Back

ⓘ სახალხო განათლება




                                               

მეტეკები

მეტეკები, მეტოიკები - ძველი საბერძნეთის არასრულუფლებიანი მოსახლეობა ატიკაში. მეტეკებად ითვლებოდა უცხოელები, რომლებიც ატიკაში დროებით ან სამუდამო ვადით სახლდებოდნენ. მეტეკები ძირითადად მისდევდნენ ხელოსნობას და ვაჭრობას. მეტეკების კლასში შედიოდა გათავისუფლებული მონებიც.

                                               

ჰანს ვან ბაალენი

იოჰანეს კორნელის "ჰანს" ვან ბაალენი - ჰოლანდიელი ლიბერალი პოლიტიკოსი. თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ჰოლანდიის სახალხო პარტიის წევრი. 1999-2009 წლებში ის იყო ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელთა პალატის წევრი, 2009-2019 წლებში კი ევროპარლამენტარი. 2009-2014 წელს პრეზიდენტის სტატუსით უძღვებოდა Liberal International-ს, 2015 წლიდან კი იყო "ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის” პარტიის პრეზიდენტი. ჰანს ვან ბაალენი მუდმივად მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და აქტიურად იყო ჩართული საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებაში.

                                     

ⓘ სახალხო განათლება

"სახალხო განათლება" - ქართული გაზეთი, საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს, საქართველოს სსრ პროფესიული ტექნიკური განათლების სახელმწიფო კომიტეტისა და განათლების, უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის ორგანო. გამოდიოდა თბილისში, კვირაში 2-ჯერ. დაარსდა 1928 წელს. "სახალხო განათლების" ადრინდელი სახელწოდებებია "განათლების მუშაკი", "კომუნისტური განათლება", "საბჭოთა მასწავლებელი", 1947 წლიდან - "სახალხო განათლება". სხვადასხვა დროს გაზეთის რედაქტორები იყვნენ გ. სოსელია, ვ. გოგოლაძე, გ. გაბისონია, გ. საჯაია. 1965 წლიდან - ნ. შველიძე. გაზეთი აქვეყნებდა სტატიებს, რომლებიც შეეხება საყოველთაო-სავალდებულო განათლების, კომუნისტური აღზრდისა და სწავლების ხარისხის ამაღლების პრობლემებს. პროპაგანდას უწევდა მოწინავე სკოლებისა და მასწავლებელთა მუშაობის დადებითი გამოცდილების განზოგადებას და სხვა. ტირაჟი 65 ათასი.

                                     
  • გუბერნატორი. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. 1981 წელს დაამთავრა ჭომის ფიზიკა - მათემატიკური სკოლა - ინტერნატი. უმაღლესი განათლება მიიღო თბილისის სახელმწიფო
  • არჩევნებში მონაწილეობდა კონკურენტის გარეშე. დაიბადა შეძლებული გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო ანანტაპურის კოლეჯში. მონაწილეობდა ინდოეთის ეროვნულ - განმათავისუფლებელ
  • ეკლესია ბერძ. ἐκκλησία - სახალხო კრება ათენში. ძვ. წ. V საუკუნიდან, პერიკლეს რეფორმების შედეგად, სახალხო კრება ხელისუფლების უმაღლეს ორგანოდ ითვლებოდა
  • განათლება ავღანეთში განათლება ავღანეთში მიმდინარეობს K - 12 და უმაღლესი განათლებით, რომელსაც დიდწილად ზედამხედველობს ქაბულში მდებარე განათლებისა და უმაღლესი
  • სოციალისტური რესპუბლიკა, მაკედ. Социјалистичка Република Македонија მაკედონიის სახალხო რესპუბლიკა 1943 - 1963 - იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის
  • იუგოსლავიის სახალხო - გამათავისუფლებელი ომი სერბ. Народноослободилачки рат Југославије, ხორ. Narodnooslobodilački rat Jugoslavije, სლოვენ. Narodnoosvobodilni
  • თბილისი - ქართველი რეჟისორი, სცენარისტი, საქართველოს სახალხო არტისტი 1934 დაწყებითი განათლება მიიღო ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში და სწავლა განაგრძო
  • ერმალოზ კალაძე დაიბადა 1888 წელს, ქუთაისის მაზრის სოფელ ოჭოფაში. საბაზისო განათლება მიიღო ოჯახსა და სოფლის სასწავლებელში. იყო რუსეთის სოციალ - დემოკრატიული
  • საქმეთა მინისტრი 1944 1952 გიორგი კიკნაძე დაიბადა 1902 წელს. საშუალო განათლება მიიღო ქ. ხაშურში. 1923 წელს დაამთავრა ჰუმანიტარული ტექნიკუმი. 1930 წელს
  • მაზრის სოფელ ოდიშში. დაამთავრა ტფილისის საოსტატო ინსტიტუტი. უმაღლესი განათლება მიიღო პეტერბურგის ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში. იყო რუსეთის სოციალ - დემოკრატიული

Users also searched:

...
...
...