Back

ⓘ საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება




საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება
                                     

ⓘ საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება

ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება - ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოება; აერთიანებს გეოგრაფებსა და გეოგრაფიით დაინტერესებულ პირებს. შეიქმნა 1924 წლის 22 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიული კაბინეტისა და 1850 წელს თბილისში დაარსებული რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების ბაზაზე. თავდაპირველად საზოგადოებაში იყო ანთროპოლოგიისა და ეთნოლოგიის და მთასვლა-მგზავროსნობის განყოფილებები, საექსკურსიო ბიურო და კარტოგრაფიული კაბინეტი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაშია 4 განყოფილება 15 სექციით, 5 კომისია, 7 ფილიალი და 2000-ზე მეტი წევრი. უმაღლესი ორგანოა ყრილობა, რომელსაც იწვევენ 4 წელიწადში ერთხელ.

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პირველი პრეზიდენტი იყო გამოჩენილი ქართველი გეოგრაფი და ანთროპოლოგი ალექსანდრე ჯავახიშვილი. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება სამეცნიერო კოორდინაციას უწევს გეოგრაფიულ სამუშაოებს, ატარებს სამეცნიერო ხასიათის მოხსენებებსა და კონფერენციებს, კონსულტაციებსა და ექსპერტიზებს, ხელმძღვანელობს ნებაყოფლობით ფენოლოგიურ ქსელს, საუკეთესო სამეცნიერო-გეოგრაფიული ნაშრომებისათვის ანიჭებს ვახუშტისა და ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის პრემიებს. გამოსცემს სამეცნიერო პოპულარულ ლიტერატურას. გამოსულია საზოგადოების მოამბე 2 ტომი და შრომები 13 ტომი მონოგრაფიები და სხვა. გამოსცემს აგრეთვე "კავკასიის გეოგრაფიულ ჟურნალს", სადაც იბეჭდება სტატიები ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1924-1947 წლებში შედიოდა განათლების სამინისტროში, 1947-1998 წლებში - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში, 1998 წლის 3 ივნისიდან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი ორგანიზაციაა. 1996 წლიდან საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის სრულუფლებიანი და ამერიკის მეცნიერების ხელშემწყობ ასოციაციასთან არსებული საერთაშორისო კონსორციუმის წევრია.

                                     
  • ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი 1945 საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1924 ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის
  • იმ პერიოდში საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება გახდა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის წევრი 2001 წელს არჩეულ იქნა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების
  • ჯავახიშვილის სახ. საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 27 დეკემბერი, 2014 ღვაწლმოსილი მეცნიერი - გეოგრაფი : პროფესორი დავით უკლება - 95 საქართველოს რესპუბლიკა:
  • ინსტიტუტი გეოგრაფიული საზოგადოება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი გეოგრაფიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი
  • თებერვალი, 1931, თბილისი - ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ ერთი დამაარსებელი, სპორტსმენი და სპორტის მოღვაწე
  • აფხაზეთის ისტორია - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული კუთხის, აფხაზეთის, ისტორია, საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილი. აფხაზეთი ტერიტორიაზე ადამიანის
  • ხევი, წანარეთის ხევი - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარე საქართველოში. თანამედროვე საქართველოს ტერიტორიული მოწყობით ხევი მოქცეულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში
  • გურია - საქართველოს ისტორიულ - გეოგრაფიული მხარე, ისტორიული ეგრისის ნაწილი. დასახლებულია, ძირითადად, გურულებით. გურიის ისტორიული ცენტრია ქალაქი ოზურგეთი
  • იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოს ანექსიის მიერ მიეკუთვნა ქუთაისის მაზრას. 1902 წლის მონაცემებით აბაშის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა 6 სოფელს და მისი

Users also searched:

...
...
...