Back

ⓘ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება




რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება
                                     

ⓘ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება - მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი გეოგრაფიული საზოგადოება. მისი მთავარი მიზანია გეოგრაფიული ცნობების შეკრება და გავრცელება. საზოგადოების მიერ მოწყობილმა ექსპედიციებმა დიდი როლი ითამაშა ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, შუა და ცენტრალური აზიისა და მსოფლიო ოკეანის ათვისების საქმეში; ზღვაოსნობის განვითარებას მოჰყვა ახალი ტერიტორიების აღმოჩენა. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა 1845 წლის 18 აგვისტოს, სანქტ-პეტერბურგში, გამოჩენილი მეცნიერების - თედორე ლიტკეს, კარლ ბერის, ფერდინანდ ვრანგელისა და სხვათა ინიციატივით. 1956 წლიდან შედის საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის შემადგენლობაში. 1845-1850 და 1917-1926 წლებში ეწოდებოდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება, 1850-1917 წლებში რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოება, 1926-1938 წლებში სახელმწიფო გეოგრაფიული საზოგადოება, 1938-1992 წლებში სსრ კავშირის გეოგრაფიული საზოგადოება, 1992 წლიდან კვლავ რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება ეწოდება.

რუსეთის გეოგრაფიულმა საზოგადოებამ თავისი არსებობის პირველსავე წლებში ფართოდ გაშალა საექსპედიციო, საგამომცემლო და საგანმანათლებლო სამუშაოები. საზოგადოებამ დიდი წვლილი შეიტანა ურალის, ციმბირის, შორეული აღმოსავლეთის, შუა და ცენტრალური აზიია, კავკასიის, ირანის, ახალი გვინეის, ინდოეთისა და სხვა ტერიტორიების შესწავლის საქმეში. აღნიშნული კვლევები დაკავშირებულია პეტრე კროპოტკინის, პეტრე სემიონოვ-ტიან-შანსკის, ნიკოლოზ პრჟევალსკის, ნიკოლოზ მიკლუხო-მაკლაის, მიხეილ პევცოვის, პეტრე კოზლოვის, ვლადიმერ ობრუჩევის, ლევ ბერგისა და სხვათა სახელებთან.

1850 წელს კავკასიაში დაარსდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება, რომლის პირველი საზეიმო დამაარსებელი სხდომა შედგა 1851 წლის 10 მარტს თბილისში. ამჟამად რუსეთის გეოგრაფიულ საზოგადოებას აქვს განყოფილებები რუსეთის მრავალ ქალაქში.

რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ჯილდოებია: კონსტანტინეს მედალი, თედორე ლიტკეს დიდი ოქროს მედალი, პრჟევალსკის სახელობის მედალი, პეტრე სემიონოვის სახელობის მედალი, სემიონ დეჟნიოვის პრემია და სხვ.

                                     

1. ლიტერატურა

  • Берг Л. С., Всесоюзное Географическое общество за 100 лет. 1845 - 1945, М. - Л., 1946;
  • Географическое общество за 125 лет, Л., 1970.
  • Семенов П. П., История полувековой деятельности Имп. Русского географического общества, ч. 1 - 3, СПБ, 1896;
                                     
  • francophone sur la réflexion épistémologique en Géographie რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება Кафанов А. И., Кудряшов В. А., 2005. Классики биогеографии :
  • 1888, დიდი ჯიხაიში, რუსეთის იმპერია - გ. 5 თებერვალი, 1931, თბილისი - ქართველი მათემატიკოსი, მეტალურგი, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ერთ ერთი
  • 1825 : ბოლივიამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა პერუსაგან. 1845 : რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება დაარსდა სანქტ - პეტერბურგში. 1914 : პირველი მსოფლიო ომი - პირველი
  • ომი - სმოლენსკის ბრძოლაში რუსები დამარცხდნენ. 1845 : დაარსდა რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება 1868 : ფრანგმა ასტრონომმა პიერ ჟულს სეზარ ჟანსენმა ჰელიუმი
  • დასახლებული პუნქტი სუეციც. დასავლური წყაროები, როგორიცაა, ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოება როგორც წესი, აცხადებს, რომ ევროპა აზიის საზღვარი იწყება, ურალის
  • დასასრულს რუსეთის თათრობაში გაიღვიძა ეროვნულმა ცნობიერებამ. მათ აღმოაჩინეს საერთოობა თურქულენოვან ხალხებთან. 1839 წელს დაარსდა თურანული საზოგადოება თურქულად:
  • ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი 1945 საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოება 1924 ალექსანდრე ჯავახიშვილს დიდი ღვაწლი მიუძღვის თბილისის სახელმწიფო
  • მითითებული. მხარე რუსეთის იმპერიის მიერ დასავლეთ საქართველოს ანექსიის მიერ მიეკუთვნა ქუთაისის მაზრას. 1902 წლის მონაცემებით აბაშის სასოფლო საზოგადოება მოიცავდა
  • და სხვა რეგიონების რელიეფის საკითხები აღსანიშნავია ნაშრომები: რუსეთის გეოგრაფიული მეცნიერების ისტორიული ნარკვევი 1929 კამჩატკის აღმოჩენა და ბერინგის
  • ენების დიფერენციაცია სიშორის მიხედვით, ან გამო. ენებად გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს

Users also searched:

დემოგრაფია,

...
...
...