Back

ⓘ მონოფიზიტობა



მონოფიზიტობა
                                     

ⓘ მონოფიზიტობა

მონოფიზიტობა, დოგმატიკური თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტეს აქვს ერთი, ღვთაებრივი ბუნება და უარყოფილია მეორე – ადამიანური, რასაც არ აღიარებენ დიოფიზიტები. ამ ღვთისმეტყველური თვალსაზრისის მამამთავარია კონსტანტინოპოლი ერთ-ერთი მონასტრის არქიმანდრიტი ევტიქი. მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წელს ბიზანტიის იმპერიაში. 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრება ზე დაგმეს მონოფიზიტობა და მიიღეს განსაკუთრებული დოგმატი - "ქრისტეს ორბუნებოვანობისა და ერთსახეობის შესახებ". მის მიმდევრებს დევნა დაუწყეს, როგორც ერეტიკოსებს. დავა დასრულდა სირიის, პალესტინის, ანტიოქიის ქრისტიანთა ამბოხებით და განდგომით და მათ მიერ არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიების დაარსებით.

                                     

1. სწავლება

მონოფიზიტობის სწავლების მიხედვით თავიდან ცალ-ცალკე არსებობდა ქრისტეს ორი ბუნება: ღმერთისა და კაცის, მაგრამ განკაცების შემდეგ ეს ორი ბუნება შეერთდა და მხოლოდ ღვთაებრივი ბუნება დარჩა. ზოგიერთი მონოფიზიტი მიიჩნევს, რომ ქრისტეში ორი ბუნების გაერთიანებამ წარმოშვა ახალი, განსაკუთრებული ბუნება. მონოფიზიტები უარყოფდნენ ორი ბუნების თანაარსებობას და ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეში ღვთაებრივმა ბუნებამ შთანთქა ადამიანური და რომ ჯვარს ეცვა არა ღმერთკაცი, როგორც დიოფიზიტები ამტკიცებენ, არამედ ღმერთი.

                                     

2. ისტორია

მონოფიზიტობა ჩაისახა 433 წელს. ის გავრცელდა ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში, სადაც შემორჩენილი იყო მოკვდავი ღმრეთის კულტი. 451 წელს ქალკედონის საეკლესიო კრებამ დაგმო მონოფიზიტობა. V საუკუნის ბოლოდან მონოფიზიტებმა დაიკავეს ალექსანდრიის, იერუსალიმისა და ანტიოქიის საპატრიარქო საყდრები. VI საუკუნეში მონოფიზიტობა გავრცელდა ნუბიასა და არაბეთში. ამავე დროს გამოიკვეთა მონოფიზიტების პოლიტიკური სურვილი, ჩამოეშორებიათ ბიზანტიის იმპერიისგან აღმოსავლეთის პროვინციები. რელიგიურმა სეპარატიზმმა იჩნა თავი ეგვიპტესა და სირიაში. ამის გამო VI საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორები ხშირად უთმობდნენ მონოფიზიტებს. მონოფიზიტებს მფარველობდა იმპერატორ იუსტინიანეს მეუღლე თეოდორა. VII საუკუნეში წარმოიქმნა მონოფიზიტობისა და დიოფიზიტობის დაახლოების მცდელბა მონოთელიტობის სახით.

                                     

3. მიაფიზიტობა

VII საუკუნის ბოლოდან დამკიდრდა ტერმინი მონოფიზიტობა. მონოფიზიტობის შემცვლელი ტერმინია მიაფიზიტობა. ეს ტერმინი შემოღებულ იქნა მონოფიზიტობის ნეგატიური კონოტაციის თავიდან ასარიდებლად. ტერმინი დაფუძნებულია კირილე ალექსანდრიელის გამონათქვამზე "ღვთის სიტყვის ერთგვაროვანი განკაცებული ბუნება". ტერმინი მონოფოზიტობა მიუღებელია სომხური სამოციქულო ეკლესიისთვის და არ იყენებს მას.

                                     

4.1. ლიტერატურა საღვთისმეტყველო ლიტერატურა

  • Давыденков Олег, иерей Христологическая система Севира Антиохийского დაარქივებული 2014-08-13 საიტზე Wayback Machine. М: Изд-во ПСТГУ, 2007. - 328 с. ISBN 978-5-7429-0257-7
  • Еп. Григорий В. М. Лурье. История византийской философии. Формативный период. СПб., Axioma, 2006. XX + 553 с. ISBN 5-90141-013-0 Оглавление, Раздел 1, гл. 1, Раздел 1, гл. 2, Раздел 2, гл. 1, Раздел 2, гл. 2, Раздел 4, гл. 1, Раздел 4, гл. 2
  • Jean Meyendorff. Le Christ dans la Theologie Byzantine. Paris, 1968.
  • А. В. Карташёв. Вселенские Соборы. Париж, 1963
                                     

4.2. ლიტერატურა ბიზანტიური მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტერატურა

  • Творения преподобного Иоанна Дамаскина Источник знания Пер. с греч. и коммент. Д.Е. Афиногенова, А.А. Бронзова, А.И. Сагарды, Н.И. Сагарды. - М.: Индрик, 2002. - 416 с. - Святоотеческое наследие. Т. 5 ISBN 5-85759-186-4
  • Прп. Иоанн Дамаскин О сложной природе против акефалов // Творения преподобного Иоанна Дамаскина. Христологические и полемические трактаты. Слова на богородичные праздники / Пер. свящ. Максима Козлова и Д. Е. Афиногенова М. 1997. Стр. 194 - 201 ISBN 5-7248-0044-6
                                     

4.3. ლიტერატურა მონოფიზიტუტი ლიტერატურა

  • Иеромонах Гевонд Оганесян, настоятель монастыря Святых Архангелов Иерусалимский патриархат, кандидат богословских наук. "Армянская Церковь и Халкидон. Армянское достояние на святой земле". Иерусалим, 2010. В pdf формате. Армянская Церковь и Халкидон. В html формате
  • Main doctrines and practice of the church - Ethiopian Orthodox Tewahedo Church
  • H.H. Pope Shenouda III "The Nature of the Christ"
Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →