Back

ⓘ განათლება




                                               

როდსის სტიპენდია

როდსის სტიპენდია - ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისათვის განკუთვნილი საერთაშორისო სტიპენდია. დაწესდა 1902 წელს სესილ როდსის მიერ ბრიტანელი, ამერიკელი და გერმანელი სტუდენტებისთვის. დღესდღეობით სტიპენდიის აღება შეუძლიათ სტუდენტებს ავსტრალიიდან, ბერმუდის კუნძულებიდან, კარიბების ინგლისურენოვანი მოსახლეობიდან, გერმანიიდან, ჰონგ-კონგიდან, ზამბიიდან, ზიმბაბვედან, ინდოეთიდან, კანადიდან, კენიიდან, ახალი ზელანდიიდან, პაკისტანიდან, აშშ-დან, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან და მისი მეზობელი ქვეყნებიდან. პრემიის მინიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების, სპორტული მიღწევებისა და ლიდერული თვისებების არსებობისას ხ ...

                                               

დესკრიფცია

დესკრიფცია - მხატვრული ხერხი, რომელიც გულისხმობს ბუნების, ვითარების, ყოფის აღწერას მხატვრულ ნაწარმოებში. აღწერა, ჩართული ამბის თხრობაში, სტილისტიკური ხერხია, რომელიც ერთგვარად ანელებს ფაბულის დინებასა და სიუჟეტის განვითარებას, მაგრამ ამასთანავე აფართოებს თხრობის ფარგლებს, ხელს უწყობს ამბის გაშლას, სხვადასხვა მომენტისა და მოტივის შემოტანით ამდიდრებს ნაწარმოებს. დესკრიფცია რეტარდაციის ერთ-ერთი სახეა.

                                               

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო - გლობალური კამპანიის ნაწილი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას. 2017 წლის 19 მარტს საქართველომ განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე მიიღო მასწავლებლის გლობალური ჯილდოს აკრედიტაცია. საქართველოს ფორუმზე წარმოადგენდა კოალიცია "განათლება ყველასათვის - საქართველო." აკრედიტაციის საფუძველზე, კოალიციის ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით, დაიწყო და 2017 წელს პირველად ჩატარდა მასწავლებლის ეროვ ...

                                               

ეკლესია (ძველი საბერძნეთი)

ეკლესია - სახალხო კრება ათენში. ძვ. წ. V საუკუნიდან, პერიკლეს რეფორმების შედეგად, სახალხო კრება ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა. მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ 30 წელს გადაცილებულ სრულუფლებიან მოქალაქეებს. სახალხო კრება ერთი წლის ვადით ირჩევდა სახელმწიფო მოხელეებს. სახალხო კრება არ იყო მთელი ატიკის მოსახლეობის ინტერესთა გამომხატველი. მისი ობიექტი მხოლოდ სრულუფლებიანი მოქალაქეები იყო. სახალხო კრება აკროპოლისის დასავლეთით პნიქსის ბორცვზე მდებარეობდა. ბერძნულ პოლისებში სახალხო კრებას სხვადახსვა სახელი ეწოდებოდა: აპელა - სპარტაში, აგორა - დელფოსა და თესალიაში, ალია - არგოსი, ეპიდავრი ...

                                               

აპელა

აპელა - სახალხო კრება სპარტაში. აპელაში მონაწილეობის უფლება ჰქონდა სპარტის ყველა სრუწლოვან მოქალაქეს. აპელას როლი სპარტის პოლიტიკურ ცხოვრებაში უმნიშვნელო იყო, რადგან საკანონმდებლო ინიციატივის დაყენება არ შეეძლო. სახალხო კრებაზე გამოსვლა მხოლოდ მეფეებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს გააჩნდათ. ხმის მიცემა ყვირილის მეშვეობით ხდებოდა. უპირატესობა იმ მხარეს რჩებოდა, რომელიც უფრო ხმამაღლა იყვირებდა. იმ შემთხვევაში თუ ეს გარკვევით არ ჩანდა, მაშინ ფორმალური კენჭისყრა იმართებოდა. სახალხო კრება უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა სადავო შემთხვევები, რომელიც ტახტის გადაცემას უკავშირდებოდა, დაენიშნა სამხედ ...

                                               

სვიმონ პირუმოვი

სვიმონ პირუმოვი - სომეხი სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. ეროვნებით სომეხი. ინჟინერი. უმაღლესი განათლება რუსეთში მიიღო. 1918 წლის თებერვალში დამატებითი სიით აირჩიეს ამიერკავკასიის სეიმის წევრად, შედიოდა სოციალ-დემოკრატიულ ფრაქციაში. 1918 წლის შემოდგომაზე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის მიერ სომეხთათვის გამოყოფილი კვოტით გახდა პარლამენტის წევრი. იყო პარლამენტის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის წევრი. სხვა ბიოგრაფიული მონაცემები არ იძებნება.

                                               

ჰაჯი-ისმაილი

ჰაჯი-ისმაილი, შეიხი, ეფენდი, იმამი სოფ. ქურდემირიდან. აღმოსავლეთ კავკასიაში მიურიდიზმის ერთ-ერთი პირველი იდეოლოგი. მუსლიმანური თეოლოგიური განათლება ბაღდადში მიიღო. აქედან დაბრუნებული, XIX საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში შექმნილი ვითარების შესაბამისად, თავის მოწაფე-მიმდევრებთან ერთად ქადაგებდა "კავკასიურ მიურიდიზმს, რომელმაც მეფის რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ღაზავათი მთავარ პოლიტიკურ-რელიგიურ დოქტრინად გაიხადა.

                                               

ირაკლი ბერძენაძე

                                               

გეოგრაფიული განათლება

გეოგრაფიული განათლება - სწავლებისა და აღზრდის სისტემა, რომლის მიზანია მოსახლეობაში გეოგრაფიული ცოდნის ფორმირება. მოიცავს სასკოლო და უმაღლეს გეოგრაფიულ განათლებას. მისი განსაკუთრებული ფორმაა - თვითგანათლება, რომელსაც ხელს უწყობს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, გეოგრაფიული საზოგადოებების სალექციო-პროპაგანდისტული საქმიანობა. გეოგრაფიული განათლებას ძირითადი ამოცანაა ინფორმაციის გადაცემა და ცოდნის ფორმირება ბუნების, მოსახლეობისა და მთლიანად დედამიწის მეურნეობის, განსხვავებული ქვეყნებისა და რაიონების ძირითად გეოგრაფიულ კანონზომიერებათა შესახებ. ზოგად გეოგრაფიულ განათლებას იძლევა საშუალო ზოგად ...

                                               

იდა მანდენოვა

იდა პანოს ასული მანდენოვა - ქართველი საბჭოთა ბოტანიკოსი. საშუალო და უმაღლესი განათლება თბილისში მიიღო. 1939 წელს დაამთავრა სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი. შემდეგ მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტის მცენარეთა სისტემატიზაციისა და გეოგრაფიის განყოფილებაში უმცროს მეცნიერ მუშაკად, შემდეგ - უფროს მეცნიერ მუშაკად. 1944 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე "კავკასიის ლილია", 1960 წელს - სადოქტორო დისერტაცია თემაზე "ქოლგოსანთა ოჯახი". რამდენიმე ათეული შრომის ავტორია. მისი შრომები შესულია "საქართველოს ფლორის" რვატომეულში, "სსრ კავშირის ფლორის" 30-ტო ...

                                               

მუფიდე ილჰანი

მუფიდე ილჰანი - თურქი პოლიტიკოსი, პედაგოგი. ქალაქ მერსინის მერი, 1950-იან წლებში. ის იყო პირველი ქალი მერი, თურქეთში.

                                               

შაჰიკა ერჯუმენი

შაჰიკა ერჯუმენი - თურქი დიეტოლოგი და მსოფლიო რეკორდსმენი თავისუფალ ყვინთვაში. დაიბადა 1985 წლის 16 იანვარს, ჩანაქკალში, მან განათლება მიიღო Gazi-ის საშუალო სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება მიიღო მის მშობლიურ ქალაქში - ანატოლიის საშუალო სკოლაში. უმაღლესი განათლების მისაღებად იგი ანკარაში გადავიდა საცხოვრებლად. მან დაამთავრა ბაშკენტის უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ფაკულტეტის კვების და დიეტოლოგიის განყოფილება და დიეტოლოგი გახდა. წყალქვეშა სპორტში მისი მონაწილეობა დაიწყო მყვინთავობით და წყალქვეშა რაგბით. თორმეტი წლის განმავლობაში ის დაინტერესებული იყო წყალქვეშა სპორტის სხვადასხვა სახე ...

                                               

იმრენ აიქუთი

აიქუთი დაიბადა ევკეტ ჩადისა და მისი მეუღლის ემინეს ოჯახში კოზანში, ადანა, თურქეთი 1940 წელს. მან დაასრულა დაწყებითი განათლება ათათურქის დაწყებით სკოლაში, ხოლო საშუალო განათლება ადანას ქალთა საშუალო სკოლაში მიიღო. 1964 წელს დაამთავრა სტამბოლის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი. აიქუთიმ შეისწავლა ინგლისური ინგლისში, ოქსფორდის უნივერსიტეტში "დამსაქმებელთა და თანამშრომელთა ურთიერთობებში", "საწარმოო ურთიერთობებსა" და პროფკავშირულ ურთიერთობებში. მან დაასრულა პროგრამა "მუშათა აღმასრულებელი მონაწილეობა" ნორვეგიის ოსლოს უნივერსიტეტში. მან ასევე ჩაატარა კვლევა "არბიტრაჟისა და შუამავლობის შესახებ" ...

                                               

კატალინ ნოვაკი

კატალინ ევა ვერეშნე-ნოვაკი - უნგრელი პოლიტიკოსი. არის უნგრეთის ეროვნული ასამბლეის წევრი. 2020 წლიდან არის უპორტფელო მინისტრი. პოლიტიკური პარტია "ფიდესის" ვიცე-პრეზიდენტი.

                                               

იუოზას თუმას-ვაიგანტასი

იუოზას თუმასი აგრეთვე ცნობილია როგორც ვაიგანტასის სახელით - ლიეტუველი კათოლიკე მღვდელი და აქტივისტი ლიეტუვის ეროვნული აღორძინების პერიოდში. იგი იყო მწერალი, ცხრა პერიოდული გამოცემის რედაქტორი, უნივერსიტეტის პროფესორი და მრავალი საზოგადოებისა და ორგანიზაციის წევრი. მის ნამუშევრებში შედის რომანი Pragiedruliai და მოთხრობა Dėdės ir dėdienės, რომელიც დაწერილი იყო ჩვეულებრივი სოფლის ხალხზე. იუოზას თუმას-ვაიგანტასი ლიეტუველი გლეხების ოჯახში დაიბადა და განათლება მიიღო დაუგავილის დღევანდელი ლატვია გიმნაზიაში და კაუნას სემინარიაში. მას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ლიეტუვის პრესაში, რომელიც შემდეგ ცარიზ ...

                                               

ხადიჯა გაიბოვა

ხადიჯა მუფტიზადე დაიბადა ტიფლისში, ოჯახში, სადაც მამა აზერბაიჯანელი ოსმან-ბექ მუფტიზადე, ადგილობრივი სუნიტური სასულიერო ცენტრის თავმჯდომარე იყო, ხოლო დედა - თათრეთში წარმოშობილი ტერეგულოვების გვარის ჩამომავალი, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში ტიფლისში დამკვიდრდა საცხოვრებლად. გაიბოვამ საშუალო განათლება მიიღო წმ. ნინოს ქალთა გიმნაზიაში და პარალელურად ფორტეპიანოზე დაკვრის გაკვეთილებსაც იღებდა. 1911 წელს, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 18 წლის ხადიჯა ინჟინერ ნადირ გაიბოვზე გათხოვდა, რომელიც კავკასიის მუფტიის, ჰუსეინ-ეფენდი გაიბოვის შვილი და აზერბაიჯანში პირველი მოწყალების დის, ნიგიარ შიხ ...

                                               

ენთონი ბრაიერი

ენთონი ბრაიერი - ბრიტანელი ისტორიკოსი. ბირმინგემის უნივერსიტეტში დაარსა ცენტრი ბიზანტიის, ოსმალეთის და თანამედროვე საბერძნეთის სწავლებებისთვის.

                                               

იცხაკ ჰერცოგი

იცხაკ ჰერცოგი - ებრაელი პოლიტიკოსი. ისრაელის არჩეული პრეზიდენტი. თანამდებობას დაიკავებს 2021 წლის 9 ივლისს. 2018-2021 წლებში ებრაული სააგენტოს თავმჯდომარე. 2013-2018 წლებში იყო ისრაელის ოპოზიციის ლიდერი. არის ისრაელის მეექვსე პრეზიდენტის, ხაიმ ჰერცოგის ვაჟი.

                                               

ნინა გარსოიანი

ნინა გარსოიანი - ამერიკელი ისტორიკოსი, რომელიც სპეციალიზდება სომხეთის და ბიზანტიის ისტორიაში. 1969 წელს ის გახდა პირველი ქალი ისტორიკოსი, რომელმაც კოლუმბიის უნივერსიტეტში მიიღო თანამდებობა, სადაც ის გევორქ მ. ავედესიანის სომხეთის ისტორიისა და ცივილიზაციის კათედრის მფლობელი გახდა. 1977 და 1979 წლებს შორის დეკანის თანამდებობაზე მუშაობდა Princeton University Graduate School-ში.

                                               

ანდრეი შეპტიცკი

ანდრეი შეპტიცკი - უკრაინის ბერძნული კათოლიკური ეკლესიის მიტროპოლიტი 1901 წლიდან 1944 წლამდე, გარდაცვალებამდე. ის მოვალეობას ასრულებდა ორი მსოფლიო ომისა და შვიდი პოლიტიკური რეჟიმის დროს. საეკლესიო ისტორიკოსი, იაროსლავ პელიკანი ამბობდა: "სავარაუდოდ, მიტროპოლიტი ანდრეი შეპტიცკი XX საუკუნის უკრაინული ეკლესიის მთელს ისტორიაში ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო". ლვოვის ეროვნული მუზეუმი 1905 წელს შეპტიცკიმ დააარსა და დღეს ის სწორედ ანდრეის სახელს ატარებს. მის სახელს ატარებს უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის საინფორმაციო-რესურსცენტრი, რომელიც ოფიციალურად გაიხსნა 2017 წლის სექტემბერში.

                                               

ალექსანდრე ხომერიკი

ალექსანდრე ხომერიკი - ქართველი საოპერო მომღერალი და პედაგოგი. ბათუმის საოპერო თეატრის დამფუძნებელი. მის სახელს უკავშირდება ბათუმში საოპერო ხელოვნების დაარსება. გააჩნდა ძლიერი, ყველა რეგისტრში თანაბრად მჟღერი ხმა. საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტი 1985, საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი, შოთა რუსთაველისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი 1995. მის მიერ შესრულებულ პარტიებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია: აბესალომი, მალხაზი ზაქარია ფალიაშვილის "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ბერდო რევაზ ლაღიძის "ლელა", ლენსკი, ვოდემონი პეტრე ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", ხოზე ჟორჟ ბიზეს "კარ ...

                                               

იუსუფ აქჩურა

იუსუფ აქჩურა - ეთნიკურად თათრული წარმოშობის ცნობილი თურქი პოლიტიკოსი, მწერალი და იდეოლოგი. იგი ადრეულ რესპუბლიკურ პერიოდში წარმოჩნდა პანთურქიზმის გამოჩენილ იდეოლოგად და დამცველად, რომლის თხზულებები ფართო აუდიტორიისთვის გახდა სასურველი და რომელიც სტამბოლის უნივერსიტეტის ერთ-ერთი წამყვანი პროფესორი გახდა.

                                               

სლობოდან იოვანოვიჩი

სლობოდან იოვანოვიჩი - სერბი და იუგოსლავი მწერალი, ისტორიკოსი, იურისტი, ფილოსოფოსი, ლიტერატურული კრიტიკოსი, დიპლომატი, პოლიტიკოსი და მისი პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინტელექტუალი. ის იყო ფროფესორი ბელგრადის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე, ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორი და სერბეთის სამეფო აკადემიის პრეზიდენტი. მან მონაწილეობა მიიღო 1919 წელს გამართულ პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში, როგორც იუგოსლავიის მთავრობის ექსპერტმა. იოვანოვიჩი იყო ვიცე პრემიერ მინისტრი 1941 წლის მარტი - 1942 წლის ივნისი და იუგოსლავიის სამეფოს გაქცეული მთავრობის პრემიერ მინისტრი ლონდონში 1942 წლის იანვრიდან ...

                                               

ბრიტანული აკადემია

ბრიტანული აკადემია - დიდი ბრიტანეთის ეროვნული აკადემია ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებებისთვის. დაარსდა 1902 წელს და იმავე წელსვე მიენიჭა სამეფო ქარტია. აკადემია აერთიანებს 1000-ზე მეტ მეცნიერ თანამშრომელს, ის მოიცავს ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივი მეცნიერებების ყველა დისციპლინას და წარმოადგენს გაერთიანებული სამეფოს კვლევითი პროექტების დამფინანსებელ ორგანოს. აკადემია არის თვითმმართველი და დამოუკიდებელი რეგისტრირებული საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ლონდონში. ბრიტანულ აკადემიას ყოველწლიური გრანტის სახით აფინანსებს ბიზნეს ინოვაციებისა და უნარების დეპარტამენტი. 2014 და ...

                                               

ლევან თევზაია

ლევან თევზაია - ქართველი ეკონომისტი, პოლიტიკოსი, ფინანსისტი. 2021 წლიდან არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი.

განათლება
                                     

ⓘ განათლება

განათლება - სისტემურ ქმედებათა პროცესი, რომელიც შეგნებულად არის მიმართული ადამიანის ფიზიკური, ინტელექტუალური და მორალური უნარ-ჩვევების განვითარებისაკენ. განათლებაში აგრეთვე იგულისხმება შედეგი. განათლების მიღების ძირითადი გზაა სწავლა საგანმანათლებლო დაწესებულებებში, რომელიც მჭიდრო კავშირშია აღზრდასთან. განათლების პროცესში დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვითგანათლებას, კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საზოგადოებრივ-შრომით საქმიანობაში მონაწილეობას. განათლების საერთო და სპეციალური დონე განპირობებულია საზოგადოებრივ ურთიერთობათა, მეცნიერების, ტექნიკისა და კულტურის, წარმოების მოთხოვნებით.

განათლების თაობაზე ისტორიულად ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომ ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის ამ პროცესს ორგანიზებას უკეთებს ოჯახი, სკოლა, უნივერსიტეტი და ა.შ., ხოლო მათი მოვალეობაა ბეჯითად შეისწავლონ ყველაფერი ანუ აქტიურად მიიღონ შესასწავლი მასალა. მე-20 საუკუნიდან დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ წარმატებული სწავლისათვის გადამწყვეტი ფაქტორია შინაგანი მოტივაცია. ამის შესაბამისად მე-20 საუკუნის 70-80-იან წლებში სხვადასხვა ქვეყნებში დაიწყო სწავლების სისტემის რეფორმირება. თუმცა ამ ტენდენციებს ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა, რომელთა აზრით ზედმეტმა თავისუფლებამ ჩამოაყალიბა სამომხმარებლო მიდგომა განათლების პროცესისადმი. გლობალიზაციის პროცესი კაცობრიობას სტიმულს აძლევს, რათა ხელახლა იქნეს გააზრებული აღზრდისა და განათლების მთელი სისტემა.

მთელი ისტორიის განმავლობაში ყველა ახალ ეტაპზე კაცობრიობა მუდმივად გამოთქვამდა უკმაყოფილებას განათლებაში შექმნილი მდგომარეობითა და სვამდა საკითხს- როგორი უნდა იყოს განათლება დღეს და როგორ უნდა ვითარდებოდეს იგი ხვალინდელი დღის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ძიების პროცესი ისევე როგორც თვით კაცობრიობის განვითარება განუწყვეტელია, რეფორმისტული იდეებით გატაცებულებს კი უმეტეს შემთხვევაში გვავიწყდება, არა განათლების "სუბიექტი" თუ "ობიექტი" არამედ პიროვნება რომლის გამოც და რომლისთვისაც საერთოდ შეიქმნა ეს სისტემა - ბავშვი, მოსწავლე.

                                     

1. დაწყებითი განათლება

ტერმინის სათანადო განმარტების მიზნით, კომიტეტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტი ხელმძღვანელობს მსოფლიო დეკლარაციით- განათლება ყველასათვის, რომელიც აცხადებს: "დაწყებითი სასკოლო განათლება არის ოჯახის გარეთ ბავშვებისათვის საბაზო განათლების უზრუნველყოფის ძირითადი სისტემა. დაწყებითი განათლება უნდა იყოს საყოველთაო და ითვალისწინებდეს საზოგადოების კულტურას, მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს". გაეროს ბავშვთა ფონდის პოზიცია ასეთია, რომ: "დაწყებითი განათლება საბაზისო განათლების ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია".

                                     

2. საგანმანათლებლო დაწესებულებები

  • უმაღლესი განათლება: ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, აკადემია.
  • საშუალო განათლება: სკოლა, გიმნაზია, ლიცეუმი, კოლეჯი.
  • სკოლამდელი განათლება
  • განათლების ალტერნატიული დაფინანსება საქართველოში: განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი.
                                     

3. რესურსები ინტერნეტში

  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  • საგანმანათლებლო საინფორმაციო შემეცნებითი შემოქმედებითი პორტალი
  • პრაქტიკული მონაცემების თეორია დაარქივებული 2011-09-02 საიტზე Wayback Machine.
  • განათლების ერთიანი საკრედიტო კავშირი განათლების არაკომერციული დაკრედიტების და სტუდენტთა დასაქმების პროგრამა დაარქივებული 2012-02-04 საიტზე Wayback Machine.
  • ფორმალური განათლების ენციკოლოპედია
  • ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • WikEd დაარქივებული 2008-07-04 საიტზე Wayback Machine.
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • ვიკიპედიის განათლების კატეგორიის რუკა ინგ.
                                     
  • კონსტიტუციის საფუძველზე, ხორციელდება უფასო და სავალდებულო დაწყებითი და საშუალო განათლება კანონი დაწყებითი განათლების შესახებ ავალდებულებს ყველა ბავშვს, 7 - დან
  • პირველი არხი - განათლება ყოფილი მეორე არხი - საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე ტელეარხი. 1991 წლიდან 2020 წლის 26 მარტამდე საქართველოს მასშტაბით
  • განათლება აზერბაიჯანში რეგულირდება აზერბაიჯანის განათლების სამინისტროს მიერ. წინა საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანულ განათლებაში შედიოდა ინტენსიური ისლამური
  • საკუთარი სახელი განათლება შეიძლება აღნიშნავდეს: განათლება - სისტემატური ცოდნა განათლება - საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობა განათლება - ქართული სამეცნიერო - პედაგოგიური
  • განათლება - სოფელი საქართველოში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ნინიგორის თემი მდებარეობს ალაზნის ვაკეზე, მდინარე ნინოსხევის ალაზნის სისტემა მარცხენა
  • ჰუმანიტარული განათლება - საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფილოსოფია, ისტორია, ფილოლოგია, სამართალი, ეკონომიკა, ხელოვნებათმცოდნეობა და სხვა დარგებში ცოდნისა
  • ისლამური სამართლის ნაწილების სწავლებისა. დაწყებითის წინარე განათლება ანუ სკოლამდელი განათლება გულისხმობს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სავალდებულო განათლებას
  • განათლება ავღანეთში განათლება ავღანეთში მიმდინარეობს K - 12 და უმაღლესი განათლებით, რომელსაც დიდწილად ზედამხედველობს ქაბულში მდებარე განათლებისა და უმაღლესი
  • განათლება ინდონეზიაში - განათლების სისტემა ინდონეზიაში. ინდონეზიაში განათლება ექვემდებარება განათლებისა და კულტურის სამინისტროს და რელიგიურ საქმეთა სამინისტროს
  • სახალხო განათლება - ქართული გაზეთი, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს, საქართველოს სსრ პროფესიული ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტისა და
ლოტაი ცერინგი
                                               

ლოტაი ცერინგი

ლოტაი ცერინგი - ბჰუტანელი პოლიტიკოსი. ბჰუტანის პრემიერ-მინისტრი 2018 წლის 7 ნოემბრიდან. 2018 წლის 14 მაისიდან არის ბჰუტანის ერთიანი პარტიის პრეზიდენტი. 2018 წლის 31 მაისიდან ბჰუტანის ეროვნული ასამბლეის წევრი.

მარსელ ნიატ ნჯიფენჯი
                                               

მარსელ ნიატ ნჯიფენჯი

მარსელ ნიატ ნჯიფენჯი - კამერუნელი პოლიტიკოსი. კამერუნის სახალხო დემოკრატიული მოძრაობის წევრი. 2013 წლის 12 ივნისიდან არის კამერუნის სენატის პრეზიდენტი. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.