Back

ⓘ კლასიკური მუსიკა




კლასიკური მუსიკა
                                     

ⓘ კლასიკური მუსიკა

კლასიკური მუსიკა - დასავლეთევროპულ კულტურულ ტრადიციებთან დაკავშირებული ლიტურგიკული ან სეკულარული არტ-მუსიკა. უფრო ვიწრო მნიშვნელობით, ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება 1750-1820 წლამდე ეპოქის აღსანიშნავად, ხოლო ეს სტატია ეხება პერიოდს ჩვენი წელთაღრიცხვით VI საუკუნიდან დღევანდელ დღემდე, რომელიც, სხვა პერიოდებთან ერთად კლასიციზმსაც მოიცავს. ამ მუსიკალური ტრადიციის ცენტრალური ნორმები ტონალური მუსიკის ეპოქაში, 1550-1900 წლებში ჩამოყალიბდა.

                                     

1. მიმოხილვა

ევროპულ არტ-მუსიკას არაევროპული კლასიკური და პოპულარული მუსიკალური ტრადიციებისგან, პირველ რიგში, მუსიკალური ნოტაციის სისტემა გამოარჩევს, რომელიც, სხვადასხვა ფორმით, დაახლოებით, XI საუკუნიდან გამოიყენება. თანამედროვე ევროპული მუსიკალური ნოტაციის პირველი ფორმები კათოლიკე ბერებმა მსოფლიო მასშტაბით საეკლესიო ლიტურგიის სტანდარტიზების მიზნით განავითარეს. კომპოზიტორების მხრიდან დასავლეთევროპული სანოტო სისტემა გამოიყენება შემსრულებლისთვის ბგერის სიმაღლისა და გრძლიობის, ასევე, სხვა ნიუანსების შესახებ ინფორმაციის გადასაცემად. განსხვავებით პოპულარული მუსიკისგან, რომელიც მეტწილად ლექსზე დამყარებულ კუპლეტურ სასიმღერო ფორმას ან მის ვარიაციებს იყენებს, კლასიკური მუსიკა გამოირჩევა მრავალგვარი დახვეწილი ინსტრუმენტული ფორმებით, როგორიცაა სიმფონია, კონცერტი, ფუგა, სონატა და შერეული ვოკალურ-ინსტრუმენტული ფორმებით, როგორიცაა ოპერა, კანტატა და მესა.

ტერმინი კლასიკური მუსიკა პირველად ადრე XIX საუკუნეში გამოიყენეს; ამის მიზანი იოჰან სებასტიან ბახიდან ლუდვიგ ვან ბეთჰოვენამდე პერიოდის მუსიკის ცალკე, "მუსიკის ოქროს ხანის" სახით კანონიზება იყო. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის მიხედვით, ტერმინი პირველად 1829 წელს იქნა გამოყენებული.

                                     

2. პერიოდები

კლასიკური მუსიკის ძირითადი პერიოდებია:

  • შუა საკუნეების მუსიკა 500–1420, რომელიშიც შედის
  • არს სუბტილიორ Ars subtilior 1360–1420
  • არს ნოვა Ars nova 1310–1377
  • ანტიკური მუსიკა, ჩვ. წ მდე 500 წელზე ადრე
  • არს ანტიკა Ars antiqua 1170–1310
  • ძველი მუსიკა, რომელშიც შედის
  • რენესანსის მუსიკა 1400–1600
  • ბაროკო 1600–1750
  • კლასიციზმი 1750–1820
  • ტონალური მუსიკის პერიოდი, რომელშიც შედის
  • გალანტური მუსიკა 1720–1770
  • რომანტიზმი 1800–1910
  • იმპრესიონიზმი 1890–1925
  • მოდერნიზმი 1890–1930/45, რომელშიც შედის
  • ექსპრესიონიზმი 1908–1925
  • ნეოკლასიციზმი
  • თანამედროვე კლასიკური მუსიკა გვიან XIX, XX და XXI საუკუნეების მუსიკა; 1890-დან დღემდე, მათ შორის
  • პოსტმინიმალიზმი 1980-
  • პოსტმოდერნიზმი/თანამედროვე მუსიკა 1930–
  • ექსპერიმენტული მუსიკა 1950–
  • მინიმალიზმი 1960–1990
                                     

3. მახასიათებლები

ევროპული კლასიკური მუსიკა სტილური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, შუა საუკუნეების გრიგორიანული ქორალიდან კლასიკურ და რომანტიკულ სიმფონიებამდე და XX საუკუნის ავანგარდულ ნაწარმოებებამდე. შესაბამისად, მისი ზოგადი მახასიათებლების ჩამოთვლა რთულია. მიუხედავად ამისა, საერთო ფაქტორად შეიძლება განხილული იქნას მუსიკალური ნაწარმოებების ჩასაწერად ზუსტი მენზურული დაახლოებით, XIII საუკუნიდან მოყოლებული, ხოლო შემდგომ, სანოტო სისტემის 1600-იანი წლებიდან გამოყენება და მათი განუხრელად შესრულება. მეორე ფაქტორია კომპლექსური სოლო ინსტრუმენტული ფორმების მაგალითად, ფუგა განვითარება. პირველი სიმფონიები კლასიციზმის პერიოდში წარმოიშვა XVIII საუკუნის დასაწყისიდან, რის შემდეგაც სიმფონიური ანსამბლები და კომპოზიციები კლასიკური მუსიკის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა.

                                     

4. კომპლექსურობა

კლასიკური მუსიკის ნიმუშებს ახასიათებს გაორკესტრების, კონტრაპუნქტის, ჰარმონიის, მუსიკალური განვითარების, რიტმის, ფრაზირების, ტექსტურის და ფორმის კომპლექსურობა. განსხვავებით პოპულარული მუსიკისგან, რომელიც, როგორც წესი, კუპლეტურ ფორმაშია, კლასიკურ მუსიკას ახასიათებს რთული და დახვეწილი ინსტრუმენტული და ვოკალურ-ინსტრუმენტული ფორმების განვითარება ოპერა, ორატორია.

გრძელი ინსტრუმენტული ნაწარმოებები ხშირად დაყოფილია თვითკმარ მონაკვეთებად, რომლებსაც ნაწილები ან მოქმედებები ეწოდება და ხშირად ხასიათითა და განწყობით ერთმანეთის მიმართ კონტრასტულია. მაგალითად, კლასიკური სიმფონიები ხშირად დაყოფილია ოთხ ნაწილად მოქმედებად:

  • Allegro სონატურ ფორმაში,
  • მენუეტი ან სკერცო
  • ფინალური Allegro.
  • ნელი მოქმედება,

ეს ნაწილები მოქმედებები შეიძლება უფრო მცირე მონაკვეთებადაც დაიყოს, როგორიცაა სექცია, პერიოდი წინადადება და ფრაზა.

                                     

5. შესრულება

კლასიკური მუსიკალური განათლების მიღება შესაძლებელია ინსტრუმენტის ან ვოკალის პედაგოგთან კერძო გაკვეთილების საშუალებით, ან ფორმალური საგანმანათლებლო კურსის გავლით კონსერვატორიაში, კოლეჯში ან უნივერსიტეტში, რომლის შედეგადაც შესაძლებელია მუსიკის ბაკალავრის ან მუსიკის მაგისტრის ხარისხის მიღება. როგორც წესი, კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს ხანგრძლივი ფორმალური მუსიკალური განათლება და წვრთნა მოეთხოვებათ, ხშირად, მაგისტრის ხარისხის ჩათვლით.

კლასიკური მუსიკის რეპერტუარის შესრულება მოითხოვს დახელოვნებას ფურცლიდან კითხვასა და ანსამბლში დაკვრაში, ჰარმონიის პრინციპების ცოდნას, ვარჯიშს სმენაში ბგერის სიმაღლის სმენით ამოცნობას, შესწორებას და გასწორებას, საშემსრულებლო პრაქტიკების ცოდნას მაგალითად, ბაროკოს ორნამენტების; მუსიკოსი უნდა იცნობდეს იმ პერიოდის, სტილის და მუსიკალური ენის თავისებურებებს, რომელსაც მის მიერ შესასრულებელი ნაწარმოები მიეკუთვნება მაგალითად, ბრამსის სიმფონია ან მოცარტის კონცერტი.

ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომელიც ევროპულ კლასიკურ მუსიკას პოპულარული და ხალხური მუსიკისგან გამოარჩევს, არის მისი ჩაწერა სანოტო სისტემაში, რის შედეგადაც იქმნება პარტიტურა. მასში მითითებულია დეტალები რიტმის, ბგერის სიმაღლის, გრძლიობის და ერთზე მეტი პარტიის არსებობის შემთხვევაში, მათი ურთიერთკოორდინაციის შესახებ. მუსიკის ჩაწერამ შესაძლებელი გახადა მაღალი დონის კომპლექსურობა. მაგალითად, ფუგაში ძლიერ განსხვავებული მელოდიური ხაზები ერთ კონტრაპუნქტულ ქსოვილში ისეა მოქცეული, რომ დაცულია ერთიანი ჰარმონიული ლოგიკა. წერილობითი ნოტაციის უმნიშვნელოვანესი შედეგია ნაწარმოებების შემონახვა, რაც კლასიკური მუსიკის შემსრულებლებს მრავალი საუკუნით ადრე შექმნილი ნაწარმოებების შესრულების საშუალებას აძლევს.

XX-XXI საუკუნეებში კლასიკურ მუსიკაში იმპროვიზაციის ტრადიცია დაიკარგა, თუმცა ბაროკოდან რომანტიკულ ეპოქამდე ბევრი შემსრულებელი თავისი ეპოქის მუსიკის იმპროვიზება შეეძლოთ. ბაროკოს ერაში მუსიკოსები იმპროვიზირებდნენ პრელუდიებს, კლავიშიან საკრავებზე შემსრულებლები კი აკორდებს ციფრულ ბანზე დაყრდნობით; იმპროვიზაციის შედეგი იყო მუსიკალური ორნამენტები ვოკალურ პარტიებში. იოჰან სებასტიან ბახი განთქმული იყო თავისი რთული იმპროვიზაციებით. კლასიკურ ეპოქაში, ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი ცნობილი იყო იმით, რომ შეეძლო სხვადასხვა სტილებში იმპროვიზაცია. კონცერტების კადენცაში იმპროვიზირებდა სოლისტიც. ბეთჰოვენი, როგორც პიანისტი, ასევე განთქმული იყო იმპროვიზაციებით.



                                     

6. ინსტრუმენტები და ვოკალური პრაქტიკა

ინსტრუმენტების უმეტესობა, რომლებიც დღეს კლასიკურ მუსიკაში გამოიყენება, XIX საუკუნის შუა ხანებამდე ზოგიერთი ბევრად უფრო ადრე გამოიგონეს, ხოლო მათი დახვეწა და სისტემატიზაცია XVIII-XIX საუკუნეებში მოხდა. მატი უმეტესობა წარმოადგენს დღევანდელ სიმფონიურ ორკესტრში შემავალ ინსტრუმენტებს, რასაც რამდენიმე სოლო ინსტრუმენტი ემატება. ორკესტრი შედგება სიმებიანი, ხის და ლითონის ჩასაბერი და დასარტყამი ოჯახების ინსტრუმენტებისგან. სასულე ორკესტრში ხის და ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტების უფრო დიდი მრავალფეროვნებაა, ვიდრე ორკესტრში, თუმცა ისინი სიმებიან ინსტრუმენტებს არ შეიცავენ გამონაკლისია კონტრაბასი, რომელიც ბევრ სასულე ორკესტრს ემატება ხოლმე.

ვოკალური პრაქტიკა განვითარდა შუა საუკუენეების მონოდიური ერთხმიანი გრიგორიანული საგალობლებიდან მოყოლებული რენესანსის და ბაროკოს რთულ, პოლიფონიურ მუსიკამდე და თანამედროვე ვოკალურ ნაწარმოებებამდე, რამდენიმე დამოუკიდებელი მელოდიური ხაზითა და ინსტრუმენტული თანხლებით.

                                     

7. ისტორია

კლასიკური მუსიკის ძირითადი პერიოდები, 1900 წლამდე, არის ძველი მუსიკა, რომელიც მოიცავს შუასაკუნეების 500–1400 და აღორძინების 1400–1600 ეპოქებს და ტონალური მუსიკის პერიოდი, რომელიც მოიცავს ბაროკოს 1600–1750, კლასიციზმის 1750–1820 და რომანტიზმის 1810–1910 ეპოქებს. თანამედროვე პერიოდი მოიცავს XX საუკუნის მუსიკას 1901–2000 და მასში მოაიაზრება ადრეული მოდერნიზმი 1890–1930, მაღალი მოდერნიზმი XX საუკუნის შუა პერიოდი; აგრეთვე თანამედროვე ეპოქა ტერმინის უფრო ვიწრო გაგებით, 1945- ან 1975– ან პოსტმოდერნზმი 1930–. XXI საუკუნის კლასიკური მუსიკა, ჯერჯერობით, თანამედროვე/პოსტმოდერნისტული ტრადიციის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც წინა საუკუნეში ჩამოყალიბდა.

თარიღები ზოგადი ხასიათისაა, რამდენადაც პერიოდები და ეპოქები ხშირად კვეთს ერთმანეთს, ხოლო კატეგორიზაცია რამდენადმე ბუნდოვანია; მეტიც, ზოგიერთი მკვლევარი ტერმინებს "პერიოდი" და "ერა ეპოქა" ურთიერთშენაცვლებით იყენებს და ახსენებს ტონალური მუსიკის ეპოქას, რომელიც ბაროკოს, კლასიციზმის და რომანტიზმის პერიოდებად იყოფა და არა პირიქით. მაგალითად, ფუგის ფორმა და კონტრაპუნქტის გამოყენება, რომელიც ბაროკოს ეპოქის ან პერიოდის მახასიათებლად ითვლება, კლასიციზმის დროს იოზეფ ჰაიდნმა, ხოლო რომანტიზმის ეპოქაში ბეთჰოვენმა, ბრამსმა და სხვებმა გააგრძელეს. მიუხედავად ამისა, პერიოდებს შორის დიფერენცირება მათი მუსიკის სხვადასხვა მახასითებლების საშუალებით ხდება.

პრეფიქსი ნეო- გამოიყენება XIX, XX და XXI საუკუნეში შექმნილი ისეთი მუსიკისთვის, რომელიც უფრო ადრეული ეპოქის სტილშია შექმნილი. მაგალითად, იგორ სტრავინსკის ბალეტი პულჩინელა ნეოკლასიკური ნაწარმოებია, რადგან სტილისტურად ბაროკოს ნაწარმოებების მსგავსია.



                                     

7.1. ისტორია ფესვები

ბერგი 2006 გამოთქვამს მოსაზრებას, რომ დასავლური კლასიკური მუსიკის ფესვები უძველეს ეგვიპტურ არტ-მუსიკაში, ქეირონომიის ხელოვნებაში და ძველეგვიპტურ ორკესტრშია საძიებელი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2695 წლით თარიღდება. ანტიკურ საბერძნეთში მუსიკალური გამები არისტოქსენემ და პითაგორამ განავითარეს. პითაგორამ შექმნა ინსტრუმენტის მომართვის სისტემა და მუსიკალური ნოტაციის თავისებური ფორმა. ძველბერძნულმა ინსტრუმენტებმა, როგორიცაა აულოსი და ლირა, სათავე დაუდო არაერთ თანამედროვე ინსტრუმენტს. ძველი მუსიკის და შესაბამისად, კლასიკური მუსიკის წინამორბედად ანტიკური მუსიკა ითვლება რომის დაცემამდე, 476.

                                     

7.2. ისტორია შუა საკუნეები

შუა საუკუნების ეპოქა რომის დაცემიდან 476 დაახლოებით 1400 წლამდე შექმნილ მუსიკას მოიცავს. დაახლოებით 1100 წლამდე მონოფონიური მონოდიური გრიგორიანული საგალობლები დომინანტურ ფორმას წარმოადგენდა. მოგვიანებით მათგან პოლიფონიური მრავალხმიანი მუსიკა გაჩნდა, რომელმაც აღორძნების ხანაში მნიშვნელოვანი განვითარება განიცადა.

ევროპული კლასიკური მუსიკალური ინსტრუმენტების ნაწილი წარმოშობილია შუა საუკუნეების ისლამური სამყაროსგან შეთვისებულ ინსტრუმენტებზე. მაგალითად, არაბული რებაბი ყველა ევროპული ხემიანი ინსტრუმენტის წინაპარია, მათ შორის, ბიზანტიური ლირის, რებეკის და ვიოლინოსი.

ბევრი ინსტრუმენტი, რომელზეც შუა საუკუნეების მუსიკა სრულდებოდა, დღესაც არსებობს, თუმცა, განსხვავებული ფორმით. მათ შორის იყო ფლეიტა, რეკორდერი ბლოკ-ფლეიტა და ლუტი. არსებობდა ორღანისა და ვიოლინოს ადრეული ვარიანტებიც. შუა საუკუნეების ინსტრუმენტები, უმეტესად, მარტო გამოიყენებოდა, ხშირად კი აკომპანიმეტის სახით იმავე ინსტრუმენტის დრონი ახლდა. სულ მცირე XIII საუკუნიდან მოყოლებული XV საუკუნის ჩათვლით არსებობდა ინსტრუმენტების დაყოფა "მაღალ" და "დაბალ" ფრანგ. bas ; წყნარი, ინტიმური ხმოვანების ინსტრუმენტები კატეგორიებად. ადრე შუა საუკუნეებში ლიტურგიკული ვოკალური მუსიკა მონოფონიური იყო, ესე იგი აკომპანიმეტის გარეშე და ერთი ვოკალური მელოდიური ხაზისგან შედგებოდა. პოლიფონიური ვოკალური ჟანრები, რომლებიც რამდენიმე დამოუკიდებელი ვოკალური ხაზებისგან შედგება, შედარებით გვიან განვითარდა და უმაღლეს წერტილს გვიან XIII და ადრე XIV საუკუნეში მიაღწია.

შუა საუკუნეების მნიშვნელოვანი კომპოზიტორებია ჰილდეგარდ დე ბინგენი, გიიომ დე მაშო, ლეონენი, პეროტენი, ფილიპ დე ვიტრი, ფრანჩესკო ლანდინი და იოჰანეს ჩიკონია.

                                     

7.3. ისტორია რენესანსი

აღორძნების ეპოქა 1400-დან 1600 წლამდე გრძელდებოდა. იგი ხასიათდება შედარებით მრავალფეროვანი ინსტრუმენტების გამოყენებით, პოლიფონიის კიდევ უფრო განვითარებით და ბანის ინსტრუმენტების პირველი გამოყენებით. გავრცელდა სახალხო ცეკვები, რამაც ცეკვის თანხლებისათვის შესაფერისი ხასიათის მუსიკის განვითარება და სტანდარტიზება გამოიწვია. სანოტო დგამებისა და მუსიკალური ნოტაციის სხვა მახასიათებლების სრულყოფამ შესაძლებელი გახადა მუსიკალური კომპოზიციის პროცესის გამოყოფა მისი გადაცემის პროცესისგან. სანოტო ჩანაწერების გარეშე მუსიკალური ნაწარმოებების გადაცემა ზეპირად ხდებოდა, რაც ყოველი გადაცემის დროს უცილობელ ცვლილებებს იწვევდა, პარტიტურის საშუალებით კი შესაძლებელი გახდა ნაწარმოების ზუსტად შესრულება კომპოზიტორის ადგილზე ყოფნის გარეშე. XV საუკუნეში საბეჭდი დაზგის გამოყენებამ უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა მუსიკალური ნაწარმოებების შენახვასა და გავრცელებაზე.

რენესანსის დროს ბევრი ინსტრუმენტი წარმოიშვა, ზოგიერთი მათგანი კი მანამდე არსებული საკრავების გაუმჯობესება ან ვარიაცია იყო. ზოგიერთი დღემდე შემორჩა, ზოგის გამოყენება შეწყდა, ზოგისა კი ისტორიულად აკურატული შესრულების მიზნით კვლავ შემოიღეს ხმარებაში. დღევანდელი დღის მსგავსად, მაშინდელი საკრავების კლასიფიცირებაც შესაძლებელია ლითონის ჩასაბერი, ხის ჩასაბერი, სიმებიანი/ხემიანი და დასარტყამი ინსტრუმენტების ოჯახებად. ლითონის ჩასაბერებზე სხვადასხვა გილდიებში გაერთიანებული პროფესიონალი მუსიკოსები უკრავდნენ ხოლმე. მათგან აღსანიშნავია კულისიანი საყვირი, ხის კორნეტი, უვენტილო საყვირი და ბაროკოს ტრომბონი. სიმებიან ინსტრუმენტებში შედიოდა ვიოლი, რებეკი, არფის მსგავსი ლირა, ლუტი, გიტარა, ცისტრა, ბანდორა და ორფარიონი. კლავიშიანი ინსტრუმენტები არსებობდა კლავესინის და კლავიკორდის სახით. არსებობდა რამდენიმე სახის დასარტყამი ინსტრუმენტიც. ხის ჩასაბერებიდან აღსანიშნავია შალემი ჰობოის ოჯახის ადრეული წარმომადგენელი, ენაკიანი სალამური, გუდასტვირი, ფლეიტა, ბლოკფლეიტა, დულსიანი და ა.შ. არსებობდა მარტივი ორღანიც, მეტწილად, ეკლესიებში, თუმცა, იყო გადასატანი ვარიანტებიც. ბეჭდვის საშუალებით შესაძლებელი გახდა მუსიკალური ინსტრუმენტების აღწერის და მახასიათებლების სტანდარტიზება, ასევე, მათი დამზადებისა და მოხმარების ინსტრუქციების გავრცელება.

რენესანსის ვოკალური მუსიკა გამოირჩევა სულ უფრო რთული პოლიფონიური აზროვნებით. მთავარ ლიტურგიკულ ფორმებს მესა და მოტეტი წარმოადგენდა, რომელთაც, ეპოქის დასასრულს, სხვა ფორმებიც დაემატა, განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საეკლესიო მუსიკის კომპოზიტორებმა სეკულარული ფორმების მაგალითად, მადრიგალის ადაპტირება და გამოყენება დაიწყეს. ეპოქის დასასრულს გამოჩნდა ოპერის წინამორბედი დრამატული ფორმები, მაგალითად, მონოდია, კომედია-მადრიგალი და ინტერმედიო. დაახლოებით 1597 წელს იტაკლიელმა კომპოზიტორმა იაკოპო პერიმ დაწერა დაფნე, პირველი ნაწარმოები, რომელსაც შეიძლება ოპერა ეწოდოს. მანვე შექმნა ევრიდიკე – დღემდე შემორჩენილი პირველი ოპერა.

რენესანსის მნიშვნელოვანი კომპოზიტორებია ჟოსკენ დე პრე, ჯოვანი პიერლუიჯი და პალესტრინა, ჯონ დანსტეპლი, იოჰანეს ოკეგემი, ორლანდო დე ლასუსი, გიიომ დიუ ფე, ჟილ ბენშუა, ტომას ტალისი, უილიამ ბერდი, ჯოვანი გაბრიელი, კარლო ჯეზუალდო, ჯონ დაუნლენდი, იაკობ ობრეხტი, ადრიან უილერტი, ჟაკ არკადელი და ჩიპრიანო დე რორე.



                                     

7.4. ისტორია ტონალური მუსიკის პერიოდი

ტონალური მუსიკის პერიოდი common practice period, ჩვეულებრივ, განისაზღვრება, როგორც პერიოდი ტონალური სისტემის ჩამოყალიბებიდან მის მოშლამდე. ეს დაახლოებით მოიცავს ორნახევარ საუკუნეს და მასში ბაროკოს, კლასიციზმის და რომანტიზმის ეპოქები შედის.

                                     

7.5. ისტორია ბაროკო

ბაროკოს მუსიკა ხასიათდება რთული ტონალური კონტრაპუნქტის და basso continuo-ს – განუწყვეტელი ბანის ხაზის გამოყენებით. ყველა წინა ეპოქასთან შედარებით მუსიკა ბევრად უფრო კომპლექსური გახდა. სონატური ფორმის, ასევე, თემისა და ვარიაციების პირველი ფორმები ჩამოყალიბდა. დასრულებული ფორმა მიიღო მაჟორული და მინორული ტონალური სისტემების გამოყენებამ მუსიკაში დისონანსის, ქრომატიზმის და სხვა პროცესების სამართავად.

ბაროკოს ერაში კლავიშიან საკრავებზე კლავესინი, ორღანი შესრულებული მუსიკის პოპულარობა გაიზარდა. ვიოლინოს ოჯახის ხემიანმა ინსტრუმენტებმა კი მიიღეს ის ზოგადი ფორმა, რომლითაც მათ დღეს ვიცნობთ. ოპერა, როგორც სასცენო მუსიკალური დრამა, გამოეყო დანარჩენ მუსიკალურ და დრამატულ ფორმებს; გავრცელდა სხვა ვოკალური ფორმებიც, როგორიცაა კანტატა და ორატორია. პირველად კლასიკური მუსიკის ისტორიაში ვოკალისტებმა მუსიკის თავიანთი ინტერპრეტაციით შესრულება დაიწყეს.

პრაქტიკაში ფართოდ გავრცელდა თეორიები თანაბარი წყობის შესახებ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ იგი ძნელადმოსამართ კლავიშიან ინსტრუმენტებზე გაზრდილ ქრომატიულ შესაძლებლობებს იძლეოდა. თავად იოჰან სებასტიან ბახი თანაბარი წყობის ინსტრუმენტებს თანამედროვე ფორტეპიანოს მსგავსს ნაკლებად იყენებდა, თუმცა, თეორიულმა მიღწევებმა ამ სფეროში, შესაძლებელი გახადა მისი კარგად ტემპერირებული კლავირის შექმნა.

ბაროკოს ერაში გავრცელებული საკრავები შეიცავდა ინსტრუმენტებს წინა პერიოდიდან, ასევე, რამდენიმე ახალ სახეობას. წინა პერიოდის ბევრი ინსტრუმენტი უკვე აღარ გამოიყენებოდა. მთავარი სიმებიანი/ხემიანი ისნტრუმნეტები იყო ბაროკოს ვიოლინო, ვიოლი, ალტი, ვიოლა დ’ამორე, ჩელო, კონტრაბასი, ლუტი, თეორბო რომელიც ხშირად basso continuo-ს უკრავდა, მანდოლინა, ბაროკოს გიტარა, არფა და ჰერდი-გერდი hurdy-gurdy. ხის ჩასაბერებში შედიოდა ბაროკოს ფლეიტა, ბაროკოს ჰობოი, ბლოკფლეიტა და ფაგოტი. ლითონის ჩასაბერებში კორნეტი, ნატურალური ვალტორნა, ბაროკოს საყვირი, სერპენტი და ტრომბონი. კლავიშიან ინსტრუმენტებში კლავიკორდი, კლავესინი, ორღანი და უფრო მოგვიანებით, ფორტეპიანოს ადრეული ვერსია. დასარტყამ ინსტრუმენტებში ლიტავრა, დოლი, ტამბურინი და კასტანეტები.

ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ბაროკოსა და მის შემდგომ კლასიციზმის ეპოქას შორის ისაა, რომ ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და მათი ანსამბლები ბევრად უფრო ნაკლებად სტანდარტიზებული იყო. ბაროკოს ანსამბლში შეიძლება ყოფილიყო რამდენიმე სხვადასხვა სახის კლავიშიანი ინსტრუმენტი მაგალითად, კლავესინი და ორღანი, დამატებით, სიმებიანი აკორდული ინსტრუმენტები ლუტი ან გიტარა, ხემიანი საკრავები, ნებისმიერი სახის ჩასაბერები და ნებისმიერი რაოდენობის ბანის ინსტრუმენტები basso continuo-ს შესასრულებლად.

ვოკალური ფორმებიდან ბაროკოს ერაში განვითარდა ოპერის განსხვავებული ფორმები: კომიკური ოპერა და ოპერა-სერია; აგრეთვე ორატორიები და კანტატები.

ბაროკოს ეპოქის მნიშვნელოვანი კომპოზიტორებია იოჰან სებასტიან ბახი, ანტონიო ვივალდი, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელი, ჰენრი პერსელი, კლაუდიო მონტევერდი, ბარბარა სტროცი, დომენიკო სკარლატი, გეორგ ფილიპ ტელემანი, არკანჯელო კორელი, ალესანდრო სკარლატი, ჟან-ფილიპ რამო, ჟან-ბატისტ ლული და ჰაინრიხ შუცი.

                                     

7.6. ისტორია კლასიციზმი

ტერმინი კლასიციზმი მუსიკაში, ან კლასიკური მუსიკა უფრო ვიწრო გაგებით აღნიშნავს დასავლეთევროპულ არტ-მუსიკას 1750-იანი წლებიდან 1820-იან წლებამდე - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის, იოზეფ ჰაიდნის და ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის ეპოქას.

კლასიციზმის ეპოქაში ჩამოყალიბდა კომპოზიციის, შესრულებისა და სტილის ბევრი ნორმა; ამავე პერიოდში გახდა ფორტეპიანო დომინანტური კლავიშიანი ინსტრუმენტი. ორკესტრის ძირითადი მუსიკალური შემადგენლობა რამდენადმე სტანდარტიზებული გახდა თუმცა, მისი ზრდა სხვადასხვა ინსტრუმენტების განვითარებასთან ერთად გაგრძელდა. კამერული მუსიკის ანსამბლები 8-10 შესმრულებლამდე გაიზარდა. გაგრძელდა ოპერის განვითარება და გაჩნდა ლოკალური სტილები იტალიაში, საფრანგეთში და გერმანულად მოლაპარაკე ქვეყნებში. გაიზარდა opera buffa-ს, კომიკური ოპერის იტალიური ვარიანტის პოპულარობა. დამოუკიდებელ მუსიკალურ ფორმად ჩამოყალიბდა სიმფონია, ხოლო კონცერტის ფორმა ვირტუოზ შემსრულებლებს თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალებას აძლევდა. ორკესტრება კლავესინის და basso continuo-ს ინსტრუმენტები აღარ სჭირდებოდა და მათი ხელმძღვანელი პირველი ვიოლინო გახდა კონცერტმაისტერი.

კლასიკური ეპოქის მუსიკოსებმა ბაროკოს ბევრი ინსტრუმენტის გამოყენება განაგრძეს. ზოგიერთის გამოყენება შეწყდა, ხოლო ზოგიერთი კიდევ უფრო დაიხვეწა და დღევანდელი ფორმა მიიღო, მაგალითად, ბაროკოს ვიოლინო დღევანდელ ვიოლინოდ იქცა, ბაროკოს ჰობოი – თანამედროვე ჰობოიდ, ხოლო ბაროკოს საყვირი ვენტილიან საყვირად. ამ ეპოქაში მოხდა საორკესტრო და კამერულ მუსიკაში გამოყენებული სიმებიანი ინსტრუმენტების სტანდარტიზება დღევანდელი სახით: ვიოლინო, ალტი, ჩელო და კონტრაბასი. ხის ჩასაბერებში შედიოდა ბასეტკლარნეტი, ბასეტჰორნი, კლასიკური კლარნეტი, შალუმო, ფლეიტა, ჰობოი და ფაგოტი. კლავიშიანი ინსტრუმენტები მოიცავდა კლავიკორდს, ფორტეპიანოს, ხოლო კლავესინი, რომელიც პირველ ეტაპზე 1750-იანი და 1760-იანი წლები ორკესტრში შედიოდა, თანდათან ამოვარდა ხმარებიდან. ლითონის ჩასაბერებიდან აღსანიშნავია ოფიკლაიდი და ნატურალური უვენტილო ვალტორნა.

ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები კლასიკურ ერაში საკმაოდ დაიხვეწა. ორმაგ ენაკიანი ინსტრუმენტების ჰობოი, ფაგოტი სტანდარტიზება ჯერ კიდევ ბაროკოს ეპოქაში მოხდა; ხოლო კლარნეტის ოჯახის ერთენაკიანი ინსტრუმენტები არც ისე ფართოდ გამოიყენებოდა, ვიდრე მოცარტმა მათი როლი არ გაზარდა როგორც საორკესტრო, ისე კამერულ და საკონცერტო ნაწარმოებებში.

კლასიციზმის ეპოქის უმთავრესი კომპოზიტორებია ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი, იოზეფ ჰაიდნი, კრისტოფ ვილიბალდ გლუკი, იოჰან კრისტიან ბახი, ლუიჯი ბოკერინი, კარლ ფილიპ ემანუელ ბახი, მუციო კლემენტი, ანტონიო სალიერი და იოჰან ნეპომუკ ჰუმელი. ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ხშირად განიხილება, როგორც ხიდი კლასიციზმსა და რომანტიზმს შორის.

                                     

7.7. ისტორია რომანტიზმი

რომანტიკული ეპოქის მუსიკა დაახლოებით, XIX საუკუნის პირველი დეკადიდან ადრეულ XX საუკუნემდე ხასიათდებოდა გაზრდილი ყურადღებით მელოდიური ხაზის მიმართ, ასევე, მძაფრი ექსპრესიითა და ემოციური ელემენტებით, რაც ხელოვნების სხვა ფორმებში არსებული რომანტიზმის პარალელური იყო. მუსიკალური ფორმები თანდათან გამოთავისუფლდნენ კლასიციზმის ეპოქაში კოდირებული ვარიანტებისგან; გაჩნდა ნოქტიურნი, ფანტაზია, პრელუდია, რომლებშიც ექსპოზიციის და დამუშავების მანამდე მიღებული მეთოდები უარყოფილი ან მინიმუმამდე დაყვანილი იყო. მუსიკა უფრო ქრომატიული, დისონანტური და ტონალურად მრავალფეროვანი გახდა. განვითარდა აკადემიური სიმღერის ფორმა გერმ. Lied, ასევე, ეპიკური მასშტაბების გრანდ-ოპერა, რომელმაც კულიმინაციურ ფორმას რიხარდ ვაგნერის ბეჭდის ციკლის სახით მიაღწია.

XIX საუკუნეში, როცა კომპოზიტორებმა არისტოკრატიისგან დამოუკიდებლად ცხოვრება შეძლეს, მუსიკალური დაწესებულებებიც გამოვიდა მდიდარი მფარველების კონტროლიდან. იზრდებოდა სულ უფრო განვითარებადი საშუალო კლასის ინტერესი მუსიკის მიმართ, რამაც გამოწვია სხვადასხვა ინსტიტუციების ჩამოყალიბება მუსიკის სწავლების, შესრულების და შემონახვის მიზნით. ფორტეპიანო, რომლის თანამედროვე დიზაინიც სწორედ ამ ეპოქაში შეიქმნა ნაწილობრივ, მეტალურგიის მაშინდელი მიღწევების შედეგად, საშუალო კლასის ოჯახებში ძლიერ პოპულარული გახდა, რომელთა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაც ფორტეპიანოს ბევრი მწარმოებელი გაჩნდა. ამ დროსვე დაარსდა ბევრი სიმფონიური ორკესტრი. ზოგიერთი მუსიკოსი და კომპოზიტორი ამ დროს ვარსკვლავური სტატუსით სარგებლობდა. ევროპულ კულტურულ იდეებზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა მსოფლიოს სხვა ნაწილებში ექსპანსიასაც.

რომანტიზმის ეპოქაში, განსაკუთრებით, მის ბოლო ათწლეულებში, გაიზარდა ნაციონალიზმის გავლენა სხვადასხვა კომპოზიტორის შემოქმედებაზე. ედვარდ გრიგი, ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი და ანტონინ დვორჟაკი მუსიკაში თავიანთი ქვეყნების ტრადიციული მუსიკის ელემენტებს იყენებდნენ.

რომანტიკულ ერაში კლავიშიანი ინსტრუმენტები თანამედროვე, მძლავრი ჟღერადობისა და ფართო დიაპაზონის ფორტეპიანომ ჩაანაცვლა. ორკესტრი კლასიციზმის დროს ჩამოყალიბებულ ფორმას ინარჩუნებდა ხემიანი, ხის ჩასაბერი, ლითონის ჩასაბერი და დასარტყამი საკრავების სექციებით, თუმცა, მუსიკის ექსპრესიულობის ზრდასთან ერთად, კომპოზიტორებს სტანდარტული საორკესტრო პალიტრა აღარ აკმაყოფილებდათ, ამიტომ უფრო სავსე, მძლავრი და მდიდარი ხმოვანების მისაღებად აღნიშნული სექციები გაფართოვდა. მაგალითად, თუ ბაროკოს ორკესტრში ორი კონტრაბასი საკმარისი იყო, რომანტიკულ ორკესტრს შეიძლება 10-12 ჰყოლოდა.

საორკესტრო საკრავების ოჯახების გაფართოებამ კულმინაციას XX საუკუნის დასაწყისში, გვიანრომანტიკოს და მოდერნისტ კომპოზიტორებთან მიაღწია. დასარტყამი ინსტრუმენტების ოჯახი უფრო მრავალფეროვანი გახდა. მნიშვნელოვნად გაიზარდა ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტების როლი, რადგან ვენტილების გამოგონებამ მათზე უფრო მეტი ნოტების დაკვრის შესაძლებლობა შექმნა. ორკესტრის ზომამ, რომელიც კლასიციზმის დროს 40-მდე შემსრულებელს ითვლიდა, 100-ს გადააჭარბა. მაგალითად, გუსტავ მალერის სიმფონია №8 1906 150 მუსიკოსისგან შემდგარი ორკესტრის და 400-კაციანი გუნდის მიერაც კი არის შესრულებული. ახალი ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებიდან აღსანიშნავია კონტრფაგოტი, ბანის კლარნეტი და ფლეიტა პიკოლო; ორკესტრის დასარტყამ ინსტრუმენტებს დაემატა ქსილოფონები, ჩელესტა, ზარები და ა.შ.; XIX საუკუნეში ზოგიერთ პარტიტურაში საქსოფონიც შედის, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ცალკე მდგომი სოლო ინსტრუმენტის და არა ორკესტრის ორგანული ნაწილის სახით.

ვალტორნის ოჯახის მოდიფიცირებული წევრი, ვაგნერის ტუბა, პირველად რიხარდ ვაგნერის ნიბელუნგის ბეჭედში გამოჩნდა. მნიშვნელოვანი როლი აქვს ბრუკნერის მე-7 სიმფონიაში, ასევე, გამოყენებულია რიხარდ შტრაუსის, ბელა ბარტოკის და სხვათა კომპოზიციებში. XIX საუკუნის ბოლომდე ხშირი იყო კორნეტების გამოყენებაც, რადგან ისინი საყვირებთან შედარებით უფრო მოქნილ ინსტრუმენტებად ითვლებოდა.

რომანტიკული ერის მნიშვნელოვანი კომპოზიტორებია პეტრე ჩაიკოვსკი, ფრედერიკ შოპენი, ჰექტორ ბერლიოზი, ფრანც შუბერტი, რობერტ შუმანი, ფელიქს მენდელსონი, ფრანც ლისტი, ჯუზეპე ვერდი, რიხარდ ვაგნერი, იოჰანეს ბრამსი, ედვარდ გრიგი და იოჰან შტრაუსი II. გუსტავ მალერი და რიხარდ შტრაუსი ხშირად განიხილებიან, როგორც გარდამავალი ფიგურები გვიანრომანტიკულ და ადრემოდერნისტულ პერიოდებს შორის.

                                     

7.8. ისტორია მოდერნიზმი

მოდერნიზმი კლასიკურ მუსიკაში არაერთ პოსტ-რომანტიკულ სტილს აერთიანებს. ამ პერიოდში ბევრმა კომპოზიტორმა უარყო წინა ეპოქების ბევრი წესი და ღირებულება, როგორიცაა ტრადიციული ტონალობა, მელოდია, ინსტრუმენტების გამოყენების პრინციპები და სტრუქტურა. მუსიკის ისტორიის ზოგიერთი მკვლევარი მოდერნიზმს 1890-დან 1930 წლამდე პერიოდში მოიაზრებს; სხვები თვლიან, რომ მოდერნიზმი ორიდან ერთ-ერთი მსოფლიო ომის დამთავრებასთან ერთად დასრულდა. აგრეთვე, არსებობს შეხედულებაც, რომ მოდერნიზმი არა ისტორიულ ეპოქა, არამედ კომპოზიტორის "დამოკიდებულებაა; ცოცხალი კონსტრუქტი, რომელიც დროსთან ერთად ვითარდება". XX საუკუნის ბოლო მესამედში მოდერნიზმის დაკნინებას ჰქონდა ადგილი, თუმცა, არსებობდნენ კომპოზიტორები, რომლებიც მისი იდეებისა და ფორმების ერთგული რჩებოდნენ, მაგალითად, პიერ ბულეზი, პოლინ ოლივეროსი, ტორუ ტაკემიცუ, ჯორჯ ბენჯამინი, ჯეოკობ დრუკმანი, ბრაიან ფერნიჰიუ, ჯორჯ პერლი, ვოლფგანგ რიმი, რიჩარდ ვერნიკი, რიჩარდ უილსონი და რალფ შეიპი.

მუსიკალური მოდერნიზმის ორი მთავარი მიმართულება იყო იმპრესიონიზმი, რომელიც დაახლოებით 1890 წლიდან დაიწყო და ექსპრესიონიზმი, რომლის დაწყების თარიღადაც 1908 წელი ითვლება. ეს იყო განსხვავებული რეაქციები მუსიკის ძველი კატეგორიების შეცვლასა და ხელახალ ინტერპრეტაციებზე, ინოვაციები, რომლებმაც მოიტანა ახალი მიდგომები ჰარმონიასთან, მელოდიასთან, მუსიკის ბგერით და რიტმულ ასპექტებთან. ეს ცვლილებები მჭიდრო კავშირში იყო იმდროინდელ ხელოვნებაში ზოგადად არსებულ მოდერნისტულ ღირებულებებთან. მთავარი მახასიათებელი "ენობრივი მრავალფეროვნებაა", რაც იმას ნიშნავს, რომ არცერთ მუსიკალურ ჟანრს დომინანტური პოზიცია არ მოუპოვებია.

მოდერნიტული ეპოქის პირველ წლებში ორკესტრი ზრდას განაგრძობდა და პიკს XX საუკუნის პირველ ათწლეულებში მიაღწია. საქსოფონი, რომელიც XIX საუკუნეში მხოლოდ იშვიათად გამოიყენებოდა, სულ უფრო ხშირი გახდა დამხმარე ინსტრუმენტის სახით, თუმცა, სიმფონიური ორკესტრის ძირითადი წევრი მაინც ვერ გახდა. როგორც გვიანი რომანტიზმის, ისე რამდენიმე მოდერნისტულ ნაწარმოებში გამოყენებულია ეუფონიუმი, პოსტმოდერნიზმს, ნეორომანტიზმს, ეკლექტიზმს და სხვა.

                                     

8. ქალები კლასიკურ მუსიკაში

თითქმის ყველა კომპოზიტორი, რომელზეც მუსიკის სახელმძღვანელოებშია საუბარი და რომელთა შემოქმედებაც სტანდარტულ საკონცერტო რეპერტუარს შეადგენს, მამაკაცია, მიუხედავად იმისა, რომ კლასიკური მუსიკის მთელი ისტორიის მანძილზე მნიშვნელოვანი რაოდენობის ქლი კომპოზიტორები არსებობდნენ. მუსიკოლოგი მარშა სიტრონი სვამს კითხვას, თუ რატომაა ქალების მიერ შექმნილი მუსიკა ასე მცირედ წარმოდგენილი სტანდარტულ კლასიკურ რეპერტუარში და "განიხილვს იმ პრაქტიკებს და დამოკიდებულებას, რომელთაც დასავლური "კანონიკური" რეპერტუარიდან ქალი კომპოზიტორების გამორიცხვა გამოიწვია". იგი ამტკიცებს, რომ 1800-იან წლებში ქალი კომპოზიტორები, როგორც წესი, არტ-სიმღერის ფორმაში მუშაობდნენ, რომლებიც მცირე კამერულ კონცერტებზე სრულდებოდა ხოლმე და ნაკლებად წერდნენ სიმფონიებს, რომლებიც ორკესტრის მიერ დიდ დარბაზებში უნდა შესრულებულიყო. რამდენადაც ეს უკანასკნელი უფრო მნიშვნელოვან და სერიოზულ ჟანრად ითვლებოდა, ქალებს, როგორც კომპოზიტორებს, რომლებიც ამ ჟანრში ნაკლებად მუშაობდნენ, ნაკლები მნიშვნელობა ენიჭებოდათ. "ოქსფორდის მუსიკის მოკლე ისტორიაში" მოხსენიებულია სულ რამდენიმე ქალი კომპოზიტორი, მათ შორის, ერთ-ერთი კლარა შუმანია. ები ფილიპსი კი ამტკიცებს, რომ XX საუკუნეშიც კი, "ქალებს, რომლებიც წერდნენ/უკრავდნენ ბევრად უფრო ნაკლები ყურადღება ექცეოდათ, ვიდრე მათ მამაკაც კოლეგებს."

ისტორიულად, დიდი პროფესიონალური ორკესტრები უმეტესად, ან მთლიანად, მამრობითი სექსის მუსიკოსებისგან შედგებოდა. მაგალთად, ვენის ფილარმონიული ორკესტრი ქალებს მუდმივი წევრების სახით 1997 წლამდე არ ქირაობდა, რაც გაცილებით გვიანაა სხვა მსგავს ორკესტრებთან შედარებით რომლებიც 2008 წლის ჟურნალ "გრამოფონის" რეიტინგის პირველ ხუთეულში მოხვდნენ. ბოლო დიდი ორკესტრი, რომელმაც მდედრობითი სქესის მუდმივი წევრი დანიშნა, ბერლინის ფილარმონიული იყო. 1996 წლის თებერვალში ვენის ფილარმონიულის პირველმა ფლეიტამ, დიტერ ფლურიმ, დასავლეთგერმანიის რადიოსთან ინტერვიუში განაცხდა, რომ ქალების მიღება საფრთხეს შეუქმნიდა ორკესტრის იმჟამინდელ "ემოციურ ერთიანობას" გერმ. emotionelle Geschlossenheit. იმავე წლის აპრილში ორკესტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმომადგენელი წერდა, რომ დეკრეტული შვებულებების ანაზღაურება პრობლემატური იქნებოდა.

1997 წელს ვენის ფილარმონიული ორკესტრის ამერიკულ ტურნეს საპროტესტო ტალღა ახლდა თან, რომლის ორგანიზატორები აშშ-ის ქალთა ეროვნული ორგანიზაცია და ქალი მუსიკოსების საერთაშორისო ალიანსი იყვნენ. ბოლოს, "გახდნენ რა დაცინვის ობიექტები სოციალურად კონსერვატიულ ავსტრიაშიც კი, ორკესტრის წევრები ტურნეს დამთავრების წინა დღეს სპეციალურად შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს ქალი არფისტი, ანა ლელკესი აეყვანათ". 2013 წლისთვის ორკესტრს 6 მდედრობითი სქესის წევრი ჰყავდა, მათ შორის ერთ-ერთი, მევიოლნე ალბენა დანაილოვა, 2008 წელს ორკესტრის პირველი ქალი კონცერტმაისტერი გახდა. ორკესტრის პრეზიდენტის, კლემენს ჰელსბერგის განცხადებით, ვენის ფილარმონიული წევრების შესარჩევად ამჟამად ბრმა მოსმენებს იყენებს.

2013 წელს ჟურნალ Mother Jones-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, "ბევრ პრესტიჟულ ორკესტრში ქალ წევრებს მნიშვნელოვნი ადგილი უჭირავთ - ნიუ-იორკის ფილარმონიულის ვიოლინოების სექციაში ქალები რაოდენობით კაცებს აჭარბებენ, ხოლო ბევრ ცნობილ ორკესტრს, მათ შორის, ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს, დეტროიტის სიმფონიურს და მინესოტას სიმფონიურს ქალი კონცერტმაისტერები ჰყავს". მიუხედავად ამისა, კონტრაბასის, ლითონის ჩასაბერების და დასარტყამი ინსტრუმენტების სექციაში "ძირითადად, კაცები ჭარბობენ". 2014 წელს BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ "ბრმა მოსმენების შემოღებამ, რომლის დროსაც ჟიური კანდიდატებს ვერ ხედავს, რათა ნებისმიერი სახის სქესობრივი ან რასობრივი დისკრიმინაცია გამოირიცხოს, სიმფონიურ ორკესტრებში გენდერული ბალანსის გარკვეული შეცვლა გამოიწვია".

                                     

9.1. კავშირი სხვა მუსიკალურ ტრადიციებთან პოპულარული მუსიკა

კლასიკურ მუსიკაში ხშირად ხდებოდა კომპოზიტორის თანამედროვე პოპულარული მუსიკის გამოყენება. ამის მაგალითია ბრამსის აკადემიური ფესტივალის უვერტიურა, რომელშიც სტუდენტთა საქეიფო სიმღერებს იყენებს; კურტ ვაილის სამგროშიანი ოპერა და ჯაზის აშკარა გავლენა XX საუკუნის ისეთ კომპოზიტორებზე, როგორიცაა მორის რაველი სავიოლინო სონატაში ერთ-ერთ ნაწილს "ბლუზი" ეწოდება. ზოგიერთი პოსტმოდერნისტი, მინიმალისტი და პოსტმინიმალისტი კომპოზიტორი აღიარებს პოპ-მუსიკის გავლენას მათ შემოქმედებაზე.

არაერთი მაგალითი აჩვენებს გავლენას საწინააღმდეგო მიმართულებით, რაც გამოიხატება კლასიკურ მუსიკაზე დამყარებულ პოპულარულ სიმღერებში, პაკელბელის კანონის ხშირ გამოყენებაში 1970-იანი წლებიდან და ჟანრებს შორის მუსიკალური ქროსოვერის ფენომენში, როცა კლასიკური მუსიკის შემსრულებლებმა წარმატებას პოპულარულ მუსიკაშიც მიაღწიეს. მნიშვნელოვანი მაგალითებია სამეფო ფილარმონიული ორკესტრის ალბომები სერიიდან Hooked on Classics 1980-იანი წლები, ასევე, მევიოლინეების – ვანესა მეის და კატია მარეს წარმატება. როკ-მუსიკაში, რამდენიმე ლიდ-გიტარისტის, მათ შორის, რიჩი ბლეკმორის და რენდი როუდსის საშემსრულებლო სტილი ბაროკოს და კლასიკური ეპოქების ვირტუოზულ საშემსრულებლო მანერებზეა დაფუძნებული.

                                     

9.2. კავშირი სხვა მუსიკალურ ტრადიციებთან ხალხური მუსიკა

კლასიკური მუსიკის კომპოზიტორები თითქმის ყველა ეტაპზე იყენებდნენ ხალხური მუსიკის ნიმუშებს. ზოგიერთი კომპოზიტორი, მაგალითად, დვორჟაკი და სმეტანა, ხალხურ თემებს თავიანთი მუსიკისთვის ნაციონალისტური არომატის მისაცემად იყენებდა, ხოლო ბარტოკი პირდაპირ იღებდა თემატურ მასალას ხალხური მუსიკიდან და საკუთარ შემოქმედებაში იყენებდა.

‹›== კომერციალიზაცია ==

კლასიკური მუსიკის ზოგიერთი სტანდარტული ნიმუში ხშირად გამოიყენება კომცერციულად სარეკლამო რგოლებში ან ფილმებში, საუნდტრეკების სახით. სატელევიზიო რეკლამებში ზოგიერთი პასაჟი კლიშედ იქცა, მათ შორის, რიხარდ შტრაუსის ასე იტყოდა ზარათუშტრა შესავალი, რომელიც ცნობილი გახდა ფილმიდან 2001: კოსომოსური ოდისეა და კარლ ორფის "O Fortuna", პირველი ნაწილი ორატორიისა კარმინა ბურანა ; სხვა მაგალითებიდან აღსანიშნავია Dies Irae ვერდის რექვიემიდან, ედვარდ გრიგის მთის მეფის დარბაზში სიუიტიდან პერ გიუნტი, ბეთჰოვენის მე-5 სიმფონიის პირველი ტაქტები, რიხარდ ვაგნერის "ვალკირიების რბოლა" ოპერიდან ვალკირია, რიმსკი-კორსაკოვის ბაზის გაფრენა, ნაწყვეტები აარონ კოპლანდის ბალეტიდან როდეო და სხვა. კლასიკური მუსიკის ნიმუშები გამოყენებულია ოქროს ხანის ანიმაციურ ფილმებშიც. ამის მნიშვნელოვანი მაგალითებია უოლტ დისნეის ფანტაზია, ტომი და ჯერის ეპიზოდი იოჰან მაუსი Johann Mouse, უორნერ ბრაზერსის Rabbit of Seville და Whats Opera, Doc?

გარდა ამისა, კინო და ტელეინდუსტრია დახვეწილობისა და ამაღლებული განწყობის შესაქმნელად ხშირად ერთსა და იმავე, კლიშედ ქცეულ ნაწარმოებებს უბრუნდება. ამ მხრივ ყველაზე ხშირად გამოყენებული ნიმუშებია ბახის სიუტია ჩელოსთვის №1, მოცარტის პატარა ღამის მუსიკა Eine kleine Nachtmusik, ვივალდის წელიწადის დრონი, მუსორგსკის ღამე მოტიტვლებულ მთაზე რიმსკი-კორსაკოვის გაორკესტრება და როსინის ვილჰელმ ტელის უვერტიურა. შონ ვანკური ამტკიცებს, რომ XX საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, კომერციალიზაციამ კლასიკურ მუსიკას არაადეკვატური რეპრეზენტაციის გამო ზიანი მოუტანა.

                                     

10. დამატებითი ლიტერატურა

  • Copland, Aaron 1957 What to Listen for in Music ; rev. ed. McGraw-Hill. paperback.
  • Gray, Anne; 2007 The World of Women in Classical Music, Wordworld Publications. ISBN 1-59975-320-0 Paperback
  • Lebrecht, Norman 1996. When the Music Stops: Managers, Maestros and the Corporate Murder of Classical Music. Simon & Schuster. ISBN 978-0-671-01025-6.
  • Lihoreau, Tim; Fry, Stephen 2004 Stephen Frys Incomplete and Utter History of Classical Music. Boxtree. ISBN 978-0-7522-2534-0
  • Sorce Keller, Marcello 2011 What Makes Music European. Looking Beyond Sound. Latham, New Jersey: Scarecrow Press.
  • Scholes, Percy Alfred; Arnold, Denis 1988 The New Oxford Companion to Music. Oxford University Press. ISBN 0-19-311316-3 paperback.
  • Kamien, Roger 2008 Music: an appreciation ; 6th brief ed. McGraw-Hill ISBN 978-0-07-340134-8
  • Schick, Kyle 2012. "Improvisation: Performer as Co-composer", Musical Offerings: Vol. 3: No. 1, Article 3.
  • Hanning, Barbara Russano; Grout, Donald Jay 1998 rev. 2009 Concise History of Western Music. W.W. Norton & Company. ISBN 0-393-92803-9 hardcover.
  • Taruskin, Richard 2005, rev. paperback version 2009 Oxford History of Western Music. Oxford University Press US. ISBN 978-0-19-516979-9 Hardback, ISBN 978-0-19-538630-1 Paperback
                                     

11. რესურსები ინტერნეტში

  • European classical music, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
  • Historical classical recordings from the British Library Sound Archive
  • Chronological list of recorded classical composers
  • შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე "კლასიკური მუსიკა" ვიკისაწყობში.
  • Music World, timeline, composers, instruments
                                     
  • ისევე როგორც ქრისტიანული ტრადიციებით დაცულმა შემოქმედებამ. რუსული კლასიკური მუსიკა შეადგენს ისეთ დიდ კომპოზიტორებს, როგორებიც არიან პეტრე ჩაიკოვსკი, მიხეილ
  • XX საუკუნის კლასიკური მუსიკა 1901 - 2000 წლებში შექმნილი არტ - მუსიკა ამ საუკუნეში არ ყოფილა დომინანტური მუსიკალური სტილი და კომპოზიტორები წერდნენ ერთმანეთისგან
  • პოპ - მუსიკა რომელსაც ხშირად უბრალოდ პოპს უწოდებენ, არის თანამედროვე მუსიკა და პოპულარული მუსიკის კლასიკური ან სერიოზული მუსიკისა და ხალხური მუსიკისგან
  • განსაზღვრებისთვის იხილეთ სტატია კომპოზიტორი. კომპოზიტორი კლასიკური მუსიკა იმპრესიონიზმი მუსიკა Clickable and searchable version of graphical composers
  • მუსიკას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ხალხური, პოპულარული და კლასიკური მუსიკის განვითარებაში. ხალხური მუსიკა უნგრელებისთვის წარმოადგენს ეროვნული იდენტობის ნაწილს
  • ელექტრონული მუსიკა - ვესტერნი - კამერული მუსიკა - კლასიკური მუსიკა - კომიკური ოპერა - მარში - ოპერა - ოპერეტა - პანკი - პასტორალი - პოპ მუსიკა - რაფსოდია
  • ელექტრონული მუსიკის სტუდიაში, სადაც იგი კლასიკური ორქესტრის ხმებს ელექტრონულად მიღებულთან აერთიანებდა. პირველი ელექტრონული მუსიკა ჩაწერილი მაგნიტურ ლენტაზე შექმნილი
  • ბარგები, ყაზახები და ქალჰები. გარდა ტრადიციული მუსიკისა, დასავლური კლასიკური მუსიკა და ბალეტი დიდი პოპულარობით სარგებლობდა მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის
  • რომლის მუსიკა კლასიკური დისკოს, ევროპული სინთპოპის, ახალი ტალღის, ინდასტრიალისა და პანკის ერთგვარი ნაზავი იყო. მოგვიანებით, როცა დიჯეიმ თავისი მუსიკა ჩანაწერის
  • შემოსულ ხმებს, რომლებშიც მან მუსიკა და რეგულარობა შეიგრძნო. ემბიენტის ორი სახე არსებობს: კლასიკური და ელექტრონული. კლასიკური ემბიენტის მაგალითია ბრაიან

Users also searched:

...