Back

ⓘ ლიეტუვური ენა



ლიეტუვური ენა
                                     

ⓘ ლიეტუვური ენა

ლიეტუვური ენა - ლიეტუვის ოფიციალური ენა და ასევე ევროპის კავშირის ერთ-ერთი ოფიციალური ენა. დაახლოებით 2.96 მილიონი ლიეტუვაში და 170 000 საზღვარგარეთ მცხოვრები ადამიანისთვის არის მშობლიური ენა. ლიეტუვური ენა შედის ბალტიკური ენების ჯგუფში და ახლოს დგას ლატვიურთან, თუმცა ერთმანეთს ვერ აგებინებენ. დამწერლობისთვის გამოიყენება ადაპტირებული ლათინური ალფავიტი. ითვლება რომ ეს არის ყველაზე კონსერვატიული ცოცხალი ინდოევროპული ენა. რომელიც ინარჩუნებს ინდოევროპული ენების მრავალ ისეთ მახასიათბელს რომელიც დაკარგეს სხვა ენებმა.

                                     

1. ეთნოლინგვისტური კუთვნილება, სტატუსი

ლიეტუვური ენა ლატვიურ ენასთან ერთად მიეკუთვნება ინდოევროპული ოჯახის ბალტიურ ჯგუფს. წარმოადგენს მშობლიურ ენას ლიეტუველებისათვის და ბელორუსების და ლატვიელთა ნაწილთათვის. რომელნიც ლიეტუვაში, ან მასთან მომიჯნავე რაიონებში ცხოვრობენ. გამოცხადებულია ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფო ენად როგორც საერო, ისე სასულიერო სფეროებში და ევროკავშირის ერთ–ერთ სამუშაო ენად.

                                     

2. ნათესაობა ლატვიურ ენასთან

ძალზე საგრძნობია ლიეტუვური და ლატვიური ენების ნათესაობა. შესაძლებელია უამრავი სიტყვის მოყვანა, სადაც სიტყვები ფაქტობრივად ერთნაირად გამოითქმის და ერთნაირი შინაარსის მატარებელია. მაგ: გამარჯობა-Labas ლიტ., Labas ლატ. მთა–Kalnas ლიტ., kalnis ლატ. ციხე–Pilis ლიტ, Pils ლატ. ზღვა–Jūra ლიტ., Jura ლატ. მივდივართ–Einame ლიტ., Eiam ლატ. გზა–Kelias ლიტ., Celi ლატ. ძალიან– Labai ლიტ., Labi ლატ. და ა.შ. ამ ჩამონათვალის დაუსრულებლად გაგრძელება შეიძლება, რამაც ზოგ ეთნოლინგვისტს ერთი ბალტიური ენის და მისი ლიეტუვური და ლატვიური დიალექტების არსებობაზე საუბრის საშუალება მისცა. ამ ენებს შორის არსებობს მნიშვნელოვანი სხვაობებიც თუნდაც სემანტიკაში. მაგ: მადლობა ლიეტუვურად–Ačiū და ლატვიურად-Paldias სრულებით არ თანხვდება ერთმანეთს.

                                     

3. ზეგავლენა

ლიეტუვური ენა განიცდის გერმანული, პოლონური, რუსული და შედარების სუსტი ხარისხით ესტონური ენების ზეგავლენას. მაგალითად რუსული ენის ნებისმიერი მცოდნე და სხვათაშორის, არაა სავალდებულო რომ იგი რუსი იყოს; ყოველგვარი თარგმანის გარეშე მიხვდება რომ ლიეტუვური სიტყვები Galvas, Nogas, Gribas, Stalas,Vartai სხვა არაფერია თუ არა თავი, ფეხი, სოკო, მაგიდა და კარიბჭე შესაბამისად. ამ მხრივაც უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება. თუმცა უნდა ითქვას, რომ ლიეტუვური ენა არ წარმოადგენს რომელიმე სლავურ ან გერმანიკულ ენას როგორც ეს ხშირად შეცდომით ჰგონიათ და მას თავისთავადი და თვითმყოფადი ორიგინალობა ახასიათებს.

                                     

4.1. გრამატიკა ზოგიერთი ბგერის წაკითხვა ლიეტუვურში

ენა გამოირჩევა სირბილით. დიფთონგების და ტრიფთონგების ხშირი მონაცვლეობით რბილ და ნახევრად რბილ თანხმოვნებთან. ძირითადად იწერება ისე, როგორც იკითხება. ერთადერთ გამონაკლისად ითვლება ტრიფთონგი iai. რომელიც იკითხება როგორც რუსული еи. ლიეტუვურ ენას არ გააჩნია კლასიკური ასობგერა ე, ქართულში შესაბამისად ე, ინგლისურში E,რუსულში Э. მის ნაცვლად იხმარება დიფთონგები E, Ę და Ė. პირველი გამოითქმის როგორც რუსული Я. მაგრამ უფრო ყრუ და მოკლედ. მეორე გამოითქმის აბსოლუტურად იგივენაირად. გრაფიკულად სხვა სახე გამოწვეულია რიგი ფონეტიკური მიზეზებით, ხოლო მესამე კი გამოითქმის როგორც ყრუ და უკანა სასისმიერი ბგერა, რომელიც აერთიანებს ა–ს და ე–ს.

ასევე მრავალფეროვანია მდგომარეობა სხვა ხმოვნებთან მიმართებისასაც. მაგ: ჩვენ გვაქვს A და Ą. I,Į და J. U, Ų და Ū. ა–ს შემთხვევაში სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით. გამოთქმა იდენტურია, ქართული ა–ს ექვივალენტური. ი–ს შემთხვევაში პირველ ორ ფონემას შორის სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით, გამოთქმა იდენტურია, ქართული ი–ს ექვივალენტური. რაც შეეხება ფონემა J-ს იოთ, ეს არის ძველქართული იოტა. მეტი სიცხადისათვის, მისი გამოთმა რუსულ Й-ს ექვივალენტურია. უ–ს შემთხვევაში პირველ ორ ფონემას შორის სხვაობა გამოწვეულია გრამატიკული მიზეზებით. გამოთქმა იდენტურია, ქართული უ–ს ექვივალენტური. რაც შეეხება Ū–ს, ისიც იგივე უ–ა, უბრალოდ გამოითქმის გრძლად. სამაგიეროდ, ასობგერა O მხოლოდ ერთია ლიეტუვურ ანბანში და მას არანაირი ექვივალენტები არ გააჩნია.

ასობგერა I თუკი დგას რომელიმე თანხმოვნის შემდეგ და მოსდევს ნებისმიერი ხმოვანი, ასრულებს შემარბილებელ ფუნქციას წინამდებარე თანხმოვნისა და მომდევნო ხმოვნისთვის. ზუსტი ანალოგია რუსული Ь. მაგალითისთვის, Vilnius იკითხება არა როგორც ვილნიუს, არამედ როგორც Вилньюс. ჯ და ძ ბგერების გადმოსაცემად ლიეტუვურ ენას გააჩნია ზუსტად რუსული ენის იდენტური კომპოზიცია, კერძოდ Dž და Dz. ამ ენაში არსებობის მიუხედავად, ქართული ენის მსგავსად იშვიათად იხმარება ასო ჰ და ქართული ენისავე მსგავსად იგი ძირითადად დამახასიათებელია უცხო ენებიდან ნასესხებ სიტყვათათვის. მიუხედავად იმისა, რომ ლიეტუვურ ენაში არსებობს ასო H, ბგერა ჰ–ს გადმოცემა არა ამ ფონემით, არამედ კომპოზიცია Ch-ით ხდება. თავად H კი წარმოადგენს ერთგვარ გარდამავალ ბგერას ჰ–ს და ღ–ს შორის. დაახლოებით უკრაინული Г-ს მსგავსად. ასევე, ლიეტუვურში დიდი ასოები უცხო ენებისა და ეროვნების დასაწყისის წინ არ იწერება, მხოლოდ უცხო ქვეყნების დასახელების წინ. –as და –is უცხო ეროვნების მამრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის, -ė კი მდედრობითისთვის. სადაურობის სუფიქსი არის – iškai ელი. მაგ. ინგლისელი=angliškai.



                                     

5. დიალექტები

ლიეტუვურ ენას გააჩნია ოთხი ძირითადი დიალექტი, რომელნიც თავიანთი მხრივ უამრავ მეტყველებად იყოფიან. კერძოდ ეს დიალექტებია: აუქშთაითიური, ჟემაიტიური, სუვალკიური და ძუკიური. ლიეტუვის პროვინციათა და ლიეტუველთა ეთნოგრაფიული ტიპაჟების შესაბამისად. თანამედროვე ლიეტუვური კლასიკური ლიტერატურული ენის საფუძველია აუქშთაითიური დიალექტი, რომელსაც გააჩნია უხვი ნათესაობები ძუკიური დიალექტიდან. ე.ი. ორი აღმოსავლური დიალექტი. მესამე დასავლური დიალექტი–სუვალკიური არ გამოირჩევა ძალიან დიდი სხვაობით აღმოსავლური დიალექტებისგან, თუმცა ცხადია ახასიათებს თავისი თვითმყოფადობა. ყველაზე მკვეთრია სხვაობა მეოთხე დასავლურ დიალექტთან–ჟემაიიტურთან მიმართებაში. შედარებისთვის: ლიტერატურულ ლიეტუვურ ენაზე და აუქშთაითიურ დიალექტზე სიტყვა "პური" გამოითქმის როგორც "Duona". ჟემაიტიურ დიალექტზე ხდება მისი ტრანსფორმირება "Douna-დ", ჟემაიიტური დიალექტის ერთ–ერთ სამეტყველო ვარიანტში კურშიული კი საერთოდ, ხდება ასობგერა უ–ს სეკვესტრი და გვრჩება Dona. ცხადია, სხვაობა მხოლოდ ამ ერთი მაგალითით არ ამოიწურება. სინამდვილეში იგი იმდენად დიდია, რომ ფარული სეპარატიზმის მასაზრდოებელ წყაროსაც კი წარმოადგენს. იმდენად რამდენადაც ჟემაიიტელების გარკვეულ წრეში ტრიალებს იდეა ჟემაიიტური ენის და არა ერთიანი ლიეტუვური ენის ჟემაიიტური დიალექტის შესახებ. ეს და სხვა რიგი ისტორიული საფუძვლები ; მათ აძლევს საფუძველს ილაპარაკონ და არა მხოლოდ ჟემაიტიის სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად. თუმცა თავად ჟემაიიტელთა უმრავლესობა აცნობიერებს მათ ერთიან ლიეტუვურ იდენტობას და თავის მხრივ, ცენტრალური მთავრობაც ყველანაირად ცდილობს ამ ისტორიული ავბედითობით გამოწვეული ესოდენ აშკარა სხვაობების ნიველირებას.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →