Back

ⓘ ერთი ბავშვის პოლიტიკა




ერთი ბავშვის პოლიტიკა
                                     

ⓘ ერთი ბავშვის პოლიტიკა

ერთი ბავშვის პოლიტიკა - ოჯახებისთვის ერთ ბავშვზე მეტის ყოლის შეზღუდვა, რომელისაც ჩინეთის მთავრომა მოსახლეობის ზრდის კონტროლისთვის ახორციელებს. ჩინეთის მთავრობა მას ოფიციალურად მოიხსენებს როგორც - ოჯახის დაგეგმვის პოლიტიკა. ის ოფიციალურად ზღუდავს დაოჯახებულ წყვილებს ერთზე მეტი ბავშვის ყოლისგან. თუმცა რამდენიმე შემთხვევაში არის გამონაკლისებიც. კერძოდ: სოფელში მაცხოვრებლებისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის და დედისერთა მშობლებისთვის. ერთი ბავშვის პოლიტიკის კომიტეტის სპიკერმა გნაცხადა, რომ შეზღუდვა ჩინეთის მოსახლეობის დაახლოებით 35.9%-ზე ვრცელდება. ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონები: ჰონგ-კონგი და მაკაო ამ შეზღუდვიდან მთლიანად განთავისუფლებულები არიან. შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ჩინეთში მცხოვრებ უცხოელებზეც.

2015 წლის 29 ოქტომბერს ჩინეთის კომუნისტური პარტიის გადაწყვეტლებით ერთი ბავშის პოლიტიკა ორი ბავშის პოლიტიკამ ჩაანაცვლა.

                                     

1. ეფექტი მოსახლეობის ზრდასა და შობადობის კოეფიციენტზე

ერთი ბავშვის პოლიტიკის დანერგვის შემდეგ, ჩინეთის შობადობის კოეფიციენტი1980 წლის მონაცემებით სამი ახალშობილიდან ერთ ქალზე 2008 წლისთვის 1.8-მდე და 2011 წლისთვის 1.54-მდე დაეცა.

ჩინეთის მთავრობა ვარაუდობს, რომ ერთი ბავშვის პოლიტიკის გამოყენებით მათ 2008 წელს 300-400 მილიონით ნაკლები მოსახლეობა ჰყავდათ ვიდრე ის იქნებოდა მის გარშე. ისინი მიიჩნევენ რომ ამ პოლიტიკამ ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. შობადობის და მოსახლეობის ზრდის შემცირებამ შეამცირა ის პრობლემებიც რომლებიც ჭარბ მოსახლეობას მოყვება. კერძოდ: ეპიდემიები, არასათანადო საცხოვრებელი პირობები, გადატვირთული სოციალური მომსახურება. მიუხედავად ამ პოლიტიკისა ჩინეთში ყოველ ხუთ კვირაში მილიონით უფრო მეტი ადამიანი იბადება ვიდრე კვდება.

                                     

2. ეფექტი მდედრობითი სქესის მოსახლეობაზე

ჩინეთში სხვა აზიური ქვეყნების მსგავსად უპირატესობას ვაჟიშვილს ანიჭებენ. ზოგადად მიღებულია, რომ სოფლებში ვაჟიშვილი უფრო გამოსადეგია სამეურნეო საქმიანობაში. როგორც სოფლებში ასევე ქალაქებში არის ტრადიციული და ეკონომიკური მოტივები, მათ შორის კონფუციანიზმიც რის გამოც ვაჟიშვილს ამჯობინებენ. ვაჟიშვილის ყოლას ამჯბინებენ ასევე რადგან ის მშობლებს საპენსიო ასაკის დროს უწევს ფინანსურ დახმარებას, და ზოგადად ბიჭის მშობლებ უკეთესი პირობები აქვთ ვიდრე მისი მეუღლის მშობლებს, რადგან ქორწინების შემდეგ გოგო ახალი ოჯახის წევრად ითვლება. მამაკაცების წილი მოსახლეობაში არის უფრო მაღალი ვიდრე ქალების, რადგან ერთი შვილის პოლიტიკის პირობებში მშობლები არჩევნ ყავდეთ ვაჟი ვიდრე ქალიშვილი.

                                     

3. ლიტერატურა

  • Greenhalgh, Susan, 2008. Just One Child: Science and Policy in Dengs China ISBN 978-0-520-25339-1, University of California Press
  • Better 10 Graves Than One Extra Birth ISBN 1-931550-92-1, Laogai Research Foundation
                                     
  • და გამოცდილია საიმისოდ, რათა გარკვეული პასუხისმგებლობა იკისროს. ერთი ბავშვის პოლიტიკა გაეროს ბავშვთა ფონდი ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ბავშვი Child
  • რაიფ ბადავი სახაროვის პრემიის ლაურეატი გახდა. ჩინეთში ერთი ბავშვის პოლიტიკა გაუქმდა და იგი ორი ბავშვის პოლიტიკამ ჩაანაცვლა. ბიდჰია დევი ბჰანდარი ნეპალის პირველი
  • პროგრესირდა მას შემდეგ, რაც მალაიზია შეუერთდა ბავშვის უფლებების კონვენციას CRC და 2001 წელს მიიღო ბავშვის აქტი. მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების
  • სოციალურ და სხვა საკითხებს. აზერბაიჯანის ბავშვის უფლებების შესახებ კანონისა და საოჯახო კოდექსის თანახმად, ბავშვის უფლებებისა და ინტერესების დარღვევის შემთხვევაში
  • ფონდის მანდატი ეფუძნება 1989 წელს მიღებულ, ბავშვის უფლებათა კონვენციას რომელიც განსაზღვრავს თითოეული ბავშვის უნივერსალურ, განუყოფელ უფლებებს და მდგრადი
  • კარგი მონაცმები აქვს. პოლიტიკა კი გაანადგურებს მას. 1930 წელს ბრანდტი გერმანიის სოციალ - დემოკრატიული პარტიის გსდპ წევრი გახდა. ერთი წლის შემდეგ იგი პარტიას
  • ავტომატურად იქნებოდა ბრიტანეთის ტახტის ერთ - ერთი მემკვიდრე და მისი აზრით ამ მემკვიდრეობის განსამტკიცებლად საჭირო იყო ბავშვის ბრიტანეთის მიწაზე გაჩენა. მისმა ასეთმა
  • ზურგი აქცია მას და მის ტახტზე პრეტენზიაც გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ ბავშვის გაჩენის შემდეგ დედოფალი აქტიურად ჩაება პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
  • სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების მიუხედავად რომისა და გალიის მტრული პოლიტიკა მომდევნო საუკუნეებშიც გაგრძელდა. ძვ. წ 125 წელს რომაელებმა სამხრეთ გალია
  • ხშირად ეხებიან სხვადასხვა საკამათო და მტკივნეულ თემებს, როგორებიცაა პოლიტიკა რასიზმი, მონათმფლობელობა, ფემინიზმი, ჭარბწონიანობა და სხვა. გრიფინების
  • შემდეგ, თეთრკანიანი ბავშვის მშობლებმა აუკრძალეს თავიანთ შვილს კინგთან ერთად თამაში, რადგან მარტინი შავკანიანი იყო. ეს იყო ერთ - ერთი პირველი შემთხვევა, როდესაც

Users also searched:

რასა,

...
...
...