Back

ⓘ ენა



                                               

კონგო (მრავალმნიშვნელოვანი)

კონგო შეიძლება აღნიშნავდეს: კონგო ენა კონგოს რესპუბლიკა - სახელმწიფო აფრიკაში, საფრანგეთის ყოფილი კოლონია. კონგო მდინარე - მდინარე აფრიკაში. კონგო ხალხი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ყოფილი ზაირი - სახელმწიფო აფრიკაში, ბელგიის ყოფილი კოლონია. ჯგუფ ჯენესისის სიმღერა Congo, ალბომიდან Calling All Stations

                                               

C (მრავალმნიშვნელოვანი)

C ნოტი - მუსიკალური ნოტი "დო" ; C ნიშანი - დამაკმაყოფილებელი ნიშნანი ზოგიერთი ქვეყნის განათლების სისტემაში. C სათამაშო - პლასტმასის სათამაშო ყოფილი ჩეხოსლოვაკიიდან; C# ნოტი - დო დიეზი;

                                               

გუარანი

სახელი გუარანი შესაძლოა აღნიშნავდეს: გუარანი - პარაგვაის ეროვნული ვალუტა გუარანი - ენათა ჯგუფი, რომელიც მოიცავს გუარანის, ტუპი-გუარანის ქვეჯგუფიდან. გუარანი ან პარაგვაული გუარანი - პარაგვაის ოფიციალური ენა გუარანი - ადგილობრივი ხალხი სამხრეთ ამერიკაში

                                               

ჯავა (მრავალმნიშვნელოვანი)

                                               

მანდა

მანდა შეიძლება იყოს: მანდა კუნძული - კუნძული კენიაში მანდა ტანზანია - ეთნიკური ჯგუფი ტანზანიაში მანდა ენა - დრავიდული ენა მანდა გვინეა - ქალაქი გვინეაში

                                               

ლეკი

                                               

ხმალი

ხმალი - ცივი იარაღი. არსებობს მჭრელი, მჩხვლეტავ-მჭრელი და მჩხვლეტავი ხმლები. ხმლების წონა მერყეობს 700 გრამიდან 6 კილომდე. ერთხელიანი მჭრელი ან მჭრელ-მჩხვლეტავი ხმალის მასა შეადგენს 900 გრამიდან 2 კილომდე. ხმლებს გამოყენებდნენ ბრძოლებისთვის. ხმლის კარგად ფლობისთვის საჭირო იყო მეომრის ხანგრძლივი წვრთნა. ხმლის განსაკუთრებული თვისება იყო მისი უნივერსალურობა: ხმალს შეუძლია მიაყენოს როგორც მჭრელი ასეცე მჩხვლეტავი დარტყმა. ხმლით იარაღდებოდნენ ფეხით მოსიარულე და ცხენით მოსიარულე მეომრები, და ხშირად მშვილდოსნებიც. მჭრელი დარტყმები ხმლით გამოირჩეოდა განსაკუთრებული სიძლიერით, რაც ასევე ზრდიდა ცხენიდ ...

ენა
                                     

ⓘ ენა

ადამიანის არსებობა მჭიდროდაა დაკავშირებული საზოგადოებრივ საქმიანობასთან. საზოგადოებრივი საქმიანობა, თავის მხრივ, შეუძლებელია ადამიანთა შორის ურთიერთგაგებინების გარეშე. გაგებინების უმნიშვნელოვანესი საშუალება არის ბუნებრივი ენა. ენა არის საზოგადოებრივი ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, განსაკუთრებით კი შედეგზე ორიენტირებული საქმიანობიდან მომდინარე, მუდმივად განახლებადი, განვითარებადი სისტემა აკუსტიკურად და ოპტიკურად აღქმადი ნიშნებისა, რომელიც ადამიანს ემსახურება აზრის გაფორმებაში, შეაძლებინებს მას გარკვეულ ფორმაში მოაქციოს აზრი და ამით გასაგები გახადოს იგი გამოსახატავი აზრი მისთვის და სხვათათვის. ენა ადამიანს ფიქრის პროცესს, ანუ გარკვეული რეალობის შემეცნებას შეაძლებინებს. ენის, როგორც ნიშანთა სისტემის მეშვეობით შესაძლებელი ხდება აზრებისა და ემოციური განცდების გადმოცემა, ასევე მოპოვებული ცოდნის ფიქსირება და შენახვა. ენის დეფინიციიდან გამომდინარე გასაგები ხდება, რომ იგი ადამიანის ენობრივი მოღვაწეობის ინსტრუმენტია და მჭიდრო ურთიერთკავშირშია ადამიანის ცნობიერებასთან. ურთიერთკავშირი ენასა და საზოგადოებას შორის ცხადი ხდება კომუნიკაციაში. კომუნიკაციას ენათმეცნიერები განიხილავენ, როგორც ურთიერთგაგებინების პროცესს.

                                     

1. ენისა და დიალექტის გარჩევის პრობლემა

ცალკეულ ენებზე და ენათა დიალექტებზე მოლაპარაკეთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია, რაც იმ მიზეზით აიხსნება, რომ მსოფლიოში არსებულ ენათა რაოდენობა არაა საბოლოოდ დადგენილი, ანუ თვითონ ენათმეცნიერებაში არ არსებობს რაიმე ზუსტი საზომი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი გახდებოდა ენის დიალექტისაგან ერთმნიშვნელოვნად გარჩევა. ამდენადაა უცნობი, სულ მაინც რამდენი ენა არსებობს დედამიწის ზურგზე. საქმე ის არის, რომ არსებობს ერთი ენის დიალექტები, რომლებიც 1. სრულიად გაუგებარია ამავე ენის სხვა დიალექტებზე მოსაუბრეთათვის. ამის მაგალითად გამოდგება გერმანული ენის ბავარიული, შვაბური დიალექტები, ანდა იტალიური, ან ესპანური ენების დიალექტები. 2. არსებობს სხვადასხვა ენები, რომლებზე აზრის გაგებაც ზოგჯერ ლამის სიტყვასიტყვითაა შესაძლებელი სხვა მონათესავე ენებზე მოლაპარაკეთათვის. - ამის მაგალითია არაერთი სლავური ენის, ან თურქული ენის ცალკე ენებად თანაარსებობა. სლავეთი: ეთნო-პოლიტიკური სიტუაცია სამხრეთ სლავეთში მიუხედავად უკიდურესი ენობრივი სიახლოვისა ისტორიულად ყოველთვის კონფლიქტურ ხასიათს ატარებდა.

თურქულენოვანი სამყარო: საკუთრივ თურქულის, აზერბაიჯანულისა და თურქმენულის მცოდნეთა შორის ურთიერთგაგებინებადობა.

არსებული ენათმეცნიერული წინააღმდეგობრივობის დასაძლევად ერთგვარ კომპრომისად მიღებულ და დამკვიდრებულ იქნა ორი ტერმინი; 1. ენების დიფერენციაცია მდებარეობის მიხედვით, ან გამო. 2. ენების დიფერენციაცია სიშორის მიხედვით, ან გამო.

                                     

1.1. ენისა და დიალექტის გარჩევის პრობლემა ენებად დიფერენცირება გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით

ენებად გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ან გეოგრაფიული მდებარეობის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ ურთიერთგაგებინება ორ სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკეს შორის 1. მეტად გაადვილებულია, ანდა 2. სრულიად ადეკვატური. მიუხედავად ამისა, ასეთ ენებს სხვადასხვა სახელი გააჩნიათ და ხშირად სხვადასხვა სახელითვე ოფიციალურ ენებს წარმოადგენენ სხვადასხვა სახელმწიფოებში. მაგ.; 1. სპარსული ირანში და ტაჯიკური ტაჯიკეთში; 2. ხორვატული ხორვატიაში და სერბული სერბეთში.

                                     

1.2. ენისა და დიალექტის გარჩევის პრობლემა ენებად დაყოფა სიშორის მიხედვით

ენებად გეოგრაფიული სიშორის გამო, ან გეოგრაფიული სიშორის მიხედვით განარჩევენ მონათესავე ენების წყვილებს, რომელთა შორის განსხვავება იმდენად დიდია, რომ ურთიერთგაგებინება 1. გაძნელებულია, ანდა 2. სრულიად შეუძლებელი. მაგ.; 1. რუსული და ჩეხური; 2. ნორვეგიული და აფრიკაანსი. დღეს არსებულ ენათაგან ნახევარი მოდის ინდონეზიაზე, მექსიკაზე, ბრაზილიაზე, კამერუნზე, ინდოეთზე, ჩინეთზე, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციაზე. სპეციალისტთა პროგნოზების მიხედვით, 2100 წლისთვის შეიძლება გაქრეს ენათა 90 პროცენტი: ენის შესანარჩუნებლად აუცილებელია, რომ მასზე ლაპარაკობდეს არაუმცირეს რამდენიმე ათასი კაცისა.

                                     

2. ლიტერატურა

  • Bußmann, Hadumod გამომც.: Lexikon der Sprachwissenschaft. 1 2. Auflage Kröners Taschenausgabe, Band 452. 3., aktualisierte und erweiterte Auflage. - Stuttgart: Kröner, 2002.
  • Meyers großes Taschenbuch: in 24 Bänden. Herausgegeben und bearbeitet von Meyers Lexikonredaktion. - Mannheim; Leipzig; Wien; Zürich: BI-Taschenbuchverlag.
  • Jung, Walter გამომც.: Grammatik der deutschen Sprache. Bearbeitet von Günter Starke. - 9., unveränderte Auflage - Leipzig: Bibliographisches Institut, 1988.
  • Glück, Helmut გამომც.: Metzler-Lexikon Sprache. - Stuttgart; Weimar: Metzler, 2002.
ტსვანა ვიკიპედია
                                               

ტსვანა ვიკიპედია

ტსვანა ვიკიპედია - ვიკიპედიის განყოფილება ტსვანა ენაზე. თავისუფალი ენციკლოპედია. გაეშვა 2004 წელს. 2010 წლის დეკემბრისთვის შეიცავდა 100 სტატიას, ხოლო 2016 წლის 18 მაისისთვის 566 სტატიას. დარეგისტრირებულ მომხმარებელთა რაოდენობა უდრის 4623-ს. ჰყავს 1 ადმინისტრატორი.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →