Back

ⓘ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება




ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება
                                     

ⓘ ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება / აშშ-ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება - არაკომერციული სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულება, აშშ-ში. შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ვაშინგტონში. დაარსდა 1888 წლის 27 იანვარს აშშ-ის ქალაქ ვაშინგტონში. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება დაიწყო ელიტარული კლუბით, სადაც თავს იყრიდნენ აკადემიური წრისა და ბიზნესის წარმომადგენლები. მისი ინტერესების წრეში შედიოდა გეოგრაფია, არქეოლოგია და ბუნებისმეტყველება. საზოგადოების ლოგოტიპი წარმოადგენს ყვითელ სწორკუთხედს; მისგან მარჯვნივ ორ მწკვრივად განლაგებულია შავი ფერის წარწერა: National Geographic.

საზოგადოების წარმოქმნასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა დაიწყო 1888 წლის 13 იანვარს კერძო "კოსმოს-კლუბში". იმ დროისათვის მასში გაწევრიანებულები იყვნენ სამეცნიერო ელიტის წარმომადგენლები საკუთრივ აშშ-იდან. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება დააარსა 33 მკვლევარმა, აშშ-ის ელიტის წარმომადგენელმა და მეცნიერმა, რომლებიც განიხილავდნენ გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავებისა და გავრცელების საკითხებს.

სათავეებთან იდგნენ გარდინერ გრინ ჰაბარდი, ადოლფ ვაშინგტონ გრილი, ჯორჯ კენანი, უილიამ დოლი და სხვები. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პირველი პრეზიდენტი გახდა ამერიკელი იურისტი, ბიზნესმენი და ფილანთროპი გარდინერ გრინ ჰაბარდი, რომლის საქმიანობა გააგრძელა მისმა სიძემ ალექსანდერ გრეიამ ბელმა. გარდინერ გრინ ჰაბარდის თანასწორუფლებიანობის იდეალზე დაფუძნებული პრინციპი "გავაღრმავოთ და გავავრცელოთ ცოდნა გეოგრაფიის შესახებ" მომდევნო ასი წლის განმავლობაში ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების კრედოდ იქცა.

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების მეორე პრეზიდენტი გახდა ალექსანდერ გრეიამ ბელი, რომელმაც დიდი წვლილი დასდო საზოგადოების განვითარებას. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება გამოსცემს ჟურნალს National Geographic, რომელიც პირველად გამოიცა 1888 წელს. აშუქებს მეცნიერების, მათ შორის გეოგრაფიის, ისტორიისა და კულტურის საკითხებს. გამოიცემა მრავალ ენაზე, მათ შორის ქართულად. გარდა ამისა ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება აშშ-ში გამოსცემს აგრეთვე რამდენიმე გამოცემას. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ისტორიულ მისიას წარმოადგენს გეოგრაფიული ცოდნის გაღრმავება და გავრცელება, კულტურული, ისტორიული და ბუნებრივი ღირებულებების შემონახვა და მათთვის დახმარების გაწევა. დღეისათვის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება აქტიურად უჭერს მხარს სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობას.

ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ხარჯზე არსებობს აგრეთვე ამერიკული ტელეარხი National Geographic Channel, რომელიც აშუქებს სამეცნიერო-პოპულარულ ფილმებს. ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო კვლევისა და შესწავლის კომიტეტი CRE შედგება სხვადასხვა დისციპლინებში მოღვაწე ექსპერტებისგან, რომლებიც განიხილავენ სამეცნიერო პროექტების გეგმებს.

                                     

1. რესურსები ინტერნეტში

  • ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ისტორია დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. ქართული ენა
  • ბავშვთა ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება ინგლისური
  • ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ონლაინ-ჟურნალი ინგლისური
  • ეროვნული საზოგადოების რუკები დაარქივებული 2011-08-30 საიტზე Wayback Machine. ინგლისური
  • ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების ამბები ინგლისური
  • ეროვნული საზოგადოები. ფოტოგრაფია ინგლისური
  • ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება რუსული
  • ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება ინგლისური
                                     
  • გეოგრაფიული საზოგადოება რუს. Русское географическое общество - მსოფლიოს ერთ - ერთი უძველესი გეოგრაფიული საზოგადოება მისი მთავარი მიზანია გეოგრაფიული
  • სამეფო გეოგრაფიული საზოგადოება ინგლ. Royal Geographical Society RGS - გეოგრაფიული სამეცნიერო საზოგადოება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ ლონდონში. თავდაპირველად
  • ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება სგს - ნებაყოფლობითი სამეცნიერო საზოგადოება აერთიანებს გეოგრაფებსა და გეოგრაფიით დაინტერესებულ
  • ბერლინის გეოგრაფიული საზოგადოება გერმ. Gesellschaft für Erdkunde zu Berlin - გეოგრაფიული საზოგადოება რომელიც დაარსდა 1828 წელს. მსოფლიოს ერთ - ერთი უძველესი
  • ამერიკის გეოგრაფიული საზოგადოება ინგლ. American Geographical Society შემოკლებით AGS - პროფესიონალ გეოგრაფთა ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა 1851 წელს
  • საფრანგეთის გეოგრაფიული საზოგადოება ფრანგ. Société de géographie - მსოფლიოს უძველესი გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა 1821 წელს. 1878 წლიდან შტაბ - ბინა
  • ავსტრიის გეოგრაფიული საზოგადოება გერმ. Österreichische Geographische Gesellschaft ÖGG - გეოგრაფიული საზოგადოება ქალაქ ვენაში. წარმოადგენს მსოფლიოს
  • შტატების ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოების პერიოდული გამოცემა. დაარსდა 1888 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ამავე წლის იანვარში თავად ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება
  • ქალ გეოგრაფთა საზოგადოება ინგლ. Society of Woman Geographers - გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა 1925 წელს. შექმნის ინიციატორები იყვნენ: გერტრუდა ემერსონ
  • ბოლო დროინდელმა აღმოჩენებმა. სხვა წყაროები, მათ შორის აშშ - ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება ატლანტის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეების საზღვრებს დღემდე ანტარქტიკამდე
  • ნასკას უდაბნო, სამხრეთით კი ჩილეს მატორალის ეკორეგიონი. აშშ - ის ეროვნული გეოგრაფიული საზოგადოება სამხრეთ პერუს სანაპირო არეალს, იკას რეგიონში მდებარე უდაბნოებსაც
  • ინსტიტუტი გეოგრაფიული საზოგადოება ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი გეოგრაფიულ მეცნიერებათა საერთაშორისო კავშირი საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირი

Users also searched:

უცხო ენის სტანდარტი,

...
...
...