Back

ⓘ საინფორმაციო მეცნიერება



                                     

ⓘ საინფორმაციო მეცნიერება

ტერმინი საინფორმაციო მეცნიერება ახალია, ისევე როგორც თვით ეს საქმიანობა, ამიტომ მისი ზუსტი განმარტება შეუძლებელია. იგი ორი მნიშვნელობით შეიძლება იქნეს გამოყენებული:

ფართო გაგებით, საინფორმაციო მეცნიერება შეიძლება ეწოდოს ნებისმიერ სწავლებას, რომელიც იკვლევს ამა თუ იმ ფორმის და შინაარსის ინფორმაციას, მისი მოპოვების, შენახვის, გადამუშავების, გარდაქმნის და გადაცემის საკითხებს. ამ თვალსაზრისით საინფორმაციო მეცნიერებებს შეიძლება მივაკუთვნოთ როგორც ინფორმატიკა, ინფორმაციის თეორია, კომპიუტერული ტექნოლოგია, ასევე ჟურნალისტიკა, ბიბლიოთეკათმცოდნეობა, საარქივო საქმე და ა.შ.

ვიწრო გაგებით, საინფორმაციო მეცნიერებაში იგულისხმება ინფორმატიკა, მაგრამ არ არსებობს თვით ამ ტერმინის ერთნაირი გაგება სხვადასხვა ენებში.

  • Informatics ანუ Information Science ინგლისურში ჰქვია თეორიულ მეცნიერებას ინფორმაციის შესახებ, რომელიც თავის მხრივ ნაწილია ე.წ. კომპიუტერული მეცნიერებისა Computer Science, რომლის სხვა ნაწილებია: Hardware Engineering ტექნიკური აპარატი - მოწყობილობა და Software Engineering მათემატიკური აპარატი - პროგრამა.
  • ჩვენში დამკვიდრებული იყო საერთო ტერმინი - ინფორმატიკა და გამოთვლითი ტექნიკა, რაც მეცნიერების ამ დარგის ორივე მხარის, თეორიულის და ტექნოლოგიურის, გამომხატველი იყო.
  • კომპიუტერული მეცნიერების Computer Science შესატყვისი ფრანგულში, გერმანულში და სხვა ევროპულ ენებში არის ინფორმატიკა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ალბათ უპრიანი იქნება, თუ ე.წ. საინფორმაციო მეცნიერების თეორიულ ნაწილს ინფორმატიკად მოვიხსენიებთ, ხოლო მის ტექნიკურ მხარეს - კომპიუტერულ ტექნოლოგიად.

Free and no ads
no need to download or install

Pino - logical board game which is based on tactics and strategy. In general this is a remix of chess, checkers and corners. The game develops imagination, concentration, teaches how to solve tasks, plan their own actions and of course to think logically. It does not matter how much pieces you have, the main thing is how they are placement!

online intellectual game →