 ფინალი: მატჩები 17 გამარჯვებამდე
  • ფინალი: მატჩი 18 გამარჯვებამდე
  • ძირითადი კვალიფიკაციის პირველი წრე - 1/16 ფინალი: მატჩები 10 გამარჯვებამდე
  • 1/4 ფინალი: მატჩები 13 გამარჯვებამდე
  • წინასაკვალიფიკაციო ეტაპი: მატჩები 5 გამარჯვებამდე
  • 1/8 ფინალი: მატჩები 13 გამარჯვებამდე
                                     

8. მართვა-გამგეობა

როგორც მსოფლიო ჩემპიონატის, ასევე სნუკერის ყველა პროფესიონალური ტურნირის მთავარი სამმართველო ორგანიზაცია ამჟამად არის პროფესიონალური ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ასოციაცია შემოკლებით WPBSA. ეს ორგანიზაცია პასუხისმგებელია ჩემპიონატის მომზადებასა და გამართვაზე, გარდა ამისა, მისი წარმომადგენლები თანამშრომლობენ სპონსორებთან და დებენ კონტრაქტებს პირველობის ტელევიზიაში ჩვენებაზე. WPBSA-ის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრისტოლში, ინგლისში.

                                     

8.1. მართვა-გამგეობა ისტორია

თავდაპირველად სნუკერის განვითარებით და ბილიარდისაც მთლიანობაში დაკავებული იყო ბილიარდის ასოციაცია და კონტროლის საბჭო/კლუბი BA & CC. სწორედ ამ ორგანიზაციამ დაამტკიცა სნუკერის წესები და ხელს უწყობდა რეგიონალური ტურნირების განვითარებას XX საუკუნის დასაწყისში. მისი ხელმძღვანელობის ქვეშ იმართებოდა სნუკერის მსოფლიო ჩემპიონატები 1927 წლიდან 1952 წლის ჩათვლით, სანამ პროფესიონალ მოთამაშეებსა და BA & CC-ის წარმომადგენლებს შორის უთანხმოებამ არ გამოიწვია თანამშრომლობის გაწყვეტა უახლოესი 10 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, 1964 წელს ბილიარდისა და სნუკერის ასოციაციამ რექს უილიამსთან შეთანხმებით განაახლა მსოფლიო ჩემპიონატი ჩელენჯის ფორმატში. საბოლოოდ BA & CC-მ შეწყვიტა მსოფლიო ჩემპიონატისა და თვითონ სნუკერის მართვა-გამგეობა 1970-იან წლებში, როდესაც შეწყვიტა არსებობა ძველი სახით და ჩანაცვლდა WPBSA-თი. იმ დროიდან მსოფლიო პირველობა იმყოფება ბილიარდისა და სნუკერის საერთაშორისო ასოციაციის კონტროლის ქვეშ.

                                     

9. ტელევიზია და პრესა

სნუკერი მეტად განვითარებულია დიდ ბრიტანეთში, იქვე მდებარეობს მსოფლიო ჩემპიონატის შესახებ ინფორმაციის ძირითადი წყაროები. 1960-იანი წლებიდან პირველობას აშუქებენ ტელევიზიაში არხები BBC, ITV. ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატს სრულად აჩვენებს ტელეარხები BBC და ევროსპორტი, ასევე გაზეთები "Guardian" და "BBC Sport". ტურნირი სნუკერის მთავარი სეზონური მოვლენაა და შესაბამისად ყველაზე პოპულარული შეჯიბრება ტელევიზიაში - მაგალითად, 1985 წლის ჩემპიონატის ფინალს, რომლის ტრანსლაციაც ხდებოდა ტელეარხ BBC 2-ზე, თვალყურს ადევნებდა 18 მილიონი მაყურებელი.

ყველაზე ცნობილი კომენტატორები, რომლებიც ტურნირს ხელმძღვანელობდნენ, სხვადასხვა დროს იყვნენ ტედ ლოუ, კლაივ ევერტონი და ჯეკ კარნემი; ასევე კომენტატორის პოსტზე ხშირად იწვევენ ყოფილ ცნობილ სნუკერისტებს.

                                     

10. რესურსები ინტერნეტში

  • კრის ტერნერის არქივი ინგლისური
  • რეკორდებისა მთელი სია და ტურნირების სტატისტიკა კრის ტერნერის არქივში ინგლისური
  • მსოფლიო ჩემპიონატის ვიდეოფრაგმენტები Youtube-ზე ინგლისური
  • 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაცემები და სტატისტიკა Global Snooker-ზე დაარქივებული 2010-03-26 საიტზე Wayback Machine. ინგლისური
  • მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიის ზოგიერთი ცნობა World Snooker-ზე ინგლისური
  • ჩემპიონატის ისტორია Global Snooker-ზე დაარქივებული 2010-02-25 საიტზე Wayback Machine. ინგლისური
  • მსოფლიო ჩემპიონატის ისტორია Top-Snooker-ზე დაარქივებული 2011-08-20 საიტზე WebCiteCategory:სტატიები Webarchive-ის ციტირების ბმულების თარგებით რუსული
  • უსწრაფესი მაქსიმალური ბრეიკი რონი ო’სალივანის შესრულებით - ვიდეო
  • მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე ცნობილი ფინალი 1985 წელი, დენის ტეილორი - სტივ დეივისი - ვიდეო
  • პირველი მაქსიმალური ბრეიკი მსოფლიო ჩემპიონატზე კლიფ თორბერნის შესრულებით - ვიდეო
  • ალექს ჰიგინსის 69-ქულიანი ბრეიკი 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - ვიდეო
  • 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გადამწყვეტი ხელი, სტივენ ჰენდრი - ჯიმი უაიტი - ვიდეო
                                     

11. ლიტერატურა

  • Luke Williams, Paul Gadsby: Masters of the Baize: Cue Legends, Bad Boys and Forgotten Men in Search of Snookers Ultimate Prize. Mainstream Publishing, Edinburgh 2006, ISBN 1-84018-872-3.
  • Geoffrey Kemp: Snookers Crucible: How Sheffield Became the Snooker Capital of the World. Sheffield City Libraries, Sheffield 1988, ISBN 0-86321-079-1.
  • Hugo Kastner: Humboldt Ratgeber Snooker: Spieler, Regeln & Rekorde. Humboldt Verlags GmbH, Baden-Baden 2006, ISBN 3-89994-098-9.
  • Chris Downer: Crucible Almanac 2011 edition., Bournemouth 2011.
  • Clive Everton: Guinness Book of Snooker. Guinness Superlatives Limited, Middlesex 1982, ISBN 0-85112-256-6.
                                     
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 2014 ინგლ. 2014 World Snooker Championship - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი - შეფილდი, კრუსიბლის თეატრი
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1927 ინგლ. 1927 World Snooker Championship - პირველი მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი ბირმინგემი
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში, რომელიც განახლდა 1964 წელს ჩელენჯის ფორმატში 6 - წლიანი შესვენების შემდეგ. წინა ჩემპიონატი
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში ვეტერანთა შორის ინგლ. Snooker World Professional Seniors Championship - სნუკერის მთავარი ტურნირი ზედა ასაკობრივი კატეგორიის
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1978 ინგლ. 1978 World Snooker Championship - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი - შეფილდი ინგლისი ტურნირის
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1971 ინგლ. 1971 World Snooker Championship - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი - სიდნეი ავსტრალია
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1946 ინგლ. 1946 World Snooker Championship - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი - ლონდონი ინგლისი ტურნირის
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1979 ინგლ. 1979 World Snooker Championship - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი - შეფილდი ინგლისი ტურნირის
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1936 ინგლ. 1936 World Snooker Championship - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი - ლონდონი ინგლისი ტურნირის
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1974 ინგლ. 1974 World Snooker Championship - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი - მანჩესტერი ინგლისი
  • მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში 1975 ინგლ. 1975 World Snooker Championship - მთავარი ტურნირი სნუკერის სამყაროში. ჩატარების ადგილი - მელბურნი ინგლისი

Users also searched:

...
...
...