Back

ⓘ სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება




სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება
                                     

ⓘ სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება - გეოგრაფიული სამეცნიერო საზოგადოება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში. თავდაპირველად ეწოდებოდა "ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოება". დააარსეს ჯონ ბაროუმ, ჯონ ფრანკლინმა და ფრენსის ბოფორტმა 1830 წელს. საზოგადოება შეიქმნა მეფე უილიამ IV-ის მფარველობით. ლონდონის გეოგრაფიული საზოგადოების შემადგენლობაში თავიდანვე შევიდა აფრიკის ასოციაცია, როლის კლუბი და პალესტინის ასოციაცია. საზოგადოებამ არაერთი გამოჩენილი მეცნიერისა თუ მოგზაურის საქმიანობას შეუწყო ხელი, მათ შორის იყვნენ ჩარლზ დარვინი, დეივიდ ლივინგსტონი, ჰენრი მორგან სტენლი, რობერტ ფალკონ სკოტი, ერნესტ ჰენრი შეკლტონი, ედმუნდ ჰილარი და სხვა. 1859 წელს საზოგადოებამ დედოფალ ვიქტორიისაგან მიიღო პრივილეგიები. საზოგადოების ძირითადი მიზანია "გეოგრაფიული მეცნიერების განვითარება", თუმცა საზოგადოების თავდაპირველი ისტორია მჭიროდ იყო დაკავშირებული აფრიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, პოლარულ მხარეებში და ცენტრალურ აზიაში განხორციელებულ კოლონიურ აღმოჩენებთან.

XIX საუკუნის შუა წლებიდან 1916 წლამდე სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების მიერ დაფინანსებული ექსპედიციები შუქდებოდა წამყვანი გაზეთების ფურცლებზე. სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ტრადიციულად დიდ ყურადღებას უთმობდა გეოგრაფიის შესწავლის საქმეს.

სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ამჟამად ევროპის უმსხვილესი გეოგრაფიული და სამეცნიერო საზოგადოებაა. მოქმედებს საერთაშორისო, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე. გააჩნია მნიშვნელოვანი პროფესიული პოტენციალი. შეიცავს დაახლოებით 30-მდე სპეციალიზებულ სამეცნიერო-კვლევით ჯგუფს, სამასწავლებლო და საველე საკონსულტაციო ჯგუფებს. აქვს 9 რეგიონული განყოფილება დიდ ბრიტანეთში და 2 საზღვარგარეთ - ჰონგკონგსა და სინგაპურში.

გამოსცემს ჟურნალს - "The Geographical Journal". 2009-2012 წლებში სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი იყო ცნობილი ინგლისელი მსახიობი და მწერალი მაიკლ პეილინი. ამჟამინდელი პრეზიდენტია ლინდა ჩალკერი.

                                     

1. რესურსები ინტერნეტში

  • სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება - სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან ინგლისური
  • სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება – საინფორმაციო ცნობარი რუსული
  • სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება – ოფიციალური საიტი ინგლისური
                                     
  • თემაზე: ტერა - ნოვა ხომალდი ტერა - ნოვას ფოტოსურათი. ბრიტანეთის სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012 - 04 - 15. ციტირების თარიღი:
  • სამოქალაქო საზოგადოება - თანამედროვე მკვლევრებში არ არსებობს ერთიანი მიდგომა სამოქალაქო საზოგადოების ცნებისადმი. სხვადასხვა ავტორები მისი არსებობის არეალს
  • E., 1899, Road - Making and Surveying in British East Africa, სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ბრიტანეთის გეოგრაფთა ინსტიტუტის მონაწილეობით Treves, Frederick
  • საზოგადოება არმია - აჯანყება - ბრძოლა - დინასტია - ეთნოსი - ზავი - იმპერია - ლაშქარი - ნასახლარი - ნაქალაქარი - ნეკროპოლი - ოკუპაცია - ომი - სამეფო
  • პერიოდში საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება გახდა საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის წევრი 2001 წელს არჩეულ იქნა სამეფო გეოგრაფიული საზოგადოების ლონდონი
  • 1825 : ბოლივიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა პერუსაგან. 1845 : რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა სანქტ - პეტერბურგში. 1914 : პირველი მსოფლიო ომი - პირველი
  • ხევი, წანარეთის ხევი - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარე საქართველოში. თანამედროვე საქართველოს ტერიტორიული მოწყობით ხევი მოქცეულია ყაზბეგის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში
  • ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი 1945 საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1924 ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო
  • შიდა ქართლი - ისტორიულ - გეოგრაფიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული ქართლის ცენტრალური ნაწილი. მისი ადრინდელი სახელია ზენა სოფელი შიდა ქართლი
  • ბელგია ნიდერლ. België ფრანგ. Belgique გერმ. Belgien ოფიციალურად ბელგიის სამეფო - სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ - დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი

Users also searched:

საზოგადოებრივი გეოგრაფია თსუ, საზოგადოებრივი გეოგრაფიის დარგები,

...
...
...