Back

ⓘ ვალდებულებითი სამართალი



                                     

ⓘ ვალდებულებითი სამართალი

ვალდებულებითი სამართალი წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი ნორმების ერთობლიობას, რომელიც არეგულირებს ქონების გადაცემასთან, სამუშაოს შესრულებასთან, მომსახურების გაწევასთან, ზიანის მიყენებასთან, უსაფუძვლო გამდოდრებასთან და სხვ. დაკავშირებით წარმოშობილ ურთიერთობებს. ვალდებულება ისეთი სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობაა, რომლის ძალითაც მოვალე ვალდებულია შეასრულოს კრედიტორის სასარგებლოდ განსაზღვრული მოქმედება ან თავი შეიკავოს განსაზღვრული მოქმედებისგან, ხოლო კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მოვალისგან ვალდებულების შესრულება. მისი დარღვევისთვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს მოვალეობის შესრულება ან ზიანის ანაზღაურება.

ვალდებულებითი სამართალი ზოგადი და კერძო ნაწილებისგან შედგება. ზოგადი ნაწილი მოიცავს ნორმებს, რომლებიც თანაბრად გამოიყენება ყველა ვალდებულების მიმართ. ეს ნორმები შეიცავენ ზოგად დებულებებს ვალდებულებათა და ხელშეკრულებათა, ვალდებულების წარმოშობისა და შეწყვეტის შესახებ. კერძო ნაწილი კი მოიცავს ისეთ ნორმებს, რომლებიც არეგულირებენ ცალკეულ ვალდებულებებს, მაგალითად, ნასყიდობას, ქირავნობას, ნარდობას და სხვ.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →