Back

ⓘ სამართალი ბერძული




                                     

ⓘ სამართალი ბერძული

"სამართალი ბერძული", ბერძნულ-რომაული სამართლის ქართული ვერსია, ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულში მეორე ნაწილად შეტანილი საკანონმდებლო ძეგლი. ვახტანგ VI-მ "ძიება-ყო საბერძნეთით" და "მოიშოვა" იქაური "წიგნი სასამართლონი". ასეთი "ფრიადითა შრომითა" მოპოვებული ბერძნული კანონები გადმოაქართულეს "ბრძენთა კაცთა" თვით ვახტანგ VI-ის აქტიური მონაწილეობით. დედნიდან ეპისკოპოს კვიპრიანე სამთავნელს უთარგმნია. ეს არის თავისუფალი თარგმანი. ალაგ-ალაგ გავრცობილი ან შემოკლებული.

ძეგლი წარმოადგენს, მათე ბლასტარის იურიდიულ ტრაქტატის - "ალფაბეტური სინტაგმის" შემოკლებულ რედაქციას, რომელიც კანონთა მოკლე პრაქტიკულ სახელმძღვანელოდან - არმენოპულოსის "ექვსწიგნეულიდან" და სხვა წყაროებიდან გამონაკრები კანონმდებლობებითაა შევსებული. იგი 418 მუხლისაგან შედგება ბერძნულ-რომაული სამართლის უმნიშვნელოვანეს ტებს მოიცავს. კანონთა შინაარსი, დედნის შესაბამისად, დალაგებულია ბერძნული ანბანის რიგზე.

"სამართალი ბერძული" არის ბერძნულ-რომაულ სჯულმდებლობასთან ქართული სამართლეებრივი კულტურის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის ურთიერთობის საყურადღებო შედეგი და გამოხატულება. იგი წარმოაჩენს ბერძნულ-რომაული სამართლის მდგომარეობას თურქთა ბატონობის ხანაში და მისი რეცეფციის ხასიათს აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ქვეყნებში.

ძეგლი ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის სხვა ნაწილებთან ერთად გამოსცა ი. დოლიძემ 1963. ბერძნული დედანი გამოავლინა და კანონები ქართულ-ბერძნული პარალელური ტექსტები ცალკე გამოაქვეყნა თ. ბრეგაძემ 1964. "სამართალი ბერძული" ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულის შემადგენელი ნაწილის სახით XIX საუკუნეში ითარგმნა და ორჯერ გამოიცა რუსულად რუს. სენატის სამსახურებრივი გამოცემა Законы грузинские; ; ა. ფრენკელისა და დ. ბაქრაძის 1887 გამოცემა - Сборник законов грузинского царя Вахтанга VI

                                     
  • ვახტანგ VI - ის სამართლის წიგნში სხვა მასალასთან ერთად შეტანილია სამართალი ბერძული რომელიც ერთ - ერთი ბიზანტიური ნომოკანონის XIII - XIV სს. თარგმანია
  • მთაწმიდელის ნაშრომები კანონიკურ სამართალში, აგრეთვე ვახტანგ VI - ის სამართალი ბერძული ბიზანტიის იმპერია წარმოადენდა თეოკრატიულ სახელმწიფოს, რომელსაც უფლის

Users also searched:

ბექასა და აღბუღას სამართალი, მოსეს სამართალი, პოლიტიკური სრულწლოვანება,

...
...
...